karamelka wrote:ციტატა:
..."ნინა ,ნინა, ჩემო ნინა
გათხოვება ხომ არ გინდა?
_გათხოვება რომ მინდოდეს
შენი კითხვა მე რად მინდა?"

შესატყვისი გამოხმაურებაა..... ვისი რა საქმეა ვის რა უნდა, ვისი ცხოვრება როგორ წარიმართება, ვის რა შეუძლია შეცვალოს და ვის ბედი რას მოუტანს. თანაც ვიღაცის პირადი გამოცდილება სხვის შემთხვევაში ყოველთვის არ არის გამოსადეგი. პირადი ცხოვრება იმიტომაც არის პირადი, რომ პირადულის ჩარჩოებს არ უნდა გასცდეს. თანაც მგონია, რომ ამ რუბრიკაში ყველაფერს თავისი სახელი არ აქვს მიჩენილი. ვერ მივხვდი რას გულისხმობენ"როცა გათხოვება გვინდება...სურვილები" სათაურში-არის ეს სექსის დაწყება ლეგალური, საზოგადოებრივად არადასაძრახი საშუალებებით-ქორწინებით თუ მეგობრისა და თანამოაზრის პოვნა, შვილების ყოლა. როგორც ოფიციალური ქორწინებით ისე ქორწინების დამადასტურებელი ბეჭდის გარეშეც არის მისაღწევი სექსის ქონა სასურველ ადამიანთა, შვილების ყოლა მასთან , ოჯახური ტრადიციების შექმნა და ა.შ. განსხვავება იმ ბეჭედშია მხოლოდ. ეს სამოქალაქო კრიტერიუმებიდან. მაგრამ როდესაც ვართ წარმომადგენელი ქრისტიანული სარწმუნოების სადაც მამაკაცსა და ქალს შორის კავშირი ზეცაში ხდება-აქ ,ალბათ ,სხვაგვარადაა საქმე. ჩვენი რელიგია ზნეობის გარკვეულ ნორმებს ქადაგებს და თუ კი მიგვაჩნია თავი რელიგიურებად-მივდევთ მას. იქ სადაც ეს "ბერკეტები" შესუსტებულია-კითხვებიც წამოიჭრება. ყოველივე სწორია თუ მცდარი-ცალკეული ადამიანი თავად წყვეტს თავის კონკრეტულ ცხოვრებასთან მიმართებაში.
მეც გავიმეორებ სიმღერიდან ფრაზას:
გათხოვება რომ მინდოდეს
შენი კითხვა მე რად მინდა?!?!?!?!?!?
მაგრამ გათხოვებაზეა კი აქ ლაპარაკი?!?!?!?!?!?? მეც მომხრე ვარ ეს "უაზრო" თემა დასრულდეს..........=oops=
