შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ვაი შენ, წუთისოფელო, დაგცადე ათასფერადა, _ შორით დაგიდექ, შორიდან არა, არ ღირდი ცქერადა, ახლოს მოველ და დამდაგე, გამხადე დღეთა წერადა, გავიქეც, გამომეკიდე, გზა მომიქციე მტვერადა.
ცეცხლად მეკიდე, მე კიდევ დარდი ისედაც მკვერავდა, ვერ იქნა, გაგსწორებოდი, ვერ იქნა, აუჰ, ვერა და... კლდე იყავ, კენჭიც არ გქონდა მოსარყევ-მოსამტვრევადა.
მე შენზე ფიქრში მზის თეთრი რაში გამომენთება ზღვის სამყაროში; მე შენზე ფიქრში მთვარის ციალში ჩავიხატები წმინდა წყაროში; მე გხედავ, გხედავ, როცა შორ გზაზე მტვრის ავარდება კორიანტელი, უკუნ ღამეში ვიწრო შუკაზე დაილანდება როცა გამვლელი. მე მესმის შენი, როცა ყრუ ფშვინვით აღიმართება შორეთში ტალღა; ჩუმ ხეივანში მივაყურადებ როს აფეთქდება ბაღჩად და ბაღად. მე შენთანა ვარ, შორს იყო თუნდაც მე მაინც ახლო მეგულვი თითქო! დახდების მზე და მე აღმომხდება: ჩემო ვარსკვლავო, ო, აქ რომ იყო!
მე თქვენ მიყვარდით. სიყვარული თითქოსდა ბედად ჩემი სულისთვის ისევ მგონი ვერ იქცა უცხოდ. ნუ შეშფოთდებით, ქალბატონო, რადგანაც მეტად მე აღარ მინდა თქვენ რამეთი რომ დაგამწუხროთ.
მე თქვენ მიყვარდით უიმედოდ, არ იყო შველა; ხან შიში მკლავდა, ხან მიღრნიდნენ გულს ეს ეჭვები, მე თქვენ მიყვარიდთ, ისე ნაზად და ისე წრფელად, ასე უყვარდეთ კიდევ ვინმეს, ღმერთს ვევედრები.
დღეს სულ მოწყენილი ვარ, ხასიათი წამიხდა, იცით, ჩემი თოჯინა ძლიერ ავად გამიხდა. ხმას არ იღებს სრულებით, არც საჭმელი არ უნდა, კუ ექიმთან გაიქცა, რა ვქნა, რომ არ დაბრუნდა? ყოველ წუთში ოთახში ნუ შემოხვალ ბებია, მოერიდე ავადმყოფს, იქნებ გადამდებია. ღმერთო ნეტავ საშიში არაფერი არ იყოს! აქ ნუ მოსწევ პაპიროსს, გარეთ გადი, მამიკო.
ვინც ეწვევა საქართველოს საოცნებო სერებს, სიმღერაც რომ არ იცოდეს, მაინც დაიმღერებს; ვინც მისწვდება ჩემი მთების მწვერვალებს და ღრუბლებს, ისიც მგოსნად გადიქცევა, ლექსად ისაუბრებს. საარაკო სილამაზე, ხალხიც სასახელო, მტერსაც კი მოინადირებს ტურფა საქართველო
მალე.... მალე მარტი მომანატრებს ზამთარს... ისევ... ისევ თოვს და ფიფქებს კოცნით ვადნობთ... ალბათ... ალბათ გულიც შეელევა ამ დარდს... მერე... "დრო ყველაფრის მკურნალია"_ვამბობთ...
ტრაგიკოსია და კლოუნდა გამოჰყავთ მუდამ, პარიკიც უგავს ცხენის ჯიდაოს. კაცო, ნუ ხარო უმადური, ათასჯერ უთქვამთ, ამაზე მეტი ტრაგედია რაღა გინდაო.
ზოგი მიფრინავს, უკან რჩება ჟამი და სივრცე, ზოგი მიცოცავს, სიმწრის ოფლი გადის კბილებში, მაგრამ ქომაგი იშველიებს ანტიკურ სიბრძნეს, ვერ დაეწევა ვერასდორსო კუს აქილევსი.
ზოგი საკუთარ ჩრდილში დგება მისსივე ნებით, და ჯუჯად სთვლიან სულით გოლიათს, ბავშვობიდანვე ჩუმად დააქვს დაჭრილი ფრთები, ბრბოს კი რატომღაც კუზი ჰგონია...
ქალია დილა, მიწა — ქალი საღამო — ქალი... წვიმა ქალია... ყველაფერი ქალივით მიყვარს... და როცა ვინმე ჩემზე უკეთ ადიდებს დილას, — ასე მგონია: მე რო მიყვარს, — მართმევენ იმ ქალს.
მე გელოდი-არ მოხვედი.. იქნებ ჩემი სიყვარული შეცდა? არ მოხვედი, არ შეიგრძნე ჩემი სულის მარტოობა, სევდა.. შენ გელოდი და მჯეროდა გაზაფხულის განახლებულ მზისა... მაგრამ,ვაი,რომ ცდებოდა ის სიზმრები გაზაფხულის დღისა!
წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო, მწყურვალს დაგტოვებსო,ჩაჰყვები ვინცო, ცოლ-შვილს გაგყრის და აგარევინებსო- შენზე თუ უთქვამთ,პატარა ციცოვ! მე იმ ასაკში არავარ ახლა და არც იმ ჭკუაზე-ცოლ შვილს გავეყარო! მაგრამ შემომიჩნდა სურვილი მახრა და პატარა ციცოვ ,უნდა დამეხმარო! ხოლო ციცუნია ტოლებში დაჰქრის და შენი მახრა ფეხებზე ჰკიდია, თუმცა სავსე მკერდი მიუგავს სახნისს და ის შეახსენებს ,რომ უკვე დიდია! ისე ჩამოგივლის მიწა გასახეთქი, ვითომ ქვეყანაზე მარტო ის ერთია. როგორც ხეჭეჭური ქვაზე დასათხლეში- ციცო ისეთია! წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო, მწყურვალს დაგტოვებსო ჩაჰყვები ვინცო, ცოლ-შვილს გაგყრის და აგარევინებსო- შენზე ტუ უთქვამთ, პატარა ციცოვ!
რატომ არ მოდიოდი, სხვასთან რატომ გაჩერდი?! გული როგორ მტკიოდა!- მარტო შენ მომარჩენდი. ისევ ისე,მომინდი, ვუსმენ მტირალ კლავიშებს, ერთხელ რომ გიპოვიდე, მერე აღარ გაგიშვებ.