↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 127 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
zizikore wrote:
ციტატა:

გიჭვევთ საქეიფოთ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
zizikore wrote:
ციტატა:
სურათი აღარ არსებობსსურათი აღარ არსებობს

ჭეშმარიტად ჭეშმარიტად ჭეშმარიტად!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
zizikore wrote:
ციტატა:
სურათი აღარ არსებობსსურათი აღარ არსებობსსურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined09 Feb 2007
Posts103
კარმა57
OFFLINEPROFILE
zizikore wrote:
ციტატა:
zizikore wrote:
ციტატა:
სურათი აღარ არსებობსსურათი აღარ არსებობსსურათი აღარ არსებობს

ზიზიკორე ეს რა სუფრა გაგვიშალე,გაიხარე ქრისტე აღსდგა.მოკლედ ქართველები ფორუმზეც კი ვახერხებთ სუფრის გაშლას:) :) :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined09 Feb 2007
Posts103
კარმა57
OFFLINEPROFILE
ყველაზე ძალიან ეს სუფრა მომეწონა აქ ჩემი საყვარელი საჭმელებია
ერთი კარმა ზიზიკორეს ჩემგან:) :) :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Nov 2007
Posts616
კარმა96
OFFLINEPROFILE
კრისტე აგსდგა! მრავალს დაესცარიტ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ნინაკაააააააა მეოთხე-ში ნახე რა კარგი რამე რუმეებია

ქრისტე აგსდგა

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined20 Apr 2008
Posts18
კარმა0
OFFLINEPROFILE
ყველას გილოცავთ აღდგომას!!!!!! მრავალს დაესწარით

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Jun 2007
Posts391
კარმა52
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს
უფალი გფარავდეთ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
„მოველი აღდგომასა მკვდრეთით“

საინტერესოა, რომ მართლმადიდებელ ეკლესიაში გვაქვს ქრისტეს შობის, მირქმის და სხვა ხატები, მაგრამ ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის ხატი არ გაგვაჩნია. იესო ქრისტეს აღდგომა კი ყველაზე სასიხარულო ამბავია, რაც მთელს სამყაროში მომხდარა.

აღდგომაზე ყველა ადამიანი, მთელი სამყარო სიკვდილის სამეფოს ტყვე იყო. ქრისტემ კი თავისი ჯვარცმითა და აღდგომით დაამარცხა სიკვდილი და ამ საშინელი ბოროტი ძალისაგან გაგვათავისუფლა. როგორ, განა ადამიანები აღარ კვდებიან? - იკითხავთ თქვენ. დიახ, ყველა ადამიანი ოდესღაც მაინც გაივლის სიკვდილის სამეფოს, მაგრამ ის აღარ არის მისი ტყვე, მისი მონა. მას შეუძლია, თავი დააღწიოს ამ ბნელ სამეფოს, მას შეუძლია მკვდრეთით აღსდგეს, რადგან ამ სამეფოს გალავანი და დახშული კარი ქრისტეს მიერ „დაირღვა“, დაინგრა.

მართლმადიდებელ ეკლესიაში გვაქვს ხატი, სადაც მაცხოვარი სწორედ ჯოჯოხეთის შემტვრეულ კარზე დგას. ქრისტე მარტო არ არის, მას საფლავებიდან ადამი და ევა ამოჰყავს. აქვე არიან ძველი აღთქმის მართალი ადამიანები - მეფეები, წინასწარმეტყველები, მღვდელმთავრები. ეს ნიშნავს, რომ ქრისტე მარტო თვითონ კი არ აღდგა, არამედ ჩვენც, ადამიანებს მოგვცა სიკვდილზე გამარჯვების ძალა.

ალბათ, იფიქრებთ - როგორ შეიძლება მართალი ადამიანები ჯოჯოხეთში მოხვედრილიყვნენ? ადამმა და ევამ უარი თქვეს ღმერთთან ერთად ცხოვრებაზე, ამიტომაც გაბატონდა მიწაზე სიკვდილის სამეფო ჯოჯოხეთი*, სამოთხე, სასუფეველი** კი დაიკეტა, ამიტომ ყველა გარდაცვლილი ადამიანი ქრისტეს აღდგომამდე ჯოჯოხეთში იმყოფებოდა და მოუთმენლად ელოდა იმ წუთს, როდესაც გაიღებოდა სამოთხის კარი მათთვის.

ხატზე ადამსა და ევას ხელები ქრისტესაკენ აღუპყრიათ, რაც ნიშნავს, რომ ისინი ინანიებენ თავიანთ ცოდვას და მხოლოდ უფლისგან ელიან პატიებას, შველას. იმისათვის, რომ ღმერთმა აღგვადგინოს, საჭიროა არა მხოლოდ ქრისტეს მოწყალება და სიყვარული ჩვენდამი, არამედ ჩვენი სინანული ჩვენივე ცუდ საქციელთა გამო.

სხვა ხატზე გამოსახულია ქრისტეს საფლავი. სამარხთან უფლის მოწაფე ქალები მოსულან. ისინი არ შეუშინდნენ საფლავის მცველ ჯარისკაცებს, არ შეუშინდნენ შეპყრობას და ნელსაცხებლები, ანუ სურნელოვანი ზეთები მოიტანეს, რათა ძველი წესის მიხედვით, თავიანთი გარდაცვლილი მოძღვრისათვის ეცხოთ. იქვე ქრისტეს აკლდამიდან გადაგორებულ ლოდზე ანგელოზი დახვდათ. ანგელოზი მენელსაცხებლე დედებს (ეკლესიაში ასე უწოდებენ ხატზე გამოსახულ ამ ქალებს) მიანიშნებს, რომ საფლავი ცარიელია და ახარებს, რომ ქრისტე მკვდრეთით აღდგა.

ქრისტეს აღდგომა არავის უნახავს. ადამიანის თვალი ვერ აღწევს უზარმაზარი ლოდით ჩაგმანულ კლდის სამარხში, სადაც ჯვარცმის შემდეგ დაასვენეს ქრისტე. ადამიანის გონებას არ შეუძლია გაიგოს, როგორ მოხდა აღდგომის უდიდესი საიდუმლო. თუმცა ის, რაც თვალსა და გონებას არ ძალუძს, ადამიანის გულს შეუძლია. ჩვენ ათასწლეულების შემდეგაც კი გულით განვიცდით სიხარულს იმისა, რომ ქრისტე აღსდგა, ჭეშმარიტად აღსდგა!

* ჯოჯოხეთი არის უღმერთოდ ყოფნა

** სასუფეველი - სასუფეველია იქ, სადაც ღმერთია; სადაც იესო ქრისტეა, იქ არის სინათლეც, სიკეთეცა და
სიყვარულიც

წმიდა იოანე ოქროპირი
სააღდგომოდ
რომელნი ხართ კეთილ მსახურნი და ღმრთისმოყვარენი, იშვებდით კეთილსა ამას და ბრწყინვალესა კრებასა, და რომელი არს მონაჲ კეთილგონიერი, შევედინ სიხარულით სიხარულსა, ამას უფლისა თვისისასა. რომელმაც იღვაწა მარხვითა, მიიღენ აწ ტალანტი შრომისა და ღვაწლისა, რომელმანცა იმუშაკა პირველ-ჟამითგან, მიიღენ დღეს თანამდები სიმართლისა. რომელი მესამესა ჟამსა მოვიდა, მადლობით დღესასწაულობდინ, ხოლო რომელი მეექვსესა ჟამსა მოიწია, ნუ იჭვეულობნ, რათა არა რაი დაჭირვება არს მისა. და რომელი დააკლდა ჟამსა მეცხრესა, მოვედინ ნუ რა რაის ორგულებნ, და ნუ ეშინინ, ხოლო რომელი მეათერთმეტესა ჟამსა მოიწია, ნუ შეშინდებინ დაყოვნებისათვის, რამეთუ მრავალმოწყალე არს მეუფე ჩვენი და კაცთმოყვარე. შეიწყნარებს უკანასკნელთა ვითარცა პირველთა, და განუსვენებს მეათერთმეტისა ჟამსა მოსრულთა, ვითარცა პირველისა ჟამისა მუშაკთა და უკანასკნელთა თვისცა მოწყალე არს, და შეღრთავს მათ პირველთა თანა, მათ მისცემს, და ამათ მიანიჭებს. საქმეთა მიითვალავს და განზრახვათა განიკითხავს, საქმეთა აქებს და გულსმოდგინებათა ადიდებს, და უბრძანებს შესვლად სიხარულსა უფლისა თვისისასა, რათა მდიდარნი და გლახაკნი ურთიერთას იხარებდენ, და მოღვაწენი და სულმოკლენი დღესა ამას პატივს სცემდნენ, რომელმან იმარხა და რომელმან ვერ იმარხა, ყოველნივე ერთბაშად განსცხრებოდნენ, რამეთუ დღეს ტაბლა სავსე არს, იშვებდით ყოველნი. ზვარაკი ჭამებული მზა არს, ნურავინ წარვალს მშიერი. ყოველნივე იშვებდით სერითა ამით სარწმუნოებისათა; ყოველთავე მიიღეთ სიმდიდრე სიტკბოებისა. ნუვინ ზრუნავნ სიგლახაკესა, რამეთუ გამოსჩნდა ყოველთათვის სასუფეველი. ნუვინ ჰგოდებნ ცოდვათათვის, რამეთუ შემნდობელი ჩუენი აღმობრწყინდა საფლავით. ნუვინ ჰსძრწინ და ეშინინ სიკვდილისაგან, რამეთუ განმანთავისუფლა ჩუენ სიკვდილმან მაცხოვრისამან, და დაშრიტა მათთვის, რომელნი პყრობილ იყვნეს მისგან. წარმოსტყუენა ჯოჯოხეთი, შთაჰხდა რა მას შინა. განამწარა იგი, შთასვლითა თვისითა. და ესე ისაია პირველვე ღაღადყო, ჯოჯოხეთი რა შეემთხუა იტყვის, ქვეშე შენსა განმწარდა. განმწარდა, რამეთუ განქარდა, განმწარდა, რამეთუ მოიკიცხა, განმწარდა, რამეთუ მოიკლა, განმწარდა, რამეთუ დაიმხო, განმწარდა, რამეთუ შეიკრა. მოხუნა ხორცნი და ღმერთი იხილა. შეიწყნარა ქვეყანამან, და მოეგებნეს ცანი. მიიღო ხილული და დასცა უხილავი. სადა არს, სიკვდილო, საწერტელი შენი. სადა არს ჯოჯოხეთო ძლევაჲ შენი. აღსდგა ქრისტე და დაირღვი შენ. აღსდგა ქრისტე და დაეცნეს ეშმაკნი; აღსდგა ქრისტე და ცხოვრება მოქალაქობს, აღსდგა ქრისტე და არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა, აღსდგა ქრისტე მკვდრეთით და იქმნა იგი დასაბამ შესვენებულთა, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე, უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ღვთაებრივი ცეცხლის გარდამოსვლა მაცხოვრის საფლავზე

ყოველი წლის აღდგომის წინადღეს - დიდ შაბათს - მაცხოვრის საფლავზე მადლმოსილი ცეცხლის გარდამოსვლა საკვირველად ამტკიცებს მართლმადიდებელი სარწმუნოების ჭეშმარიტებასა და დიდებულებას.

ისტორია
მოციქულთა და წმინდა მამათა მოწმობით, უნივთო ცეცხლმა ჯერ კიდევ აღდგომისას გააბრწყინა მაცხოვრის საფლავი.

ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოსულა. საეკლესიო ჟამთააღმწერელი ჰიმნოფილოსი მოგვითხრობს, რომ სააღდგომო ლიტანიობაზე კანდელში ზეთი შემოაკლდათ და პატრიარქმა ნარცისმა გასცა კურთხევა, მათში სილოამის ემბაზის წყალი ჩაესხათ. როდესაც პატრიარქის კურთხევა შეასრულეს, ზეციდან ცეცხლი გადმოვიდა და აანთო კანდელები, რომლებიც მთელი ლიტანიობის მანძილზე არ ჩამქრალა.

IV საუკუნის გამოჩენილი ისტორიკოსი და სასულიერო მოღვაწე ევსევი კესარიელი გვამცნობს, რომ ქრისტეს საფლავზე მადლმოსილი ცეცხლი აღდგომის ტაძრის აშენებისთანავე (IV ს.) გადმოედინებოდა.

მაცხოვრის საფლავი
მაცხოვრის საფლავი მდებარეობს აღდგომის ტაძარში, რომელიც IV საუკუნეში დედოფალ ელენეს ბრძანებით აიგო. უფლის საფლავზე აღმართულია სამლოცველო - კუვუკლია, რომელიც ანგელოზის ეკვდერისა და საკუთრივ მაცხოვრის საფლავისაგან შედგება.

მაცხოვრის საფლავის გამოქვაბული დიდი არ არის - სიგრძით სულ 207 სანტიმეტრია, სიგანით - 193. გამოქვაბულის მარჯვენა მხარეს, თითქმის ნახევრამდე, მარმარილოს ფილით დაფარული ქვის სარეცელია. მას ორივე მხრიდან ეკვრის თარო, რომელზეც დაბრძანებულია აღდგომის 3 ხატი. ამ სიწმინდეს მართლმადიდებლებთან ერთად კათოლიკეები და სომხებიც ფლობენ და ხატებიც მათივე აღმსარებლობის ხატწერის კანონიკის მიხედვითაა შესრულებული. ხატებს ქვეშ წითელი ხავერდი უგია, რომლის ცენტრში ბერძნული წარწერაა: „ქრისტე აღსდგა“.

წმიდა ცეცხლის ლიტანიობა
წმინდა ცეცხლის ლიტანიობა დიდი შაბათის მწუხრის მსახურებას უკავშირდება, - ეს ის დღეა, როდესაც უფალი ჯოჯოხეთში ჩავიდა, საფლავნი განიხვნენ და მრავალი განსვენებული წმინდანის სხეული აღდგა (მთ. 27, 52), - თუმცა ეს მსახურება დღისით, დაახლოებით დღის 1-2 საათზე აღესრულება.

მორწმუნეები მაცხოვრის საფლავთან უკვე წინა დღით - წითელ პარასკევს იკავებენ ადგილს, რათა რაც შეიძლება ახლოს მოხვდნენ პატრიარქთან და მისი ხელიდან მიიღონ მადლმოსილი ცეცხლი. ისინი მთელ ღამეს ლოცვასა და მღვიძარებაში ატარებენ. სანთლებს კონებად კრავენ. თითოეულ კონაში 33 სანთელია, მაცხოვრის მიწიერი ცხოვრების წელთა აღსანიშნავად. საღამოს ყველა კანდელსა და სანთელს აქრობენ. ტაძარი მთელი ღამე ბნელით არის მოცული.

მას შემდეგ, რაც მაცხოვრის საფლავს ტრადიციისამებრ კუსტოდიით - ლუქის ან ცვილის ბეჭდით - დალუქავენ, აღდგომის ტაძარში ხმაურითა და დაფდაფებით ერთმანეთის მხარზე შემომსხდარი ახალგაზრდა არაბი მართლმადიდებლები შემოიჭრებიან. ეს ხმაური სიწმინდის შეურაცხმყოფელი არ არის - ისინი ლოცვებს აღავლენენ, რათა უფალმა ღვთაებრივი ცეცხლი გარდამოავლინოს მაცხოვრის საფლავზე.

ლიტანიობა იერუსალიმის საპატრიარქოს ეზოდან იწყება. პროცესია წმინდა იაკობის ტაძრის გავლით პირდაპირ აღდგომის ტაძრის საკურთხეველისკენ მიემართება. დღის პირველი საათისათვის, მას შემდეგ, რაც არაბები ტაძარს მოილოცავენ და დადუმდებიან, ტაძარში სამხრეთის კარიბჭით შემოდის უნეტარესი პატრიარქი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინისა. 10 წუთის შემდეგ კათოლიკოსს საკურთხეველში მიჰყვებიან სომეხი, კოპტი და სირიელი სასულიერო პირები, ტრადიციული პატივისცემის ნიშნად მიეახლებიან და ხელზე ემთხვევიან.

ლიტანიობა საკურთხევლიდან იწყება. მსვლელობას წინ მიუძღვიან მებაირაღეები 12 საეკლესიო ბაირაღით. მათ სტიქაროსნები და მგალობლები მიჰყვებიან. შემდეგ მიდიან იპოდიაკონი, რომელიც საპატრიარქო ჯვარს მიაბრძანებს და სხვა სასულიერო პირები. პროცესიას ბოლოში თავად უნეტარესი პატრიარქი მიჰყვება. მოლიტანიენი ჯერ აღდგომის ტაძარს შემოუვლიან გალობით, შემეგ სამგზის - კუვუკლიას და ჩერდებიან მაცხოვრის საფლავის მცირე ტაძრის შესასვლელის წინ. პატრიარქი განიმოსება - განიძარცვავს სადღესასწაულო შესამოსელს - და კვართითღა რჩება. იღება კარი და იგი სამლოცველოში შედის. უძველესი დროიდან მოყოლებული, პატრიარქს კუვუკლიაში შესვლის წინ გულმოდგინედ ჩხრეკენ, რათა არაფერი შეიტანოს ისეთი, რითაც სანთლის ანთება შეიძლება. მასთან ერთად კუვუკლიაში შესვლა შეუძლია მონოფიზიტ მღვდელმთავარსაც, მაგრამ მას მხოლოს ანგელოზის ეკვდერში დგომის უფლება აქვს.

ცეცხლის გარდამოსვლის სამი პირობა
ისტორიული წყაროები მოწმობს და იერუსალიმის თანამედროვე ცხოვრებაც ადასტურებს, რომ ღვთაებრივი ცეცხლის გადმოსვლისათვის საჭიროა 3 აუცილებელი პირობა (ასეთია ღვთის საიდუმლო განგება):

● ამ საიდუმლოში უთუოდ უნდა მონაწილეობდნენ არაბი ქრისტიანები თავიანთი „ხმაურიანი“ ლოცვა-ვედრებით. ამჟამად უჩვეულოდ გვეჩვენება ღვთისმსახურების ასეთი ფორმა, მაგრამ ის უახლოვდება უფლის რწმენის მიმართ უძველეს, ყველაზე არქაულ, ბიბლიურ დამოკიდებულებას. სწორედ ასე - ხმამაღალი შეძახილებითა და საყვირებით - ლოცულობდნენ ძველი ებრაელები მტრის ქალაქ იერიქონთან, როცა მისი კედლები ინგრეოდა. ასევე როკავდა და გალობდა მეფსალმუნე დავით წინასწარმეტყველი აღთქმის კიდობნის წინაშე. არაბებმა დღემდე შეინარჩუნეს ძველაღთქმისეული ლოცვა-ღაღადისი.

ბრიტანეთის ბატონობის წლებში, 1800-იანი წლების დასაწყისში, ინგლისელმა გუბერნატორმა სცადა, აეკრძალა ეს „ველური“ როკვა, მაგრამ ცეცხლი მანამ არ გადმოვიდა, სანამ იერუსალიმის პატრიარქის ბრძანებით ტაძარში არაბი მართლმადიდებლები არ შევიდნენ და ლოცვა არ აღავლინეს.

● მეორე პირობაა საბაწმინდელი ბერების ლოცვა. მოღვაწე ბერებით სახელგანთქმული უძველესი მონასტრიდან იუდეის უდაბნოს მხოლოდ საბა განწმენდილის ლავრა შემორჩა.

● დაბოლოს, ამ მოვლენის უმთავრესი მონაწილეა პატრიარქი - მსოფლიოში უძველესი იერუსალიმის ეკლესიის მეთაური.

1549 წელს, მას შემდეგ, რაც კონსტანტინეპოლი დაეცა და სელჩუკებმა აიღეს იერუსალიმი, სომეხმა მონოფიზიტებმა მოისყიდეს თურქი ჯარისკაცები, კუვუკლიაში ადრე შევიდნენ, კარი გადარაზეს და მართლმადიდებელი პატრიარქი შიგნით არ შეუშვეს. სომხები დიდხანს ელოდნენ სასწაულს, მაგრამ მადლმოსილი ცეცხლი არა და არ გადმოდიოდა. მართლმადიდებელი პატრიარქი მრევლითურთ ცრემლნარევი ლოცვით დაემხო დახშული კარის წინ. და იმ დროს, როდესაც ტაძარში ჩაკეტილი სომხები უფლის ნიშანს ელოდნენ, ანაზდად მოწმენდილ ცაზე დაიქუხა, ტაძრის მარმარილოს სვეტი გაიბზარა, მასზე გაჩენილი ნაპრალიდან ცეცსლი გადმოვიდა და მართლმადიდებელი პატარიარქის სანთლები აანთო. ეს რომ დაინახა მრევლმა (ძირითადად არაბებმა), აყიჟინდნენ, ჩვენი სარწმუნოება მართალია, ჭეშმარიტიაო და შეცვივდნენ ეკლესიაში. ამ დღიდან მოყოლებული აუცილებელია, ცეცხლის გადმოსვლას არაბთა ყიჟინა ახლდეს.

მონოფიზიტ სომეხთა ლოცვის გაცუდება, ეკლესიის მამათა განმარტებით, უფლისაგან ჭეშმარიტი სარწმუნოების მინიშნებას წარმოადგენს. მას შემდეგ არამართლმადიდებლური კონფესიის ვერც ერთი წარმომადგენელი ვეღარ ბედავს მადლმოსილი ცეცხლის მისაღებად მისვლას, სვეტი კი მართლმადიდებლობის ძლევამოსილების ნიშნად დღესაც გაბზარული დგას.

აღსანიშნავია ისიც, რომ მადლმოსილი ცეცხლი ზეციდან მხოლოდ მართლმადიდებელთა კანდელზე გადმოდის მაშინაც კი, როდესაც გვერდით სხვა კონფესიის (სომხების, კათოლიკების, კოპტების) წარმომადგენელთა კანდელებიც დგას.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობსსურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Oct 2007
Posts630
კარმა55
OFFLINEPROFILE
გილოცავთ ყველას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
zizikore wrote:
ციტატა:
სურათი აღარ არსებობს

სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
კიდევ ერთხელ გილოცავთ აგდგომის ბრწყინვალე დღეს! უფალი გფარავდეთ!

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 127 posts ] 
დესპანი