მიუხედავად იმისა, რომ ქალის ბედი არც ისეთი იოლია, ვინაიდან თავის მოვლის და ფორმაში ყოფნის გარდა, რაც ძალიან შრომატევადი და დამღლელი პროცესია, ჩვენ ქალებს უამრავი მოვალეობა და პასუხისმგებლობა გვაკისრია. დგება მომენტი, როდესაც მამაკაცების გვშურს და გვსურს, რომ მათ ადგილას ვიყოთ. თუმცა, სანამ მამაკაცად ყოფნას მოისურვებთ ქვემოთ ჩამოთვლილი პუნქტებიდან 3 მაინც გაიხსენეთ.
1. ფინანსურ საკითხებში ქალი უფრო ეკომიმიურია, სწორედ ამიტომ მას უფრო მეტი ფული რჩება "შოპინგისათვის".
2. ქალს არ უწევს მამაკაცის პაემანზე დაპატიჯება. თუმცა, ამას ადვილად შეძლებს თუ მოინდომებს.
3. ქალს უკეთ აქვს განვითარებული ინტუიციის გრძობა. გამომდინარე აქედან ქალს უკეთ შეუძლია სხვისი ზრახვების მიხვდერა. სწორედ ამიტომ ქალი სოციალურ სფეროში უფრო მოთხოვნადია ვიდრე მამაკაცი.
4. გემის ჩაძირვის ან შენობაში ხანძრის დროს ქალები პირველები გაყავთ.
5. ტრანსპორტში ქალს ადგილს ხშირად უთმობენ.
6. ქალი უფრო ადვილად ითვისებს და სწავლობს უცხო ენებს ვიდრე მამაკაცი. გარდა ამისა, ქალის გამოთქმა უფრო სწრაფი და გამართულია.
7. სტატისტიკურად ქალი საშუალოდ 5 წლით უფრო დიდხანს ცხოვრობს ვიდრე მამაკაცი.
8. თუ ნაბახუსევს ქალი ცუდად გამოიყურება, მაკიაჟი უნაკლოდ აგვარებს ამ პრობლემას.
9. მამაკაცისაგან განსხვავებით ქალს ძალზედ მცირე რაოდენობით თმა ეზრდება ცხვირის და ყურების მიდამოებში.
10. ქალი უფრო ადვილად ამყარებს კავშირს სხვა ადამიანებთან და უფრო კომუნიკაბელურია. ამ კავშირებს კი ისე გამოიყენებს, რომ არც არავის ატკენს გულს და თავის თავსაც სარგებელს მოუტანს.
11. ქალი იშვიათად მელოტდება.
12. კვლევების თანახმად ქალი უფრო ბედნიერი, მხიარული და კმაყოფილია თავისი სამსახურით ვიდრე მამაკაცი.
13. სტატისტიკის თანახმად ქალი უკეთესი მძღოლია, ვიდრე მამაკაცი. ის თითქმის ყოველთვის იცავს წესებს, იშვიათად მართავს მანქანას ნასვამ მდგომარეობაში და ასევე იშვიათად არის მიზეზი სერიოზული ავარიებისა.
14. ქალი უფრო უკეთესად გამოხატავს თავის გრძნობებს. სწორედ ამიტომ მას უფრო ღრმა და ემოციური კავშირი აქვს მეგობრებთან.
15. ქალი უკეთესად ირჩევს პარტნიორს. მამაკაცისაგან განსხვავებით ქალი არასოდეს იღვიძებს დილით გოდებით: `ვაიმე! ეს ვინ წევს ჩემს გვერდით?!~
16. ციხეში მჯდომ დამნაშავეებს შორის, მამაკაცების რაოდენობა 3-ჯერ უფრო მეტია ვიდრე ქალების. ამას 2 ლოგიკური ახსნა აქვს: ქალები ან ზედმეტად კეთილშობილნი არიან, რომ კანონი დაარღვიონ, ან ძალზედ ჭკვიანები, რომ ისისნი ფაქტზე წაასწრონ.
17. ქალი 4-ჯერ უფრო მეტს ტირის ვიდრე მამაკაცი და თავს მაინც კარგად გრძნობს. რა საჭიროა ზედმეტი სტრესის შეკავება?
18. ქალს სხვადასხვა საქმის ერთდროულად კეთება შეუძლია, ვინაიდან მისი ტვინი სწრაფად აღიქვამს განსხვავებულ ინფორმაციას ერთდროულად. მამაკაცებს კი პირიქით მხოლოდ ერთ საქმეზე შეუძლიათ კონცენტრირება. საწყლები. . .
19. ალბათობა იმისა, რომ ქალი გულის შეტევისგან ან კიბოსგან მოკვდება ძალზედ მცირეა.
20. მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმლის წყალობით არც ერთი ქალი აღარ განიცდის დისკომფორტს საკუთარი სიმაღლის გამო. თანაც ასეთ ფეხსაცმელში ნებისმიერი ქალი უფრო ლამაზი და ტანადია.
21. ქალს თვავისუფლად შეუძლია ესაუბროს საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელს ისე, რომ ის შიშველ მდგომარეობაში არ წარმოიდგინოს. რასაც ვერ ვიტყვით მამაკაცებზე.
22. ქალი არაჩვეულებრივი ხელმძღვანელია. ის ფირმები და კომპანიები, რომლებსაც ქალი მართავს უფრო სწრაფად ვითარდება და წარმატებულია. ბიზნეს-ქალბატონი ახლო მომავალში უფრო მეტი იქნება ვიდრე ბიზნეს-მამაკაცი.
23. მამაკაცისგან განსხვავებით, თუ ქალს უფრო მეტი შემოსავალი აქვს, ვიდრე მის პარტნიორს ის თავს დამცირებულად არ გრძნობს.
24. ქალი ყოველთვის და ყველაფერში მართალია. (მაშინაც კი როდესაც ეს ასე არ არის).
25. ცეკვის დროს ქალი უფრო მომხიბვლელი და გრაციოზულია, ვიდრე მამაკაცი.
26. სოციოლოგიური კვლევების თანახმად ქალი უფრო ჭკვიანი, შრომისმოყვარე და ყურადღებიანია ვიდრე მამაკაცი. ასაკთან ერთად ქალი უფრო სწრაფად და უკეთესად აზროვნებს.
27. ქალი უკეთესი პოლიტიკოსია ვიდრე მამაკაცი.
28. ქალს ყველაზე მეტს კოცნიან, ეფერებიან და სიამოვნებას ანიჭებენ. სწორედ ამიტომ მამაკაცისთვის ქალი, სიყვარულის, ვნების, ალერსის და სითბოს ობიექტია.
29. რაც არ უნდა იტრაბახონ მამაკაცმა, ქალის წინაშე ის ქედს იხრის და ექვემდებარება.
30. საშინელებათა ჟანრის ფილმის ყურების დროს ქალს თავისუფლად შეუძლია ხმამაღალი კივილი, რის გამოც არავინ დასცინებს.
31. ქალი უფრო დახვეწილი, ლამაზი და მიმზიდველია ვიდრე მამაკაცი.
ასე, რომ გასკდით მამაკაცებო გულზეეეეე (ეს ხუმრობით



)