↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
მინდა მეტი ვიცოდე.....


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 151 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Nov 2007
Posts824
კარმა78
OFFLINEPROFILE
აქ დავწეროთ ყველაფერი ის, რაც კი საინტერესო გვგონია და რაც კი რაიმეს შეგვმატებს. იმედია კარგი თემა გამოგვივა=zer= =zer= =zer=

პირველი თემა შემდეგია: -"რას ხატავ ტელეფონზე საუბრის დროს?"=kf= =kf= =kf=

ბევრი ადამიანი ტელეფონზე საუბრის დროს ქაღალდზე სხვადასხვა ფიგურებს ხატავს, კუბიკებს, ყვავილებს, იეროგლიფებს ან ავტოგრაფს ამუშავებს. ამ ფურცელს ბევრი ყურადღებასაც არ აქცევს, არ იცის, რომ ეს არცთუ ისე უმნიშვნელო დეტალია. ეს ნახატი ადამიანის გრძნობებზე მიგვითითებს, დარდზე, სიხარულზე, სიყვარულსა და სიძულვილზე. დააკვირდით რას ხატავთ ტელეფონზე საუბრის დროს.

სახელი და გვარი: ფურცელზე საკუთარ ხელმოწერას ეგოცენტრული და პატივმოყვარე ადამიანები ტოვებენ. ეს იმას ნიშნავს რომ ეს ადამიანი საკუთარ პიროვნებაზე ზედმეტად ჩაციკლულია და შეიძლება დაბოღმილიც იყოს. გირჩევთ ცოტა გამოფხიზლდეთ და რეალობას ჯანსაღი თვალით შეხედოთ.

სპირალები: თქვენი გონება ერთი პრობლემის ირგვლივ ტრიალებს და გამოსავალს ვერ პოულობთ. რაც უფრო ბევრი და მკვეთრი სპირალია ქაღალდზე გამოსახული, მით უფრო სერიოზულია პრობლემა.

კვადრატი და სახლები: სიმეტრიული ფორმები, წესრიგზე და ზომიერებაზე მიუთითებს. ასეთი ადამიანის წყობილებიდან გამოყვანა, ძალიან ძნელია. ის საკუთარ აზრს ყოველთვის მტკიცედ და წარმატებულად იცავს.

ყვავილები, მზე, ღრუბლები: ლამაზი ყვავილები და მზე ნიშნავს, რომ ამ სატელეფონო საუბრით კმაყოფილი ხართ. როგორც ჩანს საუბარი ფანტაზიებს აღგიძრავთ, გამშვიდებთ და სასიამუვნო განწყობა ს გიქმნით. საერთოდ ასეთი ნახატები, თქვენს ოპტიმისტურ და კარგ განწყობაზე მეტყველებს.

ჭადრაკის დაფა: ამ ნახატით თქვენი ქვეცნობიერი სამყარო გკარნახობთ, რომ ამჟამად, კომპრომისებისთვის მზად არ ხართ, თქვენში აგრესიამ იმატა და წარმოქმნილი კონფლიქტის მოგვარებას არ აპირებთ.

წრე და რკალი: ერთმანეთში ჩახატული ან ერთმანეთზე გადაბმული წრეები, სულიერ სიმარტოვეზე მეტყველებს. სიყვარული და ყურადღება გაკლიათ და სურვილი გაქვთ მეორე ნახევარი იპოვოთ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Nov 2007
Posts824
კარმა78
OFFLINEPROFILE
რას ჭამს შენი საყვარელი მამაკაცი? რის მომზადებას გთხოვს ყველაზე სშირად? თკბილს ეტანება თუ ცხარეს?
დააკვირდი მის გემოვნებას და შეძლებ მისი ხასიათი და მიდრეკილებები ამოიცნო.

მჟავე:

შენი საყვარელი მამაკაცი მჟავეს ეტანება? მაშინ იცოდე: ის უკიდურესად ერთგული ადამიანია. თუკი ერთხელ გადაწყვიტა, რომ გიყვარს და უყვარხარ, დარწმუნებული იყავი, ეს სიყვარული სამუდამოდ გაგრძელდება. ყოველგვარი უთანხმოების სასტიკი წინააღმდეგია და მის გვერდით მშვიდი ცხოვრება გელის.

მლაშე:

უპირველეს გემოს ადამიანები დედის სხეულშივე ეზიარებიან: ეს ამნიონის სითხეა დამ ას მლაშე გემო აქვს. თეორიულად ის ადამიანები რომლებიც მლაშე საჭმელს ეტანებიან, ექსპერიმენტებისკენ სწრაფვით ნამდვილად არ გამოირჩევიან. შეგიძლია “დიდ ბავშვთან” ურთიერთობა? თუკი პასუხი დადებითია, მაშინ მოემზადე მთელი ცხოვრება ერთით მეტი ბავშვის მოვლა მოგიწევს.

ტკბილი:

ადამიანი, რომელსაც ტკბილეულის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია, გარშემომყოფებისგან განსაკუთრებულ მოპყრობას მოითხოვს, თუმცა თავის რჩეულს არც თვითონ აკლებს ყურადღებას და სითბოს. შაკმაოდ რისკიანია. თუკი ნამდვილ პედონისტთან გადაწყვეტ ცხოვრ ებას, დარწმუნებული იყავი, რომ მთელს სიცოცხლეს რომანტიულ ზღაპარში გაატარებ.

ცხარე:

ცხარე საჭმელი ენაზე განთავსებული ნერვული დაბოლოებების სტიმულირებას ახდენს. ეს სწორედ ის ნერვებია, რომლებიც გაიძულებენ იტირო, როცა ხახვს ჭრი, მეორე მხრივ კი გაფხიზლებენ. და სიცოცხლის სურვილით გავსებენ. ჩხარე საჭმელი უყვარს შენს მეგობარს?მაშინ ჩათვალე რომ მასთან არასოდეს მოიწყენ, ისიც გაითვალისწინე, რომ თავგადასავლების მოყვარულია და მშვიდი ცხოვრება თუ გიყვარს, მის გვერდით არაფერი გესაქმება.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Nov 2007
Posts824
კარმა78
OFFLINEPROFILE
ესეც ნახევრად ხუმრობით:

40 მიზეზი რის გამოც ჯობია იყო მამაკაცი, ვიდრე ქალი.

1 შენი სატელეფონო საუბარი გრძელდება 30 წამი.
2 ფილმებში შიშველ ქალს უფრო ხშირად ნახავ ვიდრე კაცს.
3 ერთ კვირიანი შვებულების დროს გყოფნის ერთი ჩემოდანი.
4 შენ არ გიწევს მეგობრების სექსუალური ცხოვრების თვალყურის დევნება.
5 რიგი საპირფარეშოში 80 %-ით მოკლეა.
6 შენ თვითონ შეგიძლია ბოთლის გახსნა.
7 შენი წონაში მატება არავის არ აღელვებს.
8 როცა რთავ ტელევიზორს, თითო არხზე არ ჩერდება 5 წამზე მეტხანს.
9 სამსახურში მისაღებად არავის არ აინტერესებს შენი უკანალი.
10 შენი ყველა ორგაზმი ნამდვილია.
11 არ გესხმიან თავს ნიღბიანი კაცები.
12 არ გჭირდება მძიმე ჩანთის თრევა რომელშიც ყრია ”საჭირო” ნივთები.
13 როცა გაკრიტიკებენ, არ გჭირდება პანიკა, რომ გარშემომყოფებს ეჯავრები.
14 ავტოსადგომი და ტელევიზორის პულტი შენია, მხოლოდ.
15 დაქორწინების საქმეები თავისით გვარდება.
16 თუ ვინმეს ავიწყდება შენი დაპატიჟება ის მაინც რჩება შენ მეგობრად.
17 შენი 3 ცალი ტრუსი არ ჯდება 6 ლარზე მეტი.
18 არ გჭირდება არაფრის გაპარსვა რაც კისრის ქვემოთაა.
19 ვერცერთი თანამშრომელი ვერ მიგიყვანს ტირილამდე.
20 შენ არ მოგიწევს ძილი ყოველ ღამე ბანჯგვლიან უკანალთან.
21 თუ 34 წლის უცოლო ხარ, არავინ აქცევს ამას ყურადღებას.
22 რაც გაქვს სახეზე ყველაფერი ნატურალურია და ბუნებრივი ფერის.
23 შეგიძლია დატკბე სიჩუმით მანქანაში.
24 ყველა პრობლემა გვარდება ყვავილებით.
25 თავისუფალ დროს 90 %-ს ატარებ სექსზე ფიქრში.
26 სამი წყვილი ფეხსაცმელი საკმარისზე მეტია.
27 უზრდელური ანეგდოტის მოყოლას არავინ არ წყვეტს როცა ოთახში შედიხარ.
28 შეგიძლია გაიხადო მაისური როცა გცხელა.
29 ავტობაზარზე გამყიდველები ვერ მოგატყვილებენ.
30 არ გაღელვებს შენიშნა თუ არა ვინმემ შენი ახალი ვარცხნილობა.
31 საათობით შეგიძლია უყურო ფეხბურთს მეგობართან ერთად და არ იფიქრო ბრაზდება თუ არა შენზე?
32 მთელი თვის მანძილზე გინარჩუნდებათ ერთნაირი ხასიათი.
33 არასდროს არ წახვალ სხვაგან ბენზინის ჩასასხმელად, იმიტომ რომ ეს ადგილი ”საზიზღარია”.
34 იცი მინიმუმ 20 მეთოდი ლუდის ბოთლების გახსნისა.
35 საუბრის დროს არავინ აშტერდება შენ მკერდს.
36 საჩუქრის გარეშე შეგიძლია შეირბინო ამხანაგთან.
37 თუ არ დაურეკავ მეგობარს დათქმულ დროს, ის არ გამოაქვეყნებს სახალხოდ რომ შენ შეიცვალე.
38 არ გაუშვებ სექსის შანსს ხელიდან.
39 არ გჭირდება ახლობლების დაბადების და ქორწინების დღის თარიღების დამახსოვრება.
40 თუ წვეულებაზე მამაკაცს აცვია იგიე კოსტუმი რაც შენ, თქვენ შეიძლება გახდეთ საუკეთესო მეგობრები.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Nov 2007
Posts824
კარმა78
OFFLINEPROFILE
უნარჩვევები
აი ოთხი კითხვის ტიპი, რომლებსაც იყენებენ მსოფლიო დონის კადრების სააგენტოები, იმისთვის რომ შეაფასონ კადრების უნარჩვევები:
კითხვა 1: როგორ შევინახოთ ჟირაფი მაცივარში?
სწორი პასუხი: გახსენით მაცივარი, შედეთ შიგნით ჟირაფი და დახურეთ მაცივარი.
ეს კითხვა იძლევა საშუალებას, რომ განისაზღვროს ხომ არ გაქვთ მიდრეკილება ძალიან რთული გზით მოძებნოთ გამოსავალი, ძალიან ადვილი ავალებისთვის.
კითხვა 2: როგორ შევინახოთ მაცივარში სპილო?
არა სწორი პასუხი: გავხსნათ მაცივარი, შევდოთ შიგნით სპილო და დავხუროთ მაცივარი.
სწორი პასუხი: გავხსნათ მაცივარი, გამოვიღოთ იქიდან ჟირაფი, შევდოთ შიგნით სპილო და დავხუროთ მაცივარი.
ეს კითხვა იძლევა საშუალებას, რომ განისაზღვროს, გაქვთ თუ არა უნარი გადაწყვეტილების მიღების დროს გაითვალისწინოთ თქვენი წინა ქმედების შედეგი.
კითხვა 3: ლომმა ყველა ცხოველი დაიბარათათბიზე. მოვიდა ყველა, ერთის გარდა. რომელია ეს ცხოველი?
სწორი პასუხი: სპილო. ის ხომ მაცივარშია, გახსოვთ?
მიუხედავად იმისა თუ თქვენ ვერ გაეცით სწორი პასუხები წინა შეკითხვებს, თქვენ კიდევ გაქვთ შანსი, აჩვენოთ თუ რა შესაძლებლობების ხართ.
კითხვა 4: თქვენ უნდა გადაკვეთოთ განიერი მდინარე, რომელიც არის სავსე ნიანგებით. როგორ გადახვალთ მეორე ნაპირზე?
სწორი პასუხი: ცურვით. ნიანგები ხომ ლომთან არიან წასულები, თათბირზე.
ეს შეკითხვა იძლევა საშუალებას, რომ განისაზღვროს გაქვთ თუ არა უნარი ისწავლოთ საკუთარ შეცდომებზე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Nov 2007
Posts824
კარმა78
OFFLINEPROFILE
სამსახურის ძიების 8 ნაბიჯი.

რატომღაც ყველა თვლის, რომ მიიღო საინტერესო, პერსპექტიული და მაღალანაზღაურებადი სამსახური საჭიროა სოლიდური კავშირები. სინამდვილეში ეს ასე არ არის.
1.იყავი ცივსისხლიანი

სამსახურის მოძიება არის საკმაოდ ხანგრძლივი და არასასიამოვნო პროცედურა. მომავალს შეხედეთ ოპტიმიზმით. ეს რათქმაუნდა რთულია განსაკუთრებით მაშინ როდესაც არ გიმართლებთ. თუ ხედავთ, რომ ნერვებმა გიმტყუნეს გაჩერდით და გააკეთეთ პაუზა. შემდგომ ახალი ძალებით გადადით შეტევაზე. საქმიანი ადამიანის ძირითადი თვისებაა ცივსისხლიანობა და გამძლეობა. იმ შემთხვევაშიც თუ თქვენი ცხოვრება პრობლემებითაა აღსავსე. თქვენს პრობლემებს ვერავინ ვერ უნდა ხედავდეს. გახსოვდეთ: თქვენ უნდა შეუქმნათ შთაბეჭდილება, რომ ხართ ძლიერი, დამოუკიდებელი, საკუთარ თავში დარწმუნებული პროფესიონალი.
დაისახე მიზანი.

სასურველი სამსახურისთვის შეადგინე ძირითადი მოთხოვნები (ხელფასის დონე და კარიერული აღმავლობის პერსპექტივა). ნუ დათანხმდებით მცირედზე.
რეალურად შეაფასედ თქვენი ცოდნა.

რეალურად შეაფასედ საკუთარი პროფესიონალური ცოდნა. პირველ შემთხვევაში - ტყუილი ადრე თუ გვიან გამოაშკარავდება და თქვენ მოხვდებით არასასიამოვნო სიტუაციაში. თქვენ არა მარტო გინდათ მიიღოთ თანამდებობა, არამედ მომავალშიც გქონდეთ კარიერული წინსვლა. მეორე შემთხვევაში - თუ თქვენ ხართ მორიდებული ზრდილობიანი ვერ მიაღწევთ მიზანს. დამსაქმებელი არ არის ექსტრასენსი და ვერ მიხვდება თუ რას არ ეუბნებიან მას.
გრამატიკულად შეადგინეთ საკუთარი რეზიუმე.

სწორედ შედგენილი რეზიუმე წარმატების 40%-ია. რეზიუმე უნდა იყოს დაწერილი ისე, რომ დამსაქმებელი დაინტერესდეს თქვენი კანდიდატურით და მოგიწვიოთ გასაუბრებაზე. სტანდარტული რეზიუმე იბეჭდება კომპიუტერზე. რეზიუმეში მიუთითეთ: გვარი, სახელი, მამის სახელი; დაბადების თარიღი; განათლება; უცხო ენის ცოდნა; კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (შეგიძლიათ ჩამოთვალოთ); ნუ დაგავიწყდებათ სერთიფიკატები და მართვის მოწმობა. აუცილებლად მიუთითეთ წინა სამსახურის ადგილი და თანამდებობა. დასრულებისა მიუთითეთ: სახლის მისამართი; ტელეფონი და ელ-ფოსტა (თუ გაქვთ). თქვენთან დაკავშირება რომ გაადვილდეს. დამსაქმებელი არ დაიწყებს რამოდენიმეჯერ დარეკვას.
გახადე შენი ცოდნა სრულყოფილი.

სამსახურის მოძიების დროს ნუ დაგავიწყდებათ ცოდნის გაღრმავება და პროფესიონალური ცოდნის დახვეწა. დრო არ ჩერდება. ის კომპიუტერული პროგრამები, რომლებიც ჯერ კიდევ გუშინ იყო უახლესი, დღეს განვლილი დღეა. წაიკითხეთ სპეციალიზირებული გამოცემები. ეცადეთ გქონდეთ ურთიერთობა პროფესიონალებთან. საჭიროების შემთხვევაში ჩაეწერეთ შესაფერის კურსებზე კვალიფიკაციის ასამაღლებლად. გახსოვდეთ არასოდის არ არის სწავლა გვიანი. ეს ეხება იმათაც ვინც უკვე მოეწყო სამსახურში. თუ თქვენ კმაყოფილი ხართ თქვენი მდგომარეობით და არ აპირებთ კარიერულ წინსვლას, თქვენ შეიძლება დაკარგოთკვალიფიკაცია.
ნუ ნებდები.

ნუ გეშინიათ უარყოფითი პასუხების. ესეც შედეგია, თუმცა უარყოფითი. პირველივე ცდით კარგი სამსახურის მოძიება პრაქტიკულად შეუძლებელია. ყოველი უარყოფითი პასუხი მიიღეთ როგორც გაკვეთილი მომავლისთვის. შეეცადეთ მიხვდეთ თქვენს შეცდომებს და მომავალში მოახდინოთ მათი ლიკვიდაცია. თქვენს წარუმატებლობას ნუ დააბრალებთ გაუმართლებლობას და დამსაქმებლის ზედმეტ ჩაძიებას. გახსოვდეთ: საკუთარი ადგილის მისაპოვებლად ბრძოლაა საჭირო. ამიტომ როდესაც მიიღებთ უარყოფით პასუხს ხელები არ ჩამოუშვათ და შეეცადეთ დაარწმუნოთ დამსაქმებელი, რომ თქვენ მზად ხართ ისწავლოთ.
იქონიეთ უნარი მოახდინოთ პირველი შთაბეჭდილება.

თუ პოტენციურ დამსაქმებელს არ მოეწონება თუ როგორ გამოიყურებით შეიძლება უარი გითხრათ გასაუბრებაში ან თავიდანვე იქნება სკეპტიკურად განწყობილი თქვენს მიერ. ადამიანის გადარწმუნება კი საკმაოდ რთულია. სასურველი იქნებოდა წინასწარ რომ იცოდეთ თუ რა მოთხოვნებია კონკრეტულ ფირმაში გარეგნულ სახეზე. თუ ეს შეუძლებელია უპირატესობა მიანიჭეთ მკაცრ კოსტუმს. სტანდარტული საქმიანი კოსტუმი შედგება: კოსტუმისგან და ქვედაბოლოსგან, რომლის სიგრძეა მუხლამდე ან შარვალი. (ზოგიერთ აღმოსავლურ ფირმებში ქალის გამოჩენა შარვალში მიუღებელია.) ფეხსაცმელი საშუალო სიმაღლის ქუსლზე და პერანგი (სასურველია ღია ფერის).კოსტუმი უნდა იყოს შეკერილი კლასიკურ სტილზე. ამინდის მიუხედავად აუცილებლად უნდა გქონდეთ თხელი გალგოტკი. თმის ვარცხნილობა და კოსმეტიკა უნდა შეესაბამებოდეს სერიოზულ საქმიან ქალს. ნუ დაგავიწყდებათ წვრილმანები: კალმისტარი, საათი, ბლოკნოტი. საქმიანი ადამიანები დიდ ყურადღებას აქცევს თქვენს ნივთებს.
ისწავლე საქმიანი საუბარი.

ნებისმიერი საუბარი იწყება მისალმებით. თუ თქვენ გამოგიწოდეს ხელი, თქვენც უნდა ჩამოართვათ. ხელის ჩამორთმევის დროს უმჯობესია უყუროთ მოსაუბრეს თვალებში. არავითარ შემთხვევაში არ გაუწოდოთ ხელი პირველმა. თუ ვერ გაიგებთ კითხვას არ მოგერიდოთ და სთხოვეთ, რომ კითხვა გაიმეოროს. როდესაც უამბობთ თქვენს წინა სამსახურზე ყურადღება გაამახვილეთმხოლოდ თქვენს ვალდებულებებზე. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რომ ნეგატიურად მოიხსენიოთ ყოფილი უფროსობა და კოლეგები, სიმართლეც რომ იყოს.

მთავარი: ანაზღაურებასთან დაკავშირებით კითხვა დაუსვით მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც დამსაქმებლები შემოგთავაზებენ კონკრეტულ წინადადებას. ამ ბოლო დროს მსხვილ კომპანიებში ურჩევნიათ აიყვანონ სამსახურში კადრები ”ქუჩიდან”. აუცილებლობის შემთხვევაში უფრო ადვილია გაანთავისუფლო სამსახურიდან ვიდრე ვინმეს პროტეჟე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined23 May 2007
Posts2
კარმა50
OFFLINEPROFILE
ყოჩაღ გუკა მაგარი ვიხალისე 40 მიზეზზე,რაც შეეხება უნარჩვევებს ბავშობა გამახსენა,ჩემს ბავშობაში იყო შენს მიერ მოყვანილი კითხვები ძალიან პოპულარული და მთელი დღეები თავს ვიტეხდით ხოლმე თუ როგორ შეგვესვა მაცივარში სპილო და ჟირაფი.ეხლა კი ვთვლი რომ საკმაოდ ორიგინალურია სააზროვნოდ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Nov 2007
Posts824
კარმა78
OFFLINEPROFILE
lashka wrote:
ციტატა:
ყოჩაღ გუკა მაგარი ვიხალისე 40 მიზეზზე,რაც შეეხება უნარჩვევებს ბავშობა გამახსენა,ჩემს ბავშობაში იყო შენს მიერ მოყვანილი კითხვები ძალიან პოპულარული და მთელი დღეები თავს ვიტეხდით ხოლმე თუ როგორ შეგვესვა მაცივარში სპილო და ჟირაფი.ეხლა კი ვთვლი რომ საკმაოდ ორიგინალურია სააზროვნოდ.

კი ძალიან ორიგინალურია, საერთოდ მიყვარს თავსატეხები და მალე ეგეთი ტიპის კითხვებსაც დავდებ =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Nov 2007
Posts824
კარმა78
OFFLINEPROFILE
დიეტა ნაოჭების წინააღმდეგ

სახის კანი ერთგვარი სარკეა იმისა, რამდენად მშვიდ ან მღელვარე ცხოვრებას ეწევი, რამდენად სუფთა ჰაერით სუნთქავ და რაც მთავარია, რამდენად ჯანსაღად იკვებები.
უფლებას ვიტოვებთ, მხოლოდ უკანასკნელი პუნქტის გამოსწორებაში დაგეხმაროთ.
ექიმები (უმთავრესად – დერმატოლოგები და დიეტოლოგები) მიიჩნევენ, რომ ნაოჭების პირველი მტერი ის საკვებია, რომლებიც ანტიოქსიდანტებით (C, E და A ვიტამინებით, სელენითა და ომეგა-3-ით) არის მდიდარი. ამჯერად თქვენ და თქვენს მშვენიერ კანს სწორედ სამდღიან ანტიოქსიდანტურ დიეტას ვთავაზობთ.
გაითვალისწინეთ: დიეტა ბრიტანულია და, შესაბამისად, ბრიტანელების გასტრონომიულ მოთხოვნილებათა მიხედვით არის შედგენილი: ჯერ – საუზმე, შემდეგ – ლანჩი, ნაშუადღევს – წახემსება და ბოლოს (დაახლოებით 7 საათისთვის) – სადილი.

პირველი დღე
საუზმე
იოგურტი ნუშითა და კენკრით: ერთ ჭიქა (დაახლოებით 120 გ) იოგურტს შეურიეთ იმავე მოცულობის კენკრა, დაამატეთ 1-2 სადილის კოვზი გატარებული ნუში ან ნიგოზი და ბოლოს – 2 სადილის კოვზი ხორბლის ღივი (თუ, რა თქმა უნდა, გაქვთ).
ენერგეტიკული ღირებულება – 360 კალორია.
ლანჩი
ინდაურის ხორცის ბურგერი ქამა სოკოთი და ყვავილოვანი კომბოსტოთი (500 კალორია): მოამზადეთ ჩვეულებრივი ზომის ბურგერი, სასურველია, ინდაურის ხორცისა, თუმცა შეგიძლიათ, მჭლე ჰამბურგერიც მიირთვათ. დაამატეთ თხლად დაჭრილი პომიდორი, მოშუშული სოკო და ერთი სადილის კოვზი კეტჩუპი. სასურველია, ბურგერს მოშუშული ყვავილოვანი კომბოსტო მიატანოთ.
ნაშუადღევს
ნახევარი მანგო ან ერთი ნაჭერი ნესვი ნახევარ ჭიქა უცხიმო ხაჭოსთან ერთად (180 კალორია)
სადილი
ორთქლზე შემწვარი ორაგული (ფაქტობრივად, ჩვენებური მწვადი) სატაცურითა და კარტოფილით. თქვენი ულუფაა ორაგულის საშუალო ზომის ფილე ნახევრად შემწვარ კარტოფილსა და სატაცურთან ერთად. ამ უკანასკნელის მაგივრობას ისპანახი და ყვავილოვანი კომბოსტოც გაგიწევთ (560 კალორია).

მეორე დღე
საუზმე
ომლეტი და გახუხული პური (350 კალორია): ზეითუნის ზეთში ერთად მოშუშეთ ნახევარი ჭიქა თხლად დაჭრილი ნიორი და ბულგარული წიწაკა, დაამატეთ კვერცხი და წვით, ვიდრე გვერდები არ დაებრაწება.
ლანჩი
თინუსი (500 კალორია): საშუალო ზომის თევზს დაამატეთ ერთი სადილის კოვზი მაიონეზი, დანაყილი ნიორი და ახალდაფქული შავი პილპილი. ეს ყოველივე პურის ორ ფენაში შეახვიეთ და ერთად გახუხეთ. შემდეგ ზედა ფენა ააცალეთ, თევზზე დააწყვეთ პომიდვრის რამდენიმე თხელი ნაჭერი და უცხიმო ან ნაკლებცხიმიანი ყველი და შედგით ღუმელში, ვიდრე ყველი დნობას არ დაიწყებს. თინუსის მაგივრად შეგიძლიათ ორაგული გამოიყენოთ.
ნაშუადღევს
ერთი ვაშლი, მსხალი ან კივი. შეიძლება გარგარის ჩირიც (200 კალორია).
სადილი
შემწვარი წიწილი კარტოფილსა და ყვავილოვან კომბოსტოსთან ერთად (580 კალორია): შეწვით წიწილის თეთრი ხორცი (გულის ჩანათალი) ორ ჩაის კოვზ ზეითუნის ზეთში, დაჭყლეტილ ნიორსა და სუნელებში (ისინი თავად შეარჩიეთ), მოუწყვეთ შემწვარი კარტოფილი და მოშუშული ყვავილოვანი კომბოსტო.

მესამე დღე
საუზმე
ხაჭო გარგარითა და თხილით (350 კალორია): ერთი ჭიქა ხაჭო თეფშზე გადმოიღეთ, ზემოდან დააწყვეთ ორი (შეგიძლიათ ოთხიც) ცალი უკურკო გარგარი და მოაყარეთ ორი სადილის კოვზი წვრილად დაჭრილი თხილი. გარგრის მაგივრობას ნახევარი ჭიქა ნებისმიერი კენკრა ან ნახევარი მანგო გაგიწევთ, თხილის ნაცვლად კი შეგიძლიათ ნიგოზი ან ნუში გამოიყენოთ.
ლანჩი
სალათა შემწვარ წიწილსა და კრევეტებთან ერთად (450 კალორია): სალათის ფურცლებზე დაალაგეთ ქათმის დაჭრილი ხორცი (ან კრევეტები) და მოაყარეთ 4-5 სადილის კოვზი დაფხვნილი ყველი.
ნაშუადღევს
ერთი ჭიქა კენკრა და 20 ცალი ნუში (220 კალორია)
სადილი
საქონლის ხორცი ბრინჯით (590 კალორია): ხორცი დაჭერით, მოასხით 2 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი, მოაყარეთ პილპილი და მარილი (გემოვნებით). გარნირად ნახევარი ჭიქა ბრინჯი და ისპანახი შემოუწყვეთ.

მოწოდებულია ავერსის მიერ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Nov 2007
Posts824
კარმა78
OFFLINEPROFILE
ესეც ავერსის მიერააა მოწოდებული:

ნიღბები მშრალი კანისათვის

ნიღაბი ყოველგვარი ტიპის კანისთვის აუცილებელია. მშრალ კანს განსაკუთრებით რგებს დამარბილებელი, დიდი რაოდენობის ცხიმის შემცველი ნიღბები, რომლებიც მას ვიტამინებისა და ლიპიდების (ლეციტინის, ქოლესტეროლის) შეწოვაში ეხმარება. სპეციალისტები ხშირად ზეთოვან ნიღბებსაც გვირჩევენ.

ზეთის ნიღაბი: სახეზე ბამბის ტამპონით წაისვით მცენარეული ზეთი (უმჯობესია ზეთისხილისა, ატმისა ან ნუშისა). უნიღბოდ მხოლოდ თვალები და ტუჩები დაიტოვეთ. შემდეგ სახეზე კომპრესის ქაღალდი დაიფარეთ და პირსახოცით შეიფუთეთ. 15 წუთში კანი ზეთის ნიღაბს თითქმის მთლიანად შეიწოვს, რის შემდეგაც შეგიძლიათ, სახე თბილი წყლით ჩამოიბანოთ და შეიმშრალოთ.

კვერცხის გულის, თაფლისა და ზეთის ნიღაბი: კვერცხის გული ერთ ჩაის კოვზ თაფლსა და ერთ სუფრის კოვზ მცენარეულ ზეთთან (ზეთის ნაცვლად შეგიძლიათ არაჟანი გამოიყენოთ) ერთად ათქვიფეთ, წაისვით სახეზე, 20-30 წუთით დაიტოვეთ და თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ასეთი ნიღბი გამოაცოხლებს და ნათელ ფერს მისცემს კანს.

კვერცხის ნიღაბი: ერთი კვერცხი კარგად ათქვიფეთ და სახეზე წაისვით. 10 -15 წუთის შემდეგ სახე თბილი წყლით ჩამობანეთ და მკვებავი კრემი გადაისვით.

ნიღაბი ნაოჭების წინააღმდეგ: რაკი მშრალ კანს ნაოჭების გაჩენისკენ აქვს მიდრეკილება, გვინდა შემოგთავაზოთ ნიღაბი, რომელიც ნაოჭების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ საშუალებას წარმოადგენს. 30 გრამი ფუტკრის ცხელი ცვილი, 30 გრამი თაფლი და 30 გრამი ხახვის წვენი ერთმანეთში აურიეთ და ფაიფურის ჯამში კარგად ათქვიფეთ. ოდნავ რომ შეგრილდება, წაისვით სახეზე, 25 წუთს გაიჩერეთ და რასაც კანი არ შეიწოვს, ქაღალდის რბილი ხელსახოცით ჩამოიწმინდეთ. ეს ნიღაბი 10 დღეში ერთხელ უნდა გაიკეთოთ.

დაიმახსოვრეთ: ნიღბების ყოველდღიური გამოყენება რეკომენდებული არ არის. კარგი იქნება, თუ ნიღაბს კვირაში ორჯერ გაიკეთებთ და კანს მეტისმეტად არ გადატვირთავთ. ასევე, გაითვალისწინეთ, ხომ არ გაქვთ ალერგია რომელიმე იმ პროდუქტზე, რომელიც ჩვენ მიერ რეკომენდებული ნიღბის შემადგენლობაშია ნახსენები.
გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები და ზაფხული ტენიანი კანის გამოფიტვისა და გამოშრობის გარეშე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Nov 2007
Posts824
კარმა78
OFFLINEPROFILE
რა არის შოპინგი, ანუ იყიდო თუ არა?
თანამედროვე გაგებით შოპინგი - არის რეალური საქმიანობა, ჰობი ტოლფასი, დაავადება და ამავე დროს განკურნების ერთ-ერთი საშუალება. შოპინგით კურნავენ ნერვულ აშლილობას.

საინტერესოა, რომ ზოგჯერ ბოლო თეთრამდე დახარჯვა საყიდლებში შეიძლება იყოს ძალიან სასარგებლო, რადგან ასეთი საქციელი თითქმის უტოლდება შოკურ თერაპიას.

დღე მიდის წარუმატებლად, სამსახურში გაქვთ უსიამოვება, ქმარი ყოველთვის იგვიანებს, ბავშვები არ გაფასებენ, სარკეში ხედავთ მხოლოდ ნაკლს.

როგორ მოვიქცეთ? - ერთადერთი წამალი არის შოპინგი ანუ სასწრაფოდ წადით მაღაზიებში და დაიხარჯეთ ბოლო თეთრამდე, შეგიძლიათ გადახვიდეთ მეუღლის ჯიბეზეც... პირველ ეტაპზე იგრძნობთ ეიფორიას, თავში გიტრიალებთ სიტყვები: ”მე მინდა! მე შემიძლია! მე ვყიდულობ!” ადრენალინი გამოიყოფა ისეთი სიჩქარით როგორც მტაცებელი ეწევა თავის მსხვერპლს.

ქალი იღებს მისთვის არადამახასიათებელ გადაწყვეტილებებს, მთლიანად ცვლის თავის გარდერობს და სტილს.
ეს ექსტაზი უნდა განიცადოთ, ამ დროს გავიწყდებათ ყველაფერი, მოვალეობები, გეგმები, ჩვევები და რჩება ერთი სურვილი, ტვინში ანთია ერთი წითელი ნათურა ”მინდა ვიყიდო!”

და მერე რაა? - ცხოვრების ახალი ეტაპი. ფული აღარ არის და იწყება ფიქრი ” რით ვირჩინო თავი?” და ეს ფიქრი გაფხიზლებთ, ყველა უსიამოვნო განცდები გავიწყდებათ და რჩება გადარჩენის საკითხი, ისევ ჩნდება პროტესტის შეგძნება ”მე ყველაფერი შემიძლია!” და თქვენ ახალი ძალებით ეკიდებით სარფიან საქმეს.

გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ ქალები რომლებიც დადიოდნენ კვირაში 17-სთ საყიდლებზე, აღმოჩნდნენ ასაკთან შედარებით უფრო ახალგაზრდუელბი, უფრო მომხიბვლელები, ჯამრთელები და ძლიერები იმათთან შედარებით ვინც ნაკლებ დროს უთმობდა შოპინგს. გარდა ამისა ისინი არიან ნაკლებად დეპრესიულები. მაგრამ ეს მოყვანილი მაგლითი არის უფრო ერთჯერადი თერაპია და არ უნდა აგვერიოს ”შოპინგოლიზმში”, ადამიანებში რომლებსაც არ შეუძლიათ გულგრილად გაუარონ მაღაზიას და არ შეიძინონ რამე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
რომელი ფერის თეთრეული მოგწონთ?
ყვითელ-თეტრეულს კეთილგანწყობილი და ოპთიმისტი ქალები ეტანებიან.ასეთი ქალები სიცოცხლით სავსენი და გულახდილები არიან.
თეთრი-ე.წ.ცივსისხლიან და ჭკვიან ქალებს მოსწონთ.მათთვის "მიზანი ყოველთვის ამართლებს საშუალებას"
სტაფილოსფერი-ახალი იდეებით სავსე,გმირული საქციელისთვის მუდამ მზადყოფნაში მყოფ ქალებს მოსწონთ.ძალიან უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა.
წითელი-ენერგიული,აქტიური ქალებისთვისაა განკუთვნილი.მათ არ ერიდებათ თავიანთი სურვილებისა და გრძნობების დემონსტრირება,საოცარი ფანტაზიის უნარი აქვთ და ტემპერამენტიანები არიან.
ვარდისფერი-ნაზი და დელიკატური ქალების არჩევანიასენტიმენტალობა და მოჭარბებული რომანტიზმი ახასიათებთ,ეშინიათ კონფლიქტების და ამიტომ მზად არიან დათმონ პოზიციები,ოღონდ კი ირგვლივ სიმშვიდე და ურთიერთთანხმობა სუფევდეს.
იასამნისფერი-უპირატესობას ანიჭებენ საკუთარ თავში ჩაკეტილი და გარეგნულად ცივი ქალები.ისინი უმეტესწილად გულგრილი ადამიანის როლს თამაშობენ,სინამდვილეში კი მთელი არსებით სურთ,საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოხვდნენ.
ლურჯი-პუნქტუალური,მოწესრიგებული ქალების საყვარელი ფერია.ამ ტიპის ქალებს სიამოვნებას ანიჭებსსხვებისთვის დახმარების გაწევა,დაინტერესებულნი არიან გარშემო მყოფთა პირადი ცხოვრებით;ახლობლებს კი ჭკუის დარიგებითა და მორალის კითხვით ხშირად აბეზრებენ თავს.
ცისფერი-მეოცნებე ქალებს უყვართ.ისინი ვერასოდეს სჯერდებიან მიღწეულს.დაუღალავად იქექებიან საკუთარ წარსულში.გამუდმებით რაღაცით უკმაყოფილონი არიან,რაღაც არ მოსწონთ პარტნიორ მამაკაცში და ხელახლა,კვლავ უშედეგოდ იწყებენ იდეალის ძებნას.
მწვანე-თეთრეულის მოყვარულ ქალებს საოცრად გამახვილებული ინტუიცია აქვთ,ძალიან უყვართ მეგობრებთან ყოფნა,მაგრამ არანაკლებ-ოჯახური გარემო და მოვლილი სახლი.ემოციის სახალხოდ გამოხატვა მათი სტილი არ არის.
რუხი-თითქმის არაფრით გამორჩეულ ქალებს მოსწონთ.სამაგიეროდ ისინი უზომოდ ერთგულნი არიან და კარგად იციან მეგობრობის ფასი.
შავი-ის იმდენად მასობრივ მოხმარებაშია,რომ თითქმის ყველა ტიპის ქალი იყენებს,ამიტომ ამ ფერის მიხედვით მისი ხასიათის გამოცნობა ნაკლებად შესაძლებელია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Nov 2007
Posts824
კარმა78
OFFLINEPROFILE
ნანანო, შენ რომელი ფერს ანიჭებ უპირატესობას?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
თუ გულწრფელად გაინტერესებს მწვანე(სალათისფერი).საერთოდ ეს ჩემი საყვარლი ფერია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Nov 2007
Posts824
კარმა78
OFFLINEPROFILE
აბა ტყუილად რატომ გკითხავდი? რასაც ვკითხულობ ყველაფერი მაინტერესებს:):):):)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
და შეენ?

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 151 posts ] 
მინდა მეტი ვიცოდე.....
დესპანი