↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ანეგდოტები, ანუ სიცილი ახანგრძლივებს სიცოცხლეს :)

+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1602 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Nov 2007
Posts824
კარმა78
OFFLINEPROFILE
შინ დაბრუნებულ ქმარს ცოლი პლაკატით ეგებება: "არ გელაპარაკები".ქმარი არაფერს ამბობს და ტელევიზორს მიუჯდება.ცოტა ხნის შემდეგ ცოლი მეორე ოთახიდან ახალი პლაკატით გამოდის: "არ გაინტერესებს, რატომ?".

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Nov 2007
Posts824
კარმა78
OFFLINEPROFILE
მიხო სიბნელეში ცოლს ლოგინში უწვება. –მიიწი, დედაკაცო. –სად უნდა მივიწიო, კაცოო! იქნებ და მიხო არა ხარ. –როგო არა ვარ, პირწავარდნილი მიხო ვარ! –მე რა ვი, სიბნელეში ყველა ეგრე ამბობს ხოლმე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Nov 2007
Posts824
კარმა78
OFFLINEPROFILE
ცოლი ქმრის სანახავად ციხეში მივიდა:

–აქ როგორ გრძნობ თავს?

–როგორც სახლში, არც გასვლა შეიძლება სადმე და არც საჭმელი ვარგა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Feb 2008
Posts2059
კარმა46
OFFLINEPROFILE
ეს რაჭის ერთ სოფელში მოხდა. სოფლის ერთ-ერთი "კოლორიტი" 40-წლის ვაჟიშვილმა მოიყვანა ცოლი და პირველ გამეს სოფლის ბიჭები ღია ფანჯრის ცინ ჩაუსაფრდნენ და :

ქმარი ეუბნება ცოლს (თან რაჩულად, დინჯად) - ქალბატონო ლამარა ,გადმატრიალდით შაურაწყოფა უნდა მოგაყენოთ:)
მეორე ღამე - ქალბატონო ლამარა, გადმოტრიალდით ისევ იმ საკითხზე გაწუხებთ :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
მარო და მიხო შეთანხმდებიან, რომ როდესაც სექსი მოგვინდება ზრდილობიან ვუთრათ ერთმანეთს ამის შესახებო და მოიგონეს კოდური სიტყვა "მანქაზე დაბეჭდვა" სექსის აღსანიშნავად...

მოკლედ ერთ დილასაც გასძახა მიხომ მაროს: მარო მოდი ერთი საბეჭდ მანქანაზე დავბეჭდოთო... მარომ აი სარეცხს გავფენ და ამოვალო... შუადღე მოვიდა და მარო არ ჩანს... გადასძახა მიხომ მოდი ერთი დავბეჭდოთო, აი ბოსტანს გავთოხნი და მოვდივარო... მოსაღამოვდა და მარო არ გამოჩნდა... გადასძახა ისევ მიხომ... აი სადილს გავამზადებ და ამოვალო უპასუხა მარომ... დაღამდა და ავიდა მარო, მიხო წევს უკვე იძინებს და მარომ უთხრა: მოდი მიხო დავბეჭდოთ მანქანაზეო - აღარ მინდა უკვე ხელით გადავწერეო უპასუხა მიხომ. . .

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
ეს ამბავი სინამდვილეა.
სრულიად შემთხვევით, 5-წლის წინ "სპიიდ-ინფო"-ში წავაწყდი.
მოუყევი ერთ "ტარტაროზს" და იმანაც თავისი ინტერპრეტაციით, ამ ჟურნალში დააბეჭდინა თავისებურად.
სინამდვილეში რა მოხდა?

კოჯრის ზემოთ,არის დასასვენებელი აგარაკები, სახელად ჰქვია კოჯრისხევი.
ძალიან ლამაზი ადგილია.
ზაფხულში, თბილისში გაჩერება რომ შეუძლებელია, ყველამ კარგად იცით.
ჩვენც გვაქვს ერთი მოსასვენებელი "დაჩა" იქა.
ხოდა, დავახვიე ცოლშვილიანად და ვაპირებ მოვწყდე ცივილიზაციას.
სავსე იყო ხალხით.
პირველივე დილას, ხმაურმა გამაღვიძა.
გამოვედი გარეთ.
დილის 6 საათია.
მეზობელს ჩაურთია დენის ხერხი და ძველ ფიცრებსა "ხერხამს".
გადავხედე იმი ფიცრები რაოდენობას და ჩემთვის დავიანგარიშე, 2 საათზე მეტს მოუნდებოდა.
ეგეც შენი დილის 8 საათი.
ჯერ სადა ხართ?
9-ის ნახევარზე, ამ ფიცრებიდან გამოძრობილი, დაჟანგული ლურსმნების გასწორება დაიწყოოოოო.
დიდი ჩაქუჩით, რკინის დიდ ნაჭერზე.
რა აღარ შევიტენე ყურებში, არაააა, არა მშველის.
ახლა ჩემი ოჯახობაც გამაეფინა და დაიწყეს შეკითხვების კორიანტელით, ჩემი შვებულების განიავებააა.

მეორე დღესაც, იგივე "სცენარით", განვითარდა მოვლენები.

დავაპირე,ჩუმად ღამე მის ეზოში გადაძრომა. ხერხის და ჩაქუჩის მოპარვას ვაპირებდი.
ვერ "გავქაჩე".
არ მეხერხება ეგეთი რამეები.
ცოლმა შეაგროვა ინფორმაცია მეზობლებისგან და ჩემი გულის "გამხარებელი" მეზობელი გამოდგა,ერთერთი რაიონის ყოფილი პოლიციის უფროსი. იმჟამად უკვე პენსიაზე მყოფი.
აბა იმის ეზოში როგორღა შავყოფდი ცხვირსა.
ფიქრისგან ბოლი ამივიდა.
გადავედი და ვეუბნები: ძია ვასო, ერთი მანქანა შეშა და ორი ვედრა ლურსმანი ჩემზე იყვეს თავის მწვადებიანად-მეთქი.
ძველი დანჯღრეული "გრუზავიკი" ჰყავდა, მთელი დღე ქალაქში დადიოდა და ძველ ფიცრებს აგროვებდა.
ამოჰქონდა და გვტანჯავდაააა.
პასუხად სასტიკი უარი მითხრა და თანაც მოაყოლა, შენი დასახმარებელი რა მჭიირსო.
რაღა ვქნა?

ერთი ჩვევა ჰქონდა, დილაადრიან გამოვიდოდა თუ არა, "კეპკა"-ს იხურავდა ხოლმე. ამ "თავსაბურველს" კი ლურსმაზე ჩამოკიდებულს ტოვებდა გარეთ.

"იდეალური გამოსავალი მოვძებნე".
მაინც გადავძვერი იმის ეზოში და ეს "ავად სახსენებელი კეპკა"მოვიპარე, რათქმა უნდა დროებით.
მთელი ღამე ხელით კერავდა ჩემი ცოლი.
აბა საკერავი მანქანა სად გვქონდა იქ.
მოკლედ ორი ზომით დააპატარავა.
იმავე ღამესვე, ისევ გადავძვერი და ლურსმანზე ჩამოუკიდე ძია ვასოს, შეპატარავებული "კეპკა".

გათენდა.
გამოიდა "დაჩის მაზოხისტი".
ეჯაჯგურა და ქუდს ვეღარ იხურებს.
ჩასაფრებულები ვაართ.
მეზობლები ცნობილი ექიმები იყვნენ, ყველა გაფრთხილებული მყავდა, ახლო-სამეზობლოში.
გაუარე და მოვიკითხე:
-ძია ვასო, რაღაც შენი ფერი არ მომწონს, ხომ კარგათა ხაარ. ისე თავზე რა გჭირს, ცოტა დიდი მეჩვენებამეთქი
სამმა კაცმაც იგივე შეკითხვა რომ დაუსვა, სულ რაღაც ნახევარ საათში.
ხერხიც გაჩუმდააა.
გავიდა ერთი საათი და ცოლთან ერთად, "გამოპრანჭული" გამოდიიის.
-სად მიდიხართ, საით გაგიწევიათ, თუ თბილისში აპირებთ, მეც იქით მივდივარ-მეთქი.
არსადაც წასვლას არ ვაპირებდი.
-აი, ამ დილით კარგად ვერა გრძნობს თავსაო, ექიმთან მივდივართო. ცოლი მეუბნება.
-ქალბატონო, ამისთანა ექიმები აქა გვყაავს და თქვენ კიდევ სად მიდიხართ-მეთქი.

მოიწვიეს "კონსილიუმი" და ძია ვასოს, დიაგნოზიც დაუსვეეს.
არავითარ შემთხვევაში ხმაურიან საქმეს არ გაეკაროოო.
ის კიარა და რადიოს ჩართვაც აუკრძალეს
თქვენი ჯანმრთელობისთვის ძალიან საზიანო იქნება თუ ძველებურად გააგრძელებ ცხოვრებასო.
თავის გადიდების მიზეზად, "იაკუბოვიჩის სინდრომი" დაუსახელეს.
მაშინ მაგრა მოდაში იყო "პოლე ჩუდეს". საიდან მოიტანეს აზრზე არა ვარ.

მაგის მერე, ძია ვასოს მთელი ერთი თვის მანძილზე, ყვავილების მოსარწყავი ვედრა არ გაუშვია ხელიდან.
ჩვენც დავისვენეთ და ჩაქუჩმაც და ხერხმაც.

ასე გადავარჩინე ჩემი ერთთვიანი შვებულება კოჯრისხევში.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Nov 2007
Posts824
კარმა78
OFFLINEPROFILE
elchi wrote:
ციტატა:

ვაიმეეე რა მაგარიააააა. სიცილისაგან გადავბრუნდი=lol= =lol= =lol= =lol= =lol=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
ერთი კიდევ უნდა მოვყვე.
მაინც არ მეძინება.

გახსოვთ ალბათ, ერთი "პადელნიკი" რომ მყავდა, არაბი სუდანიდან.
/გადახედეთ ძველ გვერდებს/

ერთხელაც, საქმე მომცა "მამა-მარჩენალმა".
ეზო მინდა გავაკეთოო.
უშველებელი ტერიტორიის მფლობელი გახლავთ ეს ჩემი "ბოსი".

სახლის წინ, საჭირო იყო," გეგმით გათვალისწინებული", ხეების ღობე გამეკეთებინა.
ნარგავებით უნდა შემომეფარგლა,ეზოს "პერიმეტრი".

იყიდა ნაირ-ნაირი, ხე -მცენარეები.
ამათ ხომ ნოყიერი მიწა სჭირდებათ?

ტყეც კი საკუთარი აქვს.
მითხრა რომ მიწა ნარგავებისთვის ტყიდან მომეთხარა.

მე უფრო "სერიოზული" საქმე მქონდა გასაკეთებელი.
მიუხაზ-დაუბულბულე ჩემს "პადელნიკს', რა უნდა გაეკეთებინა.

გაუკეთე მონახაზი, გაუბი თოკები, "კრასკით" დაუხაზე ხაზები, თუ რა მიმართულებით უნდა ამოეთხარა ორმოები ნარგავებისთვის.

დავღუნე თავი და წავედი ჩემი საქმის საკეთებლად.

რაღაც ერთ საათში, მოდის "ბოსი" შეშლილი "სიფათით".
მეკითხება:
-რას აკეთებს შენი "ქვეშემრდომიო"?
-დავალება მივეცი და მე ჩემ საქმეს ვაგრძელებ-მეთქი.
-წამო ნახე რა ქნაო.

5 მეტრაში, მეტრა-ნახევრით გვერდზე გაუხვევია და თხრის ორმოების პაპაჩემის პაპისკენ.
კინაღამ ბნედა დამემართა.
რა ვქნა? რა წყალში ჩავარდე?

"კანატკის მართული" ვიპოვე ადრე, მთელი "რულონი'.
ავიღე და ამ ნახაზების მიხედვით გავაბი ეს მსხვილი მართული, გამოვაბი ფეხით ეს ჩემი "დამღუპველი" და "შარიკა ძაღლივით" დავაბი.
მიაყოლე და თხარე ორმოები, ყველა ერთი ფეხის ნაბიჯზე-თქო
აბა ეხლა ასცდი მიმართულებას-მეთქი და წავედიიიი.

როგორც იქნა ამოთხარა დაახლოებით 60 ორმო.

დაუნომრე ყველა ნარგავი, რა, რომელ ორმოში უნდა ჩაერგო.
თან უთხარი, ორმოები ტყის მიწით გაავსე-მეთქი.

გავიდა ორი კვირა.
შაბათი დღეა.
ყველა მუცელზე კოტრიალებს, ჩემს გარდა, სახლში არ ვისვენებ, გამომიჩინა საქმე მეუღლემ.
ტელეფონი რეკავს.
ჩემი "ბოსი" შეშლილი ხმით მეხვეწება,მოდი რამე უნდა გაჩვენოოო. წავედი.

არ დაიჯერებთ, რაც მე ვნახე.

ეს "მაიმუნების მედოლე", ჩემი "შავი" ძმა, შესულა ტყეში და ამოუჭრია ორ მეტრიანი, დიდი სასაფლაო.
თურმე ეს მიწა, ერთი და იგივე ადგილიდან უზიდია.

ეხლაც, ბევრჯერ მიფიქრია, ამისტანა მოუხერხებელმა, როგორ მოახერხა და "ნასილკაზე' როგორ დაუდო ამდენი მიწა "ლაფატკით", ორ მეტრიანი ორმოდან.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Nov 2007
Posts824
კარმა78
OFFLINEPROFILE
სვანმა ორი ზომით პატარა ფეხსაცმელი იყიდა. დგას და ტკივილისაგან იგრიხება.

-კი, მაგრამ შენი ზომა რატომ არ იყიდე?- ეკითხება მეგობარი

-ხომ არ გადაირიე? იცი, ჩემი ზომა რა ძვირი ღირდა?!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
მეგრელი დიდ სამამულო ომშია. მოხრიგინებს გერმანელების ტანკი. ესვრიან, ვერ აფეთქებენ. ერთი შანსია ვინმემ ყუმბარები შემოირტყას და შეუვარდეს მუხლუხებში.

- აბა ვის გიყვართ სამშობლო - მოუწოდებს მეთაური - შეუხტით ტანკს!

მსურველები რაღაც არ სჩანან. მეთაური გამწარებული დარბის:

- რას გავს ეს, არავის არ გიყვართ სამშობლო?

შეეჩეხა მეგრელს:

- შენ, არ გიყვარს სამშობლო?

- როგორ არ მიყვარს სამშობლო - შეიცხადა მეგრელმა.

- მერე შემოირტყი ყუმბარები და შეუხტი ამ ტანკს, ხომ ხედავ შენს მეტს არავის უყვარს სამშობლო!

- მე კი შევუხტები, მარა მერე ვის ეყვარება სამშობლო?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Nov 2007
Posts824
კარმა78
OFFLINEPROFILE
mana wrote:

ძალიან მაგარი იყოოოოოო=lol= =lol= =lol= =lol= =lol= =lol=

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined06 Mar 2007
Posts294
კარმა64
OFFLINEPROFILE
კახეთში მოსმენილი რადიო გადაცემა:
-ყურადღება!ყურადღება ლაპარაკობს გურჯაანის რადიო სადგური ;მონტე კარლო".
ჯერ ჩემს თავზე მოგახსენებთ. გუშინ ვენახი შევწამლე.აპარატი ვენახის ბოლოში დავტოვე.
ვიღაცას დედიმისის უჭამია და აპარატი წაუღია.ვაფრთხილებ
-დედიმისისას ნუ სჭამს და აპარატი უკან მოიტანოს.
ესესაა საათს დავხედე და ჩვენი გადაცემის დრო იწურება.
მოკლედ მოგახსენებთ ამინდის შესახებ.
კახეთის ველზე ნეხვისფერმა ღრუბელმა მოიყარა თავი.
მოსალოდნელია ვირის ტვალების ტოლა სეტყვა.თუ ეს გამართლდა დარხეული აკვს მევენახე შაქრუასა.
თუ არა და -სინოპტიკოსს ზაქრუასა. გმადლობთ, ჯოო, ყურადღებისთვინა.lol

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
მიხო ჩამოვიდა თბილისში. მივიდა სასტუმროში ღამის გასათევად. მიეგება ადმინისტრატორი:
- მობრძანდით, პატივცემულო მიხო. ა! ამ ნომერში იცხოვრებთ, ბატონო ჩემო! ეს უბრალო ნომერი არ გეგონოთ. ამ ერთი კვირის წინ თვით ბუშმა გაათია ღამე მაგ ნომერში. თქვენ შეგიძლიათ დაიტრაბახოთ, ბუშის ნაწოლ საწოლში ვიწექიო!!
- შენა ჯო, ახლა იმ გოგოებ დაუძახე, ლოგინი გამააცვლევინე! ბუშის ნაწოლ საწოლში... ეგა მაგან იტრაბახოი მე თუ ჩავწვები მის ნაწოლშია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined28 Oct 2007
Posts1926
კარმა85
OFFLINEPROFILE
აჰა ნანანო ანეგდოტები შენ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Jan 2008
Posts1957
კარმა88
OFFLINEPROFILE
pikaso22 wrote:
ციტატა:
აჰა ნანანო ანეგდოტები შენ
:)

:) რავა,სულ ოროსანი უნდა იყო,რა გახდა ერთი სამიანი,დღის ბოლომდე, რომ შეინარჩუნო =zer= =zer= =zer= =haa= =haa=

ციტირება პასუხი
   
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1602 posts ] 
ანეგდოტები, ანუ სიცილი ახანგრძლივებს სიცოცხლეს :)
დესპანი