mana wrote:ციტატა:
zvigeni wrote:ციტატა:
ჩიჩე და მაკოსპაკო გეთანხმებით ბევრ რამეში მაგრამ როცა პრობლემები არსებობს მისი გადაწყვეტის გზაც უნდა არსებობდეს. არასწორია თითქოს მიშა იყოს ყველა პრობლემის უკან და მისი გადაყირავებით ატმის ხესავით აყვავდეს ქვეყანა, რატომ არ ფიქრობთ იმას ვინ მოგყავთ სანაცვლოდ და ღირს თუ არა ქვეყნის გადატრიალება იმის ფასად რომ ახალი ედუარდი ან მიშა მოიყვანოთ ისევ ხელისუფლების სათავეში? დამისახეთ ერთი პოლიტიკოსი მაინც ვინც სუფთაა ხალხის და სინდისის წინაშე და ვისთვისაც პრეზიდენტობა სკამი და ფული კი არაა არამედ ბრძოლის ველი საქართველოს კეთილდღეობისათვის და პირველი ვინც მის გვერდით დადგება მე ვიქნები. არაა ასეთი ადამიანი საქართველოს პოლიტიკურ ასპარეზზე და ყველა სახელისათვის და ქონებისათვის იბრძვის და ბოდიში თქვენთან და სულ ფეხებზე კიდიათ ჯვანია და რობაქიძე არამედ ყვირიან მას რასაც ხალხი დაუჯერებს. 7 ნოემბერი კი გაკვეთილი უნდა იყოს ქართველებისათვის და სტიმული რომ უნდა შევიცვალოდ და კანონის პატივისცემა ვისწავლოთ.
გადავკეტავთ ქუჩას? რატომ უნდა გვიკვირდეს რომ პოლიცია მოვა და შეეცდება მოძრაობის აღდგენას. წინააღმდეგობას გაუწევ? რად უნდა გიკვირდეს ანალოგიური მათ მხრიდან. კარავს გაშლი რუსთაველზე და დაწვები? აგაყენებენ! ნაგავს დაყრი და დააბინძურებ? უნდა მისცე საშუალება დასუფთავების სამსახურს აიღოს ნაგავი. ეს ხომ ელემენტარული რამაა რომელიც ყველამ იცის და რად უკვირთ? ყოველგვარი რევოლუციების, გადატრიალებების და ხალხის გაბითურების წინაააღმდეგი ვარ. ქვეყანაში უნდა იყოს მშვიდობა და ყველაფერი დალაგდება.
არაა ისე როგორც ფიქრობთ რომ გრინ კარდები აქვთ ხალხს საზღვარგარეთ არიან და სულ არ ანაღვლებთ რა ხდებაო?... პირიქით უფროა და ნებისმიერი ქართველისათვის უცხოობაში ცხოვრება არაა ბედნიერება.

100% გეთანხმები ზვიგენო.თითქოს ჩემს გულში იჯექი და ჩემი სათქმელი თქვი.
თქვენ კი,- ოპოზიციონერებო ფნ ოპოზიციის მხარის დამჭერნო!

ცოტა მოეგეთ გონებას საქართველოს სატკივარი ჩვენი სატკივარია და შორიდან უპრო კარგად სჩანს საქართველოში ვინ რა შეცდომას უშვებს. დაუდექით მიშას მხარში და ყველაფერი კაეგად იქნება. ოპოზიცია კი უნდა გაისტკუცოს=dk=
ყველას აზრს პატივს ვცემ, მაგრამ არსებობს ბევრი მაგრამ... ერთი შეკიტხვა მაქვს, განა მიშა არ იდგა პარლამენტის წინ??? განა მიშამ არ გადაკეტა გზააა??? განა მიშამ არ დაანაგვიანა ქუჩა??? ნუთუ დაგავიწყდათ 23 ნოემბერი??? მაშინ ვინ აწია ხელი??? მაშინ მოხდა მსგავსი რამ??? ჩვენმა ხელისუფლებამ კიდევ რა ქნა??? 7 ნოემბერს მანდ ვიყავი და მშვენივრად ვიცი რაც ხდებოდა... ვინც არ ყოფილა, ის ვერ გაიგებს... კიდევ სწორად მოიქცა ხელისუფლება და თქვენი მიშა??? იტყვით შევარდნაძე გადასაგდები იყოო... მე კი გეტყვით, როგორც მაშინ ფიქრობდა ხალხი რომ ედუარდი არ ვრგოდა, ეგრე ფიქობენ ეხლა რომ მიშა არ ვარგა... დაფიქრდით, შეადარეთ მოვლენები და ისე იმსჯელეთ.
რაც შეეხება ოპოზიციას, შეიძლება არ ვარ მისით აგფრთოვანებული, მაგრამ დგეს ხელისუფლებას ჭირდება მოწინააგმდეგე მხარე, რათა გამოფხიზლდეს და არ დაუშვას ის შეცდომები რომელიც დაუშვა... ერთპარტიულობა არის კარგი??? ერთი რომ იტყვის ეს ასე ვქნათო და ყველა ცხვრებივით დაყვება და თავს უქნევს??? განა მაგ ერთპარტიულში დავიჯერო საწინააგმდეგო აზრი არ არსებობს??? ამერიკის მაგალითი მაინც აიგეთ... კიდევ იომდენი მაგალიტის მოყვანა შემძლია... კიდევ იმდენი რამის თქმა... ძლიერი ოპოზიციის გარეშე სახელმწიფო ვერ აშენდება... ნინოჩკა, შენც ყველაფერში გეთანხმები... თუ ერთი უფსკრულში გადავარდა ყველა უნდა მიყვეს??? ეს ხელისუფლება ხვდება რა დგეშია და ცდილობს ხალხის გული მოიგოს... ნამდვილი პოპულისტია მიშა... ნაციონალების რეკლამაში რა ფული იხარჯება??? ყველაფერი ჩვენი ჯიბიდან მიდის... უკვე ბოდიში და გული მერევა ამ პლაკატებზე და აბრებზე ქალაქში... ჩვენს დროშას მაზიზღებენ... ნაციონალების სავიზიტო ბარათად გახადეს დროშა!!!ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს! ! !
