↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
7 ნოემბრის ტრაგედია და სირცხვილი


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 234 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
ამ თემაში ჯერჯერობით პრინციპულად აღარ ვერევი, ვნახოთ როდემდე შევიკავებ თავს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Nov 2007
Posts824
კარმა78
OFFLINEPROFILE
dorado wrote:
ციტატა:
ამ თემაში ჯერჯერობით პრინციპულად აღარ ვერევი, ვნახოთ როდემდე შევიკავებ თავს.

დორადო გეთანხმები და კარგს იზამ თუ საერთოდ არ ჩაერევი. რა ვიცი , რა ვიცი......=sher= =sher= =sher=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
bazi2002 wrote:
ციტატა:
ამდენი ხანი გავიდა იმ საშინელი დრიდან და ვფიქრობდი, რომ ტკივილი განელდებოდა, მაგრამ ვკითხულობ ამ ბოლო საათების პოსტებს და კვლავ იმავე სიმწვავით თვალწინ მიდგება 7 ნოემბრის კადრები, რომელსაც მთელი ღამე თვალმოუხუჭავად და ცრემლებით შევცქეროდი ტელევიზორის ეკრანზე. დარწმუნებული ვარ თითოეული თქვენთაგანს ასევე სტკივა და ამ თემისადმი მიბრუნება ამასვე მოწმობს.რასაკვირველია, ჩვენი ქვეყანა /რამდენადაც ეს არ უნდა მტკიოდეს/ ძალიან შორსაა დემოკრატიისაგან.კი, ხელისუფლები ს წარმომადგენლებისთვის დემოკრატიაცაა და უფრო მეტიც-კომუნიზმიც. მათ ყველაფრის თავისუფლება აქვთ. სათავეში მოსვლისთანავე სააკაშვილმა დაიწყო არმიის და პოლიციიც გაძლიერება. რასაკვირველია, მან იცოდა რასაც აკეთებდა და ისიც იცოდა ვისთვის და რატომ აკეთებდა ამას. აქ უკვე გქონდათ ნახსენები ნაციონალების პარლამენტში შევარდნის დროს როგორ არ შეეწინააღმდეგა მათ პოლიცია. მიზეზი მხოლოდ ერთი იყო-მმაშინდელი პოლიცია ისეთივე გაჭირვებული იყო, როგორც ხალხი. დღეს პოლიცია ისეთივე დაპურებულია, როგორც მისი მთავრობა. ჯარიც ასევეა, ამიტომაც არის ბევრად უფრო საშიში მდგომარეობა. ვინაიდან ეს პოლიცია და ჯარი ,ფაქტიურად შექმნილია ხელისუფლების დასაცავად და არა საქართველოს დასაცავად.აქ მინდა გავიხსენო დესპანზე , თუ არ ვცდები,chiche-ს მიერ დადებული ტალეირანის გამონათქვამი "ერის ცხოვრებაში არის მომენტი, როცა ღალატი საკუთარი მთავრობისათვის,რომელსაც ქვეყანა დაღუპვისაკენ მიჰყავს,პატრიოტის უმაღლეს მოვალეობად იქცევა". ეს იმათტვის, ვისაც მიაჩნია, რომ დღეს უკეთესი პოლიცია გვყავს ვიდრე შევარდნაძის დროს გვყავდა.დღევანდელი პოლიცია ძალიან შორსაა პატრიოტიზმის ასეთი გაგებისაგან. თუ რეალობიდან გამოვალთ, საქართველოს მთელი მოსახლეობა რომ ჯარში ჩაეწეროს, რაოდენობრივად რუსეთთან ბრძოლა უთანასწორო იქნება და საქართველო "აღიგვება პირისაგამ მიწისა".ხოლო დასავლეთი სერიოზულ კონფრონტაციაზე რუსეთთან არ წავა.ამის გარდა, სახელმწიფოს სერიოზული და ღირსეული მეთაური არ ცანცარებს და არ ტინგიცობს. თითოეულ სიტყვას ასჯერ დაფიქრების შემდეგ ამბობს და რაც მთავარია, ცდილობს კეთილმეზობლური, თანასწორ პირობებზე, ურთიერთობა იქონიოს მეზობელ ქვეყნებთან. არ კადრებენ მეზობელი ქვეყნების პირველ პირებს შეურაცხმყოფელ და დამამცირებელ "ეპითეტებს".ალბათ ყველას გახსოვთ მის მიერ ლილიპუტად "მონათვლა" პუტინისა.ისიც გახსოვთ, დაბრუნდა თუ არა პუტინთან შეხვედრიდან, სააკაშვილმა პირველივე საათებში გააკეთა განცხადება, რომ თურმე პუტინს შეეშინდა და აფხაზეთის და ოსეთის საკითხს არ შეეხოო./სხვათაშორის, ეს ინფორმაცია ინტერნეტიდან ორ დღეში გაქრა/.პასუხმა რუსეთიდან არ დააგვიანა- მათ დაიწყეს მუშაობა აფხაზეტისა და ოსეთის სტატუსსზე. არა მგონია დიდი პოლიტიკური ალღო და შორსჭვრეტის უნარი უნდა რომ განსაზღვრო და იყო ფრთხილი , წინდახედული იმის მიმართ ვისზეც დამოკიდებულია შენთვის მნიშვნელოვანი საქმეები. პოლიტიკა თამაშის გარკვეული წესებია და პოლიტიკოსისგან ტაქტიკური გათვლების უნარს მოითხოვს. მითუმეტეს ისეთ დაუძინებელ მოწინააღმდეგესთან, როგორიცაა რუსეთი და მისი ინტერესები საქართველოში. აქვე გავიხსენებ ჰაინეს სიტყვებს :"ერთნაირად საშიშია როცა გიჟს ხმალს აძლევენ და უსინდისოს ძალაუფლებას".ამიტომაც, 7 ნოემბერი მხოლოდ ლოგიკური შედეგია უსინდისოების ხელში ძალაუფლების არსებობისა.
აქვე არ შემიძლია არ შევეხო ერთ საკითხს. ძალიან ბევრი, ვისაც საზღვარგარეთიდან სახლში დაბრუნებისა და უკან საზღვარგარეთ გაბრუნების საშუალება აქვს, აღფრთოვანებულია საქართველოში თვალისამახვეველი ცვლილებებით.ერთი შეკითხვა მაქვს ყველა მათგანთან:თუ ასე კარგად არის ყველაფერი, რაღატო გარბიხართ ისევ საზღვარგარეთ? იქნებ საქმე სხვა რამეშია? იქნებ სინამდვილის ასეთი პოზიტიური აღთქმა თქვენი მდგომარეობით არის განპირობებული? თქვენი მდგომარეობა კი განსხვავდება იქ მაცხოვრებელი რიგითი ადამიანების მდგომარეობისაგან. თქვენ ბრუნდებით სახლებში მეტნაკლებად ფინანსურად უზრუნველყოფილი. თუ დიდი დანაზოგით არა, იმდენი მაინც გაქვთ თან, რომ სანამ ფიქრობთ დარჩენას-გეყოთ. თქვენ არ გაქვთ საფიქრალი ხვალინდელი დღე, იმიტომ რომ იცით უკან დაბრუნების შესაძლებლობა გაქვთ და ამდენად ხვალინდელი დღეც არ გაშინებთ. იქ მყოფებს, კი არც ის შადრევნები ახარებს და არც ჩქაროსნული ტრასები იმიტომ რომ ის მათთვის არ არის და თუ გადახდის უნარიანები ვერ იქნებიან არც წყალი ექნებათ და არც შუქი. ამიტომ ვფიქრობ, რომ შორიდან ბევრი რამ სხვაგვარად ჩანს.:(

აბსოლუტურად ყველაფერში გეთანხმები !!!=sher= =sher= =sher=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
ელჩი, ძალიან გთხოვ კარგად წაიკითხე ბაზის კომენტარი(არც გასაბრაზებლად გეუბნები და არც ჭკუის სასწავლებლად),
ის ადამიანიც ჩვენსავით მოშორებულია ოჯახს და საქართველოს, მასაც შენსავით(მგონი არ გეწყინება "შენობით" რომ მოგმართავ), ჩემსავით და ბევრი სხასავით შესტკივა გული ყველაფერ იმაზე, რაც დღეს საქართველოში ხდება.შენ გეტყობა ფეთქებადი ხასიათი გაქვს, უცებ გადაიკითხე, რაღაც არ მოგეწონა და იქვე დაწერე კომენტარი. გთხოვ, თავიდან წაიკითხე.
ბაზისაგან არასოდეს გამიგია სხვისი შეურაწყოფა. ნუ ვატკენთ ერთმანეთს გულს, ჩვენ ისედაც ყველანი გულნატკენი ვართ და ნუღარ დავამატებთ. ყველა ერთ დღეში ვართ, მიუხედავად იმისა, სად ვართ, როგორ ვართ, რა სტატუსით ვართ და რამდენი ხანია ვართ.ყველას გვტკივა საქართველო და ყველას გვღრღნის ნოსტალგიის გრძელი ჭია.ღმერთმა გაგვაძლიეროს!
ჩვენ ეს ყველას გვჭირდება.

მომიტევეთ, მაგრამ ის დავწერე რასაც ვფიქრობდი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Dec 2007
Posts585
კარმა50
OFFLINEPROFILE
იგივეს ვიტყოდი ბუბუ აბსოლიტურად ვეთანხმები ბაზის.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Jan 2008
Posts1957
კარმა88
OFFLINEPROFILE
მეც მეტი,არაფერი მითქვამს,რაღაცას ვერ ვგებულობთ ან არ ვგებულობთ სწორად,რაც იწვევს გაუგებრობას,თუ შეგვიძლია კიდეც უნდა ვიკამათოდ, /კარგი გაგებით/ მაგრამ ზღვარი აქვს ყველაფერს. ეს ზოგადად კონკრეტულად არავის არ მიუთითებ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
ვაგრძელებ შენს აზრს ჩემო მშვენიერო ნაბო,ქვეყნიდან მოშორებულებს ყველას ძალიან გვტკივა და გვენატრება ჩვენი სამშობლო,რა მნიშვნელობა აქვს რა აზრის მატარებლები ვიქნებით მთავრობაზე ან ოპოზიციაზე,გვტკივა მისი ტკივილი და გავიხარებთ მისი შენებით.
უბრალოდ,ვისი აზრის გამზიარებლებიც არ უნდა ვიყოთ,ფორუმში გულზე მუშტების ბრახუნით ვერაფერს დავამტკიცებთ,ვერც ქვეყანას წავადგებით,ჩვენი ხმა არის მხოლოდ"ხმა მღაღადებლის უდაბნოსა შინა"

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined11 Mar 2008
Posts93
კარმა7
OFFLINEPROFILE
სამშობლოსაგან შორს მყოფნი უფრო მტკივნეულად განიცდიან ყველა მოვლენას.იმიტომ კიარა რომ ვინმეს ვინმეზე მეტად უყვარს სამშობლო, არამედ უცხოეთში მყოფები თავს ყოველთვის ვუსვამთ კითხვას, რატომ არა ვართ სამშობლოში როდის ჩავალთ და საერთოდ უკან დავბრუნდებით საცხოვრებლად თუ არა,რათქმაუნდა ყველას გვირჩევნია და გვინდა საქართველოში, მაგრამ არის მიზეზები რომლებიც ხელს გვიშლის ღმერთმა ქნას ჯერჯერობით. და როდესაც ზიხარ ტელევიზორთან და უყურებ პირდაპირ ეთერში საკუთარ ხალხს როგორ უსწორდება გაბოროტებული შავფორ- მასკიანი ბოდიში და ტრა..ები,მიშა მაგარიას და მიდი მიშას ძახილს ნუ ითხოვენ ბეგაშვილ კირკიტაძის მომხრეები.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
ეჰ, ღმერთო, ჩემო გამჩენო,
უფალო, ძეო ღვთისაო.
ხელი ამართე, დამიცევ,
ძალი არა მაქვს ცდისაო.
შემუსრე ძალი უღვთოთა,
დედაო მაცხოვრისაო.
ძნელია ნემსის ყუნწშია
გაძრომა აქლემისაო...
მიცხონე სული ცოდვილი,
უფალო, ძეო ღვთისაო...
აღმოსავლით და დასავლით
მოგვმადლე შუქი მზისაო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Nov 2007
Posts824
კარმა78
OFFLINEPROFILE
ცოტა ნასვამი ვარ და მაპატიეტ =haa= =haa= =haa=
=zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined28 Oct 2007
Posts1926
კარმა85
OFFLINEPROFILE
guka_15 wrote:
ციტატა:
ცოტა ნასვამი ვარ და მაპატიეტ =haa= =haa= =haa=
=zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer=

ცოტა თუ ხარ გეპატიება =haa= =ae=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Jul 2007
Posts795
კარმა81
OFFLINEPROFILE
guka_15 wrote:
ციტატა:
ცოტა ნასვამი ვარ და მაპატიეტ =haa= =haa= =haa=
=zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer=

ნასვამ გუნებაზე ეს ცხოვრება უკეთესია.....=lol= =lol= =lol= =lol= =lol=

guka 15 პმ გამოგიგზავნე ამას წინათ , ეტყობა არ მიგიღია.....=sher=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
mana wrote:
ციტატა:
ეჰ, ღმერთო, ჩემო გამჩენო,
უფალო, ძეო ღვთისაო.
ხელი ამართე, დამიცევ,
ძალი არა მაქვს ცდისაო.
შემუსრე ძალი უღვთოთა,
დედაო მაცხოვრისაო.
ძნელია ნემსის ყუნწშია
გაძრომა აქლემისაო...
მიცხონე სული ცოდვილი,
უფალო, ძეო ღვთისაო...
აღმოსავლით და დასავლით
მოგვმადლე შუქი მზისაო.

გაიხარე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
ელჩი გეთანხმები აბსოლიტურად რაც დაწერე იგივეს აღარ დავწერ რადგან სხვაგვარად არ ვფიქრობ.
ისე კი საწინააღგდეგო აზრებს პატივისცემით უნდა მოვეკიდოთ. პოლიტიკაზე აყოლილ აბციურ ერს გაუჭირდება რაიმეს შეცვლა. გამოსავალს ვერც ჩემს თაობაში ვხედავ, ალბათ მომავალი თაობის გასაკეთებელი იქნება საქართველო, ნავთობმაც რომ ამოხეთქოს ტონობით და ნატო და ევროკავშირში შევიდეთ ასეთი აზროვნებით არ იქნება გამოსავალი მაინც. აზროვნება უნდა შეიცვალოს. ჩვენ კომუნისტურ ქვეყანაში არ ვცხოვრობთ ამიტომ მთავრობა ხალხს ვერ დაასაქმებს თავად უნდა დასაქმდეს ყველა, ამისათვის კი პირობებია საჭირო, რომელიც ამჟამინდელი საქართველოს უდიდესი პრობლემაა. ქვეყანას არ გააჩნია საზღვარი, ორი უკონტროლო ტერიტორია, რუსეთს საბოლოოდ გადამტერებული და ნატოსკენ გაჭიმული ქვეყანა რომელიც "შპაკატშია" ჩამჯდარი, აქეთ რუსეთი ექაჩება, იქეთ დასავლეთი. არამგონია ოპოზიციამ რამე შეცვალოს ან ვინმემ შეატრიალოს ის გეოპოლიტიკური ვითარება რაშიც ჩვენი ერი იმყოფება.

არ ვიქნებით მართალი რომ ახლავე შეფასება მოვახდინოთ იმისა თუ რა მოხდა 7 ნოემბერს, ამას იტყვის ისტორია, თუ რას უმიზნებდა ოპოზიცია და რატომ დარაზმეს ხალხი, რასაც მოყვა რუსეთის დროებითი სიხარული.

ერთია კიდევ რასაც ხშირად ვაწყდები ფორუმზე, თუ ეს მთავრობა მოგწონს რადაა ისე რომ ასე გადაკარგული ხარო და წვალობო. ეს არაა მხოლოდ საქართველოს პრობლემა არამედ ემიგრაცია მსოფლიოს განვითარებადი ქვეყნების პრობლემაა. ვინც წასულია ესეიგი წავიდნენ იმიტომ რომ ბირჟაზე 24 საათიან დგომასა და სმას გაექცნენ და მიხვდნენ რომ მანკიერი მხარეები რომელშიც საზოგადოება იმყოფება არაა გამართლებული. საქართველო ჩვენით უფრო სუნთქავს ვიდრე გაფსუებული ბიზნესმენებითა თუ მთავრობის პოლიტიკით. რამდენ ოჯახს ინახავს ერთი ემიგრანტი? და რამდენი ემიგრანტია წასული უცხოეთში? ამიტომაც არ იქნება გამართლებული ვინმემ ემიგრანტებზე თქვას აუგი.

ნუ დავიწყებთ კიდევ დაპირისპირებას. მთავრობის დედაც და ოპოზიციის დედაც!!! ერთმანეთს გავუგოთ დავეხმაროთ და ის საქმე ვაკეთოდ რაშიც ვართ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
ისე ხალხო რა ამ თემაში მოსატანია მაგრამ დესპანზე რომ მაიკო ნჯ შემოდიოდა, რაც დედა გარდაეცვალა მის მერე არ მინახავს დესპანზე და თუ ვინმე იცნობთ ეგებ დაწეროთ როგორაა:( ასევე თუ გადასცემთ რომ ყველამ განიცადა მისი ტრადეგია დესპანზე კარგი იქნება:(

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 234 posts ] 
7 ნოემბრის ტრაგედია და სირცხვილი
დესპანი