↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ყოველდღიური დაიჯესტი


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts670
კარმა76
OFFLINEPROFILE
ექსპერტები რუსეთის ინიციატივას ანექსიის მცდელობად აფასებენ

დღეს გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ რუსეთი აფხაზეთში დიპლომატიური წარმომადგენლობების გახსნას და ამ ინიციატივის პრეზიდენტის სპეციალური ბრძანებულებით განხორციელებას გეგმავს, თბილისში შეფარული ანექსიის მცდელობად აღიქვამენ.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის კოტე გაბაშვილის განცხადებით, ეს ნაბიჯი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ იქნება მიმართული, რადგან მსგავსი გადაწყვეტილებით აფხაზეთი რუსეთის რეგიონებთან იურიდიულად გათანაბრებული გახდება, თუმცა ოფიციალური აღიარების გარეშე.

პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარის შოთა მალაშხიას თქმით, აფხაზეთთან ურთიერთობის გაღრმავებით რუსეთი რამდენიმე საერთაშორისო ხელშეკრულებას არღვევს, რაც არა მარტო საქართველოს, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციების განხილვის საგანი უნდა გახდეს.

ქართველი ექსპერტები ასევე აცხადებენ, რომ რუსული მხარის გაზრახვა - ე.წ. "ტაივანის მოდელი" იქნეს გამოყენებული აფხაზეთთან მიმართებით, მხოლოდ რეგიონის ანექსიის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის მცდელობაა, რადგან ტაივანის მაგალითი არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს აფხაზეთის მაგალითის განხილვისას.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts670
კარმა76
OFFLINEPROFILE
მათიას იორში საქართველოზე მოხსენებით გამოვიდა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებელი მათიას იორში დღეს კომიტეტის სხდომაზე საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო პერიოდის შესახებ მოხსენებით გამოვიდა.

როგორც მათიას იორშმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის ვერ მოხერხდა არსებული ნდობის დეფიციტის აღმოფხვრა.

მისი თქმით, ჩაიშალა საარჩევნო სისტემის თაობაზე გამართული მოლაპარაკებები; ხელისუფლება ოპოზიციას არჩევნების ჩაშლის მცდელობაში, ხოლო ოპოზიცია ხელისუფლებას არაგულწრფელობაში ადანაშაულებდა.

მათიას იორშის განცხადებით, შიმშილობა, რომელიც მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ოპოზიციამ წამოიწყო, ისეთ გარემოს ქმნის, რომელიც ხელს უშლის კონსენსუსის მიღწევას.

რუსეთის სათათბიროს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ლეონიდ სლუცკის განცხადებით, საქართველოში პრეზიდენტის ფიგურა დომინანტურია ყველა პოლიტიკურ პროცესში, რაც არ შეეფერება დემოკრატიის პრინციპებს. მიუხედავად ამისა, მისი აზრით, მთავარი იქნება ქართული საზოგადოების აზრი, რაც მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე შესაბამის ცვლილებებს გამოიწვევს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts670
კარმა76
OFFLINEPROFILE
ქართულმა დელეგაციამ ანეგელა მერკელს კითხვები ვერ დაუსვა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლისას ანგელა მერკელმა ევროპაში ადმიანის უფლებათა დაცვისა და პატარა ერების თვითგამორკვევის საკითხებზე ისაუბრა. ამ კონტექსტში ქართული დელეგაციის წევრები გერმანიის კანცლერისთვის კითხვების დასმას აპირებდნენ, თუმცა დროის უკმარისობის გამო ვეღარ მოახერხეს.

ქართულ დელეგაციას ანგელა მერკელისგან სურდა განმარტებები მიეღო იმის თაობაზე, თუ რატომ არ დაუჭირა მხარი გერმანიამ საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებას ბუქარესტის სამიტზე, მაგრამ ქართული დელეგაციის წევრები შეკითხვების დასმის მსურველთა სიის ბოლოში აღმოჩნდნენ და კითხვის დასმა ვერ მოახერხეს.

ნინო კალანდაძის განცხადებით, ქართული დელეგაციის წევრები სიის ბოლოში იმის გამო მოხვდნენ, რომ ცნობილი იყო მათ მიერ დასასმელი კითხვების სიმწვავე და გერმანიის კანცლერმა შეგნებულად აარიდა თავი მათთვის პასუხის გაცემას.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
მადლობთ ტეკლა79. კარმა ჩემგან.გკოცნის ლიაკო

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts670
კარმა76
OFFLINEPROFILE
liako2008 wrote:
ციტატა:
მადლობთ ტეკლა79. კარმა ჩემგან.გკოცნის ლიაკო

გმადლობთ ლიაკო

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
ახლა მოვუსმინე კურიერის ანონსს,რუსეთს დამატებითი შეიარაღება შეჰყავს აფხაზეთში და სანგრებსაც თხრიან.
მე ვიტყოდი-საკუთარი ხელით ითხრიან საფლავებს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
ნანანოოო,თავისით ჩაწვებიან შიგნით, თუ ცოტა ჩვენც უნდა დავეხმაროთ?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
მიწას მივაყრით,აბა ხომ არ ავყროლდებით?(ბოდიში გამოთქმაზე)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Jan 2008
Posts1957
კარმა88
OFFLINEPROFILE
ნეტა არ მეყურებია ,ეს კურიერი,რა ხდება ხალხნო გავგიჟდი,18 წლის ბიჭი სქესობრივ კავშირს ამყარებს 9 წლის ბიჭტან,არანარი სასამართლო,რა უნდა გამოიძიონ ნეტა, მშობლებმა აღიარეს,ფუუუუ,საით მივდივართ ხალხნო?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts670
კარმა76
OFFLINEPROFILE
6 მაისი, 2008
ერაყში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების საქართველოში გადმოსვენება დღეს იგეგმება


ერაყში სამშვიდობიო მისიის შესრულებისას დაღუპული ორი სამხედრო მოსამსახურის საქართველოში გადმოსვენება დღეს იგეგმება.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გადმოსვენებას ამერიკული მხარე უზრუნველყოფს, შესაბამისად, გადმოსვენების დროს თავად ამერიკელები განსაზღვრავენ.

ამასთან, ჯერ არ არის ცნობილი, დღის რომელ მონაკვეთში გადმოასვენებენ დაღუპულ სამხედროებს. გარდაცვლილთა გადმოსვენება გუშინ იგეგმებოდა.

ერაყში 2 მაისს მომხდარი აფეთქების შედეგად ორი ქართველი სამხედრო მოსამსახურე, ლეიტენანტი გიორგი მარგიევი და კაპრალი ზურაბ გვენეტაძე დაიღუპა. ისინი პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონში მსახურობდნენ. დაჭრილია უმცროსი სერჟანტი თენგიზ მირცხულავა. შემთხვევა ბაღდადიდან 35 კილომეტრის მოშორებით, დაიალას პროვინციაში მოხდა. სამხედროები ბაზა “ქლეარიდან” დავალების შესასრულებლად გადაადგილდებოდნენ, როდესაც კონვოის შემადგენლობაში მყოფი ერთ-ერთი საბრძოლო “ჰამერი” აფეთქდა.

დაჭრილი სამხედრო ბაღდადში გადაიყვანეს, სადაც, გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. გარდაცვლილების დაკრძალვის ხარჯებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გაიღებს. ასევე, გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებს ფულადი კომპენსაცია 15 ათასი ლარი გადაეცემათ.

ინტერპრესნიუსისურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts670
კარმა76
OFFLINEPROFILE
ბაღაფში კაზაკებს შეხვდა
აფხაზური ტელევიზია დე ფაქტო პრეზიდენტის ყაბარდოელებსა და კაზაკთა კონფედერაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის ვიდეომასალას ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ამ შეხვედრის მიზეზი სტრატეგიულ საგუშაგოებზე რუს სამშვიდობოებს, აფხაზ და ჩეჩენ მეომრებს შორის დაპირისპირება გახდა.

პირისპირ საუბარს ერთ-ერთი ვერსიით რუსი გენერლებიც ესწრებოდნენ. შეხვედრის შემდეგ კომენტარი მხოლოდ კაზაკთა დაჯგუფების წარმომადგენლებმა გააკეთეს. მათ კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ საომარი მოქმედებების დაწყების შემთხვევაში ისინი მხარს აფხაზებს დაუჭერენ. ბაღაფშის ინიციატივით, კაზაკ მეომრებსა და ოფიცრებს ხელფასები სამი ათას დოლარამდე გაეზრდებათ, მათვე გადასცემენ სახლებს ოჩამჩირეში.
სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Jun 2007
Posts811
კარმა71
OFFLINEPROFILE
რას აკეთებენ ერაყში ქართველი ჯარისკაცები,საერთოდ არ მესმის,ვისთვის იბრძვიან ან რას ებრძვიან,ვისთვის აკლავენ ამ ახალგაზრდებს იქ,მართლა სად გვყავს ქართველებს იქ დასაკარგი ახალგაზრდები!!!!ქვეყნებს იქიდან ჯარები გამოყავთ და ეს უბედურები კიდევ რჩეულ ახალგაზრდებს აწყვეტენ ერაყს,ასე არ შეიძლება!!!ამას ვერც თავდაცვის სამინისტრო აანაზღაურებს და ვერც სააკაშვილი...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
ninochka wrote:
ციტატა:
რას აკეთებენ ერაყში ქართველი ჯარისკაცები,საერთოდ არ მესმის,ვისთვის იბრძვიან ან რას ებრძვიან,ვისთვის აკლავენ ამ ახალგაზრდებს იქ,მართლა სად გვყავს ქართველებს იქ დასაკარგი ახალგაზრდები!!!!ქვეყნებს იქიდან ჯარები გამოყავთ და ეს უბედურები კიდევ რჩეულ ახალგაზრდებს აწყვეტენ ერაყს,ასე არ შეიძლება!!!ამას ვერც თავდაცვის სამინისტრო აანაზღაურებს და ვერც სააკაშვილი...
=sher= =sher= =sher= გეთანხმები ნინოჩკა, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ერაყში დაქირავებულ ჯარისკაცებს აგზავნიან/

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts670
კარმა76
OFFLINEPROFILE
დარწმუნებული ვარ თავიანთი ნება სურვილით არ ხდება რომ არა ფინანსური დაინტერესება, საკმაოდ მაღალი ანაზღაურება აქვთ. რაქნან მათ უკან ცოლი, შვილები და უამრავი ახლობელია რომლებიც ფინანსურ დახმარებას საჭიროებენ ეს ჯარისკაცები კი თვიანთ სიცოცხლეს საფრთხეში აგდებენ. ბევრმა სახელმწიფომ გამოიყვანა თავიანთი სამხედრო შენაერთები ერაყიდან საქართველო კი ამერიკის ,,მხარდასაჭერად,, პირიქით აორმაგებს ჯარისკაცთა რაოდენობას.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ვისაც უნდა მიდი და ჯამრთელობა თუ ხელს უწყობს .ვისაც არ უნდა არ მჰყავთ ეგ კი არა ჯარი მთლიანად გაუქმდა მარტო სურვილით ატი აძლევენ მაღალ ხელფასებს

მიდიან შეთანხმაბით

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ყოველდღიური დაიჯესტი
დესპანი