↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ყოველდღიური დაიჯესტი

+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts670
კარმა76
OFFLINEPROFILE
რატომ ჩაიშალა გალში ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებების მხარდამჭერი მიტინგი

გალში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებების მხარდამჭერი მიტინგი ჩაიშალა. ამის შესახებ ქართულ სააგენტოს გალის რაიონიდან სარწმუნო წყარომ აცნობა.
“გალის რაიონის დაბალი ზონის სოფლების მოსახლეობას მიტინგზე წასვლა არ სურდა და მათ გალში წასვლა არც სოფლების გამგებლებმა აიძულეს. როგორც ვიცით, გალში მიტინგზე არც სხვა სოფლებიდან ჩავიდა ხალხი, ამას გადაუღებელი წვიმაც დაერთო და, საბოლოოდ, პუტინის გადაწყვეტილებების მხარდამჭერი მიტინგი ჩაიშალა”, - განაცხადა მან

აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით კი, სოხუმში, აფხაზეთის სხვა ქალაქებსა და რაიონებში დღეისთვის დაგეგმილი მიტინგები ჩატარდა. სერგეი ბაღაფშის პრესამსახურის განცხადებით, მიტინგები 12:00 საათზე დაიწყო და ერთ საათს გაგრძელდა.

“სოხუმის მინიტინგში რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობდა. მიტინგის დასრულების შემდეგ მცირე კონცერტიც გაიმართა. მომიტინგეებმა აფხაზეთისთვის ეკონომიკური სანქციების მოხსნისა და ოფიციალური კავშირების დამყარების შესახებ რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებებისადმი მხარდაჭერა დააფიქსირეს”, - განაცხადეს ბაღაფშის პრესსამსახურში.

სოხუმში დღეს პუტინის გადაწყვეტილებების მხარდამჭერი რეზოლუციაც მიიღეს, რომელის ტექსტიც, სავარაუდოდ, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

დღევანდელი მიტინგები დე-ფაქტო პრეზიდენტის დავალებითა და აფხაზეთში მოქმედი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციების ორგანიზებით გაიმართა. გალში დაგეგმილ მიტინგზე სოფლების მოსახლეობის ჩაყვანა სოფლების გამგებლებს რაიონის დე-ფაქტო ადმინისტრაციამ დაავალა.

აღნიშნულთან ერთად, ცნობილი ხდება, რომ გალის რაიონის დაბალი ზონის სოფლებში რუსი სამშვიდობოების ჯავშანტრანსპორტიორები მუდმივად გადაადგილდებიან.

გალის რაიონიდან ინფორმირებული წყაროს ცნობით, მიმდინარეობს დამატებითი სამშვიდობო ძალების ბანაკების აღჭურვაც.

“დღეს პირველ ოტობაიაში, ფიჩორასა და ნაკარღალში სატვირთო მანქანებით სამშვიდბოებისთვის საჭირო საწოლები და სხვა ავეჯი შეიტანეს. როგორც ჩანს, დამატებით კონტიგენტს ავეჯი და საყოფაცხოვრები ნივთები არ ჰყოფნის და მათთვის საცხოვრებელი პირობების შექმნა ახლა ხდება”, - განაცხადა წყარომ.

მისივე თქმით, დე-ფაქტო ხელისუფლება გალის რაიონის სოფლების მოსახლეობას 9 მაისს გალსა და სოხუმში ჩასვლისკენ მოუწოდებს, რათა “სამშობლოს დამცველის დღის” საზეიმო ღონისძიებებში მიიღონ მონაწილეობა.

გალის რაიონში დამატებითი სამშვიდობო კონტიგენტის შეყვანა მოსკოვმა 30 აპრილს დაიწყო, რასაც თბილისი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევად აფასებს.

“ინტერპრესნიუსი”

სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined11 Mar 2008
Posts93
კარმა7
OFFLINEPROFILE
ავღანეთში როცა იბრძოდნენ ჩვენი ჯარისკაცები სსრკს დროს,მაშინ გვეუბნებოდნენ რომ ინტერნაციონალურ ვალს ვიხდიდითო,ეხლა აღმოჩდა თურმე, დამყრობლები ვყოფილვართ.დღეს, ერაყში და ამ თვის ბოლოს ავღანეთში, აომებენ ბიჭებს ოღონდ ეხლა ამერიკელებთან და გვეუბნებიან მსოფლიოს ვიცავთ ტერორიზმისგანო,მაგრამ ყველამ იცის რომ ესეც დაბყრობითი . იმ ბიჭების 90%იქ გაჭირვებამ წაიყვანა თორემ იდეისთვის იქ კაცი არ წასულა.ბოლოსდა ბოლოს ნატოს წევრმა ქვეყნებმა გამოიყვანეს თავიანთი ჯარები, ჩვენ რატო უნდა ვიომოთ არასწორ ომში,რომ იყოს" სპრავედლივი"მაშინ კიდევ ხო, უნდა დაეხმარო მოკავშირეს მაგრამ მოკლედ სასაცილო მდგომარეობაში ვართ.ჩვენ ჩვენი ტერიტორიები გვაქვს საომარი და თუ ტ...ი გვაქვს მაშინ იქ უნდა ვიომოთ.და საერთოდ რაში გვჭირდება მუსულმანური სამყაროს გადამტერება.

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined11 Mar 2008
Posts93
კარმა7
OFFLINEPROFILE
ბაგაფშ შე ასო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
chiche wrote:
ციტატა:
ავღანეთში როცა იბრძოდნენ ჩვენი ჯარისკაცები სსრკს დროს,მაშინ გვეუბნებოდნენ რომ ინტერნაციონალურ ვალს ვიხდიდითო,ეხლა აღმოჩდა თურმე, დამყრობლები ვყოფილვართ.დღეს, ერაყში და ამ თვის ბოლოს ავღანეთში, აომებენ ბიჭებს ოღონდ ეხლა ამერიკელებთან და გვეუბნებიან მსოფლიოს ვიცავთ ტერორიზმისგანო,მაგრამ ყველამ იცის რომ ესეც დაბყრობითი . იმ ბიჭების 90%იქ გაჭირვებამ წაიყვანა თორემ იდეისთვის იქ კაცი არ წასულა.ბოლოსდა ბოლოს ნატოს წევრმა ქვეყნებმა გამოიყვანეს თავიანთი ჯარები, ჩვენ რატო უნდა ვიომოთ არასწორ ომში,რომ იყოს" სპრავედლივი"მაშინ კიდევ ხო, უნდა დაეხმარო მოკავშირეს მაგრამ მოკლედ სასაცილო მდგომარეობაში ვართ.ჩვენ ჩვენი ტერიტორიები გვაქვს საომარი და თუ ტ...ი გვაქვს მაშინ იქ უნდა ვიომოთ.და საერთოდ რაში გვჭირდება მუსულმანური სამყაროს გადამტერება.

გეთანხმები, ჩიჩე, სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია. გაჭირვებამ წაიყვანა ეგ ბიჭები ერაყში, მთავრობა არ უნდა იმეტებდეს სასიკვდილოდ
თავის ხალხს,სად ჰყავს საქართველოს დასაკარგი შვილები? 15000 ლარი , თუნდაც მილიონი,უშველის გამწარებულ დედას და ცოლ-შვილს?:( აბა , ვინმე თავისიანს თუ გაუშვებენ?!) მასე იყო აფხაზეთის ომის დროსაც, ამერიკაში ვიყავი მე მაშინაც და სავსე იყო აქაურობა "გადამალული" შვილებით, ახლა რომ გამოდიან და ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით მოძღვრავენ ხალხს ტრიბუნიდან.მე მაინც ვიცი რას აკეთებდნენ ეგენი აქ და ამ დროს, როგორ ეწირებოდნენ საქართველოს პირტიტველა ბიჭები.
უბრალოდ სირცხვილიაააააააა!!! ჩვენ "გვაბოლებენ", მაგრამ ღმერთის არ ეშინიათ???

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Jun 2007
Posts811
კარმა71
OFFLINEPROFILE
ორივენი აბსოლუტურად მართლები ხართ,მეტი რაღა დავამატო,სირცხვილია ჩვენივე სწორედ იმ ბიჭების და მათი ოჯახების წინაშე...გაუმართლებელი და უპატიებელია ის,რაც ეხლა ხდება ხელისუფლების უგუნური ნაბიჯის გამო!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts670
კარმა76
OFFLINEPROFILE
მკვლელობა თბილისში

თბილისში ზანდუკელის ქუჩაზე გვიან ღამით 32 წლის გიორგი გამცემლიძე მოკლეს. მას პატრულის თანამშრომელმა ესროლა, გარდაცვლილს ტყვია კეფაში აქვს მოხვედრილი. ის ღამით BMW-ს მარკის ავტომობილით მოძრაობდა.

მკვლელობის დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში უკვე გაკეთდა განცხადება, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი პატრული დაკავებულია. ცნობილია, რომ ის საპატრულო პოლიციაში დაარსების დღიდან მუშაობს.

გიორგი გამცემლიძე ნაციონალური მოძრაობის აქტიური წევრი იყო და ვაკის მაჟორიტარ კანდიდატს ზაზა გამცემლიძეს ეხმარებოდა საარჩევნო კამპანიაში. ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომელი იყო.

სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts670
კარმა76
OFFLINEPROFILE
რუსეთი სამშვიდობოთა რიცხვის გაზრდით იმუქრება

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში დისლოცირებულ რუს სამშვიდობოებთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება.

განცხადებაში ნათქვამია, რომ სამშვიდობოების რაოდენობის გაზრდის შემდეგ კონფლიქტის ზონაში მათმა რიცხვმა 2,542-ს მიაღწია; სამინისტრო ასევე ამტკიცებს, რომ ამით არ ირღვევა 1994 წლის შეთანხმება.

გარდა ამისა, განცხადებაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ "ქართული ძალოვანი სტრუქტურების შემდგომი ნაბიჯები, რომელიც გულისხმობს სამხედრო კონტინგენტის გაზრდას კონფლიქტის ზონაში, რუსულ მხარეს იძულებულს გახდის, რომ იმოქმედოს ადეკვატურად და გაზარდოს სამშვიდობოების რიცხვი მანდატით გათვალისწინებულ ზღვრამდე".
სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts670
კარმა76
OFFLINEPROFILE
ნოდარ გრიგალაშვილს ღირსების ორდენი მიენიჭა

მომავალი პარლამენტის მიღმა დარჩენილ ნოდარ გრიგალაშვილს ღირსების ორდენი მიენიჭა.
ღირსების ორდენი გრიგალაშვილს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 3 მაისს, მის დაბადების დღეზე, ერთ-ერთ რესტორანში გადასცა. თავად ნოდარ გრიგალაშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტმა იგი ღირსებით ორდენით სამშობლოს წინაშე გაწეული ღვაწლის გამო დააჯილდოვა.

ნოდარ გრიგალაშვილი ამ მოწვევის პარლამენტში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტს ხელმძღვანელობდა. მომავალი პარლამენტისთვის კი ვეღარც სიაში მოხვდა და აღარც ბორჯომის მაჟორიტარობა შესთავაზეს. ჯერჯერობით უცნობია, გავრცელდება თუ არა გრიგალაშვილზე სიის მიღმა დარჩენილი დეპუტატებისთვის მიცემული პრეზიდენტის დაპირება, აღმასრულებელ ხელისუფლებაში დასაქმებასთან დაკავშირებით.

“ინტერპრესნიუსი”

სურათი აღარ არსებობს =fiqri= =fiqri= =fiqri=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts1986
კარმა207
OFFLINEPROFILE
ერაყში წასულ ჯარისკაცებზე მინდა ვთქვა:იქ წასვლა ყველას პირადი გადაწყვეტილებაა არა გვაქვს უფლება გავამტყუნოთ ან გავამართლოდ მათი გადაწყვეტილებები ჩვენ,მაგრამ...ერთ-ერთი დაღუპულის ნათესავმა განაცხადა გუშინ ველაპარაკე და თქვა "ესაა ჩემი სამსახური,სამშობლო ითხოვსო"ვეთანხმები სამსახური არის ნამდვილად მაგრამ სამშობლო არ ითხოვს ვინ მოგვცა ჩვენ უფლება მშვიდობა "დავუმყაროთ" სხვა ერს? ასეთი სამშვიდობოები დამპყრობლების ტოლფასია და ვცდით ჩვენ თავზე ამას(რუსი სამშვიდობოები აფხაზეთში და ოსეთში).ერთი თხოვნა მაქვს ბიჭებთან მოიხსენიეთ თქვენი პირადი ინტერესები და სამსახური, საქართველოს და სამშობლოს დაცვას ნუ დაარქმევთ ერაყში წასვლას (მეც სამხედრო პირი ვარ და ვიცი რასაც ვამბობ)

_________________
არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
tekla79 wrote:
ციტატა:
ნოდარ გრიგალაშვილს ღირსების ორდენი მიენიჭა

მომავალი პარლამენტის მიღმა დარჩენილ ნოდარ გრიგალაშვილს ღირსების ორდენი მიენიჭა.
ღირსების ორდენი გრიგალაშვილს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 3 მაისს, მის დაბადების დღეზე, ერთ-ერთ რესტორანში გადასცა. თავად ნოდარ გრიგალაშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტმა იგი ღირსებით ორდენით სამშობლოს წინაშე გაწეული ღვაწლის გამო დააჯილდოვა.

ნოდარ გრიგალაშვილი ამ მოწვევის პარლამენტში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტს ხელმძღვანელობდა. მომავალი პარლამენტისთვის კი ვეღარც სიაში მოხვდა და აღარც ბორჯომის მაჟორიტარობა შესთავაზეს. ჯერჯერობით უცნობია, გავრცელდება თუ არა გრიგალაშვილზე სიის მიღმა დარჩენილი დეპუტატებისთვის მიცემული პრეზიდენტის დაპირება, აღმასრულებელ ხელისუფლებაში დასაქმებასთან დაკავშირებით.

“ინტერპრესნიუსი”

სურათი აღარ არსებობს =fiqri= =fiqri= =fiqri=

ნეტა რა ღვაწლისთვის და საზოგადო მოღვაწეობისთვის მიიღო გრიგალაშვილმა ღირსების ორდენი?????
თუ უკვე მატყუარა საწოვარას მაგივრად ხმარობენ საქართველოში ღირსების ორდენს,პარლამენტს გარეთ დარჩენილი რომ არ აღრიალდეს და ღრმა დეპრესიაში არ ჩავარდეს =hahaa= =hahaa=
ბრეჟნევი რომ არიგებდა მედლებს -ნა პრავო ნა ლევო, მასე სჭირს სააკაშვილს, უკვე დაბადების დღეებზე არიგებს მედლებს(ეტყობა საჩუქრის ფული ვერ იშოვა და "პოსლეზეც" არავინ გაატანა)

ვაი, ჩვენს პატრონს, მართლა სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.

თეკლა, რაღაც საშინელება ხდება ჩვენს თავს,ყოველ დღე ამდენი ცუდი..ადამიანის და ძაღლის სიკვდილი გაათანაბრეს, ისე კლავენ, თვალსაც არ ახამხამებენ. ამდენი აგრესია კარგს არავის არაფერს არ მოუტანს. აი, ნახავთ, გამოჩნდება ვინმე "თვითმხილველი"და იმ საცოდავს მარტო სიკვდილს არ აკმარებან, რაღაც ბინძურს შეუთითხნიან და მის სახელსაც საშინლად გასვრიან:( :( და რა თქმა უნდა პატრულს გაამართლებენ და შეიძლება ღირსების ორდერითაც კი დააჯილდოვონ-"გაწეული მამაცობისთვის".

ვ ა ი მ ე ე ე, აი ეს გვჭირს :(

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts670
კარმა76
OFFLINEPROFILE
რა ღვაწლისთვის ბუბუ და ბორჯომის ტყე პარკის გაჩეხვისთვის :(

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts670
კარმა76
OFFLINEPROFILE
რატომ გადაწყვიტა ზურა ხაჩიძემ პოლიტიკაში წასვლა:side:

ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ ერთ-ერთმა სოლისტმა ზურა ხაჩიძემ კარიერის გაგრძელება პოლიტიკაში გადაწყვიტა. ნოემბრის მიტინგებზე გამოჩენის შემდეგ, მომღერლის პირადი ცხოვრება არცთუ სახარბიელოდ წარიმართა. ზურას თქმით, მისმა ოჯახმა და პირადად მან არაერთ ზეწოლას გაუძლო, სწორედ ეს გახდა მისი გადაწყვეტილების მიზეზი. ზურა ხაჩიძე მშობლიურ ბორჯომშიგაერთიანებული ოპოზიციის სახე იქნება. დიდი ხნის კონსულტაციებისა და ფიქრის შემდეგ, მან ოჯახის მეგობარ დავით გამყრელიძესთან ალიანსი გადაწყვიტა. ზურას ხალხის მხარდაჭერისა და ახლობლების დახმარების დიდი იმედი აქვს. რაც შეეხება სიმღერას, ჯგუფმა მოღვაწეობა კარგახანია შეწყვიტა. მათი ოპოზიციური შეხედულებების გამო კი „ქუჩის ბიჭების“ კონცერტებზე გამოჩენაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა... თუმცა ამას ბიჭები დიდად არ განიცდიან. მათ უკვე ყველას საკუთარი გზა აქვს არჩეული– გურამიკო ამერიკაში მოღვაწეობს, პაატა ხაჩიძე მამის ამპლუას ეგუება, პაატა ცეცხლაძე კი პატრიარქის მგალობელთა გუნდში გალობას განაგრძობს. მხოლოდ ზურამ გადაწყვიტა რადიკალურად განსხვავებული გზის არჩევა და ეს პოლიტიკაა. მომღერლის თქმით, გამარჯვების შემთხვევაში, სურვილი აქვს ქართველ მომღერლებთან ერთად ბორჯომზე სიმღერა ჩაწეროს. გარდა ამისა, ის ახალი ჰიმნის შექმნასაც ფიქრობს, საამისოდ კი სიმღერები, როგორც ზურასგან შევიტყვეთ, უკვე არსებობს. ვლადიმერ პუტინმა ზურაბ სოტკილავა “მამულის წინაშე დამსახურებისთვის” დააჯილდოვა
ხათუნა და ზურა შვეიცარიაში ისვენებენ
მომღერლების ქორწილს მსხვერპლის გარეშე არ ჩაუვლია
ზურამ და ხათუნამ ჯვარი დაიწერეს

სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
ეხ, ჩემო თეკლა,რაც მტერს არ უქნია, და ვერ უქნია,საქართველოსთვის და ქართველებისთვის,
იმას აკეთებენ...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ქსელში - წესების დაცვით

ინტერნეტში საუბარი და ურთიერთობა ისევე მოქმედებს ადამიანის გრძნობებზე, ეხება მის სულიერ სამყაროს, როგორც რეალური ურთიერთობისას. შემთხვევიოთ რომ არ აწყენინოთ, გული არ ატკინოთ და სასიამოვნო შთაბეჭდილება მოახდინოთ, რამდენიმე რჩევის გათვალისწინება ღირს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
4 მაისს ”ქარვასლაში” ფოტოხელოვნებისა და ფერწერის გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ლეილა შელიასა და ნანა ჭურღულიას ტილოები. ასევე წარმოდგენილი იყო გოგა ჩანადირის ფოტოები. ფოტო გამოფენის თემა გახლდათ ასწლოვანი ხალხი. გოგა ჩანადირმა ასწლოვანთა გადაღება 2005 წლიდან დაიწყო. ამ ხნის მანძილზე მან დაახლოვებით ასი ფოტოს გადაღება მოახერხა.

2006 წელს საქართველოში 1070 ხანდაზმული იყო. მათგან ყველაზე ხნიერი 1880 წელს დაბადებული ანეტა ხვიჩავაა. ყველაზე მეტი 202-საუკუნოვანი მოხუცი იმერეთში ცხოვრობს. თბილისში დევნილებიანად 65 ხანდაზმულია. ასწლოვანთა 90% ქალია.

გოგა ჩანადირი:
იმართება ფესტივალი სადაც მონაწილეობა უნდა მიეღო მხატვარსა და პოტოგრაფს. ფოტოგრაფებიდან მე ამომირჩიეს და მივიღე მონაწილეობა ამ ფესტივალში. თემა გადავწყვიტე, რომ ყოფილიყო ასწლოვანები. პირველად ასწლოვანების გამოფენა გავაკეთე კიევში 2006 წელს, შემდებ ბათუმში და თბილისში მქონდა რამოდენიმე ფოტო გამოტანილი ”თელიანი ველის” ღვინის პრეზენტაციაზე. ასწლიანებზე იმიტომ გავამახვილე ყურადღება, რომ მინდა ხალხის ყურადღება მივიპყრო. მათ დახმარება ჭირდებათ, მთავრობა ერთჯერედად ეხმარება და ეს არ არის საკმარისი. მათი უმრავლესობა დასუსტებულია და არ არიან მხნედ. ძალიან საინტერესო იყო მათთან მუშაობის პროცესი. უმეტესობა ქალია, მხოლოდ რამოდენიმე კაცი გადავიღე. ქალები ძალიან პრანჭიები არიან, თუ საგულდაგულოდ არ დაივარცხნეს თმა თუ საგულდაგულოდ არ გალამაზდნენ ფოტოს არ იღებენ. ყველა მათი ამბავი ჩავიწერე, რას მიირთმევდნენ, სად მუშაბდნენ, როგორ ცხოვრობდნენ და ა.შ. თითქმის ყველა მათგანი სტალინს აღმერთებს და ეტრფის. ძალიან სასიამოვნოა ამ ხალხთან ურთიერთობა.

მარიამ ძეგანიძე