↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
მინდა მეტი ვიცოდე.....


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 151 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
Весь научный мир взбудоражен сообщением из Австралии. Впервые в истории человеческий организм сам изменил резус-фактор крови.

До сих пор считалось, что это врождённое свойство, резус-фактор передается по наследству и не может изменяться. Однако случай с 15-летней девочкой, похоже, перевернул все представления.

Австралийке пересадили печень, и после трансплантации начали происходить процессы, которые врачи иначе, чем чудом не называют. Клетки новой печени проникли в костный мозг и "взяли под контроль" всю иммунную систему девочки. Теперь у неё не отрицательный, а положительный резус-фактор.

Эксперты всего мира сейчас подробно изучают феномен. А девочка идёт на поправку и больше не нуждается в лекарствах, предотвращающих отторжение нового органа.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
ყველა ფოტოგრაფი - სომეხი;
ყველა აზერბაიჯანელი - მემწვანილე;
ყველა რუსი - ლოთი;
ყველა ჩეჩენი - ბოევიკი;
ყველა უკრაინელი - ნაშა;
ყველა გერმანელი - ფაშისტი;
ყველა იაპონელი - ნინძა;
ყველა ებრაელი - ჭკვიანი;
ყველა აფრიკელი - მშიერი;
ყველა აფხაზი - მკვლელი;
ყველა ოსი ქალი - ბოზი;
ყველა ერაყელი - ტერორიოსტი;
ყველა იტალიელი - ტემპერამენტიანი;
ყველა ჩუქჩა დებილი იყო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Jan 2008
Posts1957
კარმა88
OFFLINEPROFILE
mana wrote:
ციტატა:
ყველა ფოტოგრაფი - სომეხი;
ყველა აზერბაიჯანელი - მემწვანილე;
ყველა რუსი - ლოთი;
ყველა ჩეჩენი - ბოევიკი;
ყველა უკრაინელი - ნაშა;
ყველა გერმანელი - ფაშისტი;
ყველა იაპონელი - ნინძა;
ყველა ებრაელი - ჭკვიანი;
ყველა აფრიკელი - მშიერი;
ყველა აფხაზი - მკვლელი;
ყველა ოსი ქალი - ბოზი;
ყველა ერაყელი - ტერორიოსტი;
ყველა იტალიელი - ტემპერამენტიანი;
ყველა ჩუქჩა დებილი იყო.

მანა,ქართველი ვერ მოხვდა, ამ სიაში?

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined11 Mar 2008
Posts93
კარმა7
OFFLINEPROFILE
მანა უკაცრავათ და ეს თქვენი აზრია თუ სადმე ეწერა? ნამდვილად ვერ დაგეთანხმები,და ჩემი მეგობრული რჩევა თუგინდ თხოვნა იქნება,ესეთი შეფასებებისაგან თავი შევიკაოთ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
მანა. მართლა რას ნიშნავს ეს ?!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Nov 2007
Posts824
კარმა78
OFFLINEPROFILE
1907 წლის 30 აგვისტოს დაახლოებით 10 საათზე ილია ჭავჭავაძე თბილისიდან საგურამოში ეტლით გაემგზავრა. მასთან ერთად იყვნენ მეუღლე ოლღა, მოსამსახურე იაკობ ბითარიშვილი და მეეტლე თედო ლაბაური.

12:00 საათზე საგურამოდან 4 ვერსის დაშორებით, წიწამურთან, ილიას ეტლს თავს დაესხა შეიარაღებული ბანდა და “მოკლეს, განგმირეს მგოსანი!”...

ოლღა მძიმედ დაშავდა. იგი შემთხვევის ადგილზე უგრძნობ მდგომარეობაში იპოვეს ათობითი ჭრილობით თავზე, სახეზე...

მოკლეს ილიას მსახურიც იაკობ ბითარიშვილი.

მთელ საქართველში მოწმენდილ ცაზე ელვასავით გავრცელდა ილიას ტრაგიკული მკვლელობის ამბავი.

...`მოკლეს, განგმირეს მგოსანი!..~ მოკლეს ის ადმიანი, რომელიც ნახევარი საუკუნის განმავლობაში სამშობლოს თავდადებით ემსახურებოდა. ციური მადლით მირონცხებულმა ილიამ კი არ დატოვა დარგი, რომელსაც მისი მადლიანი კალამი არ ამშვენებდეს, მისი გონების სხივით არ იყოს გაშუქებული...

- რად მოკლეს ილია და ვინ მოკლა იგი?

დიდი ილია დაობლებული საქართველოს მამამთავარი და სიკვდილამდე სამშობლოს მოჭირნახულე იყო.

ილია ჭავჭავაძე იყო ერთი და მხოლოდ მას ერთს შეეძლო ერის მტრისათვის ღირსეული პასუხის გაცემა. 1906 წლის 6-8 აპრილს ილია აირჩიეს სახელმწიფო საბჭოში თავად-აზნაურობის წარმომადგენლად. იგი მეორე დღესვე რუსული გაზეთების კორესპონდენტებთან ინტერვიუში აცხადებს: “არ დავფარავ და ვიტყვი: საბჭოში მთელ საქართველოს და ქართველთა ინტერესების დამცველი ვიქნები, საერთო კითხვებსაც შევწირავ ჩემს ღონეს!” (ჟურნ. “განათლება”, 1908 წ. N3-4, გვ 108).

ილიამ გაუბედურებული ხალხის ინტერების დაცვა აქტიურად განაგრძო. მან მოითხოვა ადამიანის სიკვდილით დასჯის შესახებ კანონის გაუქმება, ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობის აღდგენა, საქართველოს ავტონომია. ამის გამო რუსეთის “ოხრანკა” და სოციალ-დემოკრატები, ნოე ჟორდანიას და ფილიპე მახარაძის მეთაურობით, დაუპირისპირდნენ. მათ თავიანთ გაზეთ “კვალში” ილიას ლანძღვა-გინება დაიწყეს. ათასგავარი ცილი დასწამეს და ხალხის მტრად გამოაცხადეს. ცდილობდნენ, მისთვის სახელი გაეტეხათ. ისინი საგურამოშიც კი ადიოდნენ და ხალხს მოუწოდებდნენ დაეხოცათ მებატონეები, მათ შორის ილიაც. და “მოკლეს, განგმირეს მგოსანი!”...

და მაინც ვინ მოკლა იგი?

ილიას მკვლელობის უშუალო მონაწილები იყვნენ: გიგლა ბერბიჭაშვილი, ივანე ინაშვილი (მამასახლისი), გიორგი ხიზანიშვილი, თედო ლაბაური (მეეტლე), ილია მოძღვრიშვილი (მზარეული), პავლე ფშავლიშვილი. მკვლელობის ორგანიზატორი იყო მოურავი დიმიტრი ჯაში.

ხელისუფლებამ ოპერატიული მონაცემების საფუძველზე დამნაშავენი, გიგლა ბერბიჭაშვილის და ივანე ინაშვილის გარდა, დაიჭირა და სიკვდილით დასაჯა.

მთავარი მკვლელი გიგლა ბერბიჭაშვილი დიდხანს იმალებოდა. 1921 წელს იგი რუსეთის მე-11 არმიაში იყო და იარაღით ხელში მონაწილეობდა საქართველოს საოკუპაციო ბრძოლებში. საბჭოთა ხელისუფლების წლებში კი, ფ. მახარაძის დახმარებით ხან დუშეთის აღმასკომში მუშაობდა, ხან ქიზიყში კოლმეურნეობის თავმჯდომარედ იყო. სიბერეში ხშირად გაიძახოდა, ილია მე მოვკალი და დიდი ჯილდო და საგანგები პენსია მეკუთვნისო. 1940 წ. ბერბიჭაშვილი დაიჭირეს და 1941 წელს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს
ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი
მეცხრე საუკუნეში, თეოფილე კეისრის მეფობის ჟამს ბიზანტიაში ხატების დევნა და განადგურება დაიწყეს. მეფის ბრძანებით, ყველა სოფელსა და ქალაქში მხედრები გაგზავნეს გადამალული ხატების მოსაძებნად და გასანადგურებლად.

იმ დროს ქალაქ ნიკეაში ერთი ქვრივი დედაკაცი ცხოვრობდა ერთადერთ ვაჟთან ერთად. სახლში ღვთისმშობლის საკვირველთმოქმედი ხატი ესვენა და მის წინაშე ლოცულობდა. მეფის გაგზავნილმა მხედრებმა ეს ხატი იპოვეს და ერთ-ერთმა მათგანმა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატს მახვილი აძგერა. ხატიდან სისხლმა იფეთქა და თავზარდაცემული მხედარი, გადმოცემის მიხედვით, მოინათლა და ბოლოს ბერად აღიკვეცა. მეფის სხვა წარგზავნილებს ქვრივი ფულს დაპირდა და სთხოვა, რომ მეორე დღემდე მოეცადათ. მთელი ღამე ილოცა ქვრივმა დედა-ღვთისას წინაშე. ზღვის პირას მიიტანა და გულწრფელი ლოცვით ღვთისმშობელს შესთხოვა შველა: „ზეციურო დედოფალო, შენ მეუფებ ყველა ქმნილებას, შენ შეგწევს ძალა, დაგვიხსნა ჩვენ უსჯულო მეფის რისხვისაგან და იხსნა შენი ყოვლადწმიდა ხატი ჩაძირვისაგან“. ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ ხატი ზღვაში ჩაუშვა და ტალღებს მიანდო. იგი სასწაულის მოწმე გახდა: წმიდა ხატი ზღვის ტალღებზე აღიმართა და დასავლეთისაკენ დაიძრა. ამ ხილვით დამშვიდებულმა ქალმა მადლობა შესწირა წმიდა ქალწულს და ვაჟიშვილს შეევედრა, გაქცეულიყო ბერძენთა ქვეყანაში. ვაჟმა მორჩილად შეისმინა დედის თხოვნა, ღვთის ნებით ბერად აღიკვეცა და ათონის მთის იმ ადგილას დამკვიდრდა, სადაც შემდგომში ივერიის ქართველთა მონასტერი დაარსდა. სწორედ მისგან შეიტყვეს ამ წმიდა მთის ბინადრებმა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის ისტორია.

მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. ღვთის განგებით ზღვამ ღვთისმშობლის ხატი ათონის მთასთან მიაცურა. ერთხელ, შეღამებისას, ათონის ივერიის მონასტრის ბერებმა ზღვაზე ნათლის სვეტი იხილეს, რომელიც ცამდე წვდებოდა - ეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი ბრწყინავდა ასე. ბერებმა რამდენჯერმე სცადეს მიახლოება და ხატის ამოსვენება, მაგრამ ამაოდ. იგი ზღვის ნაპირს შორდებოდა და არავის იკარებდა. ამ დროს ივერთა მონასტერში ერთი ქართველი ბერი, სახელად გაბრიელი მოღვაწეობდა. ზაფხულობით მიუვალ კლდეებში ცხოვროდა, ზამთრობით კი - მონასტერში. მხოლოდ წყლითა და ბალახებით იკვებებოდა. სხვა საზრდელს პირს არ აკარებდა. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი სწორედ ამ წმიდა ბერს გამოეცხადა და უთხრა: „შემოდი ზღვაში, ტალღებზე რწმენით გაიარე და მაშინ ყველა იხილავს ჩემს სიყვარულსა და წყალობას თქვენი სავანისადმი“.

გაბრიელი მართლაც ჩავიდა ზღვაში, ტალღებზე, როგორც ხმელეთზე, ისე გაიარა და წმიდა ხატი ნაპირზე გამოიყვანა. იმ ადგილას, სადაც პირველად ხატი დაასვენეს, ცივმა და საამო წყარომ ამოჩქეფა, რომელიც დღემდე მოედინება. შემდეგ ხატი ეკლესიაში გადაიყვანეს და საკურთხეველში დააბრძანეს. მეორე დილით იგი იქ აღარ დახვდათ. დიდი ძებნის შემდეგ ხატი კარიბჭის კედელზე აღმოაჩინეს. ბერებმა დიდი მოწიწებით ისევ საკურთხეველში დაასვენეს. ასე განმეორდა რამდენჯერმე. ბოლოს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ისევ გამოეცხადა გაბრიელ ბერს და უთხრა: „მე მნებავს, რომ არა თქვენ მიცავდეთ მე, არამედ მე გიფარავდეთ თქვენ არა მხოლოდ ამქვეყნად, არამედ სამუდამოდ და სანამ ჩემი ხატი ამ სავანეში იქნება, არ მოგაკლდებათ მადლი და წყალობა ძისა ჩემისა იესო ქრისტესიო“.

მონასტრის მკვიდრნი დიდი სიხარულით აღივსნენ, იქვე პატარა ტაძარი ააგეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სადიდებლად და საკვირველთმოქმედი ხატიც იქ დაასვენეს. მას „კარიბჭის ღვთისმშობლის ხატი“ ეწოდა. იგი დღემდე ათონის მთაზე იმყოფება. ხოლო ამ ხატის ასლს, ბავშვებო, შეგიძლიათ თაყვანი სცეთ თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში, სადაც რამდენიმე წლის წინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ჩამოასვენეს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Nov 2007
Posts824
კარმა78
OFFLINEPROFILE
ციცი, ეხლა ვნახე, რაც დაგიდია, ძალიან გამახარე. ერთი კარმა შენ ჩემგან...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Nov 2007
Posts824
კარმა78
OFFLINEPROFILE
ნოდარ დუმბაძე
(ამონარიდები)

* * *

„ქვეყნის სიყვარულს საყველპუროდ და საარშიყოდ ნუ გაიხდით, სამშობლო როსკიპი ქალი არაა, მთვრალს რომ მოგენატრება და მაშინ გაიხსენებ, სამშობლო ტაძარია სალოცავი. მუხლზე დაჩოქილი უნდა იდგე მის საკურთხეველთან, ცალი ხელით პირჯვარს უნდა იწერდე, მეორეთი კი ხმალს იქნევდე, ეშმაკები რომ არ დაეპატრონონ... და კიდევ ერთი, შესაწირავის მიტანა ვერავინ ვერ უნდა მოგასწროს ამ ტაძართან.“

„მარადისობის კანონი“

* * *

„კაცი რომ სხვის სალოცავს დაანგრევს, თავისი სალოცავი იმაზე მაღალი, იმაზე მედგარი და იმაზე ლამაზი უნდა ააგოს...“

„მარადისობის კანონი“

* * *

„როგორც ჩანს, ერთი მძიმე ავადმყოფობა ყველა ადამიანმა უნდა გადაიტანოს ცხოვრებაში, რომ მთელს თავის განვლილ ცხოვრებას ანალიზი გაუკეთოს და მის მიერ განვლილი გზა ხელმეორედ გაიაროს. უკვე დადინჯებული გონებით...
(მარადისობის) კანონის არსი იმაში მდგომარეობს, რომ... ადამიანის სული, გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე სხეული, იმდენად მძიმე, რომ ერთ ადამიანს მისი ტარება არ შეუძლია, ამიტომ, ვიდრე ცოცხლები ვართ, ერთმანეთს ხელი უნდა შევაშველოთ და ვეცადოთ, როგორმე უკვდავყოთ ერთმანეთის სული; თქვენ ჩემი, მე სხვისი, სხვამ სხვისი და ასე დაუსაბამოდ, რამეთუ იმ სხვისი გარდაცვალების შემდეგ არ დავობლდეთ და მარტონი არ დავრჩეთ ამ ქვეყანაზე...“

„მარადისობის კანონი“

* * *

„ქართველები რბილი ხალხია, ჭკვიანი, ალერსიანი, სიმღერა უყვართ. დედის გინებისათვის შეიძება კაცი მოჰკლან. ამხანაგი უყვართ. ამხანაგის გულისათვის სახლს გაყიდიან, ოღონდ შენც სამაგიერო სიყვარულს გთხოვენ. ეს ჯაყელიც ასეთია. მომკლა, ყოველ დღე მზის ამოსვლას და ჩასვლას მაყურებინებს - მზე უყვარს... როცა დედას იფიცებს, მაშინ არ სტყუის. ქართველები თუ დედას იფიცებენ, ხატზე დაფიცებას უდრის. კიდევ მეტს. თავისი ქვეყანა სიგიჟემდე უყვართ, საქართველოს სადღეგრძელოს რომ ამბობენ, ხანდახან ტირიან კიდევაც. სამოთხესავით ქვეყანაა, საქართველო, სამოთხესავით...“

„ნუ გეშინია, დედა!“

* * *

„დათვის ღელის გაყოლებით იწვა უზარმაზარი ჭალა, მიწის ორთქლითა და ოდის საკვამურებიდან ამოსული თეთრი, ქათქათა კვამლით სუნთქავდა, ჭალას სისხლის დედო-ძარღვივით მისდევდა სუფსა და ქვევით მიჰქონდა ამ ვეებერთელა მიწაზე დაღვრილი ოფლი და ცრემლი, რომელიც ყოველი მხრიდან უერთდებოდა მას, გროვდებოდა ერთ დიდ მდინარედ, რწყავდა ამ უსასრულო ქვეყანას, ალბობდა ამ მკერდგადმობრუნებულ ნიადაგს, მერე მიდიოდა ისევ ქვევით, ქვევით, და გაუთავებელი სიცოცხლის ნაკადად შედიოდა ზღვაში. ვუცქერდი ჩვენი სოფლის გორაკზე მიწებებულო ერთი მტკაველა ნაკაფიდან, - რომელიც უზარმაზარ კედლებში ჩატანებულ ვიწრო ფარჯარას გავდა, ამ დაუსრულებენ სიცოცხლეს, და ვხედავდი, რომ ეს ცოცხალი მიწა ჩემს გასახედზე არ თავდებოდა, რომ იგი იმის იქით ისევ იწყებოდა, მერე ისევ, მერე ისევ და ასე დაუსრულებლად, მე ვხედავდი მზეს, რომელიც ოქროს ჯიღასავით ადგა ამ ქვეყანას და ვხვდებოდი, რომ არავის სისხლი არ ეყოფოდა, ძალა არ ეყოფოდა, სიცოცხლე არ ეყოფოდა, რომ ეს მიწა, ზღვა და მდინარე დაელია“.

„მე ვხედავ მზეს“

* * *

„ღმერთი ისე ნათელია, ისე ახლობელი, ისე ცხადი და ისე უბრალო, რომ როდესაც ხედავ, არ იცი, რომ ღმერთია, ამიტომ არ წამთ ღმერთი. ღმერთი რომ სხვაგან იყოს, შორს ჩვენგან, ცალკე და მაღლა, ღმერთი რომ ჩვენში არ იყოს, მაშინ ყველა იწამებდა.“

„მზიანი ღამე“

* * *

„მზის ჩასვლას სამი თითის დადება აკლდა. მერე მზე ოდნავ შეეხო ზღვას და შორეული ჰორიზონტიდან ნაპირამდე ოქროს მოციმციმე ბილიკი გაწვა. მინდოდა, წამოვმხტარიყავი, გამერბინა ამ ბილიკზე, მერბინა ჩქარა, ჩქარა, მიმესწრო და ვიდრე ჩავიდოდა, ხელით შევხებოდი მზეს. ისე მომინდა, ისე, რომ ფეხზევ წამოვდექი. გურამი იჯდა დაფიქრებული და მზეს გასცქეროდა. მზე უკვე შუამდე იყო ჩასული ზღვაში, ბილიკი დავიწროვდა, გამუქდა, შეიკრა და ახლა ბაგირივით იყო გაჭიმული ნაპირიდან მზემდე. გურამი უცებ წამოხტა და გიჟივით გაიქცა ბულვარისაკენ. მე გაოცებულმა გავაყოლე თვალი. იგი გარბოდა დიდი ნაბიჯებით, ქვიშაში ეფლობოდა, ეცემოდა, დგებოდა, ისევ გარბოდა და ასე გავარდა პლაჟიდან. მერე უცებ ისევ მოვარდა გიჟივით, ნაპირთან მიირბინა და მზის ბილიკთან უზარმაზარი ლურჯი გორტენზია დადო. მერე მომიბრუნდა და ჩემს გვერდით დაჯდა აქოშინებული.

- მზეს ყვავილი მივართვი! - მითხრა მან და ბედნიერი ღიმილით გამიღიმა. მე არაფერი ვუპასუხე, მხოლოდ თავი დავუქნიე და გავუღიმე. თან შემშურდა, დიდი შურით, ნამდვილი შურით, რომ ეს მე ვერ მოვიფიქრე. მზეს წვერიღა უჩანდა და სხვივი ახლა ცის დასალიერიდან გამოწვდილ ოქროს ხელს ჰგავდა, რომლის მტევანზე უზარმაზარი ლურჯი გორტენზია ესვენა. მზე ჩავიდა. ბინდში გაქრა ბილიკი და ყვავილიც.

- ნახე, გურამ, მზემ ყვავილი წაიღო! - ვუთხარი მე. გურამმა ისევ გაიღიმა. მზემ წაიღო ყვავილი.

„მზიანი ღამე“

* * *

ფუნიკულიორიდან ღამის თბილისი ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ჰგავს, და ისე ჰგავს, რომ გეგონებათ ზეცა დაბლა ჩამოვიდა, გულაღმა ამოტრიალდა და თქვენ ზევიდან დასცქერით. ყველა ნაცნობი ვარსკვლავი და თანავარსკვლავედი აქ არის, თქვენს ქვემოთ, დიდი და პატარა დათვის თანავარსკვლავედები, სასწორ-სამართალი, მარეხი, ირმის ნატხომივით დაღვრილი მსუბუქი ნისლი. შორს, უამრავი მოწყვეტილი ვარსკვლავებივით გაელვებული და ჩამქრალი მანქანის ფარები. ფუნიკულიორი კოსმოსში მოცურავე დედამიწას ჰგავს. რადგან დაბლაც ზეცაა, მაღლაც და ყველგან, ყოველი მხრიდან ზეცაა: უსაზღვრო, უნაპირო, დაუსაბამო, ვარსკვლავებით მოჭედილი ზეცა და კიდევ მეტი, თქვენ თვითონა ხართ დედამიწა, პატარა დედამიწა, ცოცხალი, მსუნთქავი, ფიქრიანი, მეოცნებე, ადკარგული და გზადაბნეული თქვენი ბადალი, ყველა თქვენი ტკივილისა და სიხარულის ბადალი, ცოცხალი მიწის მაძიებელი, ამ ვარსკვლავების უსაშველო ორომტრიალში.

„მზიანი ღამე“

* * *

„უამრავი ნაკლის მიუხედავად ქართველს ისეთი თაკარა გული, უმზესი სული და მაღალი ბუნება აქვს მთელს სამყაროს დასწვავდა, კავკასიონის მარადი თოვლი რომ არ აგრილებდეს და აშოშმინებდეს“.

„თეთრი ბაირაღები“

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Nov 2007
Posts824
კარმა78
OFFLINEPROFILE
გოდერძი ჩოხელი
ცხრა შეკითხვა სიყვარულის შესახებ
1

- უკაცრავად. თქვენი სახელი?

- გოჩა.

- გვარი?

- ჩიფიკაშვილი.

- რამდენი წლისა ხარ, გოჩა?

- თექვსმეტის.

- შეყვარებული თუ გყავს?

- შეყვარებული?

- ჰო, რა იყო, რაზე გეცინება?

- რავი აბაა!

- რა ჰქვია?

- ვის?

- შენს შეყვარებულს.

- არ ვიცი.

- როგორ, სახელი არ იცი?

- არა, მხოლოდ ერთხელ მყავს ნანახი და ისიც შორიდან.

- როგორ ფიქრობ, რა არის სიყვარული?

- რავი აბაა! მე მგონი მარადიული მონატრებაა. . .

2

- მართა პირველი.

- ოჰო! რა ლამაზი სახელი და გვარი გაქვთ!

- მართლაა!

- ძალიან მომწონს.

- უი, დიდი მადლობა.

- მართა, შეიძლება სიყვარულის შესახებ რამდენიმე კითხვა მოგცეთ, ხომ არ გაბრაზდებით?

- უი, როგორ გეკადრებათ, პირიქით, მე ძალიან მიყვარს ამ თემაზე საუბარი.

- რახან ასეა, მაშინ გულახდილად მითხარით, გიყვართ ვინმე?

- არა, მე გათხოვილი ვარ!

3

- თქვენი სახელი?

- ჩემი?!

- დიახ.

- კოლა, ნიკოლოზი, ისე ნიკიფორეს მეძახიან.

- თქვენ რომელი გირჩევნიათ?

- მეე, ნიკო.

- რა გვარი ბრძანდებით?

- ჩუქურთმიშვილი, ნიკიფორე ჩუქურთმიშვილი.

- ცოლ-შვილი გყავთ?

- პირველი ცოლისგან ერთი ბიჭი, ახლა ჯარშია, წერილს ველოდები, მეორისაგან ქალ-ბიჭნი, უმცროსი მერვეშია, უფროსი მეათეში, გოგო სჯობია სწავლითა, ბიჭი ყალთაბანდობს, არა უშავრა კია. . . ბიჭი ეგეთი სჯობია, გამაიჯეკება ყველა საქმეშია, მეც ეგრე არ ვიყავი, რო? მესამე ცოლი კიდევ უშვილო გამამადგა, მაგრამ რას იზამ, ვერ გააგდებ და ვერაფერი, ისეთი ძმები ჰყავ, რომა კაცი მჭამლები.

- რას იტყვით, რა არის სიყვარული?

- არ გაგიგონიაა, შიში შაიქმს სიყვარულსაო, ასპროცენტიანი ეგრეა; რა ვქნა უშვილო გამამადგა, მაგრამ ისეთი ძმები ჰყვა რო პირდაპირ კაციმჭამლები, მიყორს მა რა ვქნა, თავზეით რო ძალა აღარ არის, რას იზამ?

- შვილების სიყვარულზე რას იტყვით?

- აი, იმათ ენაცვალოთ მამა, აგრეე!

- ხომ ნახულობ?

- არა, ალიმენტ უგზავნი.

4

- რომელ კლასში ხარ ლადო?

- მეოთხეებში გადავდივარ.

- რა ნიშნები გყავს?

- რავიიი!

- შენმა კლასელმა გოგომ მითხრა ორებს ღებულობსო, მართლა?

- ორებს კი არა, ისაა.

- მაშ, რა ნიშნები გყავს?

- ხუთები, ოთხები და ალაგ-ალაგ სამები.

- რა გვარი ხარ?

- წიკლაური.

- შეყვარებული ხომ გყავს?

- შეყვარებული არა, ისაა!

- მე რომ მითხრეს ჰყავსო?

- არაფერიც.

- შენი კლასელია?

- ვინა?

- ის გოგო, შენ რომ გიყვარს.

- არავინაც არ მიყვარს.

- მე რომ მითხრეს?

- რა გითხრეს?

- ლადოს ის გოგო უყვარს, კლასში მის უკან რომ ზისო.

- უკან კი არა, წინ ზის – წამოსცდა ლადოს და სირცხვილისაგან აწითლებულმა თავი დახარა.

5

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

- მე რა უნდა გითხრათ სიყვარულზე, ეგ ასაკი უკვე გავიარე.

- რა ასაკი.

- აი, კაცს რომ ჰგონია, სიყვარული მართლა რომ არსებობს.

- თქვენ გინდათ თქვათ რომ. . .

- დიახ, დიახ, ადრეც მეგონა, რომ არსებობდა, მაგრამ თურმე ეს ყველაფერი ბავშვობის ილუზიები იყო.

- მერე როგორ მიხვდით, რომ არ არსებობს?

- სულ უბრალოდ. სკოლა რომ დავამთავრეთ, დავშორდით. მე ინსტიტუტში გავაგრძელე სწავლა, ის ჯარში წავიდა.

- მერე?

- მერე ჩემს თანაკურსელზე გავთხოვდი.

- რატომ, არ გიყვარდათ?

- ჰმ, შენ რა ჩემი ქმარივით ლაპარაკობ?

- მაინც?

- გიყვარს, არ გიყვარს, გიყვარვარ, არ გიყვარვარ, რა შუაშია აქ სიტყვები, მთავარია ელემენტარული გაგება, ხომ?

- მაინც რაში გამოიხატება ეს ელემენტარული გაგება?

- მე მგონი ბევრ რამეში, თუნდაც იმაში, რომ არ უნდა მთხოვდეს ანგარიშებს, სად ვიყავი, რატომ დავიგვიანე, ეს ხომ წვრილმანია, არა?

- გააჩნია, რა შემთხვევაში.

- ხომ გითხარი?

- რა მითხარით?

- ჩემი ყოფილი ქმარივით ლაპარაკობთ-მეთქი.

- შერიგებას არ აპირებთ?

- ვისთან, იმასთან?!

- უკაცრავად.

- არაფერზე.

- და კიდევ ერთი კითხვა: ის ბიჭი რომ შეგხვდეს და ძველი სიყვარულის გაახლება შემოგთავაზოთ, რას იზამთ?

- ვისზე ამბობთ?

- თქვენს თანაკლასელზე, მე მგონი აქამდე ცამოვიდოდა ჯარიდან.

- ააა, გოჩაზე ამბობთ? ის შემხვდა კიდეც, რომ გაიგო ქმართან გაცილებული ვიყავი, ასეო, ისეო, უშენოდ არ შემიძლიაო.

- მერე რა უთხარით?

- ვიფიქრებ მეთქი. იმ დღეს იანვრის ოცდაცხრა რიცხვი იყო, დავთქვით, თებერვლის ოცდაცხრაში შევხვედროდით ერთმანეთს და მაშინ ვეტყოდი ჩემს პასუხს. მისამართი განგებ არ მივეცი, იმან ძველი მისამართი იცოდა, ჩვენ კი საცხოვრებლად სხვაგან გადავედით. მოკლედ თუკი ვინმე საერთო ნაცნობი გვყავდა და ჩემი ახალი მისამართი იცოდა, ყველა გავაფრთხილე, არ ეთქვათ მისთვის ჩემი ახალი მისამართი.

- რატომ?

- იმიტომ, რომ მაინტერესებდა, ადრე მართლა მიყვარდა თუ არა. თუ მართლა მიყვარდა, ხომ ვერ გავძლებდი და თებერვლის ოცდაცხრაში დათქმულ ადგილზე შევხვდებოდი. არ მინდოდა შევხვედროდი მანმადე, გაიგე? ჩემს თავს ვამოწმებდი.

- მერე რა გაარკვიეთ?

- თებერვალი ოცდაცხრით კი არა ოცდარვით იყო.

- და ვეღარ შეხვდით?

- მე ოცდარვაშიც მივედი და პირველ მარტსაც.

- არ მოვიდა?

- ამას წინათ ისევ შემთხვევით შემხვდა და იცი, რა მითხრა? მაპატიე, ოცდაცხრა თებერვალს ისეთი საქმე მქონდა ვერაფრით ვერ მოვახერხე მოსვლაო. მაშინ მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ბავშვობა იყო.

- და აღარ გჯერათ?

- არავითარ შემთხვევაში.

- და მაინც როგორ სიყვარულს ისურვებდით?

- რაღა თქმა უნდა, ურთიერთგაგება რომ იყოს, ისეთს.

6

- ბებოო?

- რაო, შვილო?

- სიყვარული რა არის?

- სიყვარული არა ხაარ, მა რა ხარ ბებო გენაცვალოს!

7

- ჩემი სახელია აპოლონი.

- გვარი?

- მღებრიშვილი.

- სად მუშაობთ?

- იქ.

- სად იქ?

- ნუ, რა საჭიროა?

- შემთხვევა რო იყოს, სიყვარულის გულისათვის თუ დასთმობდით სიცოცხლეს?

- ვინა? მეეე ქალის გულისათვის, კაცო?! სიყვარული რაღა არის, რომ მისი გულისათვის სიცოცხლე გაწიროს კაცმა.

8

- ეხლანდელები ქაა?! ეხლანდელები აღარც სირცხვილს დაგიდევენ და აღარც ნამუსსა, გვიყვარსო! აეტუზებიან ერთმანეთსა და ჰპროშნიან. ზედაც არ გიყურებენ, გინდა ყოფილხარ იქა გინდა არა, გვიყვარსო! მერეე ქაა?! ეხლანდელი ცოლ-ქმარი რო დადიან, ეგრე დავდიოდით ჩვენა? ჩვენ კი არ გვიყვარდა ერთმანეთი?! თუ მაგათ სწავლა რომ აქ, სხვანაირი სიყვარული იციან? ჩემ ქმარს რო დავინახავდი, იგრე შამაზრიალებდა ტანში, როგორც რო რა? მაგრამა რას შავიმჩნევდი, სახელი რა არის, სახელითაც ვერ მივმართავდი ხალხშია, მრცხვენოდა. ისრე წავიდა შავ მიწაშია, მე იმისთვი თვალი არ გამიყრია თვალშია. ახლანდელები? ლამის არის, თვალებით დაჭამონ ერთმანეთი.

არა, ქაა! მე მაგნაირი სიყვარული არ მწამს.

არ მწამს და მამკალ, აჰა!

9

მეცხრე და ბოლო კითხვა, თუმცა ბოლო რატომ? განა წინა პასუხებიდან რამე გაირკვა? სიყვარულის რაობისათვის ხომ იმდენივე კითხვა შეიძლება დაისვას, რამდენი ადამიანიც არის ქვეყანაზე. ალბათ ყველა პასუხი მართალი იქნება შეკითხვაზე, თუ რა არის სიყვარული. მართალი იქნება იმიტომ, რომ ყველა თავისებურად ხედავს მას, მაგრამ საბოლოოდ მაინც გაურკვეველი დარჩება, რადგან თვითონ ცვალებადი და გაურკვეველი ბუნებისაა სიყვარული.

ასე არ არის, მკითხველო?

სცადეთ, ყველამ საკუთარი პასუხი გასცეთ ამ შეკითხვას:

- მაინც რა არის სიყვარული, როგორი ბუნებისაა იგი და ისურვებდით თუ არა არსებობას მის გარეშე?

ამით მარადიულად გაგრძელდება ჩვენი მოთხრობა, რომელიც ვერასოდეს ცასწვდება მის ბუნებას.

და თუ ვინმე მაინც ჯიუტად შემოგიბრუნებთ კითხვას:

- დამიმტკიცეთ, რომ არსებობს სიყვარული.

ამაზე მხოლოდ ერთი პასუხი არსებობს: სიყვარული ისეთ ბუნებისაა, დამტკიცებას არ საჭიროებს, იგი თვითონ მტკიცდება იქ, სადაც ფეხს დაადგამს!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
გუკა, ეს რა დადე?! გასაშტერებლად კაი რამე იყო, გაგახაროს ღმერთმა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
guka madlobt mec exla shemovedi

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

მკვდრეთით აღმდგარი უფალი ერთბაშად არ ამაღლებულა ზეცად, არამედ ორმოცი დღის განმავლობაში ეცხადებოდა მოციქულებს და სხვადასხვა ღვთიურ საიდუმლოთა შესახებ ასწავლიდა და განუმარტავდა მათ. მეორმოცე დღეს კი, როცა მოწაფეები ერთად იყვნენ შეკრებილნი, უფალი გამოეცხადა მათ და აუწყა, რომ მოვიდა დრო, როცა იგი უნდა ამაღლებულიყო ზეცად და დამჯრადიყო მარჯვენით მამისა, მოციქულებს კი მოუვლენდა თავის წმიდა სულს, რომელიც განანათლებდა მათ და წარუძღვებოდა მოციქულებრივ საქმიანობაში. ამის შემდეგ იესო ქრისტემ იწყო ამაღლება ზეცად. გაოცებული მოციქულები შეჰყურებდნენ დიდხანს, სანამ უფალი ღრუბლებს არ მიეფარა. ამ დროს მათ დაინახეს ორი ანგელოზი ნათლით მოსილ ჭაბუკთა სახით, რომელთაც აუწყეს მათ: კაცნო, რას უყურებთ ცაში? უფალი იესო, როგორც ამაღლდა ზეცად, ისევე დაბრუნდება დიდებით.

გახარებული მოწაფეები იერუსალიმში დაბრუნდნენ, იმ სახლში იმყოფებოდნენ, სადაც ქრისტემ პირველად აზიარა ისინი და ელოდნენ იესოს მიერ დაპირებულ სულიწმიდის გარდამოსვლას.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Nov 2007
Posts824
კარმა78
OFFLINEPROFILE
dorado wrote:
ციტატა:
გუკა, ეს რა დადე?! გასაშტერებლად კაი რამე იყო, გაგახაროს ღმერთმა.

დორადო, ორივე ძალიან მაგარი იყო და რომელზე ამბობ მაინტერესებს..:) :) :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Nov 2007
Posts824
კარმა78
OFFLINEPROFILE
ესეც ძალიან , ძალიან მაგარია........

გოდერძი ჩოხელი
ნიკოლოზი

უცნაურია დროის მსვლელობა. რაც ერთ დროს კანონად და დოგმად ითვლება, რამდენიმე ხანში მთლიანად კარგავს თავის ძალას და სასაცილოც კია, თუმცა ყოველი მონაკვეთი ისტორიისა თავის დროზე ამტკიცებს თავის სიმართლეს და ერთადერთობას, თანაც ცდილობს თვითდამკვიდრებას.

ყაზბეგში, ერთ-ერთი ფილმის გადაღებისასა, გადამღები ჯგუფის შემოქმედებით კოლექტივს ერთიმეორეში ჩხუბი მოუვიდა.

რეჟისორი ამტკიცებდა, რომ გადასაღები სცენის დროს ხევისბერს უნდა გამოებრძანებინა თამარ მეფის ან რომელიმე ქართველი ერისკაცის სურათი.

მხატვარი სხვა აზრისა იყო. მას საჭიროდ მიაჩნდა, რომ ამ შემთხვევაში ქრისტეს, წმინდა გიორგის ან რომელიმე მთის სალოცავის ხატი უნდა გამოებრძანებინა ხევისბერს.

სცენარის ავტორი საბრძოლო დროშას მოითხოვდა (თუმცა მთლად ავტორი არ იყო, ავტორად ითვლებოდა).

რომ ვერ შეთანხმდნენ, გაიკითხეს ხალხში და იმათ უკვე აღარაფერი იცოდნენ ძველი დროის შესახებ. ბოლოს ხალხმა ერთი ბებერი მოხევე გაიხსენა, სახელად ახალა.

ახალა ას წელს გადაცილებული იყო. კარგა ხანი იყო, რაც ლოგინად ჩავარდნილს მზის სინათლე აღარ ენახა. თვალადაც აკლდა ახალას, სმენაც ღალატობდა.

- ახლავე! - ჩასძახა მეზობელმა მოხევემ.

- რაი? - ამოიჩიფჩიფა ახალამ.

- ძველი დრო გახსოვს?

- აბაიმე, რად არ მეხსომება?! - გაიკვირვა ახალამ.

- აემეების ერთი რაიმ აინტერესებს ძრიალ, - კინოს ხალხზე მიუთითა მოხევემ ახალას.

- რაი? - იკითხა ახალამ.

- თაოდ გეტყვიან...

ახალაი მოემზადა, ხელი მიიდო ყურთან.

- სკითღეღა, - თქვა მოხევემ.

- მოკვეთის დროს ხევისბერი რო დაარისხებდა, ის თუ გახსოვს? - ჩაჰყვირა რეჟისორმა ახალას.

- ჰაი, ჰაი, რო მახსოვს, - დაიჩიფჩიფა ახალამ.

- დარისხების დროს ეკლესიიდან რამე ხატს გამოაბრძანებდა ხოლმე ხევისბერი? - ჩაჰკითხა რეჟისორმა.

- ჰაი, ჰაი, რო ხატსა! - თქვა ახალამ და პირჯვარი გადაიწერა.

- მერე და ვინ იყო იმ ხატზე გამოსახული?

- როგორ თუ ვინა? - გაიკვირვა ახალამ.

- თამარ მეფე თუ დავით აღმაშენებელი?

- ეეე, შენ რას კარნახობ, თვითონ თქვას, - გაბრაზდა მხატვარი.

- იტყვის, როგორ არ იტყვის, - თქვა იქ მყოფმა ახალგაზრდა მოხევემ და ახალას ჩასძახა:

- თქვი, ძიავ, თქვი.

- რაი ვთქო? - დაავიწყდა ახალას.

- ხატზე ვინ ეხატა?

- როგორ თუ ვინა? - ისევ გაიკვირვა ახალამ.

- ძიავ, ვინ ეხატაო, ვინაო?

- ნიკოლოზი, - თქვა ახალამ.

- ვინაა! - ახლა რეჟისორმა ჰკითხა.

- ნიკოლოზი! - ისევ გაიმეორა ახალამ.

მერე დუმილი ჩამოვარდა.

ახალაი გაკვირვებით ათვალიერებდა „ახალ ხალხს“, რომელთაც ძლივს ხედავდა.

ისე კი, დიდი სურვილი ჰქონდა დაენახა, რა ხალხი იყო, რომელთაც არ იცოდნენ, რომ ხატზე ნიკოლოზი ეხატა.

რომ ვერ გაარჩია მის გარშემო მყოფნი, ეტყობა, თავი სიზმარში ეგონა და ხელი ჩაიქნია.

მერე კედლისაკენ გადაბრუნდა.

ვერ გაიგებდი, ვის ან რას შეაქცია ზურგი.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 151 posts ] 
მინდა მეტი ვიცოდე.....
დესპანი