che wrote:ციტატა:
კითხვაში არის ასეთი პუნქტი"გარკვეული კანონზომიერება"პირველი სამი პასუხის შემდეგ დავაკვირდი შედეგი იყო2,3,4 დანარჩენი ლოგიკით გავაკეთე დავწერე=5,=6 უბრალო განტოლების გზით 60:x=5 და 60:x=6 მე ამ გზით ვიმოქმედე...
თუ არაა ამომწურავი ჩემი პასუხი მსჯელობა არ შევწყვიტოთ იქნებ დაასაბუთოს ვინმემ უკეთესად=sher=
ან მეორე ვერსია 60 ის 1/2, 1/3, 1/4, 1/5, 1/6-დი
მე მგონი, ძალიან გაგვიგრზელდა და მე დავასაბუთებ.
მსჯელობისას თუ არსებულ მონაცემებს შევადარებთ ერთმანეთს, მივიღებთ შემდეგ სურათს:
I ვარიანტი
I ქილაში არსებული ბურთების რაოდენობას თუ გავყოფთ II ქილაში არსებულ ბურთების რაოდენობაშე-მივიღებთ 2. თუ I ქილაში არსებულ ბურთების რაოდენობას გავყოფთ III ქილაში არსებულ ბურთების რაოდენობაზე, მივიღებთ 3.და თუ გავყობთ IV ქილაში არსებულ ბურთების რაოდენობაზე-მივიღებთ 4.თუ შევადარებთ მიღებულ განაყოფებს ერთმანეთ /2,3,4/, ვხედავთ რომ ყოველი მომდევნო ერთით მეტია წინამორბედზე. ე.ი. ეს არის კანონზომიერება. ამდენად-შემდეგი განაყოფები უნდა გვქონდეს 5 და6. მაშინ ფორმულა იღებს ასეთ სახეს:
1)60:X=5 X არის V ქილაში არსებული ბურთების რაოდენობა. ანუ: X=60:5, X=12
2)60:X=6 აქ X არის VI ქილაში არსებული ბურთების რაოდენობა. ანუ:X=60:6, X=10
II ვარიანტი მსჯელობის
შევადაროთ I ქილაში არსებულ ბურთების რაოდენობას თითოელი მომდევნო ქილებში არსებული ბურთების რაოდენობა. დავინახავთ, რომ II ქილაში I =თან შედარებით 2-ჯერ ნაკლები ბურთებია. შემდეგ III შევადაროთ I-ს. მივიღებთ ,რომ 3-ჯერ ნაკლებია. IV -4-ჯერ არის ნაკლები. ვხედავთ, რომ ეს რიცხვებიც არითმეტიკული პროგრესიით იზრდება. ე.ი. V და VI ქილები უნდა იყო შესაბამისად 5-ჯერ და 6-ჯერ ნაკლები. და ეს რიცხვები იქნება 12 და 10.
III ვარიანტი, /ალბათ უფრო რთული ვარიანტი/
თუ შევადარებთ ყოველ შემდეგ ქილას მის წინამორბედს-ე.ი II-ს I-თან, III-ს II-თან, IV-ს III-თან მივიღებთ შემდეგ სურათს. II ქილაში არსებული ბურთების რაოდენობა არის I ქილაში არსებული ბურთების რაოდენობის 1/2, III ქილაში კი, II-ის 2/3, IV ქილაში არის III-ის 3/4. აქ კი ვხედავთ. დავუკვირდეთ შედეგებს . დავინახავთ, რომ მივიღეთ წილადები 1/2, 2/3, 3/4.აქ გვაქვს ერთი თვალსაჩინო კანონზომიერება: ციფრი, რომელიც წინა წილადში იყო მნიშვნელი, მომდევნო წილადში გახდა მრიცხველი .ხოლო, ამ ახალი წილადის მნიშვნელი კი, მრიცხველზე ერთით მეტია. აქედან შეიძლება დავასკვნათ,რომ მომდევნო ახალი წილადი, რომელიც V ქილის ბურთების IV ქილის ბურთების რაოდენობასთან მიმართებაში უნდა გვქონდეს, იქნება წილადი , რომელიც 3/4 -ისგან აიღებს მნიშვნელს-4 და გახდის თავის მრიცხველად, ხოლო მისი მნიშვნელი იქნება ამ რიცხვზე ერთით მეტი, ანუ-5. ე.ი. შემდეგი წილდი იქნება -4/5. რაც ნიშნავს, რომ V ქილაში არის IV ქილის რაოდენობის 4/5.
ამავე პრინციპით შემდეგი წილადი იქნება 5/6 , ე.ი. VI ქილაში არის V ქილის ბურთების რაოდენობის 5/6.
ვფიქრობ გასაგებად დავწერე. che დიდი მადლობა რომ გამომყევი დისკუსიაში=sher=
