mana wrote:ციტატა:
სამი კაცი შევიდა რესტორანში პურის საჭმელად. მებუფეტემ იანგარიშა დანახარჯი 60 ლარი. თითოეულმა გადაიხადა 20 ლარი. როცა გარეთ გამოვიდნენ, მებუფეტემ ხელმეორედ იანგარიშა და აღმოჩნდა, რომ 5 ლარი ზედმეტი გადაახდევინა. ეს 5 ლარი იქვე მდგომ ბიჭს გაატანა კაცებისათვის გადასაცემად (5 ერთლარიანი კუპიურები იყო). ბავშვმა სამ კაცს თითო ლარი გადასცა, ორი ლარი კი თვითონ დაიტოვა.
ახლა ვიანგარიშოთ: 3 კაცმა გადაიხადა ოც-ოცი ლარი და თითო ლარი უკან დაუბრუნეს, ე.ი. თითოეულმა დახარჯა 19 ლარი. სამივემ ერთად დახარჯა 19×3=57 (ლარი). ამას დავუმატოთ ბავშვის მიერ მითვისებული 2 ლარი და გამოვა 57+2=59 (ლარი). გადახდილი კი იყო 60 ლარი.
სად დაიკარგა 1 ლარი?
აი მეორე ამოცანაც გამოცხვააააა
მანა, ახლა ასე ვიანგარიშოთ. 60ლარი გადაიხადეს და 5 ლარით ზედმეტი აღმოჩნდა.ანუ გადაიხადეს
60-5=55 ლარი.55 :3=18,33ლარს-ეს არის თითოეულის მიერ გადახდილი თანხა.დაუბრუმეს თითო
ლარი, ანუ თითოეულმა გადაიხადა 19,33 ლარი ,სულ 57,99 ლარი, ამას დაუმატე ბიჭის 2 ლარი
და გამოგივიდა 59,99ლარი, ერთ თეთრიანი დაიკარგაააა=lol=
