nabula wrote:ციტატა:
mana wrote:ციტატა:
მაპატიეთ ქალბატონო სიყვარული,
მერე მზერის აფარება ურცხვად მკერდზე,
თუ ქვეყანა ჩალით არის დაფარული
იცით? წვიმის გადავლამდე არ ღირს მოცდა
წამომყევით ამ თავსხმაში ოცნებების
და თუ თქვენი თვალების არ მომერიდა,
იქნებ შევძლო ჩაგჩურჩულოთ მოფერებით,
ქალბატონო,ბოდიშით და მყვარებიხართ
მაპატიეთ ქალბატონო,რომ მიყვარხართ,
როგორც ცოდვა უნებურად ჩადენილი,
წამობრძანდით თქვენს ნატერფალს თუ იკადრებს
ტალახებით მოფენილი ქვაფენილი.
ესეც ჩემგან პადარკა პირადად შენ ჩემო ნაბია!!!
არ გეგონოს მატყუარა ჩემი თავი, შენაოირები გაჩუქე, ამ სიტყვების დავიწყება როგორ შეიზლება? უღრმესი მადლობა, დიდი პატივისცემით ნანა.=ko=

დიდი მადლობა ნაბო:)
მე?
რა შემიძლია, რა უნდა მოგცე,
იქნებ ეს წყნარი, ლურჯი საღამო,
ან იქნებ ეს ზღვა, ანდა ეს მთები,
ან იქნებ ეს გზა, რომელიც სადღაც დაუსრულებლად მიდის და მიდის/
რა შემიძლია, რა უნდა მოგცე,
ეს ზღვა? მდინარე? ქალაქი? ქარი?
მე მოგცემ ჩემს ხმას, სუნთქვას და თვალებს,
სხვა არაფერი არა მაქვს მეტი.
მე მოგცემ ჩემს სულს, თუკი შენს სხეულს,
არ დაღლის მძიმე,ვეება ფრთები,
მე მოგცემ ჩემს გულს, თუ კი შენს ხელებს
ძალუძთ ატარონ შიშველი ცეცხლი