↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 475 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
იყო ერთი ქართველი მეფე*, დიდი მმართველ-მსაჯული და კეთილი გულის კაცი. რაც კი ჩვენი მიწა-წყალი თუ ეკლესია-ციხე-სიმაგრენი მეზობელ მეფეებს ადრე მითვისებულ-მისაკუთრებული ჰქონდათ, სულ საქართველოს დაუბრუნა. ამიტომ ერსა და ბერს მზე და მთვარე მასზე ამოსდიოდათ, თვალში რომ ჩავარდნოდათ, ხელს არ ამოისვამდნენ, დასჭირვებოდა და სიცოცხლესაც ანაცვალებდნენ. გონიერი და ძლიერი მეფე არცერთ ავსა და შურიან მტერ-მეზობელ მეფეს გულზე არ ეხატებოდა. ნიადაგ იმას ცდილობდნენ, რამე ევნოთ, მაგრამ ვერას აკლებდნენ. ბოლოს გადაწყვიტეს, მოღალატენი მოეძებნათ და მათი ხელით მოეკლათ.

ერთმა აზნაურმა, გვარად ზედგინიძემ, დაწვრილებით შეიტყო, იმ მეფეთა მოსყიდული კაცები როდის და როგორ უპირებდნენ ჩვენს მეფეს მოკვლას. მივიდა მეფესთან და ყველაფერი უამბო. მეფემ არ დაუჯერა, ვინ რას გამიბედავსო. შეწუხებულმა ზედგინიძემ უთხრა:

- დიდებულო მეფეო! თუ ჩემი არ გჯერა, ნუ გამირისხდები და ნება მიბოძე, ამაღამ შენს საწოლში დავიძინო, შენ კი ჩემს ოთახში მოისვენე და დილით ლუკმა-ლუკმა აკუწულს მნახავ. თუ ასე არ იქნა, თავი გამაგდებინე, თუ იქნა, ჩემს ობლად დარჩენილ ორ შვილს - იოთამს და იოანეს - მოწყალების თვალით უყურეო.

მეფეს გაეცინა, მაგრამ მაინც დაეთანხმა აზნაურს - თვითონ ზედგინიძის სახლში მოისვენა, ზედგინიძემ კი - მის პალატაში.

იმ ღამეს მართლა მისცვივდნენ ავაზაკები მეფის საწოლს და შიგ ჩაწოლილი ზედგინიძე ლახვრით დაჩეხეს. დილით მეფემ თავისი საწოლისაკენ გასწია და საზარლად დაჩეხილი ზედგინიძე რომ ნახა, სინანულით თავზე ხელი შემოირტყა, უზომოდ შეწუხებულმა იყვირა:

- ოფ, ჩემი ერთგული ყმა როგორ ამილახვრესო!

მეფემ ბევრი იგლოვა თავგანწირული ზედგინიძე და მოინდომა მისი ობლების დაწყალობება. მოიხმო ორივე ა და უთხრა:

- წადით, დაიარეთ მთელი საქართველო და სადაც მიდამო მოგეწონებათ და არჩევანი ჭკუაში დაგიჯდებათ, იქ მოგცემთ საცხოვრებელ ადგილსო.

წავიდნენ იოთამი და იოანე. იარეს, იარეს და ლეხურის ხეობა ამოირჩიეს. ეს მეფეს მოახსენეს, მეფემ დაწერა გუჯარი, რომელსაც ორი ძის მამულს ასეთი საზღვარი დაუდო: მდინარე ქსანი ერთი მხრით, მეორე მხრით - მტკვარი და თეძამი, შემდეგ თრიალეთის ქედი ატენის ხეობის თავამდე, მესამე მხრით - მდინარე დიდი ლიახვი, მეოთხე მხრით კი - კავკასიის თოვლიანი ქედი. ბოლოს ძმებს უთხრა:

- თქვენი ღირსეული მამის ღვაწლის მოსახსენებლად ჩემს სამეფოში ამის შემდეგ ზედგინიძე კი არა, ამილახვარი იქნებით გვარადო.

იოთამი და იოანე დაესახლნენ მდინარე ლეხურის ხეობაში და მათგან წარმოდგა გვარი ამილახვართა.

*ეს იყო გიორგი VIII, ერთიანი საქართველოს უკანასკნელი და კახეთის პირველი მეფე; მეფობდა 1466-1476 წლებში.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
არ გაიხაროს მტერმა ჩვენზედა!
ქუცნა და ღვთისავარი ბავშვობიდან ერთად იზრდებოდნენ. როცა ძალ-ღონე შეემატათ, ერთადვე ებრძოდნენ მოთარეშე მტრის პატარ-პატარა რაზმებს. შემდეგ დიდ ბრძოლებშიც ღებულობდნენ მონაწილეობას. „არ გაიხაროს მტერმა ჩვენზედა!“ - სჭექდა ერთი, „არ გაიხაროს!“ - ბანს აძლევდა მეორე.

ერთხელ სოფლის დღესასწაულზე ჯირითის დროს ღვთისავარმა უნებლიეთ ახლოს ჩაუქროლა ქუცნას. ქუცნას ცხენი დაფრთხა, წაიბორძიკა და მხედარი ძირს გადმოაგდო. თავმოყვარე ქუცნა გაბრაზდა მეგობარზე, განგებ დამიფრთხო ცხენიო. ის დღე იყო და ის დღე, ამ უბრალო რამის გამო ღვთისავარი ისე შეიძულა, სასიკვდილოდაც გაიმეტებდა, დრო რომ მოეხელთებინა. მეგობრები უკვე მხარდამხარ აღარ იბრძოდნენ, აღარ ისმოდა მათი ომახიანი შეძახილი - არ გაიხაროს მტერმა ჩვენზედაო. ღვთისავარმა რამდენჯერმე კაცები გაუგზავნა ქუცნას, შევრიგდეთო, მაგრამ ქუცნა ჯორზე შეჯდა - არა და არაო.

გამოხდა ხანი. საქართველოს მონღოლთა ურდო შემოესია. ქართველები თავგანწირულად იბრძოდნენ, მაგრამ მტრის სიმრავლემ თავისი ჰქნა. დამარცხდნენ ქართველები, ზოგი ბრძოლის ველზე დაეცა, ზოგი ტყვედ ჩავარდა, ზოგიც ტყეში გაიხვეწა, რომ სული მოეთქვა და მომხდურისთვის სამაგიერო მიეზღო.

მონღოლთა სარდალი გამარჯვებას ზეიმობდა. მისი ბრძანებით, გასართობად, ტყვეთა შორის ახოვანი ქართველები გამოარჩიეს, მოედანზე დაამწკრივეს და გამოუცხადეს: თითო-თითოდ ერთმანეთს შეებრძოლებით, იბრძოლებთ მანამ, სანამ ერთი თქვენგანი მეორეს არ განგმირავს. გამარჯვებულს რაზმის მეთაურად დაგნიშნავთ და ოქრო-ვერცხლით აგავსებთო. მონღოლთა სარდალს გართობის გარდა სხვა მიზანიც ჰქონდა. მისი ფიქრით, ორთაბრძოლაში გამარჯვებულს, თავისი მოძმის მკვლელს, ქართველები შეიზიზღებდნენ, ამიტომ მოძმის მკვლელს სხვა გზა არ ექნებოდა, მტრის ყურმოჭრილი მონა გახდებოდა და ყველაფერს გააკეთებინებდნენ.

პირველი ღვთისავარი შესვეს ცხენზე. ხმალი მიაჩეჩეს და საბრძოლველად გამოაგდეს. მას ბედისწერამ ქუცნა შეახვედრა.

ტყვეებიცა და მონღოლებიც დაძაბულად ელოდნენ პირველი ორთაბრძოლის დაწყებას.

ქართველებისათვის აქ გამარჯვებასაც და დამარცხებასაც ერთი ფასი ჰქონდა. ამ ორთაბრძოლაში ერთი ქართველი უცილობლად კვდებოდა, ხოლო მეორეს - მოძმის მკვლელს - ერი ზურგს შეაქცევდა, ჰოდა, საქართველოს ორივე მეომარი აკლდებოდა.

ღვთისავარი და ქუცნა პირისპირ იდგნენ. პირისპირ იდგა ორი ქართველი. რას იზამდნენ? ერთმანეთს არ დაინდობდნენ და მტერს გააცინებდნენ, ათქმევინებდნენ, ქართველებს ღირსება არ ჰქონიათ, ვაჟკაცები არ ყოფილანო, ხოლო თავიანთი უღირსი საქციელით მოძმეებს გულს მოუკლავდნენ?

ღვთისავარმა გადაწყვიტა, აქვე თავი მოეკლა, რომ მოძმის მკვლელის სახელი არ შერქმეოდა და ქართველობისთვის სირცხვილის ლაქა არ მოეცხო, მაგრამ უცებ ქუცნას ღიმილიანი სახე დაინახა. მიხვდა მეგობრის ჩანაფიქრს, მანაც გაიღიმა, ხმალი შემართა, დასჭექა - „არ გაიხაროს მტერმა ჩვენზედა!“ და ცხენი მონღოლთა სარდლისაკენ გაქუსლა, რათა მისთვის გული გაეგმირა. „არ გაიხაროს!“ - დასჭექა ქუცნამაც და ცხენი ასევე გაქუსლა მონღოლთა სარდლის მოსაკლავად.

მონღოლები ამას არ მოელოდნენ. ჯერ დაიბნენ, შემდეგ გონს მოეგნენ და ღვთისავარსა და ქუცნას წინ გადაეღობნენ. აჰა, ღვთისავარმა მოსხეპა ერთი მონღოლი, მეორეც, მესამეც, მაგრამ მეოთხემ შუბით მკერდი შეუნგრია, ქუცნასაც შეუნგრიეს მკერდი. „არ გაიხაროს!“ - უკანასკნელად აღმოხდა ღვთისავარს და ცხენიდან ძირს გადმოემხო. „არ გაიხაროს!“ - უკანასკნელად დაიღმუვლა ქუცნამაც და უსულოდ დაეცა მიწაზე.

მონღოლთა სარდალს ზეიმი ჩამწარდა. ტყვე ქართველები სიამაყით გაიმართნენ მხრებში.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
ვაუ ციციკორე რა მაგარი ნაწარმოებები დაგიდევს . ყოჩაღ, ყოჩაღ. მაგას გვიმალავდი? ისე სრულყოფილადაა დაწერილი მეგონა გოდერი ჩოხელის ნაწარმოებებს ვკითხულობდი.:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined19 Apr 2008
Posts157
კარმა9
OFFLINEPROFILE
გოდერძის არ არის, მაგრამ არც ჩემია , მე ლექსები მაქვს ჩემი საკუთარი

აქ არც ერთი არ დამიწერია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
ციცკორე, არაჩვეულებრივია , საყვარელო, მაგრამ ამ თემაში ჩვენს "დაჩხაპნილებს",ანუ ჩვენს "ტვინის ნაჟურებს" ვდებთ მხოლოდ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
zvigeni wrote:
ციტატა:
ვაუ ციციკორე რა მაგარი ნაწარმოებები დაგიდევს . ყოჩაღ, ყოჩაღ. მაგას გვიმალავდი? ისე სრულყოფილადაა დაწერილი მეგონა გოდერი ჩოხელის ნაწარმოებებს ვკითხულობდი.:)
კარგი ნაწარმოებების წაკითხვას რა ჯობს,მაგრამ ზვიგენ იქნებ მინიშნება გაგეკეთებინა რომ პენ მარათონი სხვა თემაა და თუ არ გაოფდება კარგია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
ნანანოოოო, როგორა ხარ? როგორ მივაგდეთ ეს თემა, არა და რა კარგად ვერთობოდით.

ხომ არ მოგიღიტინა ხელისგულმა? ჰა, ავლესოთ კალმები?(ანუ თითები,კლავიატურაზე სარბენლად)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
ნანანოოოო, როგორა ხარ? როგორ მივაგდეთ ეს თემა, არა და რა კარგად ვერთობოდით.

ხომ არ მოგიღიტინა ხელისგულმა? ჰა, ავლესოთ კალმები?(ანუ თითები,კლავიატურაზე სარბენლად)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
ხო გასაგებია. მეგონა შენი დაწერილი იყო. არაუშავს კარგი კი იყო ძალიან მაგ ნაწარმოებები და იქნებ ავტორიც მიგეთითებინა. აქ ნუ დავდებთ რა მასეთ ნაწარმოებებს ყველას ეხება ეს, აქ დავდოთ რასაც ჩვენ დავწერთ.

და კიდევ ერთი რამ. მოდით შევუცვალოთ მარათონს ფორმატი და კონკურსის სახით ნუ იქნება ყოველ თვეში. ყველა თვეში დავიწყოთ როგორც იყო ისე ოღონდ არჩევნები და ხმის მიცემა არ გვინდა, ძალიან იწელება ხოლმე ეს პროცესი და უმართავი ხდება. ამან გამოიწვია სწორედ მარათონის შეფერხება. გავამარტივოთ და უკეთესი იქნება.

რაც შეეხება შესავლებს, რომელსაც გინდათ დადევით არაა პრობლემა. კარგი იქნება სამი ან მეტი ვარიანტი და რომელსაც გვინდა იმას გავაგრძელებთ და იმაზე ავაწყობთ ნაწარმოებს. უფრო მეტი არჩევანისა და თავისუფლების საშუალება გვექნება.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
ზვიგენ! ვინაიდან თწვენა ხართ ამ საქმის ავან-ჩავანი, თქვენივე ნებართვით შემოგთავაზებთ ფრაზას, რომელზედაც ჩემის აზრით შესანიშნავი ნაწარმოებები შეითხზას. მაშ ასე:

"აი, ეხლაც ვგრძნობ,- თუ რა დიდი სიფრთხილით მიახლოვდები,თითქოს გეშინია ჩემში მიძინებული სურვილი არ გააღვიძო."

მე ჩემის მხრივ ნებას ვრთავ მწერლებს ეს ფრაზა უნდათ თავში იხმარონ, უნდათ ნებისმიერ მონაკვეთში, ოღონდ მოთხრობაში უნდა ფიგურირებდეს/

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 475 posts ] 
დესპანი