↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
დიეტური კვება...............


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 104 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined30 Nov 2007
Posts112
კარმა54
OFFLINEPROFILE
როცა ადამიანს აქვს სიმსუქნისკენ მიდრეკილება თავიდანვე უნდა ცადოს თავი შეიკავოს ზედმეტად კალორიული და ცხიმიანი საჭმელისაგან. ისე საქართველოში ისეთი პირობებია, რომ ზოგს როცა შეუძლია მაშინ ჭამს და რასაც იპოვის საჭმელს იმას მიირთმევს, ამიტომაც არიან ცუდად. ადამიანი დილიდან შუაღამემდე რომ სახლში ვერ შემოვა და შუაღამისას შია, რაღა უნდა ქნას არ გავსუქდეო იმაზე იფიქროს?
ჭამეთ ხალხო როგორც ახერხებთ. მთავარია ადამიანობა არ დაკარგოთ და მსუქანი იქნებით თუ სუსტი (თუ ეგ თქვენს ჯამრთელობას ხელს არ უშლის) მაგას მნიშვნელობა არააქვს. მაგაზე ნუ იდარდებთ. :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined14 Nov 2007
Posts192
კარმა50
OFFLINEPROFILE
ურია, რომ ამბობთ: "მსუქნები იქნებით თუ გამხდრები, მაგას მნიშვნელობა არ აქვსო". როგორ არა აქვს?! მსუქნანი არც კაცი და არც ქალი არავის არ მოსწონს. თან სიმსუქნე ჯანმრთელობაზეც ცუდად მოქმედებს! მე პირადად, არც მსუქანი ვარ და არც გამხდარი. მაგრამ ყოველთვის მეშინია გასუქების.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined28 Oct 2007
Posts1926
კარმა85
OFFLINEPROFILE
ჯამრთელობაზე მოქმედებს თუ ადამიანი ძალიან მსუქანია. მე პირადად ნამდვილად არ მომწონს მანეკენები, ძალიან გამხდრები არიან. ქალი თუ ხარ პატარა ხორციც უნდა გქონდეს. (ლუარსაბის არ იყოს"ლოგინს შაამსებს") :)
მე პირადად ვთვლი, რომ ჩემთვის 5-10 კილოს მომატება კატასტროფა ნამდვილად არაა და ამისთვის დიეტებით თავს არ შევიწუხებ. რა თქმა უნდა ეს ჩემი აზრია და სხვასთან არ ვკამათობ. ერთ ჩემს ნაცნობს გონია 60 წლის ასაკშიც ფრანგი მოდელის ტანი უნდა ქონდეს და რაც ვიცნობ სულ გრეჩიხას ჭამს და სულ მშიერია. აბა ეგ ნორმალურია?

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined23 Jun 2007
Posts76
კარმა0
OFFLINEPROFILE
ამა თუ იმ ჟურნალში, გაზეთში, ინტერნეტსა თუ ტელევიზორში ჩვენ ხშირად ვხედავთ იდეალური ქალის სხეულს და გვიჩნდება სურვილი, რომ ჩვენი სხეულიც იდეალამდე მივიყვანოთ. მაშინვე გავიფიქრებთ: “რომელი დიეტა სჯობს რომ ავირჩიო?”
ეს არასწორია! მართალია ამას ხშირად გვიმეორებენ, მაგრამ ჩვენ ყურადღებას არ ვაქცევთ, არადა ჩვენი ორგანიზმი ხომ ჯერ კიდევ ზრდის პროცესშია და ჯანსაღი კვება აუცილებლად სჭირდება.
მინდა გითხრათ რომ დიეტის დაცვა სუსტი ადამიანის გამოსავალია, რომელსაც არ შეუძლია თავს ძალა დაატანოს და ვარჯიში დაიწყოს. ჩემი რჩევაა ცოტა ხნით დაივიწყოთ დიეტა და სცადოთ ის ხერხები რომელსაც ახლა მე შემოგთავაზებთ. თუ ამ ყველაფერმა შედეგი არ გამოიღო, მაშინ შეგიძლიათ დაუბრუნდეთ “ჯადოსნურ” დიეტას.
საუკეთესო ვარიანტია დაიწყოთ სატრენაჟორო დარბაზში სიარული (კვირაში 2-ჯერ ან 3-ჯერ) ამ შემთხვევაში გამორიცხეთ დიეტა. დახაჯული ენერგია უნდა აღდგეს! რა თქმა უნდა ცომეულის შემცირება მოგვიწევს, აუცილებლად ისადილეთ, საღამოს შეეცადეთ 6 საათის მერე არ მიირთვათ საკვები რომ ორგანიზმი არ გადატვირთოთ.

ვვარჯიშობთ სახლის პირობებში: უპირველეს ყოვლისა ჩაიხედეთ სარკეში აღმოაჩინეთ პრობლემატური ადგილი და დავიწყოთ მასზე მუშაობა. თუ ეს ადგილი არის:
1. მუცელი და ბარძაყები: დასაწყისისთვის კარგი იქნება თუ 10-15 წთ. ვატრიალებთ ჩვენს ძველ მეგობარს-რგოლს. 15 წუთის შემდეგ ვწვებით იატაკზე, ხელებს ვიდებთ თავს უკან ფეხებს ვასწორებთ. ვიწყებთ ფეხების აწევას. შევეცადოთ აწევისას არ მოვღუნოთ, დაშვებისას კი არ შევეხოთ იატაკს ფეხები. დასაწყისისთვის საკმარისია ეს მოძრაობა შევასრულოთ 20-30-ჯერ ( ყოველი 1 კვირის შემდეგ გაზარდეთ მოძრაობა 10ჯერ).

2. მუცელი გვერდები : ვდგებით, ვსწორდებით, ვიმარჯვებთ დოინჯს, ფეხებს ვაშორებთ ერთმანეთს და ვიწყებთ: შევეცადოთ დავიხაროთ და ხელებით 3-ჯერ შევეხოთ იატაკს ისე, რომ ფეხები არ მოვხაროთ. შემდეგ კვლავ ვუბრუნდებით საწყის პოზიციას (დოინჯს) ვიმეორებთ 30-40-ჯერ (ყოველდღე გაზარდეთ მოძრაობა 10ჯერ).
თუკი ჩემი რჩევები 2-3 კვირაში არ გამოიღებს შედეგს მაშინ ჩვენი მეგობარი დიეტა ჩვენს გვერდითაა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined23 Jun 2007
Posts76
კარმა0
OFFLINEPROFILE
ქალის სხეულის ფორმის 3 ტიპი არსებობს ”ვაშლი”, ”მსხალი” და ”ბანანი”. დააკვირდით სარკეში საკუთარ სხეულს და თქვენ თვითონ მიხვდებით რომელ ტიპს მიეკუთვნებით...
ქალის სხეულის ფორმის 3 ტიპი არსებობს ”ვაშლი”, ”მსხალი” და ”ბანანი”. დააკვირდით სარკეში საკუთარ სხეულს და თქვენ თვითონ მიხვდებით რომელ ტიპს მიეკუთვნებით. რა იყო, ცხიმი უმეტესად წელის არეში გროვდება? თქვენი სხეული ”ვაშლის” ტიპისაა. და თუკი ცხიმი გროვდება თეძოს არეში მაშინ თქვენ ”მსხალი” ხართ, თქვენ იმდენად გამხდარი ხართ, რომ ოცნებობთ ცოტაოდენ ცხიმზე სხეულის ოვალის გამოსახატად? მაშინ თქვენს სხეულს ”ბანანს” ეძახიან.
ქალი ”ვაშლი”
ასეთი სხეულის მქონე ქალმა თუ საკუთარი კვების რეჟიმი არ აკონტროლა ძნელი იქნება დაინახო მისი წელის ოვალი მაგრამ მუცელი კი ამაყად ექნება გამობზეკილი, ასეთი სხეული უშლის ხელს გულსისხლძარღვთა სისტემის მუშაობას,
ვაშლის ტიპის ქალმა უნდა დაიწყოთ დილა ფაფით და ხილით, უნდა შეამციროთ თქვენი კვების რაციონში ცხოველური ცხიმები განსაკუთრებით შემწვარი. სასარგებლოა თევზი. დალიეთ დიდი რაოდენობით მწვანე ან ხილის ჩაი, ის დაგეხმარებათ ორგანიზმიდან შლაკების გამოდევნაში.
თუ ”ვაშლს” გიწევთ საღამოს სტუმრად წასვლა, უნდა ეცადოთ მიირთვას მხოლოდ ბოსტნეულის სალათი და ხილი, არ გირჩევთ მადიანად მიირთვას მდიდარი ქართული ან მოდური შვედური მაგიდიდან საკვები, ეცადეთ გადაიღოთ მხოლოდ ცოცხალი ბოსტნეული და ხილი და ნუ დაიმატებთ საკვებს იკვებეთ ნელა და ეცადეთ არ ”გაძღეთ”.
ვარჯიში მუცლის კუნთების გასამაგრებლად: დაწექით ზურგზე, ფეხები მოხარეთ, ხელები თავქვეშ დაიდეთ, იდაყვები მიმართულია გვერდზე. სხეულის ზედა ნაწილი ნელი მოძრაობით აწიეთ და დაწიეთ, მაგრამ არ დაწვეთ, ეს მოძრაობა გაიმეორეთ 15-ჯერ.
მუცლის დაფარვა შეგიძლიათ თავისუფალი მაისურით. ნუ ჩაიცმევთ ტანზე მომდგარ სამოსს თუ მაინცდამაინც არ გინდათ თქვენი მუცლის გამოჩენა.
ქალი ”მსხალი”
ასეთი ტიპის სხეული ძალიან ხშირია, ”მსხალი” ადვილად იმატებს წონაში, ამიტომ ისინი ყოველთვის ფხიზლად უნდა იყვნენ ჭამის დროს, განსაკუთრებით ისეთ საკვებთან რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს კრახმალს, არ არის რეკომენდირებული წვენები, რომლებიც შეიცავენ დიდი რაოდენობით შაქარს, ჯობია მიირთვათ ცოცხალი ხილი.
თეძო სხეულის ყველაზე პრობლემური ნაწილია ”მსხლისთვის”, რეგულარული ვარჯიში დაგეხმარებათ დააგდოთ ზედმეტი ცხიმი სხეულის ამ ნაწილში, აუცილებელია თეძოს მასაჟი ამაში სპეციალური გორგოლაჭებიანი მასაჟორი დაგეხმარებათ. ამის შემდეგ კარგი იქნება წაისვათ ცელულიტის საწინააღმდეგო მალამო (შეგიძლიათ წაისვათ მასაჟის გაკეთების დროსაც).
თეძოს ვარჯიში: დადექით 4 ით იატაკზე, დაეყრდენით იდაყვებს, თავი და ტანი სწორ ხაზზე გეჭიროთ, მუხლში მოხრილი ფეხი აწიეთ და დაწიეთ, და ესე გაიმეორეთ 15-ჯერ. ეცადეთ ეს ფეხი იატაკს არ შეახოთ. შემდეგ შეცვალეთ ფეხი და გაიმეორეთ ყველაფერი ხელახლა.
თეძოს მიდამოში კანის ელასტიურობისთვის დაგეხმარებათ ტომატი, პომიდორი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რაც ხელს უწყობს კანის აღდგენას, იგი რეკომენდირებულია დიეტების დროსაც.
ქალი ”ბანანი”
ძალიან ხშირად ”ვაშლებს” და ”მსხლებს” შურთ გამხდარი ”ბანანის”, მათ ყოველთვის შეუძლიათ ჭამონ რაც უნდათ და რამდენიც უნდათ, ამასთანავე არასდროს იმატებენ. მაგრამ მათთვის ძნელია ქალური ოვალის შესაქმნელად მოიმატონ ცოტა მაინც წონაში. ამისათვის თურმე ბანანმაც უნდა აკონტროლოს საკვები რაციონი, არ არის სასურველი მიირთვათ ყველა სახის ცხიმი, ჯობია მცენარეული ცხიმი მიიღოთ, მიირთვით ბევრი თხილი, ყველი, არაჟანი, ნაღები, იკვებეთ ცოტ ცოტა მაგრამ ხშირად. თქვენთვის სასარგებლოა შოკოლადი და მშრალი ხილი. დალიეთ რაც შეიძლება ბევრი ნატურალური წვენი, თავისუფლად შეგიძლიათ გაიმზადოთ და მიირთვათ იოგურტით, ბანანით, თაფლით, მარწყვით და ხილის წვენით დამზადებული კოქტეილი.
თუ თქვენ გააკეთებთ ვარჯიშს მკერდის კუნთებისთვის თქვენი მკერდი იქნება მკვრივი და არ ჩამოგეკიდებათ: დადექით სწორად, ხელის გულები მიადეთ ერთმანეთს მკერდის დონეზე და დაჭიმეთ მთელი ძალით, 5 წამით. ეს მოძრაობა გაიმეორეთ 15-ჯერ.
გრილი შხაპი კანს ელასტიურს ხდის, ხოლო თბილის და გრილის ცვალებადობა ძალიან კარგია სისხლძარღვებისთვის, ამ კონტრასტული ტემპერატურის წყლით, შხაპით დაიმასაჟეთ ორივე მკერდი წრიული მოძრაობით (ეცადეთ თავი არ გაიციოთ).
პროცედურა დაასრულეთ ცივი წყლის ჭავლით. შემდეგ რომელიმე დამარბილებელი მალამო წაისვით მკერდზე.
სხეულის აზიდვები იტაკიდან ხელებზე დაყრდნობით დაგეხმარებათ ”ბანანებს” ხელის კუნთების განვითარებაში. ამ ვარჯიშის შესრულება სასურველია დღეში 15-ჯერ.

ძალიან ძნელია აიძულო მამაკაცი გახდეს ან მოიმატოს წონაში კვების რეჟიმის დაცვით, ქალებს ეს პრობლემა ნაკლებად გვაწუხებს ეცადეთ შეარჩიოთ სწორი რაციონი, ივარჯიშეთ და კიდევ ერთი რჩევა, ბევრი იცინეთ, არ მოიკლოთ ძილი, და იყავით ბედნიერი. არ დაკომპლექსდეთ თქვენი სხეულის აღნაგობით, ქალის ყველა ფორმა თავისი ნაკლის მიუხედავად ლამაზია.

თ დიეტას, რომლის დაცვაც მარტივია – წონაშიც დაიკლებთ და სახის კანის მდგომარეობაც გაგიუმჯობესდებათ. ამაში ტროპიკული ხილი დაგეხმარებათ, რომელიც ყველა გემოვნების ადამიანს მოეწონება.
ამ დიეტისაგან თავი მხოლოდ იმან უნდა შეიკავოს, ვინც ალერგიულია ტროპიკულ ხილზე.
როცა ორგანიზმი ბუნებრივ და ჯანსაღ საკვებს გვთხოვს, მაშინ ეს დიეტა იდეალური ვარიანტია. სადღესასწაულო პერიოდი ძალიან კარგია დიეტის დასაწყებად, რადგან ის პროდუქტები, რომელიც ამ დიეტის განმავლობაში უნდა მივირთვათ, შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რაც დღის ახალი განრიგის პირობებში აუცილებელია ორგანიზმისთვის. ასე უფრო იოლი იქნება თქვენთვის პერიოდის გადატანა. მენიუ შეიცავს შაქარს და C ვიტამინს, რომლებიც ადვილად გვიკლავს შიმშილს. ამიტომ არ იგრძნობთ, რომ საკუთარ თავს რამეს უკრძალავთ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Sep 2007
Posts579
კარმა21
OFFLINEPROFILE
ჭამამდე ნახევარი საათით ადრე მიირთვით რამოდენიმე კაკლის ლებანი, ანუ ნიგოზი, ასუსტებს შიმშილის გრძნობას და მსუბუქი ვახშამით დაკმაყოფილდებით.

გამოცდილია დამიჯერეთ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
რაც შეეხება დიეტას და წონაში დაკლებას -საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს. ამისათვის მარტო დიეტა არ არის საკმარისი და არც მარტო ვარჯიში. რა თქმა უნდა აქტიური ნირი ცხოვრებისა დიდ როლს თამაშობს, მაგრამ გაითვალისწინეთ,რომ თქვენი ორგანიზმის ქსოვილების ცხიმოვანი ნაწილი მარტო ვარჯიშის დროს გადაიქცევა მასად და მასის დაკლება შეუზლებელია. წონაში დაკლება უნდა მოხდეს ერთიან კომპლექსში, სადაც როლს თამაშობენ სხვადასხვა ფაქტორები: როგორიცაა ფსიქოლოგიური, ემოციური, სისხლის ჯგუფი, სოციოლოგიური, ფიზიოლოგიური,ეკონომიური,სექსოლოგიური, გემოკოდი, გენეოლოგიური და სხვა მრავალი.
თუ დაემორჩილებით ჩემს მიერ შემოთავაზებულ რჩევებს, მოიკლებთ კიდევაც და არ მოიმატებთ/ მაშ ასე, ყურები ჩემსკენ:
უპირველეს ყოვლისა იცოდეთ, რომ დიეტა არის ადამიანის ორგანიზმის საშინელი სტრესი და ჯერ თქვენ თავს უნდა უთხრათ ის, რომ ძალიან ლამაზი ხარტ და არავითარი დაკლება თქვენ არ გჭირდებათ,მხოლოდ საჭიროა ცოტა დღის რაჟიმის შეცვლა> ჯანმრთელი რომ იყოთ ამისათვის.
იცოდეთ, რომ ორგანისმისთვის საჭიროა 1500-2000 კკალორია. 20 გრ ცხიმი და 40 გრამი ნახშირჭყლები/ ამ ნორმას არ უნდა გადავაჭარბოთ
როგორ? ისმის კითხვა. ძალიან უბრალოდ.
მთელი დღე შეგიძლიათ ჭამოთ არა უმცირეს 4 ჯერ. 300-350 გრ. პორციებით/ დღის მთლიანი რაციონი უნდა შეადგენდეს 1500 გრამს,გაყავით დღის ნორმა 4,5,6 არაპერი არ აუკრძალოთ თავს, თუ დაინახავთ და მოგინდათ(ამ დღიური ნორმის გარდა ვამბობ) მაგრამ მხოლოდ გასინჯეთ.
რა სახის საკვები უნდა მიირთვათ? ყველაფერი, ოღონდ უცხიმოდ, და ცოტა.
ხორცი(საქონლის, ქათმის, ხბოს)თევზი, ბოსტნეული, სალათები,არა მაიონეზით არამედ ზეტიტ, ბოსტნეულის სუპები უცხიმოდ, კვერცხი ყველანაირად, ცოტა 50 გრ ყველი 100 გრ პური,(ნამცხვარს შეგიძლია ერთი მოკბიჩო :-) მაგრამ ციცქნა.კრუპეული არ არის სასურველი. რძის ნაწარმი აუცილებელია ყოველ დღე კეფირის სახით 200 გრამი/ ყავა ,სიგარეტი,სასმელი ნოუუუუუუ სიგარეტი კიდევ შეიძლება- შემცირებულად
რაც მთავარია დილით და საღამოთი აუცილებელია 03 მილილიტრა ცხელი წყალი 20 წვეთამდე ლიმონის წვენით შეზავებული და დასაშვებია 1 ჩ კოვზი თაფლი დილით, ოღონდ მიჭმევით.ხილიდან: ბანანზე, მსხალზე ატამზე და ყურძენზე, შეიკავეთ თავი( გასინჯვა დასაშვებია)
დღის განმავლობაში აუცილებელია დალიოთ წყალი1500 მლლ. სასურველია ცხელი ჩაის სახით( შიმშილს ასუსტებს)
ეს ყველაფერი მიირთვით 6 საათამდე . 8 საათზე დალიეთ დუღარე წყალი და 10-11 საათზე გაემგზავრეთ ნანოში
ყოველ დილით 10-15 წუთიანი ვარჯიში დააჩქარებს გახდომის პროცესს/
ასეთი დღის რჟიმის დაცვა მე მგონი ძნელი არ უნდ იყოს.დღეში 200-250 გრამს აუცილებლად დაიკლებთ/ მაგრამ თუ გაქვთ გენში მიდრეკილება სიმსუქნის, ეს რეჟიმი ცხოვრების წესად უნდა აირჩიოთ/
მუცლის, ბარკლების და თეძოების დასაკლებად ძალიან კარგია იატაკზე საჯდომით სიარული/
გისურვებთ წარმატებებს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
ხოოოო, დიეტა!!! ეს აუტანელი და საშინლად სტრესული სიტუაციაა ადამიანისთვის. არანაირი დიეტა არ არის გამართლებული, თუ ის ორგანიზმს ვნებს.მაგრამ ხომ გაგიგიათ:-ქაჩალმა ჯერ არ მოიფხანა და თუ მოიფხანა-მოიგლიჯაო? - აი მასე ემართებათ ხოლმე. დაჯდებიან მშიერ დიეტებზე, იკლავენ თავს და როგორც კი ჭამას დაიწყებენ ,ერთი ორად იმატებენ.ეს იმის ბრალია, რომ ადამიანის ორგანიზმს გააჩნია თავდაცვითი რეაქცია. ერთხელ რომ აშიმშილე, ირთვება თავდაცვის ინსტიქტი-ორგანიზმი იწყებს მარაგის შეგროვებას, -ვაი, თუ კიდე მაშიმშილონო. ყველაზე კარგია ერთგვაროვანი საკვების მიღება. მაგ.შეგიძლიათ მთელი დღის განმავლობაში 2 კგ-მდე მოხარშული ხორცი მიირთვათ, ან რძია ნაწარმი, ან ხილი,თუ გინდათ პურის გღეც შეგიძლიათ გააკეთოთ და ნამცხვრისაც, ოღონდა არჩეული საკვების და 2-3 ლიტრა წყლის გარდა არ მიიღებთ არაფერს (შეგიძლიათ უშაქრო ყავა და ჩაი). ანუ ყოველ დღე იკვებოთ ერთგვაროვანი საკვებით და ბოლო ჭამიდან პირველ ჭამამდე შუალედი 18 საათი გააკეთოთ.

არაჩვეულებრივი შედეგი აქვს. ამას თქვენი ცხოვრების წესად თუ აქცევთ, გარწმუნებთ, იქნებით ჯანმრთელები და გამხდრები.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
me dieta ar mshvelis
operaciebis mere zalian movimate

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
დ ი ე ტ ა

30 დღეში გარანტირებულია 15 კილოგრამდან 20 კილოგრამამდე დაკლება.
აღნიშნული დიეტის დაცვა საჭიროა ზუსტად, არ შეიძლება არცერთი კომპონენტის შეცვლა, წინააღმდეგ შემთხვევეაში უკუქმედება გარანტირებულია. ამ დიეტის დროს ორგანიზმი იწმინდება შლაგებისგან. ამ დიეტის დროს ორგანიზმში იწვება ცხიმები. დიეტის დროს ბევრი წყლის დალევა რეკომენდირებული არ არის. დალიეთ მაქსიმუმ 3-4 ჭიქა წყალი. დიეტაში აღნიშნული პროდუქტების გარდა არ მიიღოთ არაფერი.

როგორ დავიწყოთ დიეტა:
დიეტის დაწყებამდე ორგანიზმი გაიწმინდეთ საჭმლისგან, დალიეთ რაიმე საფაღარათო წამალი, წამლის მოქმედების დამთავრების შემდეგ გაიკეთეთ ოყნა რაც შეიძლება ცხელი წყლით 2 ლიტრა წყლით. ამის შემდეგ 1 დღე სვით მხოლოდ ადუღებული, ძალიან ცხელი წყალი.

პირველ კვირაში წონაში ილებთ უცებ 5-7 კილოს. ეს გარანტირებულია. შემდეგ 2 კვირა არ ილებთ არაფერს, ბოლო კვირას იკლებთ 9-11 კილოგრამს. პირველი, მეორე და მესამე კვირა ერთიდაიგივეა, ბოლო კვირა განსხვავებული.

1 დღე _ შიმშილი

საუზმე-სადილი _ 1 ლიტრა უცხიმო რძე მთელი დღის
განმავლობაში პატარა ჭიქით სვით;

ვახშამი _ 1 ჩ/ჭ ტომატის წვენი და 100 გრამი დიეტური შავი პური

2 დღე _ ცილოვანი

საუზმე _ 100 გრამი დიეტური შავი პური, 20 გრამი კარაქი, 1 ჩ/კ
თაფლი, ყავა უცხიმო რძით.

სადილი _ 100გრ. ვიჩინა (ან მოხარშული ქათამი ან ხორცი), 100 გრ.
ჰოლანდიური ყველი, 100 გრ. დიეტური შავი პური.

ვახშამი _ 2 ცალი მოხარშული კვერცხი

3 დღე _ ბოსტნეულის

საუზმე _ 2 ცალი ვაშლი (ან 2 მანდარინი ან 2 ფორთოხალი)

სადილი _ ბოსტნეულის სუპი (მოხარშული, გახეხილი ან დაჭრილი),
1 ჩ/კ ზეთი, მ ცალი მოხარშული კარტოფილი, 1ჩ/ჭ
მოხარშული გაროხი.

ვახშამი _ 3 ცალი პამიდორი, 2 ცალი კიტრი და 1 ჩ/კ თაფლი
აურიეთ.

4 დღე _ განსაკუთრებული

საუზმე _ ყავა უცხიმო რძით, 100 გრ შვეიცარიული ყველი.

სადილი _ 100გრ. ვიჩინა (ან მოხარშული ქათამი ან ხორცი), 100 გრ.

შავი პური, 2 ცალი მოხარშული კვერცხი.
ვახშამი _ 1 ჩ/ჭ კეფირი.

5 დღე _ ცილოვანი

საუზმე _ 100 გრამი დიეტური შავი პური, 20 გრამი კარაქი, 1 ჩ/კ
თაფლი, ყავა უცხიმო რძით.

სადილი _ 100გრ. ვიჩინა (ან მოხარშული ქათამი ან ხორცი), 100 გრ.
ჰოლანდიური ყველი, 100 გრ. დიეტური შავი პური.

ვახშამი _ 2 ცალი მოხარშული კვერცხი

6 დღე _ ბოსტნეულის

საუზმე _ 2 ცალი ვაშლი (ან 2 მანდარინი ან 2 ფორთოხალი)

სადილი _ ბოსტნეულის სუპი (მოხარშული, გახეხილი ან დაჭრილი),
1 ჩ/კ ზეთი, მ ცალი მოხარშული კარტოფილი, 1ჩ/ჭ
მოხარშული გაროხი.

ვახშამი _ 3 ცალი პამიდორი, 2 ცალი კიტრი და 1 ჩ/კ თაფლი
აურიეთ.

7 დღე _ განსაკუთრებული
საუზმე _ ყავა უცხიმო რძით, 100 გრ შვეიცარიული ყველი.

სადილი _ 100გრ. ვიჩინა (ან მოხარშული ქათამი ან ხორცი), 100 გრ.
შავი პური, 2 ცალი მოხარშული კვერცხი.

ვახშამი _ 1 ჩ/ჭ კეფირი.

მეოთხე კვირა

1 დღე _ 1,5 კგ. ვაშლი;
2 დღე _ 1,5 კგ. მოხარშული ქათამი;
3 დღე _ 1,5 კგ. კიტრი-პამიდორი,
4 დღე _ 1 კგ. მოხარშული უცხიმო ხორცი;
5 დღე _ 0,5 კგ. Dვეიცარიული ყველი და 1 ლიტრი მინერალური
წყალი;
6 დღე _ 1 კგ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი, მოხარშული თევზი
7 დღე _ 1 ლიტრა წითელი ნატურალური ღვინო და 1 კგ.
შვეიცარიული ყველი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Jun 2007
Posts811
კარმა71
OFFLINEPROFILE
რაც შეიძლება მეტი მოძრაობა!!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Jun 2007
Posts811
კარმა71
OFFLINEPROFILE
ხო კიდევ,დაწოლამდე ორი საათით ადრე მაინც არაფერი უნდა ჭამოთ და ჭამის შემდეგაც არაა რეკომენდებული ეგრევე ლოგინზე გაგორება:)ისევ და ისევ მოძრაობა!!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Jan 2008
Posts1957
კარმა88
OFFLINEPROFILE
ერთი დანამდვილებით ვიცი,ყოველი დიეტა დამღუპველია,ჯერ ძალიან ცუდად მოქმედებს,ადამიანის ფსიქიკაზე,და მეორეც რასაც იკლებ,იმატებ ორჯერ მეტად და თან უფრო ინტესიურად,პირადად მე ყოველ დილით ვსვამ გადმოდუღებულ წყალს,ამორებული მაქვს კვებიდან,ცომეული,მინიმუმ ათ წუთიან ვარჯიშს მაინც ვაკეტებ,ვსვამ 5-6 ჭიქა წყალს და არ ვჭამ არაფერს 7 საათის შემდეგ,ეს არის და ეს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
ციცი, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ერთ თვეში 15-20 კილოს დაკლება!!! ეს ყოვლად დაუშვებელია!!! 30 დღეში 5 კგ-მდე კლება, ეს ნორმალურია.არც ორგანიზმს მოსდის რამე და შედეგიც ხანგრძლივად ნარჩუნდება.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 104 posts ] 
დიეტური კვება...............
დესპანი