შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
სიყვარული რაგვარია, - მეხია და თავზარია, სიხარულის გზებით მოდის, მწუხარების საგზალი აქვს, დღე და ღამე დარდი, შფოთი, მიწისძვრა და ზანზარია. სიყვარული რაგვარია, ცეცხლია და ღადარია, მცირე სიტკბო, ბევრი შხამი ერთმანეთში გამდნარია, და სიამის ერთი წამი დიდ სინანულს აბარია. სიყვარული რაგვარია, გიჟი კაცის დავთარია, ხან თოხანი, ხან ალჩუა, ვერც გაიგებ რამ არია, გიყვარდეს და შეგრჩეს ჭკუა, სადაური ზღაპარია.
ხომ შეიძლება გულით გსურდეს და ვერ შეიყვარო მაინც... ხომ შეიძლება გინდოდეს გძულდეს, ვერ შეიძულო მაინც... ხომ შეიძლება ფრთები არ გესხას, ცაში იფრინო მაინც... ხომ შიძლება "ჩემი" არ გერქვას, მაგრამ მიყვარდე მაინც... ხომ შეიძლება ჩემთან არ იყო, შენს სუნთქვას ვგრძნობდე მაინც... ხომ შეიძლება გული გაიყოს და ვსულდგმულობდე მაინც... მაგრამ ოცნებას, მიწიერ სურვილს და სიყვარულის მორევს ვერ გაექცევი, თავს ვერ დააღწევ, დიდი ტკივილი ესაა სწორედ...
რიტმი დაეჯახა რითმას, ფიქრი დაეჯახა გულს, რაც დღემდე შენთვის მითქვამს ისევ ის გითხრა მსურს. გული სწუხს, შველას ითხოვს, გული ვერ ამბობს სათქმელს, თუ ჩემში ვპოვებ უფალს მასვე დავუნთებ სანთელს. შენ მე ნუ მიწოდებ ცოდვილს, დოგმებს ვითარ ვებრძვი მუდამ, რწმენას ვერ ისწავლი, რწმენას მოპოვება უნდა. მოდი, დავივიწყოთ წყენა, ერთურთს ჩავეხუტოთ ისევ, მოდი, დავიბრუნოთ რწმენა, პასუხს ველოდები. გისმენ!
შენ უნდა ცისფერ ღრუბელთან იწვე, უნდა ღრუბელი გეფინოს ლურჯი. მე შენს მეუღლეს დუელში ვიწვევ, რომ ჩავახედო შენს კეთილ სულში. შენ უნდა უცხოდ მოსული ქარი გიფრიალებდეს ნისლისფერ მერდინს, გაიღოს უცებ სამოთხის კარი_ მუხლებთან გეჯდეს შემკრთალი ღმერთი... რა ჯობს_სიმღერა თუ წყვილი ცრემლი! სად ჯობს_ მიწაზე თუ მიწის გარეთ!.. მზე_მზეზე უფრო დიდი და ცხელი, მთვარე_მთვარეზეც მაღალი მთვარე, და ცა!_ ღმერთების ცისფერი ჰოლი_ ძლივს რომ აუდის მომსვლელს და წამსვლელს... მაღალი ბიჭი ლამაზი ცოლით_ მოდიან, მაგრამ მიდიან წამსვე: ბოლოს და ბოლოს , ერთი აქვს ბოლო ლომსა და თინუსს, ნაძვსა და ღოლოს! სიყვარულისთვის! კარგო, ჩვენ მხოლოდ სიყვარულისთვის გავჩნდით და ვცხოვრობთ! უხერხულია_შენ გერქვას ცოლი_ შენ უნდა ცისფერ ღრუბელთან იწვე. აჰა, დამბაჩა და სველი თოვლი!_ მე შენს მეუღლეს დუელში ვიწვევ...