↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
მე შენ მიყვარხარ...


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1303 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
თქვენთვის არ უთქვამთ ქალბატონო
რომ გავხართ აპრილს,
რომ გაზაფხულმა
ღია რძისფერ ნისლში გარწიათ,
კარგა ხანია,
მყვირალობა დაიწყო მთაში
და ამიტომაც
შვლებიანი კაბა გაცვიათ...

არც ის არ უთქვამთ?
რომ თქვენა ხართ აპრილის ქარი,
ნაფერები და ღიმილივით
ოდნავ დამთბარი...
ო, ქალბატონო,
მე ნამდვილად ვაღმერთებ აპრილს
თუ ნებას დამრთავთ,
მე ვიქნები თქვენი ზამთარი..

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
"სამი საათია ღამის,
სულში მარტოობა მტეხავს"_
ლამის გავგიჟდე,ლამის,
რადგან შენ გიგონებ ეხლაც...

რადგან კვლავ ვიხსენებ როგორ
მარგებდი სხეულზე თვალებს
და ქარის უცნაურ როკვას,
რიტმში რომ ბევრჯერა ცვალეს

როგორ აყოლებდი სიტყვებს,
სიტყვებს მრავლისმთქმელს,თუ უთქმელს
როგორ უარმყავი იქვე,
როცა მე მიყვარდი უკვე...

სამი საათია ღამის,
ისარი ოთხისკენ იწევს,
მე კი გავგიჟდე ლამის
რადგან შენ გიგონებ ისევ...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
უშენოდ ჩემთვის სიბნელეა
და შავი სიკვდილის ხეტიალი,
გულ-მკერდს მონატრება მიბნევია
და ეს სიყვარულზე მეტი არის.

უშენოდ ქარაფია გაკიდული,
გოლგოთის აღმართები რეტიანი,
უშენოდ სიცოცხლეა გაყიდული
და ეს სიყვარულზე მეტი არის.

უშენოდ დილემი და წკვარამია,
ბოლო ეშაფოტის სვეტი არი,
უშენოდ არსებობაც არამია
და ეს სიყვარულზე მეტი არის.

მანანა ფრუიძე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
სათიბში მიჯნური მთვარე დაბანცალებს.
იციან _ იწვიან ვარსკვლავთა ნარგისნი.
მსურხარ და მაძალებ _ სულ ცოტა მაცალე _
სული თუ მოვითქვი _ სიყვარულს აგიხსნი.
გეტყვი, რა სახმილმა ეს გული დაფლითა
ან მთვარე რად ვიძმე _ ღამეთა პოეტი.
გეტყვი, რომ ცასავით შორეულ ზღაპრიდან
სულ შენთან მოვდივარ და ვეღარ მოვედი;
მერანს შევაცვითე ფერდებზე დეზები,
ვაწბილე ეშმა და ჭინკა და მაცილი,
ამდენი გეძებე _ რამდენი გეძებე!
და დაუძლეველი ვიპოვე მანძილი.
და თუმცა თითებში შენი თმის ლანდია,
თითები თვრებიან მთენთავი ბანგის სმით, _
ნარგისის თვალები ისე შორს ანთია,
ვით ღამის სათიბში ვარსკვლავთა ნარგისნი.
გეტყვი, რომ სიზმრები ქარებმა მირწიეს,
შლეგი იკაროსის ელდით ვარ ნასეტყვი...
და ასე სასურველს
და ასე მიწიერს,
უკვე აღარ ვიცი, გეტყვი თუ არ გეტყვი! _
რომ, თუნდაც მერანმა არსად გადამჩეხოს,
ბედი იქირქილებს, ბილწი და ბოროტი,
რადგან ეს ბილიკი, ასე საცალფეხო,
მკაცრად საცალფეხო იქნება ბოლომდის;
რომ მთვარე მარტოა და მწირის თმა-წვერით
სხვადასხვა სცენაზე ჩვენ ერთი როლი გვაქვს;
და უსასრულოა
და სისხლით ნაწერი
ჩემი ქრონიკული ტრფიალის ქრონიკა;
რომ შემომჩვევია სევდა გაბასრული,
კაეშნის მგეშავი, ავი და გულზვავი,
ჩემი მარტოსული პატარა წარსული
ზურგზე რომ ამკიდა ამხელა კუზივით;
ათასჯერ სიკვდილით თვალები დავიწვი,
სული აქილევსის ვეება ქუსლია...
და ალბათ, არ გეტყვი, რადგან თუ რამ ვიცი,
ვიცი, რომ სიყვარულს ასე არ უხსნიან!
და სწორედ ამიტომ შენი თმის თავთავებს
მდუმარედ მოვისთვლი დამთვრალი ბანგის სმით,
და სწორედ ამიტომ მთვარეს ვუთვალთვალებ,
და სწორედ ამიტომ
სიყვარულს არ გიხსნი.

ზაზა ბიბილაშვილი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
არ დამიძახო,
ვიდრე თავად არ მოვალ შენთან,
არ გამახსენო
შენი თბილი ხელისგულები,
არ გამაღვიძო, სანამ ერთად სიზმარში ვხედავთ,
რომ წავედი და მერე ისევ შენთან ვბრუნდები.
ნუ გაიფიქრებ,იქნებ შენი ოცნება -
მექცეს,
შენი გულისთქმა ჩემი სულის ნავსაყუდელად -
ახდება,
თუკი ერთხელ კიდევ გადაძლევ ტკივილს,
და ეს ტკივილი კიდევ ერთხელ გაგიახლდება.
არ დამიძახო,
სანამ ისევ დავყვები ქარებს,
და მარტოობა მათრობს, როგორც ღვინო დოქიდან,
არ იოცნებო,
როცა ერთი ბეღურა ჩიტი
ღია სარკმელთან მოფრინდება და იმედს მოგიტანს.
არ დამიძახო, ვიდრე თვითონ არ მოვალ შენთან,
და ვიდრე ხედავ, მთვარე როგორ ქცეულა მისნად,
არ გამაღვიძო, ვიდრე ერთად არ ვნახავთ სიზმრად,
რომ ვკენკავ მარცვლებს შენი თბილი ხელისგულიდან.
არ დამედევნო,
დაე, ისევ იმ გზით ვიარო,
მერე რაა, თუ ეს გზა სავსე არის ეკლებით,
არ დაიდარდო, თუკი ერთხელ გავყვები მზეს და
აღარასოდეს, აღარასოდეს
არ დავბრუნდები.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts3804
კარმა223
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

,,მიყვარხარ,მიყვარხარ,მიყვარხარ,

ვერ ვუძლებ ბუტია ტუჩებს,

ნუ მიცქერ ჩუმ-ჩუმად თორემ

მოვალ და გაკოცებ უცებ"


სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
მჩააააგრააააავეეეენნნნნ! უსამართლობას აქვს ადგილიიიიიიიიიი!

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined18 May 2008
Posts28
კარმა1
OFFLINEPROFILE
http://www.youtube.com/watch?v=nHAslbzXWpo

ვავა ჩქიმი ცოდვა რა ქალი ხოხ სკანი გული ვაფირო ცა
მიყვარხარ და მევასები სვიმონ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined28 Oct 2007
Posts1926
კარმა85
OFFLINEPROFILE
ფოცხვერ ეგ ქალები გღუპავენ შენ :):)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined28 Oct 2007
Posts1926
კარმა85
OFFLINEPROFILE
რა იყო მანა, რამ შეგაწუხა? შეგვიძლია დაგეხმაროთ? რა უსამართლობაზე საუბრობ, თუ საიდუმლო არაა? :):)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
პიკაააა! მიშველე!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
=tavfx= კარმები მომპარესსსსსს. ჩემი სისხლით და ოპლით მოპოვებული კარმები. მერე იცი როგორები შეურჩევიათ? ყველაზე ბუნთულები, ყველაზე ფუმფულები და ხატულა ლამაზები.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
რაიყო მანა როგორ ხარ რატომ ყვირიხარ?

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1303 posts ] 
მე შენ მიყვარხარ...
დესპანი