შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
იმ ქალს, იმ ბერიკაცს გაუმარჯოს, ვისი ცხოვრების გზაც შვეულია, ვისაც არასოდეს გაუმართლდა, მაინც სიხარული შეუძლია. ვისაც იმედები პურად ყოფნის, ვინც მთელ ქვეყანაზე ეულია, ვისაც, სიყვარულით უარყოფილს, სხვისი სიყვარული შეუძლია. იმ ქალს, იმ ბერიკაცს გაუმარჯოს, ვისი სიმღერებიც მწუხარია, ვისაც სიხარული გაუავდრდა, სხვისი გაღიმება უხარია! ვისაც შეუძლია ატირება, მზით და სიკეთით ძლეულია, დიდი შეცოდების პატიება ვისაც დიდსულოვნად შეუძლია! ვისაც უხარია ყველაფერი - ტყეებია თუ ველებია, ვინც ჩვენი მამულის ფერად ფერებს ვერა და ვერაფრით შელევია! ვისაც არასოდეს გაუვარდდა, მაინც იმედებით გრძნეულია, ეს იმ ადამიანს გაუმარჯოს, ვისაც სიყვარული შეუძლია!
სიყვარულია: გზა, სიშორე, ცრემლი, გოდება. შეახებ ხელს და არასდროს დაგიბრუნდება. სიყვარულია: სიმარტოვე, გულის სიშორე, ხორციელი ვნების მიუწდომელი აზრთა სიცოცხლე. სიყვარულია: ტანჯვის თეთრი ცრემლები. სიყვარულია: მე რომ თავზე ასე გევლები. სიყვარულია: ათას ერთი ტრფობის ზღაპარი. სიყვარულია: ჩაუქრობელი შუქთა ლამპარი. სიყვარულისთვის ბაირონმა კუბო არჩია. სიყვარულია: ყველაფერი რაც გაგვაჩნია. სიყვარულია: ქვის ჩუქურთმა, კინწვისის ფრესკა. სიყვარულისთვის კვაზიმოდო ზარებსა რეკდა?