mana wrote:ციტატა:
მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ!მინდა როგორმე გაგაგონო ამ შორეთიდან,მინდა ჩემმა სიყვარულმა შენი ბევრი ჭრილობა მოგიშუშოს და ჩემს ხამას ექოსავით უერთდება ჩემი და-ძმათა ხმები, ხმები ჩემი დესპანელებისა, ხმები შვილთა შენთა, იმ პირმშოთა შენთა ,რომელნიც ბალახში დაბნეული მარგალითებივით ბრჭყვიალებენ მსოფლიოს მრავალი კუთხიდან,და შენი სიყვარული,როგორც მარადიული ცეცხლი, საზღვრებს გარეთ გაუტანიათ.
----------------------------------------------------------------
მინდა გულში ჩაგიკრა და ხარბად დავეწაფო შენი გულიდან ამოხეთქილ სიყვარულის წყაროს,...შენი სხივები გამითბობს გაყინულ გულს,გამალღობს წლების მანძილზე გაყინულს უცხო ქვეყანაში...მინდა ხმამაღლა ვიყვირო რომ ძალიან მიყვარხარ...და უზომოდ მენატრები...