↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
აივ ინფექცია/შიდსი და ფსიქიკური პრობლემები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 87 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined11 Mar 2008
Posts93
კარმა7
OFFLINEPROFILE
"დიაღადაცუ იხილო კაცის მკვლელი,გინა მეძავი,გინა ლოთი მიწაზე ეგდოს,ნურავის განიკითხავ დაბადებულსა ღვთისასა,რამეთუ ამათი სადავეები ღმერთს მიშვებული აქვს,შენი სადავეები ხელში უჭირავს.რომ მიგიშვას,უარეს დღეში ჩავარდები და დაიღუპები"

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Oct 2007
Posts675
კარმა51
OFFLINEPROFILE
დორადო, თუ მართლა გაინტერესებს აივ ინფექცია/შიდსის სტატისტიკური მდგომარეობა საქართველოში შემიძლია გადმოგიგზავნო მეილით.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Oct 2007
Posts630
კარმა55
OFFLINEPROFILE
მე ადრეც გამოვთქვი ჩემი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს ადამიანები არ უნდა გაირიყნონ საზოგადოებიდან, მათ დახმარებათ სჭირდებათ და არა ზიზღნარევი მზერა. მე პირადად სიბრალულის მეტს ვერაფერს ვერ განვიცდი ასეთი ადამიანების მიმართ, არ აქვს მნიშვნელობა ის მეძავია და უკანასკნელი ნარკომანი. იგი ადამიანია და ჩვენი მოვალეობაც ზუსტად ის არის რომ როცა ადამიანს უჭირს ხელი კი არ უნდა ვკრათ და კეთროვანივით განვერიდოთ, არამედ დავუდგეთ მხარში და რაღაცით დავეხმაროთ. ასე რომ ჩიჩე, კატო, ზვიგენ და შენ ჩემო უსაყვარლესო მაზლო თქვენს გვერდით ვარ. გიო ისე ეს საკითხი ძალიან მაინტერესებეს და იმედი მაქვს რომ თბილისში რომ ჩამოვალ უფრო დაწვრილებით გამაცნობ ყველაფერს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Oct 2007
Posts630
კარმა55
OFFLINEPROFILE
chiche wrote:
ციტატა:
"დიაღადაცუ იხილო კაცის მკვლელი,გინა მეძავი,გინა ლოთი მიწაზე ეგდოს,ნურავის განიკითხავ დაბადებულსა ღვთისასა,რამეთუ ამათი სადავეები ღმერთს მიშვებული აქვს,შენი სადავეები ხელში უჭირავს.რომ მიგიშვას,უარეს დღეში ჩავარდები და დაიღუპები"

ჩიჩე არაჩვეულებრივი ნათქვამია. ამ ერთ ფრაზაში დევს ყველაფერი. ძალიან მიყვარს მამა გაბრიელის ეს სიტყვები.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined31 Mar 2007
Posts620
კარმა49
OFFLINEPROFILE
nino_26 wrote:
ციტატა:
chiche wrote:
ციტატა:
"დიაღადაცუ იხილო კაცის მკვლელი,გინა მეძავი,გინა ლოთი მიწაზე ეგდოს,ნურავის განიკითხავ დაბადებულსა ღვთისასა,რამეთუ ამათი სადავეები ღმერთს მიშვებული აქვს,შენი სადავეები ხელში უჭირავს.რომ მიგიშვას,უარეს დღეში ჩავარდები და დაიღუპები"

ჩიჩე არაჩვეულებრივი ნათქვამია. ამ ერთ ფრაზაში დევს ყველაფერი. ძალიან მიყვარს მამა გაბრიელის ეს სიტყვები.

ჭეშმარიტად სწორი სიტყვებია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
ჩერუბ, ჩიჩე,ზვიგენ მე 100% გეთანხმებით, ეს ხალხი დაავადებულები არიან, მათ მოფერება და გვერდში დგომა სჭირდებათ. როგორ შეიძლება საზოგადოებიდან მათი გარიყვა? განა შეიძლება ავადმყოფი თავისი ავადმყოფობის გამო განიკითხო? რატომ არ განიკითხავთ სიმსივნიანს? სისხლძარღვთა პათოლოგიანს? ავადმყოფს კალკულოზური ხოლეცისტიტით? შიდსით დაავადებულებიც ისეთივე ავადმყოფები არიან, როგორც სხვა ყველა დანარჩენი.
მანა, იმაზე თუ დაფიქრებულხართ, თუ ღმერთმა შიდსი მეძავეების და ნარკომანების დასასჯელად გამოგზავნა დედამიწაზე, მაშინ რატომ ისჯებიან იგივე სასჯელით ყოვლად უცოდველი ადამიანები -პატარა ბავშვები? მათ რა დააშავეს? ან ადამიანებმა, რომლებიც არ არიან არც ნარკომანები და არც მეძავეები? ნუ განსჯით და არ განისჯებით!!! არავინ არ არის არაფრისგან დაზღვეული, არავინ არ ვიცით ხვალ რა გველოდება. შიდსი ისეთი აქლემია, რომელიც ყველას კართან იცდის და შემთხვევას ელოდება, შიგნით შესასვლელად.ღმერთმა დაიფაროს ყველა მისი სტუმრობისგან!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Oct 2007
Posts675
კარმა51
OFFLINEPROFILE
გაიხარე ბუბუსუნა, ეს თემა რომ გავხსენი მინდოდა ხალხის აზრო გამეგო როგორც დადებითი ასევე საპირისპირო. მიხარია, რომ ძირითადად უკვე საღად მოაზროვნე ადამიანები არიან აქაც და საერთოდაც. ჩემ რძალუკას ნინოს კიდე ვეტყვი, რომ: ოღონდ შენ ჩამოდი და რაც კი ვიცი იმას მოგიყვები :) პრეზენტაციას ჩაგიტარებ :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
კი, ქერუბ, მაინტერესებს, მომწერე პმ-ში, კარგი?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Oct 2007
Posts675
კარმა51
OFFLINEPROFILE
უკვე მოგწერე, იმედია ნახე და გაარჩიე :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
ჩერუბ, როგორა ხარ? ძალიან კარგია, რომ ეს თემა გახსენი. მარტო იმიტომ კი არა, რომ გაიგო საზოგადოების აზრი შიდსით დაავადებულთა შესახებ,არამედ კარგი იქნება თავდაცვის და პროფილაქტიკის მიზნით დაწერო დაავადების გავრცელების ყველა შესაძლებელი გზის,
სიმპტომების და მისი მიმდინარეობის შესახებ(თუ ამის დრო გექნება, რა თქმა უნდა). როგორც
იცი,დესპანელების უმრავლესობა საზღვარგარეთ ცხოვრობს, სადაც შიდსით დაავადების ალბათობა უფრო დიდია, ვიდრე საქართველოში.შენც კარგად იცი ქართველი მამაკაცების ხასიათი(რეზინას ვერ ვიტან, არ არის კაცური და ა. შ), თუმცა არც მარტო კაცებზეა აქ სალაპარაკო, ქალებსაც ეხება.კონსულტაციაზე სპეციალისტებთან საქართველოში არ დადიან, და აქ
"გადაყრიან დოლარებს"? ამიტომ, იქნებ შენმა ასეთმა კონსულტაციებმა შედეგი გამოიღოს და დაიფაროს ქართველები ამ ჭირისაგან.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Oct 2007
Posts675
კარმა51
OFFLINEPROFILE
bubusuna wrote:
ციტატა:
ჩერუბ, როგორა ხარ? ძალიან კარგია, რომ ეს თემა გახსენი. მარტო იმიტომ კი არა, რომ გაიგო საზოგადოების აზრი შიდსით დაავადებულთა შესახებ,არამედ კარგი იქნება თავდაცვის და პროფილაქტიკის მიზნით დაწერო დაავადების გავრცელების ყველა შესაძლებელი გზის,
სიმპტომების და მისი მიმდინარეობის შესახებ(თუ ამის დრო გექნება, რა თქმა უნდა). როგორც
იცი,დესპანელების უმრავლესობა საზღვარგარეთ ცხოვრობს, სადაც შიდსით დაავადების ალბათობა უფრო დიდია, ვიდრე საქართველოში.შენც კარგად იცი ქართველი მამაკაცების ხასიათი(რეზინას ვერ ვიტან, არ არის კაცური და ა. შ), თუმცა არც მარტო კაცებზეა აქ სალაპარაკო, ქალებსაც ეხება.კონსულტაციაზე სპეციალისტებთან საქართველოში არ დადიან, და აქ
"გადაყრიან დოლარებს"? ამიტომ, იქნებ შენმა ასეთმა კონსულტაციებმა შედეგი გამოიღოს და დაიფაროს ქართველები ამ ჭირისაგან.

ბუბუსუნა გეთანხმები, რომ ჯობია პროფილაქტიკის მიზნით საჭიროა უფრო მეტი ინფორმაციის მოწვდა დესპანელებისათვის. მე რატომრაც გადავწყვიტე, რომ ხალხმა კარგად იცის აივ ინფექცია/შიდსის გადაცემის გზები და პირდაპირ გადავედი სტიგმა/დისკრიმინაციაზე. ამ თემისისთვის მე ყოველთვის მცალია, იმიტომაც ვმუშაობ უკვე რამდენიმე წელია, თქვენ უბრალოდ მოიწერეთ ხოლმე კონკრეტულად რა გაინტერესებთ და მეც მოგაწვდით ინფორმაციას რაც შეიძლება მალე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ლიკა ქავჟარაძისა და სკანდალური რეჟისორის სიყვარულის ამბავი

ნევროზი და მისი დაძლევის გზები
ნევროზი და დეპრესია ჩვენი მოსახლეობის ორი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ფსიქოლოგები მათ გახშირებას მძიმე სოციალური და ეკონომიკური ფონით, აგვისტოს მოვლენებით და ყოფითი პრობლემებით ხსნიან.

მედიკოსთა აზრით, ნევროზი განსაკუთრებით ზამთრობით მწვავდება, რასაც მზის ნაკლებობა და არაკომფორტული გარემო იწვევს. ნევროზი სხვადასხვა ფორმით გვხვდება, ამიტომ მნიშვნელოვანია მისი სწორი დიაგნოსტიკა და ნევროზისმაგვარი ორგანული სინდრომებისგან დიფერენცირება.

ლია ლეკვეიშვილი, ნევროლოგი:
- ნევროზი ნერვული სისტემის ფსიქოგენური დაავადებაა. სამწუხაროდ, ნევროზული მოშლილობა ბოლო ხანს ჩვენში საკმაოდ გახშირდა. ხშირია მისი გამწვავების შემთხვევებიც, რადგან ნევროზით დაავადებულები იშვიათად მიმართავვენ ექიმს, ცდილობენ, პრობლემას თვითონვე გაუმკლავდნენ, რასაც შედეგი ყოველთვის არ მოაქვს.

- რა სიმპტომები ახასიათებს ნევროზს?
- გაღიზიანება, შფოთვა, უგუნებობა, უძილობა. ადამიანი ხშირად სიცოცხლის ხალისსაც კი კარგავს. უმნიშვნელო მიზეზიც კი საკმარისია, რომ აღელდნენ, ატირდნენ და შესაძლოა, ისტერიკაც კი დაემართოთ, მაგრამ როგორც კი ეს ტალღა გადაივლის, უკვირთ, ასეთმა წვრილმანმა როგორ ამაღელვაო. ზოგჯერ ნევროზს თან სდევს ოფლიანობა, გულისცემის გახშირება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის დარღვევა და სხვა.

ნევროზი ყველა ასაკში გვხვდება და სხვადასხვა ფორმით ვლინდება. ხშირია ბავშვობასა და გარდატეხის პერიოდში.

- ბავშვებში ნევროზი რამ შეიძლება გამოიწვიოს?
- ხშირმა ავადობამ, ოჯახურმა კონფლიქტებმა, რაც შემდგომ პიროვნების ჩამოყალიბებაზეც მოქმედებს. გარდატეხის ასაკში კი ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიური ძვრები ფსიქიკას მეტისმეტად აფაქიზებს და ნევროზისთვის ხელსაყრელ ფონს ქმნის, ამიტომ მშობლებმა მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინონ შვილების მიმართ, ეცადონ, გაიგონ მათი ენა, ერიდონ ოჯახურ კონფლიქტებს, აგრესიას, ბავშვის კრიტიკას.

მოწიფულ ასაკში ნევროზის მიზეზი ხშირი სამსახურებრივი, ოჯახური თუ საყოფაცხოვრებო ტრავმაა, თუმცა, არ არის გამორიცხული, ნევროზი ამა თუ იმ ქრონიკულმა ან გადატანილმა მძიმე დაავადებამაც გამოიწვიოს.

- ამ დროს ექიმის ჩარევა აუცილებელია?
- სასურველია, მაგრამ თუ ადამიანი აცნობიერებს თავის პრობლემას და შესწევს უნარი, მას თვითონ გაუმკლავდეს, უნდა სცადოს. ამისათვის კი, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა დასვენება, გარემოს შეცვლა, მეტი ჟანგბადი - ბუნების წიაღში სეირნობა, სპორტი.

- რით განსხვავდება ნევროზი დეპრესიისგან?
- დეპრესიაც ფსიქიკური მოშლილობაა, რომელსაც ახასიათებს როგორც ფსიქიკური, ასევე ვეგეტატიური დარღვევები - თავბრუსხვევა, უძილობა, უმადობა, გულისცემის რიტმის შეცვლა, ფსიქიკური სიმპტომებიდან კი გამოყოფენ შინაგან მღელვარებასა და შიშს, აპათიას, გარესამყაროსადმი გულგრილობას, სიცოცხლის ინტერესის მკვეთრ დაქვეითებას.

დეპრესიის ცალკეული შემთხვევა საკმაოდ ხშირია. ის შესაძლოა გამოიწვიოს ნებისმიერმა მიზეზმა - სამსახურის დაკარგვამ, გაყრამ... ასეთ დეპრესიას სპეციალისტები დეპრესიულ ეპიზოდებს უწოდებენ. დროთა განმავლობაში ასეთი დეპრესია გაივლის, მაგრამ არსებობს არამკვეთრად გამოხატული, ხანგრძლივი დეპრესიაც, რომელსაც მედიცინაში დისტიმიას უწოდებენ. ცნობილია სეზონური დეპრესიებიც, რომლებიც განსაკუთრებით ზამთარში ხშირდება.

დეპრესიას უმეტესად ფსიქოლოგიური ტრავმა ან პირადი ტრაგედია - ახლობლის დაკარგვა, ოჯახის დანგრევა იწვევს, მაგრამ უმიზეზოდაც შეიძლება განვითარდეს. მისი წინა პირობაა გარემო, რომელშიც ადამიანი ცხოვრობს, - ერთფეროვანი, მონოტონური ყოფა.

- იკურნება თუ არა დეპრესია?
- უმეტესად სრულიად იკურნება, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ როგორც ნევროზის, ასევე დეპრესიის შემთხვევაში ბევრი რამ პაციენტის ნებისყოფაზეა დამოკიდებული. დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე გარემოს შეცვლას.

- ამბობენ, დეპრესიის წამალი დადებითი ემოციები, პოზიტიური განწყობააო...
- დადებით ემოციას ყოველგვარი დაავადების დროს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან სიხარული იმუნურ სისტემას აძლიერებს, ნევროზისა და დეპრესიისას კი ისინი ერთიორად უფრო მნიშვნელოვანია. რაც შეეხება მედიკამენტებს, მათ დაავადების სიმძიმის მიხედვით ვუნიშნავთ. როგორც ზემოთ გითხარით, კარგია გარემოს შეცვლა, ბუნებაში სეირნობა, გამაჯანსაღებელი ვარჯიშები, თქვენ წარმოიდგინეთ, ცხოველებთან ურთიერთობაც. ხშირად ვუნიშნავთ ცხენით სეირნობას. მაგრამ დღეს ძნელია, ადამიანს ძვირად ღირებულ კურორტზე დასვენება ან სამსახურის შეცვლა ურჩიო, ამიტომ ვცდილობთ, სამკურნალო კურსი მის მდგომარეობას მივუსადაგოთ და ისეთი რჩევები მივცეთ, რომელთა შესრულება არ გაუჭირდება.

სხვათა შორის
სტატისტიკის თანახმად, დეპრესია 40 წელს გადაცილებულ ქალებს უფრო ხშირად ემართებათ, ვიდრე ამავე ასაკის მამაკაცებს. ხშირია დეპრესია დიასახლისებს შორისაც, რომლებიც წლობით ერთფეროვან ცხოვრებას ეწევიან, საოჯახო საქმეებში არიან ჩაფლულები და შინიდან იშვიათად

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 87 posts ] 
აივ ინფექცია/შიდსი და ფსიქიკური პრობლემები
დესპანი