bubusuna wrote:ციტატა:
ნამდვილ ამბავს მოგიყვებით, ერთი ჩემი ახლობლის ძმას გიგის შეემთხვა.
უნივერსიტეტში სწავლობდა იურიდიულზე . ჯგუფში ერთ სვანთან მეგობრობდა, მაგრამ სულ აშაყირებდა და სვანებზე ათას ისტორიებს და ანეგდოტებს უყვებოდა და აგიჟებდა. ხო და ერთ ზაფხულს ამ სვანმა დაპატიჟა გიგი სვანეთში. სვანის სოფელში რომ ჩავიდნენ, მთელი სოფელი ფეხზე დადგა. დაიკლა საკლავი, გამოცხვა ქუბდარები და რა ვიცი კიდევ რა არა.მოკლედ მაგარი პურმარილი გაიშალა და გაჩაღდა ქეიფი.ერთი ლამაზი გოგო ტრიალებდა სახლში, გიგიმ იკითხა ეს ვინ არისო.სვანმა გოგოს დაუძახა და გააცნო:-ეს ჩემი პატარა და არისო. კარგად რომ მოილხინეს და დასაძინებლად გაემზადდნენ, სვანი ეუბნება:-ამაღამ ჩემს პატარა დასთან უნდა დაწვე, ღმერთი არ გაგიწყრეს და ხელი არ წაგცდეს, ხვალ დილით კოკას გამოიტანს ჩემი და , თუ ხელ-პირს დაგაბანინებს, ყველაფერი კარგად იქნება, თუ კოკას ფეხებთან გაგიტეხავს, მაშინ სიკვდილი არ აგცდებაო.გიგი შეეწინააღმდეგა , მაგრამ აქ წესია მასეთიო უთხრა სვანმა და ოთახში შეუშვა, სადაც მისი პატარა და იწვა . დაწვა გიგი და სული აქვს შეკრული, არ უნდა გოგო გააღვიძოს. მაგრამ არ გასულა ცოტა ხანი და გოგო თვითონ მოეტმასნა, დაუწყო ფერება. გაგიჟდა გიგი, იბრძოლა, იომა, მაგრამ ვერაფერს გახდა. ნუ გეშინია, მე არ ვიტყვი და ვერც ვერავინ ვერაფერს ვერ გაიგებსო. რა ექნა გიგის? კაცი იყო, თანაც ნასვამი და კი შემოეხმარა ეს შენი სვანის უმცროსი და. გათენდა დილა. გავიდა გარეთ გიგი და რას ხედავს, მთელი სოფელია ეზოში შეკრებილი.სვანი მიესალმა და თავის დას გასძახა, კოკა მოიტანეო. დგას გიგი გამშრალი და ელოდება .მოიტანა გოგომ კოკა და ფეხებთან მიუმსხვრია.გაშეშდა გიგი, სოფლის კაცებმა ხმლებზე წაივლეს ხელი და გიგისაც გული წაუვიდა, (მეორე კურსელი ბავშვები იყვნენ 18-19 წლის)აზრზე რომ მოვიდა დაინახა მთელი ეზო ხარხარებს, სვანი სიცილისაგან მიწაზე გორავს.თურმე ეს გოგო მეძავი ყოფილა და ქუთაისიდან ამოუყვანიათ სპეციალურად. რაც გიგის სვანებზე ამბები მოუყოლია და სვანებისთვის დაუცინია, სვანმა ყველაფერზე ერთად იძია შური.

გაიხარეეე ბუბუ,რა გემრიელად გამაცინე
