↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ნ ა რ კ ო მ ა ნ ი ა!!!!!!!! საშინელებაააააააააა!!!


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 132 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined28 Oct 2007
Posts1926
კარმა85
OFFLINEPROFILE
ხო მაგრამ, მის დასაჭერად მაიცდამაინც მაიკა იყო საჭირო? :):):)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Dec 2007
Posts585
კარმა50
OFFLINEPROFILE
რატომ იცინით?რაც დავწერე მამა აკაკიზე დამერწმუნეთ სინამდვილეს შეესაბამება.ასევე მამა სოკრატეა ქაშვეთში.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Dec 2007
Posts916
კარმა54
OFFLINEPROFILE
pikaso22 wrote:
ციტატა:
ხო მაგრამ, მის დასაჭერად მაიცდამაინც მაიკა იყო საჭირო? :):):)

ნუ დამთხვევა დაარქვი თუ ასეთი ათეისტი ხარ:)) მე თამოს დავეთანხმე:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined28 Oct 2007
Posts1926
კარმა85
OFFLINEPROFILE
აბა გამოუცწორებია კაცი, მეც ვიტხოვე მაიკა გამომიგზავნეთ მეთქი, გადავიფიქრე უკვე :):):)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Dec 2007
Posts916
კარმა54
OFFLINEPROFILE
pikaso22 wrote:
ციტატა:
აბა გამოუცწორებია კაცი, მეც ვიტხოვე მაიკა გამომიგზავნეთ მეთქი, გადავიფიქრე უკვე :):):)

შენზე მაიკა სხვანაირად იმოქმედებს ხო იცი და არ დაგადეპორტონ პიკა:))))

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Dec 2007
Posts916
კარმა54
OFFLINEPROFILE
ისე იხვეწები საქართველოსაკენ:)) აგისრულოს იქნება:))))

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
ვიცი წინასწარ ჩემს კომენტარს რა აჟიოტაჟი მოყვება, მაგრამ გული არ მითმენს რომ არ ვთქვა: ნარკომანობას რომ დაიწყებს კაცი, ის იქვე უნდა მოკვდეს- პირველივე გასინჯვის დროს, რადგან ნარკომანის გამოსწორება არ შეიძლება/
ხალხო, ძალიან გთხოვთ ყველაფერს დაარქვით თავისი სახელი/ ნარკომანი ავადმყოფი არ არის, ის სისხლის სამართლის დამნაშავეა,რადგან წამალი რომ იყიდოს, ის ყველაფერს ჩაიდენს. ნარკომანი გაშიშვლებული სადენია,რომელიც ქუჩაში გდია და მაღალი ძაბვისაგან იკლაკნება, მიხვალ მისაშველებლად?- დენს დაგკრავს. ერთადერთი ამ სადენის გაუვნებელყოფა შეიძლება- თუ დენს გამორთავენ მაშინ. აქედან დასკვნა: მშობლებო! ნუ გინდათ ნურაფერი ამ ქვეყანაზე- გარდა საღი შვილებისა, და მათი სულის სიჯანსაღე მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული!
გასათხოვარო გოგონებო! სჯობს დარჩეთ გაუთხოვარი ვიდრე გყავდეთ ნარკომანი ქმარი, ამიტომ გირჩევთ: ფართედ გაახილეთ თვალები/
მე ყველაფერი ვთქვი და ამ თემას აღარ დავუბრუნდები.
ვერც სხვისგან მორალზე ლაპარაკს ავიტან( რომ მე შეუბრალებელი და კაცთმოძულე ვარრრრ, მორფინისტებს და შიდსიანებს არ ვიბრალებ, არ ვეფერები, არ ვეხმარები და ა.შ.) მე მაქვს( მილიონ მაგალითზე დაქვემდებარებული) ჩემი მოსაზრება ამ საკითხის ირგვლივ და ვერავის რეპლიკა, დატუქსვა ან დასჯა ამ აზრს ვერ შემაცვლევინებს. მე ერთი ვიცი ძალიან მყარად: ნარკომანი არ გამოსწორდება. მას მხოლოდ სამარე გაასწორებს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Dec 2007
Posts916
კარმა54
OFFLINEPROFILE
მანა... უხეშად არ მინდა გამომივიდეს .. არავის ვუსურვებ.. მაგრამ საკუთარ შვილს რომ შეეყაროს ეგ სენი (ღმერთმა დაიფაროს) რას მოიმოქმედებდი?

ეცდებოდი გამოსწორებას თუ მაშინვე კედელთან ??

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
ჩვენ ყველანი ჩვენი ბედის მესაჭეები ვართ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Dec 2007
Posts916
კარმა54
OFFLINEPROFILE
mana wrote:
ციტატა:
ჩვენ ყველანი ჩვენი ბედის მესაჭეები ვართ

ბოდიში ეხლა შევასწორე.. ანუ ეცდებოდი გამოსწორებას თუ ჩამოვაცილოთ მაშინვე საზოგადოებას?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Dec 2007
Posts585
კარმა50
OFFLINEPROFILE
აბსოლიტურად გეთანხმებით.წამლის გამო ოჯახს გაყიდიან.ყველაფერზე მიდიან.ერთმა 15წლის გოგონამ ასე მითხრა თბილისელმა,კლუბში რომ დავდივარ ვეწევი კიდეცო,რას პლანსთქო?და კიო და თუ ძალიან "იჩალიჩე"უფრო ძლიერსაც "გაჩითავო".არ გეცოდება შენი თავი და მშობლებითქო და ეე მოიცა რა შენ რა ჩამორჩენილხარო.თბილისში ბიჭები კი არა გოგოები გადაგვარდნენ სუბოტექსით უკვე.კატასტროფაა.მაგრამ მაინც ვურჩევ ყველას მიმართონ მამა აკაკის.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
ჩემს ორ ვაჟკაცს, რომლებიც უზარმაზარ მეგაპოლისში გაიზარდნენ, პრაქტიკულად სოსკა როგორც გადააგდეს იქედან მოყოლებული ტვინი აქვთ მშობლების ლექციებით გაბურღული ( ცოცხალი მაგალითებით დადასტურებული) ყველაფერში დეტალებში გათვითცნობიერებული არიან მაგ საქმიანობის ირგვლივ, და ღმერთმა არ მომასწროს იმ დღეს, რომ ჩემმა შვილებმა მასეთი რაიმე ჩაიდინონ?- თითს არ გავანძრევ დასახმარებლად, რამეთუ ვერაფერს ვუშველი მაინც. ეს მათ ძალიან კარგად იციან.ღმერთმა არ ქნას.... ფუი ეშმაკს....

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
იცით, ამბობენ, რომ ნარკომანია ბედისწერაა, ავადმყოფობაა... ბედისწერაა ავარია მაგალითად,ავადმყოფობაა დიაბეტი, კიბო... სადაა არჩევანი?! დაეტაკება ადამიანს და მტერს!
მცონარა, უნებისყოფო,ეგოისტი ადამიანი რომ მეთოდურად და პერიოდულად ინადგურებს თავს_ეს უკვე არჩევანია, უგემოვნო, უვარგისი პიროვნების მიერ გაკეთებული სრულიად ჩვეულებრივი არჩევანი...
სადაა პასუხისმგებლობა, საზოგადოებრივი, ოჯახური, პირადი მოვალეობები, "აბა მე დღეს ვის რა ვარგე" დევიზი?! ვინმეს ხომ არ გონია,ეს ცხოვრება განცხრომისა და ტაშფანდურისთვის მოგვანიჭა მამაზეციერმა?!შევიცოდოთ ის, ვინც შესაცოდია და არა ის, ვინც უსაქმურობისა და დროის მოჭარბებისგან საკუთარი სურვილით სიკვდილს ეთამაშება, ოჯახსაც ამწარებს და სამშობლოს რაოდენობრივადაც კი არას არგია! და კიდევ, ამ მთავრობას მრავალ სხვა ბრალდებებთან ერთად ერთსაც უყენებენ:თურმე ნუ იტყვით, ნარკომანი კრიმინალები პაციენტებად უმდა განვიხილოთ და არა
განსასჯელებად, თურმე ექსტაზი და სუბოტექსი ნარკოტიკებად არ უნდა ჩაითვალოს და მისთ.მაპატიეთ ვულგარულად თუ გამომდის, მაგრამ ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე მოვუწოდერბ ამ ხალხს:
თავს იშტერებთ თუ გვაშტერებთ_ჩამოეთრიეთ რა მიწაზე, რეალურ ცხოვრებაში, გადახედეთ დემოგრაფიას, სტატისტიკას, ქვეყნის საერთო მდგომარეობას და აზრზე მოდით!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Dec 2007
Posts916
კარმა54
OFFLINEPROFILE
ისევე როგორც ბუნებაში , ადამიანებში არიან ძლიერები და სუსტები.. ძლიერები პოულობენ თავის გზას. სუსტები იღუპებიან.. ნარკომანები ამ სუსტების რიცხვს მიეკუტვნებიან.. ეს არიან ადამიანები ვინც ვერ იპოვეს ვერც თავისი თავი და ვერც ინტერესთა სფერო.. ამასთან ერთად , ყველას არ შესწევს უნარი ებრზოლოს ცხოვრების უსამართლობას.. ზოგი დაიჩაგრა და თავს ზემოთ ძალა არ არის...
არ შეიზლება ყველა მოვხარშოთ ერთ ქვაბში.. მე პირადად ვუყურებ ამ სენს როგორც ავადმყოფობას.. და ზოგჯერ ერთადერთი შეცდომა ხდება ამ ავადყოფობის მიზეზი. და ვთვლი რომ შეცდომებს ყველა ვუშვებთ ცხოვრებაში, რა მნიშვნელობა აქვს რა სახის? ამისათვის უნდა გაირიყოს ადამიანი საზოგადოებიდან? მე ვფიქრობ რომ სხვა გზებია საზებნელი ამ კუთხით.. რასაც ალბათ ამ საკითხში ჩვენზე კომპეტენტური ხალხი აკეთებს და გააკეთებს...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Dec 2007
Posts916
კარმა54
OFFLINEPROFILE
ნუ დაგვავიწყდება, რომ ნარკომანიაში ფიგურირებს ერთი მთავარი მცნება..- დამოკიდებულობა... და არა ნებაყოფლობითობა...

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 132 posts ] 
ნ ა რ კ ო მ ა ნ ი ა!!!!!!!! საშინელებაააააააააა!!!
დესპანი