↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ნ ა რ კ ო მ ა ნ ი ა!!!!!!!! საშინელებაააააააააა!!!


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 132 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2007
Posts825
კარმა60
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
ბატატარი! დიდი მადლობა რომ ასე გვათვითცნობიერებ, ნამდვილად საჭიროა ყველაფრის ცოდნა ამ სფეროში რომ чп არ მოხდეს. დესპანელო ძმობილო მაგათი ფასიც გეციდინოს იქნება შავ ბაზარზე და გვიკარნახე, ნუ დაგვზარდები რა!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2007
Posts825
კარმა60
OFFLINEPROFILE
რათ გინდა ყიდვას ხომ არ აპირებ? გეხუმრები

ყველა ქვეყანაში სხვადასხვა ფასი აქვს. ცხოვრების დონიდან გამომდინარე.

შავბაზარზე რა გინდა ყველა დისკოთეკაზე ყიდიან და გთავაზობენ პაჩტი.

მოსკოვში მაგალითად 10-50$ მერყეობს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Dec 2007
Posts585
კარმა50
OFFLINEPROFILE
ვაიმე კამფეტებს არ გავს?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Dec 2007
Posts585
კარმა50
OFFLINEPROFILE
რა მოსკოვში მიდიხართ?თბილისში ღამის კლუბი არაა ეგ რომ არ იყიდებოდეს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2007
Posts825
კარმა60
OFFLINEPROFILE
რათქმაუნდა თბილისშიც იქნება თანაც იაფათ გეთანხმები tamo.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
ბატატარი შენ ისე ლამაზ-ლამაზ ფერუკუნებში ასხივებ ამ ტაბლეტებს, დოლარი რომ ახატია იმის გაწუწვნა ქიც მომინდა. თუ დროზე არ შეწყვეტ, მსურველები ბევრი გამოჩნდება კიდევ ალბათ (შ უ ტ კ ა )

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Dec 2007
Posts916
კარმა54
OFFLINEPROFILE
LSD ერთერთ ძლიერი ჰალუცინატორი... 9 ნაწილად

http://www.youtube.com/watch?v=Zzq_sBsjbAU

http://www.youtube.com/watch?v=OHju9HiQTvA

http://www.youtube.com/watch?v=vnUsawVbRvo

http://www.youtube.com/watch?v=btstwWkByjQ

http://www.youtube.com/watch?v=rQILJ6x3PM8

http://www.youtube.com/watch?v=8oTEliX-3Ik

http://www.youtube.com/watch?v=Siqujx6jCH8

http://www.youtube.com/watch?v=FlxOasUiT_0

http://www.youtube.com/watch?v=q9otYBJw8n8

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2007
Posts825
კარმა60
OFFLINEPROFILE
ana_tekla wrote:
ციტატა:
ნარკომანია რომ საშინელი დაავადება ეს ახალი აღმოჩენა არ არის ჩემგან,მაგრამ ერთი ვერ გამიგია და ვერ ვხვდები იქნებ თქვენ ამიხსნათ ,ვიცი ხდება ან მეგობრების გავლენის ქვეშ ახალგაზრდა, ან მიმბაძველობით ან ინტერესით ,მაგრამ ერთხელ რომ გასინჯავს, რატომ არ გაერიდება მეორედ ,ნურავინ ნუ იტყვის ერთხელ გასინჯვით ეჩვევაო, უბრალოდ ჩემის აზრით სუსტი ნებისყოფის ადამიანები ან გავლენის ქვეშ ექცევიან ან შეგნებულად არ უნდათ გაერიდონდა შორს დადგნენ ამ დამანგრეველ საწამლავისაგან

საქმეც მაგაშია რომ ერთხელ გასინჯავ და მეორედ გასინჯვის სურვილი გიჩნდება.
ტომი ჯერში ხო გინახიათ თვალბი ქვემოდან ზემოთ წყლით რომ ევსება.??

ნარკომანიც ზუსტად მასეა სხვანაირად უყურებს ყველაფერს=dk= =dk= =dk= =dk=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts1986
კარმა207
OFFLINEPROFILE
ნარკომანია

ნარკომანია კაცობრიობის უდიდესი უბედურებაა. მას აურაცხელი ზიანი მოაქვს არა მარტო ადამიანისათვის პირადად, არამედ საზოგადოებისა და ერისათვის. ამ ზიანის ქვეშ იგულისხმება ერის მომავლის - ახალაგაზრდობის როგორც ფიზიკური, ასევე მორალური დეგრადაცია, გენოფონდის გადაგვარება, ფსიქიურად და ფიზიკურად დეფექტურ ბავშვთა რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა, ერის ინტელექტუალური და ზნეობრივი პოტენციალის მკვეთრი შემცირება. ეს არის ერთ-ერთი საშიში და ბოროტი სენი, რომელიც განსაკუთრებით გავრცელდა ამ საუკუნეში მთელს მსოფლიოში.

ტერმინი ნარკომანია წარმოსდგება ბერძნული სიტყვისაგან და ნიშნავს გაშეშებას. ნარკომანია ნარკოტიკული ნივთიერებების არასამედიცინო გამოყენებით განპირობებული დაავადებაა. იგი არის ავადმყოფური ლტოლვა იმ ნივთიერებებისადმი, რომელთა გამუდმებული მიღებით განსაკუთრებით ითრგუნება ცენტრალური ნერვული სისტემა.ლტოლვა კი ჩვევაში გადაიზრდება და ადამიანის ცხოვრების წესის განუყოფელი, აუცილებელი ნაწილი ხდება. ამდენად, ნარკომანიის ცნება კიდევ უფრო ფართოვდება და აღარ იფარგლება მხოლოდ ნარკოტიკულ ნივთიერებათა მოხმარებით.

ე.წ, "საყოფაცხოვრებო ნარკომანიას" წარმოადგენს ნიკოტინიზმიც (თამბაქოს წევა) და ალკოჰოლიზმიც.

სხვაგვარად, საქმე გვაქვს იმ ნივთიერებებისადმი მიჩვევას, რომლებიც დოზირების მიხედვით, ბიოქიმიური გარდაქმნის გზით ადამიანის ფსიქიკას ადუნებენ ან აღაგზნებენ გაცილებით მოკლე დროში, ვიდრე ეს ბუნებრივ პირობებში ხდება. მაგრამ ამ ჩვევათა მავნეობაიმაშია, რომ "თრობას" (მოდუნებას) მოჰყვება ცენტრალური ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემისათვის მძიმედ გადასატანი ხანგრძლივი "ბახუსი" (გამოფხიზლება) - შექცევადი პროცესი. ტკივილთა "თაიგული" იოლად იხსენება, თუ ორგანიზმი საწყის მდგომარეობაში აღმოჩნდება. სწორედ, ამ ბარიერის მრავალჯერადი გადაულახაობა იწვევს ჯანმრთელობისათვის მავნე ჩვევაში გადაზრდას (ანუ ფსიქო-ფიზიოლოგიური იმუნიტეტის შეუქცევად შემცირებას).

ისტორიული ცნობები ნარკოტიკული საშუალებების შესახებ:

ნარკომანია წარმოადგენს არა მარტო სამედიცინო, არამედ სოციალურ უბედურებასაც. მისი წარმოშობისა და გავრცელების ისტორიის ხანგრძლივობას რამდენიმე ათასწლეულის მიღმა მივყევართ.

ცნობილია, რომ ასირიელები, ეგვიპტელები და ბერძნები საძილე ყაყაჩოს ჯერ კიდევ 3-4 ათასი წლის წინათ იყენებდნენ. ანალოგიური სახის ცნობები შემორჩენილია ლეგენდებში, ხელნაწერებში. ჰომეროსის "ოდისეაში" მშვენიერმა ელენემ, მეფე მანელას ცოლმა, საძილე ყაყაჩოს ნაყენი დაალევინა ტელემაკს.

საძილე ყაყაჩოსა და ოპიუმს, როგორც ძლიერმოქმედ საშუალებებს აღწერენ ბერძენი ისტორიკოსები და მედიკოსები: ჰიპოკრატე, ჰეროდოტე, არისტოტელე, ვირგილიუსი და სხვები.

ზოგიერთი მკვლევარის მტკიცებით დიდი მოზაროვნე და ფილოსოფოსი ავიცენა (აბუ-ალი იბნ სინა, 980-1037) ოპიუმით მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა. ინდოეთში ოპიუმის გავრცელებას ალექსანდრე მაკედონელის სახელს, ზოგი არაბების ლაშქრობებს უკავშირებდა. არაბთა ხელნაწერებში ეს ნივთიერება XV საუკუნიდან არის აღწერილი.

XVI საუკუნეში ოპიუმის სამედიცინო მიზნებით გამოიყენება პარაცელსმა, ხოლო XVII საუკუნეში ინგლისელმა ექიმმა თომას რიდენხემმა დაიწყეს.

დიდი ხნის ისტორია აქვს ისეთი მცენარეული ნარკოტიკული საშუალებების გამოყენებას, როგორიც არის ინდური კანაფი, მცენარე კოკას ფოთლები, მექსიკური სოკო "პეიოტლი" და სხვა.

უნდა აღინიშნოს, რომ XIX საუკუნის ბოლომდე ნარკოტიკების გამოყენება საერთაშორისო პრობლემას არ წარმოადგენდა, ვინაიდან იგი გარკვეულ პერიოდში მხოლოდ ცალკეულ ქვეყნებში იყო გავრცელებული და ამ ქვეყნების ადათად ითვლებოდა.

ტექნიკის განვითარებამ შესაძლებელი გახადა ოპიუმიდან და მცენარე კოკას ფოთლებიდან დიდი რაოდენობით ახალი ალკალოიდების მიღება, ხოლო მიმოსვლის განვითარებამ გააადვილა ნარკოტიკების გატანა შორეულ ქვეყნებში. ამიტომ ნარკოტიკებით ვაჭრობამ ფართო მასშტაბებს მიაღწია XX საუკუნის დასაწყისში. სწორედ ამ პერიოდში მიექცა ყურადღება ნარკომანიას, ვინაიდან თვალნათლივ გამოჩნდა ის დიდი ბოროტება, რაც მას მოაქვს ადამიანის, საზოგადოებისა და სახელმწიფოსათვის. ნარკოტიკების გავრცელებას თან მოჰყვა სისხლის სამართლის დანაშაულობათა ზრდა.

მედიცინაში ნარკოტიკული საშუალებები დაყოფილია სხვადასხვა ჯგუფებად: ისეთები, რომლებიც გამოიყენებოდა და დღესაც გამოიყენება სამედიცინო პრაქტიკაში და ისეთები, რომელთა წარმოება აკრძალულია და მედიცინაშიც არ გამოიყენება.

ნარკოტიკული საშუალებების სახეები

ნარკოტიკი ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს გამაბრუებელს, დამარეტიანებელს.

ცნობილია, რომ ნარკოტიკული საშუალებები სხვადასხვა სახისაა, მაგრამ ისინი ძირითადად მოქმედებენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. მათი მცირე დოზები იწვევს ფსიქოსომატური ტონუსის ერთგვარ აწევას, საერთო დამშვიდებას, ტკივილდაყუჩებას და ზოგად ეიფორიულ (ობიექტურ რეალობასთან შეუსაბამოდ ამაღლებული, უზრუნველი, კმაყოფილი გუნება-განწყობილება) მდგომარეობას, ხოლო გადიდებული დოზები - ე.წ. სიმთვრალეს, ღრმა ნარკოზულ ძილს, გაბრუებას და ტოქსიკური მდგომარეობისათვის დამახასიათებელ სხვა კლინიკურ ნიშნებს.

სამედიცინო თვალსაზრისით ნარკოტიკული საშუალებების ხმარება ძველთაგანვე მომდინარეობს.

XIX საუკუნეში, დაახლოებით ასი წლის წინათ, მედიცინაში დაიწყეს ოპიუმის ნაწარმის - მორფინის გამოყენება. მის მიღებას უკავშირებენ გერმანელი ფარმაკოლოგის ფრიდრიხ ზერტიურნერის, ზოგიერთი მკვლევარი კი ფრანგი ქიმიკოსის - არმან სეგენის სახელებს. მანამდე კი, ოპიუმი იხმარებოდა, როგორც ნარკოტიკული საშუალება.

ცნობილია ის ფაქტიც, რომ ჩინეთში ოპიუმი გავრცელდა კუნძულ იავადან და ინდოეთიდან. მოკლე დროში ამ სახისნარკოტიკული საშუალებებით რამდენიმე მილიონი ადამიანი დაავადდა. წარმოიშვა "მორფინისტის" ცნება. ინგლისისათვის ოპიუმით ვაჭრობამ ფართო ბაზარი დაიკავა, რასაც ჩინეთის მთავრობის პროტესტი მოჰყვა. შემდეგ იგი ამ ორ სახელმწიფოს შორის ომის საბაბიც კი გახდა ("ოპიუმის ომი" - 1832-1842 წწ.).

ოპიუმი, როგორც ნარკოტიკული საშუალება, ნაკლებად იხმარება, ხოლო მისმა წარმონაქმნებმა - მორფინმა და კოდეინმა ფართო გავრცელება და პოპულარობა ჰპოვეს ნარკომანთა შორის.

თანამედროვე პირობებში დიდად არის გავრცელებული მორფინის კიდევ ერთი წარმონაქმნი - ჰეროინი. იგი არ არის სამედიცინო პრეპარატი, ამიტომ - მსოფლიოს ჯანმრთელობის დაცვის და ჟენევის მუდმივი კომიტეტის გადაწყვეტილებით, - მისი წარმოება აკრძალულია.

ნარკოტიკული საშუალებების მიხედვით არსებობს ნარკომანიის სხვადასხვა სახე: ოპომანია, მორფინიზმი, კოკაინომანია ანუ კოკაინიზმი, საძილე საშუალებებით გამოწვეული ტოქსიკომანია ანუ ბარბიტურომანია და ა.შ.

ნარკოტიკული საშუალებების გავრცელება მსოფლიოში

ნარკოტიკული საშუალებები და ნარკომანიის სახეები სხვადასზვა ქვეყანაში სხვადასხვაა.

ჩრდილოეთ ამერიკაში და კანადაში ძირითადად, ხმარობეენ ორი სახის ნარკოტიკს - ჰეროინს და ინდოეთის კანაფს, რომელსაც ეწევიან მარიხუანას სიგარეტების სახით.

სამხრეთ ამერიკაში გამოიყენება მცენარე კოკას ფოთლები, რომელსაც ღეჭავენ მთიან ანდებში მცხოვრები ინდიელები. აფრიკაში მიმართავენ ჰაშიშს, რომლის მწეველთა რიცხვი ადგილობრივ ტომებში რამდენიმე ათეულ ათასს აღწევს. აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში უმრავლესობა ეწევა ოპიუმს. იაპონიაში უპირატესობას ჰეროინს ანიჭებენ.

საქართველოში მეტნაკლებად გავრცელებულია ნარკომანიის სხვადასხვა სახე. ყველაზე მეტად კი ოპომანია, ინდოეთის კანაფი, ჰაშჰაში, ყაყაჩო. შედარებით "ახალი" სახეებია მორფინიზმი და ჰეროინიზმი. უნდა ითქვას, რომ ჩვენსავით მცირემოსახლეობიანი ქვეყნისთვის, ოფიციალურ დონეზე დასახელებული, 80-100 ათასი ნარკომანიც კი კატასტროფაა. მით უფრო, რომ უკონტროლობის, აღურიცხაობისა და საზოგადოებრივი აზრის კონიუნქტურის გამო ეს რაოდენობა რეალურის ნახევარსაც არ შეადგენს.

ნარკოტიკები და კანონი

არასამკურნალო მიზნით ნარკოტიკული საშუალებების დამზადება და გავრცელება დანაშაულად ითვლება თითქმის ყველა სახელმწიფოში. კანონმდებლობის თანახმად მკაცრად ისჯება ნარკოტიკული საშუალებების უკანონო დამზადება, გასაღება, შენახვა, გადატანა-გადაგზავნა, გატაცება, მათი შემცველი მცენარეების (ხაშხაში, ინდური, სამხრეთ მანჯურიის ან სამხრეთ ჩუის კანაფი) მოყვანა, ნარკოტიკების სახმარი "ბუნაგის" მოწყობა და სხვა.

ნარკოტიკული საშუალებების ხმარებისათვის დაწესებულია ადმინისტრაციული სასჯელი ან ზოგ შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

ნარკოტიკული საშუალებების უკანონო წარმოება და გავრცელება საერთაშორისო ხასიათის დანაშაულია, რადგან იგი სცილდება ერთი სახელმწიფოს ტერიტორიას (ნარკოტიკების შემცველი მცენარეები ზოგიერთ ქვეყანაში ხარობს, დამზადების შემდეგ კი არალეგალურად შეაქვთ სხვა ქვეყნებში). ამიტომ ამ დანაშაულთან ბრძოლისათვის საჭიროა სახელმწიფოთა თანამშრომლობა.

1961 წელს გაეროს თაოსნობით მიღებულია ერთიანი კონვენცია ნარკოტიკული საშუალელების შესახებ. მან დანაშაულად გამოაცხადა ნარკოტიკული საშუალებების შემცველი მცენარეების უნებართვოდ მოყვანა, მათგან ნარკოტიკული საშუალებების წარმოება, ერთი ნარკოტიკისაგან მეორის დამზადება, ნარკოტიკული საშუალებების ყიდვა-გაყიდვა, მათი ხმარება სამედიცინო დაწესებულებების გარეთ და არასამკურნალო მიზნით. კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებმა სათანადო კანონმდებლობა და მკაცრი ადმინისტრაციული ზომები უნდა გამოიყენონ ამ დანაშაულთა აღსაკვეთად თავიანთ ტერიტორიაზე.

ვის შეიძლება ეწოდოს ნარკომანი?

ნარკომანად უნდა ჩაითვალოს ის პირი, ვისაც ბუნებრივი ან სინთეზური გზით მიღებული ნარკოტიკული საშუალებების ხშირი ხმარების დროს უვითარდება პერიოდული ან ქრონიკული ინტოქსიკაციის მდგომარეობა, რაც მავნეა, როგორც ნარკომანისათვის, ასევე მის ირგვლივ მყოფი პირებისათვის.

ნარკომანია განიხილება როგორც ავადმყოფობა. ორგანიზმის შხამისადმი გამძლეობის გამომუშავებასთან ერთად, ნარკომანიზრდის შხამის მიღების რაოდენობას. მას აღენიშნება ნარკოტიკების მიღებისადმი დაუძლეველი სწრაფვა. ვერ თმობს რა შხამს, ნარკომანი მთლიანად დამოკიდებული ხდება ნარკოტიკულ საშუალებებზე, როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქიკურად.

ნარკომანი შეიძლება იღებდეს ერთ რომელიმე ნარკოტიკულ საშუალებას (მონონარკომანია). შედარებით იშვიათად, მაგრამ არის ნარკომანია, რომელიც იღებს ორ ან მეტ სხვადასხვა სახის ნარკოტიკულ საშუალებას ერთდროულად (პოლინარკომანია).

ვინ შეიძლება გახდეს ნარკომანი?

მეცნიერთა დიდი ჯგუფი, რომელიც ამ პრობლემებზე მუშაობს, თვლის, რომ ნარკომანი შეიძლება გახდეს ყოველი ადამიანი. ამის ხელისშემწყობ წინაპირობად მიჩნეულია ის, რომ უმეტეს შემთხვევაში, საქმე გვაქვს ფიზიკურად სუსტ, ლაბილური ვეგეტატიური ნერვული სისტემის მქონე პირებთან, ხშირად ფსიქოპათიური ხაზების მატარებლებთან. მათ უმრავლესობას, ჯერ კიდევ მოზარდი ასაკიდან, აღენიშნებათ თავის ტკივილები, თავბრუსხვევები, ხშირი გულის წასვლები, კუჭნაწლავის მოშლილობები, ნერვულ ნიადაგზე უძილობა, მენსტრუაციის მოშლა და სხვა.

ნარკომანს ახასიათებს, ნარკოტიკებისადმი მიჩვევის პროცესში გამომუშავებული, გარკვეული ფსიქიური დამოკიდებულება. იგი შეიძლება იყოს ნეგატიური - დაძაბულობის, უსიამოვნო შეგრძნების, ცუდი გუნება-განწყობის, ტკივილის მოსახსნელად და პოზიტიური - სასიამოვნო სუბიექტური განცდის შესანარჩუნებლად. ნარკოტიკის განმეორებითი და მრავლობითი მიღების შედეგად პათოლოგიური სწრაფვა და ჩვევა ყალიბდება.

მნიშვნელოვანი ამოცანაა ნარკომანიის "რისკის ჯგუფის" დროული გამოვლენა ახალგაზრდებში, უპირველეს ყოვლისა კი მოსწავლეთა შორის, რადგან ეს უმძიმესი სენი ძირითადად ახალგაზრდობას შეეხო და მისი მკვეთრი მატების ტენდენციაც აშკარად გამოიკვეთა. მშობლებისა და პედაგოგების უმრავლესობას კი მკაფიო წარმოდგენა არ აქვს ნარკომანიის წარმოშობასა და პროფილაქტიკურ ღონისძიებებზე, ან უბრალოდ, არ დაფიქრებულან ამაზე.

მოზარდობის და ყრმობის ასაკში, განსკუთრებით ინტენსიურად მიმდინარეობს პიროვნების ჩამოყალიბების პროცესი, თვითდამკვიდრების, დამოუკიდებლობის გზებისა და საშუალებებისძიება. ამ პერიოდში ხდება მოთხოვნილებათა საბოლოო ინტეგრაცია, რაც განსაზღვრავს პიროვნების სტრუქტურას. ბუნებრივია, რომ ყოველივე ეს განაპირობებს მოზარდის ფსიქიკის დაძაბვას, თავის გამოჩენისადმი სწრაფვას. ისმება კითხვა: შეუძლია თუ არა მოზარდს დაიმკვიდროს შინაარსიანი, სოციალურად აუცილებელი და მიმზიდველი ყოფა?¹ აქვს მას საშუალება დაიკმაყოფილოს დამოუკიდებლობის მოთხოვნილება?

სამწუხაროდ, ასეთი შესაძლებლობა გააჩნიათ მხოლოდ იმ ბავშვებს, ვისმა მშობლებმაც ისე მოაწყვეს ცხოვრება, რომ მშობელთათვის დახმარების გაწევა, ინიციატივა, სამეურნეო საქმიანობაში ჩართვა ბავშვის სასიცოცხლო მოთხოვნილებად იქცა. მაგრამ, ასეთი ვარიანტები უფრო გამონაკლისია, ვიდრე საყოველთაო ნორმა. ამრიგად, მოზარდის ასაკობრივი შინაგანი შესაძლებლობები და მოთხოვნილებები ხშირად ეჯახება რეალურ შესაძლებლობათა სიღარიბეს. მოზარდს აღარ ძალუძს განსაზღვროს საკუთარი ცხოვრების აზრი, რაც თავისებურ ვაკუუმს ქმნის მის სულში. ეს სიცარიელე აუცილებლად უნდა შეივსოს, წინააღმდეგ შემთხვევაში თითქმის გარდაუვალია მოზარდის ემოციური ნეიტრალობა და აპათია. ბუნებრივია, ასეთი სულიერი განწყობა თავისთავად ეწინააღმდეგება ინდივიდის ქმედების და თვითდამკვიდრების მოთხოვნებს, იწვევს დაძაბულობას, ფსიქიკის "მაძიებლურ" მდგომარეობაში გადასვლას, დაუკმაყოფილებლობას, დარდს, თვითდამკვიდრების ფარულ სურვილს.

რადგან მოზარდის მოთხოვნილება ვერ კმაყოფილდება დამოუკიდებელი შემოქმედებითი აქტივობით, მისი ინტერესი თანდათანობით გადაინაცვლებს "იოლი" ცხოვრების, ანუ უსაქმურობის სფეროში. მისთვის თანდათან იგი სულიერი მოთხოვნილების დაკმაყოფილების არეალად იქცევა. მაგალითად: გართობა - თვითკმარ აქტად, კომფორტი - ცხოვრების უმაღლეს ფასეულობად. ზემოაღნიშნული შინაგანი სულიერი დაუკმაყოფილებლობა ახლა გრძნობადი, ხორციელი კმაყოფილებით ივსება. ამგვარად წარმოიქმნება მოტივირებული სტრატეგიის ახალი ტიპი - სიტუაციური განტვირთვა, რომლის არსია წუთიერი სურვილის დაკმაყოფილება, საკუთარ თავში ახალ-ახალი სიტუაციური მოთხოვნილებების აგზნება და მათი დაუყოვნებელი აღსრულება. ასე ყალიბდება საქციელი, რომელსაც არავითარი მიზანი, პასუხისმგებლობა, პრინციპი არ გააჩნია გარდა გრძნობადი სიამოვნებისა. ბუნებრივია, რომ ასეთ შემთხვევაში მოზარდის სულიერი სამყარო მახინჯდება და დადის პრიმიტიულ იმპულსებამდე, ხშირად სწორედ ეს ქმნის ნარკოტიკებით და არა მარტო ნარკოტიკებით დაინტერესების ნაყოფიერ ნიადაგს. მოზარდს უჩნდება ნარკოტიკის "გასინჯვის" სურვილი იმ იმედით, რომ სწრაფად და ეფექტურად მიაღწევს "ტკბობას". ამას ადასტურებს სპეციალური გამოკვლევები.

ნარკომანიის ფონზე ჩადენილ სამართალდარღვევათა ტიპური მიზეზია სიამოვნების დაუყოვნებლად მიღწევის გაზრდილი სურვილი, რასაც საფუძვლად უდევს უნებისყოფობა, სულიერი ინფანტილიზმი, "აკრძალული ხილისადმი" ლტოლვა და სხვა მრავალი ფაქტორი.

მოზარდებში ნარკომანიის წარმოშობის ძლიერი ხელშემწყობი ფაქტორებია ბავშვის არასწორი საოჯახო აღზრდა, უმაღლესი ნერვული სისტემის ფუნქციური გადახრა.

"ზემზრუნველობას", ანუ მშობლების მცდელობას, დაიფარონ შვილები ყოველგვარი სიძნელეებისაგან და დაუკმაყოფილონ ყველა მოთხოვნა, ბავშვი მიჰყავს უსუსურობამდე. ასეთი ბავშვები ვეღარ ახერხებენ იმპულსური აღტკინებისაგან თავშეკავებას, გარშემომყოფთაგან ელოდებიან ყველა სურვილის აუცილებელ შესრულებას. წარმოქმნილი ფსიქიკური დისკომფორტის მოხსნის ცდა ზრდასრულებში "დამცავი" მექანიზმების ჩართვას იწვევს, არასრულწლოვანში კი აღძრავს ფსიქოტრავმულ სიტუაციას, რაც ბათილდება ნარკოტიკის მიღებით. ფსიქოტრავმული სიტუაციის მიზეზი შეიძლება იყოს "ზემზრუნველობაც" და პირიქით, ბავშვებისადმი გულგრილი, უზრუნველი, უსიყვარულო, ზოგჯერ სასტიკი დამოკიდებულებაც. ასეთ მდგომარეობაში ჩავარდნილი ბავშვები, უფროსებისაგან განსხვავებით, გაცილებით ადრე, თითქმის დაუყოვნებლივ იწყებენ გამოსავლის ძიებას, ემოციური დაძაბულობის მოხსნის საშუალებებს.

ნარკოტიკების გამოყენების ალბათობა იზრდება სუსტი ნერვული სისტემის, ფსიქოასთენიური ხასიათის მქონე, ემოციურად არამდგრად და ნევროზულ ბავშვებში. ნარკომანიის "რისკისჯგუფს" განეკუთვნება აგრეთვე მოზარდთა ის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლითაც აღენიშნებათ ხასიათის აქცენტუაცია და ფსიქოპათია. ნარკოტიკებს ხშირად იღებენ ეპილეპტოიდური, ჰიპერთიმული, არამდგრადი, ისტეროიდული აქცენტუაციის დროსაც.

ეპილეპტოიდური აქცენტუაციით დაავადებულ მოზარდებში, ნარკოტიკის მიღებამ შეიძლება დისფორიის შეტევები გამოიწვიოს (აგრესიული, გაბოროტებული საქციელი დამანგრეველი ქმედებით, თვითგვემით, დასახიჩრებით, სექსუალური გაუკუღმართებით და სხვ.). ნარკოტიკებისადმი მათ ხშირად უბიძგებს გულჩათხრობილი, სევდიანი გუნებაგანწყობის მოხსნის სურვილი.

იოლი გართობისა და სიამოვნებისადმი სწრაფვა, არამდგრადი აქცენტუაციის ტიპის მოზარდში, ადვილად აღვიძებს ნარკოტიკების "გაცნობის" სურვილს. ასეთი ბავშვები ძალიან ადვილად ექცევიან ნარკომანის გავლენის ქვეშ. თავდაპირველად მათ ცნობისმოყვარეობა ამოძრავებთ. შემდეგ კი ეიფორიული მდგომარეობის მიღწევის, განცდის და გახანგრძლივების შესაძლებლობა.

ისტეროიდული ტიპის მოზარდებს ახასიათებთ მანიფესტირებული ქცევა, გარშემომყოფთა ყურადღების გამოწვევის სურვილი. პირველად ისინი ნარკოტიკებს ძალზე მცირე დოზით იყენებენ, მაგრამ განგებ აზვიადებენ მიღწეულ ეფექტს. ასეთი ქცევა თანდათანობით მყარდება და შემდეგ ჭეშმარიტ ნარკომანიაში გადაიზრდება.

ასეთია არასრულწლოვანებში ნარკომანიის წარმოშობის ზოგიერთი ძირითადი მიზეზზი. მათგან ყველაზე ხშირია ცნობისმოყვარეობა, ახლის განცდის სურვილი, სასიამოვნო შთაბეჭდილება, შედარებით "გამოცდილ" მეგობართან ტოლდაუდებლობისადმი სწრაფვა, ყოყლოჩინობა, პოზიორობა.

ნარკომანები ხშირად დიდი გულუხვობით თავაზობენ ნარკოტიკებს, ქმნიან მაპროვოცირებელ სიტუაციას, რომ სიგარეტთან ერთად ან სხვა ფორმით შეაჩეჩონ ნარკოტიკი მოზარდს. არსებობს ტერმინი "ნარკომანების პროზელიტიზმი" ანუ რაც შეიძლება მეტი ჯანმრთელისა და გამოუცდელის ჩათრევა ნარკომანიაში. ზოგჯერ ეს ნარკომანების "ეგოისტური ალტრუიზმით" აიხსნება. უფრო ხშირად ნარკომანიაში სხვისი ჩათრევა ანგარებითაა განპირობებული, რადგან ნარკომანთა რაოდენობის ზრდა აადვილებს ნარკოტიკების შოვნას. არსებობს დაუწერელი კანონი, რომლის მიხედვით ნარკომანგამავრცელებელს ნარკოტიკის გარკვეული წილი უფასოდ ეკუთვნის. ამიტომ ნარკომანები დიდი მონდომებით ითრევენ ახალ "კადრებს", აყალიბებენ თავისებურ გაერთიანებებს, ასეთი კომპანიის წევრებს ეკრძალებათ უფროსებს გაუმხილონ რაიმე ახალი "მეგობრების" და მათი საქმიანობის შესახებ. "წესდების" დამრღვევთ სასტიკი სასჯელი ემუქრებათ.

ნარკომანის კონტაგიოზურობა, "გადამდები" გავლენა უაღრესად ძლიერია. საკმარისია კლასში გამოჩნდეს ერთი ნარკომანი, რომ 2-3 თვეში რამდენიმე მოსწავლე "გაეცნოს" ნარკოტიკს.

ნარკომანიის "რისკის ჯგუფს" მოსწავლეებში უპირველეს ყოვლისა ზნეობრივად და სულიერად ჩამოუყალიბებელი მოზარდები შეადგენენ. ასეთი ბავშვები ოჯახის და სკოლის განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ, მათ მიმართ პედაგოგებს მეტი ზრუნვა მართებთ. "რისკის ჯგუფს" განეკუთვნებიან აგრეთვე მწეველი ბავშვებიც, რადგან თამბაქოს წევა ბევრ შემთხვევაში ნარკოტიკების მიღებაში გადაიზრდება ხოლმე.

ნარკომანიის განვითარების მიზეზები

ნარკომანიის განვითარების მიზეზები სხვადასხვაგვარია.

ხშირად ნარკომანია ვითარდება პრეპარატის სამკურნალო მიზნით ხანგრძლივი ხმარების შედეგად - ე.წ. სამედიცინო ნარკომანია. ექიმი ნარკოტიკურ პრეპარატს, - უფრო ხშირად მორფიუმს ან პრომედოლს, - უნიშნავს როგორც ტკივილდამაყუჩებელ საშუალებას მძიმე და აუტანელი ტკივილების გამო სიმსივნეების, კენჭოვანი დაავადებების დროს და სხვა.

ზოგჯერ ნარკომანია იწყება "თვითმკურნალობით", როდესაც უძილობის ან საერთო მოდუნების გამო ავადმყოფი თვითონ, ექიმის გარეშე იწყებს ძილისმომგვრელ ან ამგზნებ საშუალებათა მიღებას.

ნარკომანიის განვითარების ხელშემწყობ პირობად შეიძლება, აგრეთვე ჩაითვალოს მრავალი არა ნერვული დაავადება, რომელიც იწვევს ადამიანის ორგანიზმში მწვავე ტკივილებს - გულსისხლძარღვთა მოშლილობანი, კუჭ-ნაწლავის აშლილობა, ნაღვლისა და შარდის ბუშტის ანთება, სიმსივნეები, ასთმა, კანის დაავადებანი და სხვა.

ნარკომანია შეიძლება განვითარდეს როგორც მეორადად მიჩვევის შედეგად, ასევე პირველადად, ხანგრძლივი ხმარების გარეშე. შხამისადმი მიჩვევა ნიშნავს იმას, რომ განსაზღვრულიეფექტის მისაღებად საჭიროა დოზის მატება, რადგან იზრდება შხამისადმი ორგანიზმის შემგუებლობა. შხამის დოზის მატება იმიტომ არის საჭირო, რომ შხამისადმი მიჩვევა გამოიხატება არა მარტო რაოდენობრივ ცვლილებებში, არამედ ხარისხობრივშიც. ასე მაგალითად: მორფინი დროთა განმავლობაში კარგავს თავის მაიეფორიზირებულ, მალხენ მოქმედებას. ისე, როგორც ტოქსიკომანიის დროს ბარბიტურატები, კარგავენ საძილე და სხვა სახის ეფექტს. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ორგანიზმის აქტიურ მოქმედებასთან. შხამი, რომელიც დასაწყისში გარე აგენტს წარმოადგენდა ორგანიზმისათვის, მისი ფიზიოლოგიური პროცესების შემადგენელი ნაწილი ხდება. ამიტომ მის დეფიციტზე ორგანიზმი ნივთიერებათა ცვლის მძიმე დარღვევებით რეაგირებს; ვითარდება ქსოვილოვანი შიმშილი, ორგვარი კარდინალური ნიშნით: ფიზიკური ანუ სომატური აბსტინენცია და ფსიქიკური დამოკიდებულება შხამისადმი ანუ ფსიქიკური აბსტინენცია.

შხამის ხანგრძლივი, ქრონიკული მიღება მოწამვლის სახით, პათოლოგიურ მოვლენებს იწვევს. ამ შემთხვევაში ორგანიზმის მიჩვევის მექანიზმები აღარ მოქმედებენ და ფსიქიკური აშლილობის სურათები ვითარდება - ჰალუცინაციები, ბოდვა და სხვა.

ნარკოტიკული საშუალებების სახეები

მოქმედების მიხედვით ნარკოტიკული საშუალებები დაყოფილი არიან: ოპიუმის ჯგუფის პრეპარატებად (ოპიუმი, დიონინი, პანტაპონი, ომნოპონი, პრომედოლი), ოპიუმის დერივატებად (მორფინი, კოდეინი, ჰეროინი), ინდური კანაფისაგან მიღებულ საშუალებებად (ჰაშიში, მარიხუანა, ანაშა და ა.შ.), ტოქსიკომანიის გამომწვევ ნივთიერებებად: საძილე საშუალებები (ნემბუტალი, ვერონალი, ლუმინალი, ბარბამილი), ანტიდეპრესანტები, სტიმულატორები, ნეიროლეპტიკები, აქროლადი არომატიზირებული ნივთიერებები და სხვა.

ნარკოტიკული საშუალებების მოქმედება ორგანიზმზე

ნარკოტიკული საშუალებების მიღება ორგანიზმში იწვევს უამრავ ავადმყოფურ ცვლილებას. განსაკუთრებით ზიანდება ნერვული სისტემა. ნარკოტიკული საშუალებების ხანგრძლივი ხმარების შედეგად ვითარდება ნარკომანიისათვის დამახასიათებელი შემდეგი ნიშნები:

1. ნარკოტიკული ნივთიერების განმეორებით მიღების დაუძლეველი მოთხოვნილება და მისწრაფება მისი შოვნისადმი, რასაც ეწოდება ნარკოტიკული საშუალებების მიმართ ე.წ. ფსიქიკური დამოკიდებულება.

2. აბსტინენციური სინდრომი - ფიზიკური დამოკიდებულება, რაც მდგომარეობს შემდეგში: ავადმყოფი, თუ გარკვეულ ვადაში არ მიიღებს მისთვის ჩვეულ ნარკოტიკულ პრეპარატს, განვითარდება ე.წ. "შიმშილის" - აბსტინენციის მდგომარეობა მთელი რიგი დამახასიათებელი ფიზიკური და ფსიქიური ნიშნებით.

3. ორგანიზმის "შეჩვევა" ნარკოტიკული პრეპარატებისადმი, რის გამოც საჭირო ხდება დოზების თანდათან მომატება.

ნარკოტიკული ნივთიერებები მოქმედებენ ადამიანის ნერვულ უჯრედებზე და იწვევენ მათ დაღუპვას, რაც ადამიანის სულიერ დეგრადაციას იწვევს. როგორც ლოგიკური შედეგი, - ხდება პიროვნების გადაგვარება. პარალელურად შხამი მოქმედებს ადამიანის შინაგან ორგანოებზე - გულზე, ღვიძლზე, თირკმელებზე, კუჭ-ნაწლავზე და სხვა.

ცნობილია, რომ 1% მორფიუმის 20-25 ამპულა "ჩვეულებრივი" ადამიანისათვის სასიკვდილო დოზად ითვლება, მაგრამ მიჩვევის შემთხვევაში ეს დოზა ნარკომანზე აღარ მოქმედებს. დროთა განმავლობაში ეს მიჩვევა იწვევს ორგანიზმის ქრონიკულ ინტოქსიკაციას, ე.ი. ისეთ მდგომარეობას, როდესაც მორფინი ორგანიზმში მთლიანად არ იშლება და მოქმედებს ტოქსიკურად. ეს კი, თავის მხრივ, იწვევს არსებითი ხასიათის ფიზიკურ ცვლილებებს: ირღვევა ნახშირწყლოვანი ბალანსი, იწყება კანის სიმშრალე, იგი მოყვითალო-მიწისფერს იძენს, კბილების კარიესი, გუგები მკვეთრად ვიწროვდება, ქვეითდება სისხლის წნევა, მაჯისცემა, რეფლექსები.

ნარკომანებს აღენიშნებათ ასთმური მოვლენები და ლაბილობა, ირღვევა მენსტრუაციის ციკლი, იწყება შეხურვებისა და შემცივნების შეგრძნებები, კუჭის შეკრულობა და ფაღარათი, ვითარდება უძილობა, ხშირი ფიზიკური მტკივნეული შეგრძნებები, მეტყველება გაუგებარი ხდება, მოძრაობები ქაოტური დამერყევი.

განსაკუთრებით გამოიხატება ფსიქიური მოვლენები: მისწრაფებებისა და აქტივობის შესუსტება, დაღლილობის შეგრძნება, გაღიზიანებადობა, აპათიური გუნება-განწყობილება. ავადმყოფები ხდებიან უყურადღებონი, მათი აზროვნება ღარიბდება, მათ იციან რა, რომ მორფინის მიღება უცბად გაათავისუფლებს ზემოთ ჩამოთვლილი მოვლენებისაგან და მათ ეიფორიულ მდგომარეობაში გადაიყვანს.

საერთოდ, მორფიუმის მოქმედება ორგანიზმზე 5-6 საათის შემდეგ ქრება, ამის შემდეგ ავადმყოფს უვითარდება მწვავე აბსტინენციური მოვლენები (შხამისადმი შიმშილი). ამ დროს ვითარდება შემდეგი მოვლენები: გუგების გაფართოება, გულისცემის აჩქარება, ოფლიანობა, ხელების კანკალი, გულისრევა, ხშირია პირღებინება, კუჭის სიმჟავიანობის აწევა, ნაწლავებისა და კუნთების მტკივნეული სპაზმები, ფაღარათი, ჰიპერგლიკემია, შუილი ყურებში და სხვა.

ფსიქიკის მხრივ კი აღსანიშნავია გამოხატული უგუნებობა, თვითმკვლელობის აზრები, აგრესიული ტენდენციები, ფსიქომოტორული მოუსვენრობა.

ნარკომანიის ყველაზე გავრცელებული სახეა ჰაშიშომანია. ჰაშიში (მარიხუანა, პლანი, ანაშა, ბანგი, ხარასი და სხვა) იწარმოება კანაფისაგან. ნარკომანები მას იღებენ მოწევის საშუალებით როგორც სუფთად, ისე თამბაქოსთან ერთად.

ჰაშიში იწვევს: მწვავე ინტოქსიკაციას, მადის მომატებას, წყურვილის გაძლიერებას, პირის სიმშრალეს, ავადმყოფებს ფსიქიკის მხრივ უვითარდებათ უმიზეზო სიმხიარულე, ასოციაციების აჩქარება, სიზერელე, დეპერსონალიზაცია და სხვა. ქრონიკულ შემთხვევებში აღსანიშნავია შიზოფრენიისმაგვარი მდგომარეობა, ზოგჯერ ჰალუცინატორული ან მანიაკალურ - დეპრესიული მდგომარეობა. თანდათანობით ავადმყოფები ხდებიან აპათიურები, მოწყენილნი, ზოგჯერ ნერვიულნი. აბსტინენცია სუსტია და ხანმოკლე.

შედარებით იშვიათად, მაგრამ გვხვდება კოკაინომანია - კოკაინიზმი. იგი, ძირითადად, პოლინარკომანიის ერთ-ერთი შემადგენელია ე.ი. იხმარება მორფინთან ან კიდევ, როგორც მას სამხრეთ ამერიკაში იყენებენ, კოკას ფოთლების ღეჭვასთან ერთად. კოკაინის ერთჯერადი მიღება იწვევს დათრობას, ეიფორიას. ხანგრძლივი ხმარების შემთხვევაში შეიძლება განვითარდესფსიქოზური მდგომარეობა თვითგანდიდებისა და დევნის ბოდვითი იდეებით.

ნარკომანიის ამ სახესხვაობის დროს, ძირითადად, ვითარდება შინაგანი ორგანოების, კერძოდ, ღვიძლის პათოლოგია.

კოკაინიზმი ნარკომანიის მძიმე ფორმაა და იგი მოითხოვს ხანგრძლივ მკურნალობას სტაციონარის პირობებში.

ნარკომანიის ცალკე სახის, - ტოქსიკომანიისათვის დამახასიათებელია ფიზიკური დამოკიდებულების სინდრომი, რაც გამოიხატება თავბრუსხვევაში, თავის ტკივილში, ტახიკარდიასა (გულისცემის, მაჯის აჩქარება) და ტრემორში (კანკალი).

საძილე საშუალებებით, ძირითადად, ბარბიტურატებით გამოწვეული ტოქსიკო

_________________
არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts1986
კარმა207
OFFLINEPROFILE
სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით საქრთველო პირველ ადგილზეა მსიოფლიოში ერთ სულ მოსახლეზე ნარკოტიკების მოხმარების რაოდენობით. ამ მონაცემებით 4 მილიონიან საქართველოში დღეისათვის 270 000 ნარკომანია.

_________________
არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined29 May 2008
Posts6
კარმა0
OFFLINEPROFILE
აუუუ დზ დზ საშინელებააა პლანი...
ვინც ეწევით გირჩევ თავი დაანებოთ

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined29 May 2008
Posts6
კარმა0
OFFLINEPROFILE
აუუუ დზ დზ საშინელებააა პლანი...
ვინც ეწევით გირჩევ თავი დაანებოთ

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 132 posts ] 
ნ ა რ კ ო მ ა ნ ი ა!!!!!!!! საშინელებაააააააააა!!!
დესპანი