↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 3335 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined08 Jan 2008
Posts45
კარმა49
OFFLINEPROFILE
როდის არ ვიცი,მგონი პოპოვი იყო,შესაბამისად რუსეთი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
mana wrote:
ციტატა:
მეორე მსოფლიო ომის დროს, კანადაში გამოვიდა ხუთცენტიანი მონეტა, რომელზეც ამოტვიფრული იყო ფრაზა:"ჩვენ გავიმარჯვებთ თუ ვიშრომებთ მონდომებით" რომელი ანბანით იყო ეს სიტყვები ამოტვიფრული?( პირველად ისტორიაში)
აბა ნუ პასიურობთ, გაანძრიეთ ტვინები/ მოვიდა კიდევ ერთი გამოსაცნობი
1915 წლის ერთ-ერთი ღამე, დახოცეს მილიონობით ადამიანი, მათ რიცხვში მილიონნახევარი სომეხი, 6 მილიონი ებრაელი, ათასობით ყირიმის თათრები და სხვ.
რა სახელით შევიდა ისტორიაში ეს ღამე?
აბა ჩქარააააა მოდის კარმების წვიმაააააა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
mana wrote:
ციტატა:
როდის, სად და ვის მიერ იქნა გადაღებული პირველი ხმოვანი ფილმი?
აბა ნუ ჩაგეძინათ/ ა ღ ს დ ე ქ ამერიკა! ევროპა გამოფხიზლდიიიიიი!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Jul 2007
Posts795
კარმა81
OFFLINEPROFILE
mana wrote:
ციტატა:
როდის, სად და ვის მიერ იქნა გადაღებული პირველი ხმოვანი ფილმი?

მიუხედავად იმისა, რომ ხმის ჩაწერისა და შემდეგ ხმის გამაძლიერებელი აპარატებით ფილმების გახმოვანების მცდელობები XX საუკუნის დასაწყისშიც არსებობდა, გამოსახულებისა და ხმის სინქრონული დემონსტრირება პირველად მოხერხდა 1927 წელს. ესიყო სტუდია Warner Brothers-ის მიერ გამოშვებული რეჟისორ ალან კროსლენდის ფილმი "ჯაზის მომღერალი". ხოლო, პირველი საბჭოთა ხმოვანი ფილმი იყო 1931 წელს გამოსული "ცხოვრების საგზური". პირველ ქართულ ხმოვან ფილმად მიჩნეულია 1932 წელს გამოსული ლეო ესაკიას ფილმი "შაქირი".
50-იან წლებში ჩამწერმა ტექნიკამ განიცადა დიდი პროგრესი და შესაძლებელი გახდა ფილმების ხმოვანი ბილიკის მაგნიტური ჩაწერა. =fiqri= =ae=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Jul 2007
Posts795
კარმა81
OFFLINEPROFILE
mana wrote:
ციტატა:
mana wrote:
ციტატა:
მეორე მსოფლიო ომის დროს, კანადაში გამოვიდა ხუთცენტიანი მონეტა, რომელზეც ამოტვიფრული იყო ფრაზა:"ჩვენ გავიმარჯვებთ თუ ვიშრომებთ მონდომებით" რომელი ანბანით იყო ეს სიტყვები ამოტვიფრული?( პირველად ისტორიაში)
აბა ნუ პასიურობთ, გაანძრიეთ ტვინები/ მოვიდა კიდევ ერთი გამოსაცნობი
1915 წლის ერთ-ერთი ღამე, დახოცეს მილიონობით ადამიანი, მათ რიცხვში მილიონნახევარი სომეხი, 6 მილიონი ებრაელი, ათასობით ყირიმის თათრები და სხვ.
რა სახელით შევიდა ისტორიაში ეს ღამე?
აბა ჩქარააააა მოდის კარმების წვიმაააააა

ალბათ, მხედველობაში გაქვს თურქების მიერ მოწყობილი "გენოციდი"1915 წლის 24 აპრილს, როდესაც 1915 წლის 29 მაისს მიღებული ტეჰკირის კანონის შესაბამისად თურქეთის ტერიტორიაზე, ანატოლიაში მცხოვრები სომხები და არა მარტო სომხები დააპატიმრეს და გაანადგურეს. 24 აპრილი მოიხსენიება სომხების გენოციდის ხსოვნის დღედ..=fiqri=

ეხლა რაც შეეხება კანადურ 5 ცენტს. 1942 წლამდე კანადური 5 ცენტიანი მონეტა მზადდებოდა ნიკელისაგან. ვინაიდან მეორე მსოფლიო ომის დროს ნიკელის ძირითადი მარაგი სამხედრო ინდუსტრიას ესაჭიროებოდა, 1942-1943 წლებში გამოშვებული იქნა ბრინჯაოსა და ცინკის ნაერთისაგან დამზადებული 5 ცენტიანი მონეტა. ვინაიდა მონეტის მოყვითალო ფერი მას 1 ცენტიანს ამსგავსებდა, მას დამატებითი განმასხვავებელი დიზაინი შეუქმნეს. კერძოდ მონეტა არ იყო მრგვალი, მას გაუკეთეს 12 წახნაგი. ამას გარდა უკანა მხარეს გამარჯვების სიმბოლო "V" დაემატა და თანაც ლათინური შრიფტის სანაცვლოდ მორზეს ანბანით იყო ამოტვიფრული ტექსტი "WE WIN WHEN WE WORK WILLINGLY"/"ჩვენ გავიმარჯვებთ, თუ ვიშრომებთ მონდომებით"/. ეს ნამდვილად პირველი შემთხვევა იყო მორზეს ანბანის გამოყენების ფულის ერთეულის დიზაინის დროს. მონეტის დიზაინი ეკუთვნოდა მხატვარ ტომას შინგლესის. ეს მონეტა კი, მოიხსენიება გამარჯვების მონეტის სახელით. =fiqri= =fiqri=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
ვინ იყო ამ აკრძალული ლექსის ავტორი:"...თოვდა ...და თბილისს ებურა თალხი.
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი"
და რატომ აკრძალეს ეს ლექსი?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Jul 2007
Posts795
კარმა81
OFFLINEPROFILE
dorado wrote:
ციტატა:
ვინ იყო ამ აკრძალული ლექსის ავტორი:"...თოვდა და თბილისს ეხურა თალხი.
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი"
და რატომ აკრძალეს ეს ლექსი?

არ ვიცი, მგრამ მაინტერესებს.აქვს რაიმე კავშირი ამ ლექსს 1937 ან 1953 წლებთან? =fiqri=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
მმმმ, ნაწილობრივ...მაგრამ უფრო ადრეულ პერიოდს ეხება...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Jul 2007
Posts795
კარმა81
OFFLINEPROFILE
dorado wrote:
ციტატა:
მმმმ, ნაწილობრივ...მაგრამ უფრო ადრეულ პერიოდს ეხება...

25 თებერვალი

თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
ძილ-ღვიძლად იგო ქალაქი ჩვენი,
საშინელებას კვლავ სჭედდა გრდემლი –
ისევ გოლგოთა, სისხლი და ცრემლი!
მშობელო დედავ, ისევ გაგყიდეს,
ისევ წამების ჯვარი აგკიდეს,
არ შეგიბრალეს, კვლავ არ დაგინდეს!
თოვდა და თბილისს ებურა თალხი.
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
დაცხრა კოჯორი და ტაბახმელა,
მხოლოდღა თოვლი ცვიოდა ნელა,
ეფინებოდა გმირების გვამებს –
განგმირულ მკერდებს, დალეწილ მკლავებს,
და უძრავ იყო თებერვლის ღამე.
თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
იმ გზით, სად წინათ ელავდნენ ხმლები,
სად სამას გმირთა დაიფშვნა ძვლები,
სად ქართლის დედის ცრემლით ნანამი,
მძიმედ დაეშვა ჩვენი ალამი,
სად გმირთა სისხლით ნაპოხიერი,
თოვლს დაეფარა კრწანისის ველი, -
წითელი დროშით, მოღერილ ყელით,
თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით
შემოდიოდა სიკვდილი ცელით!
თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი!

1969

ეს არის კოლაუ ნადირაძის ლექსი , ხოლო 25 თებერვალი იყო საქართველოს გასაბჭოების დღე, ამიტომ სავსებით გასაგებია ასეთი პათოსის ლექსი რატომ იქნებოდა აკრძალული. =fiqri=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
ბაზი, ჯიგარი ხარ! 1917 წლის ანექსიაზე კოლაუს მიერ 1969 წელს დაწერილი ეს ლექსი კომუნისტების რისხვის საბაბი გახდა, რის გამოც ავტორი ყველანაირ შეზღუდვა-0შევიწროვებას განიცდიდა...საწყენია, რომ ეს ლექსი დღემდე ჩრდილშია.
-კარმა გაცემული მაქვს და თავანივით ჩაგაბარებ ხვალ!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Jul 2007
Posts795
კარმა81
OFFLINEPROFILE
კარმა ჩემგან იმას ვინც გამოიცნობს რას ნიშნავს MIM ? =fiqri= =fiqri=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
Варфоломеевская ночь, 1.5 млн. Армян, 6 млн. евреев, индейцы Америки, тысячи крымских татар, чеченцев, советских евреев и немцев, 2 миллиона камбоджийцев, Ливан и Палестина, Эфиопия, Намибия, Ангола, Сьера-Лионе и т.д. Это бесконечный послужной список человечества. Убитые унесли ужасы своих последних дней, эта правда куда страшней, что мы сейчас видим и читаем.
(ГЕНОЦИД АРМЯН 1915)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
bazi2002 wrote:
ციტატა:
კარმა ჩემგან იმას ვინც გამოიცნობს რას ნიშნავს MIM ? =fiqri= =fiqri=

მიმი პანტონიმის მსახიობია,თუ სწორეად გავიგე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
bazi2002 wrote:
ციტატა:
mana wrote:
ციტატა:
mana wrote:
ციტატა:
მეორე მსოფლიო ომის დროს, კანადაში გამოვიდა ხუთცენტიანი მონეტა, რომელზეც ამოტვიფრული იყო ფრაზა:"ჩვენ გავიმარჯვებთ თუ ვიშრომებთ მონდომებით" რომელი ანბანით იყო ეს სიტყვები ამოტვიფრული?( პირველად ისტორიაში)
აბა ნუ პასიურობთ, გაანძრიეთ ტვინები/ მოვიდა კიდევ ერთი გამოსაცნობი
1915 წლის ერთ-ერთი ღამე, დახოცეს მილიონობით ადამიანი, მათ რიცხვში მილიონნახევარი სომეხი, 6 მილიონი ებრაელი, ათასობით ყირიმის თათრები და სხვ.
რა სახელით შევიდა ისტორიაში ეს ღამე?
აბა ჩქარააააა მოდის კარმების წვიმაააააა

ალბათ, მხედველობაში გაქვს თურქების მიერ მოწყობილი "გენოციდი"1915 წლის 24 აპრილს, როდესაც 1915 წლის 29 მაისს მიღებული ტეჰკირის კანონის შესაბამისად თურქეთის ტერიტორიაზე, ანატოლიაში მცხოვრები სომხები და არა მარტო სომხები დააპატიმრეს და გაანადგურეს. 24 აპრილი მოიხსენიება სომხების გენოციდის ხსოვნის დღედ..=fiqri=

ეხლა რაც შეეხება კანადურ 5 ცენტს. 1942 წლამდე კანადური 5 ცენტიანი მონეტა მზადდებოდა ნიკელისაგან. ვინაიდან მეორე მსოფლიო ომის დროს ნიკელის ძირითადი მარაგი სამხედრო ინდუსტრიას ესაჭიროებოდა, 1942-1943 წლებში გამოშვებული იქნა ბრინჯაოსა და ცინკის ნაერთისაგან დამზადებული 5 ცენტიანი მონეტა. ვინაიდა მონეტის მოყვითალო ფერი მას 1 ცენტიანს ამსგავსებდა, მას დამატებითი განმასხვავებელი დიზაინი შეუქმნეს. კერძოდ მონეტა არ იყო მრგვალი, მას გაუკეთეს 12 წახნაგი. ამას გარდა უკანა მხარეს გამარჯვების სიმბოლო "V" დაემატა და თანაც ლათინური შრიფტის სანაცვლოდ მორზეს ანბანით იყო ამოტვიფრული ტექსტი "WE WIN WHEN WE WORK WILLINGLY"/"ჩვენ გავიმარჯვებთ, თუ ვიშრომებთ მონდომებით"/. ეს ნამდვილად პირველი შემთხვევა იყო მორზეს ანბანის გამოყენების ფულის ერთეულის დიზაინის დროს. მონეტის დიზაინი ეკუთვნოდა მხატვარ ტომას შინგლესის. ეს მონეტა კი, მოიხსენიება გამარჯვების მონეტის სახელით. =fiqri= =fiqri=
ყოჩაღ ბაზი კარმა ჩემგან. თავი კი არა კომპიუტერი გაქვს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
ბაზი, MIM-აბრევიატურაა სიტყვისა Man-in-the-Middle, ანუ შეტევა ადამიანზე(დაახლოებით ასე ჟღერს)

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 3335 posts ] 
დესპანი