ეძღვნება დესპანელებს.
14 ივნისია, დესპანის დაბადების დღე.დიდ ხანს უცხოობაში დარჩენილმა "ამერიკელმა" დესპანელებმა გადაწყვიტეს დაბადების დღეს უქმად არ ჩაევლო და პირადი ნაცნობობა დაბედებოდათ. მოილაპარაკეს და რესტორანიც დაჯავშნეს. ყველა დროზე გამოცხადდა, რამოდენიმეს გარდა.იმ საცოდავებმა თქეში წვიმა და უამრავი ღრმა გუბე გადმოლახეს, რესტორანსაც მიადგნენ, მაგრამ ბედმა ბოლო წუთს დასცინა. დიდ ხანს უარეს "ნატვრის ხეს" ირგვლივ, მაგრამ "პარკინგი" ვერ იპოვეს.თითქოს ამ კოკისპირულ წვიმაში მიწამ ხახა მოაღო და ყველა თავისუფალი ადგილი გადაყლაპა. მეათე წრის შემდეგ, როდესაც მანქანით კვლავ რესტორნის შესასვლეს ჩამოუარეს, ნაქეიფარი და გულმხიარული დესპანელთა ნაწილი რესტორანს ტოვებდა. მძღოლმა დესპანელმა მანქანა შეაჩერა , დაბურული მინა ჩამოწია და გასძახა :"სერვისი დესპანელების სახლებში დარიგებით! და თანაც, გზაში გაგიცნობთ!"
