↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
მ ა ტ ა რ ე ბ ე ლ ი


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 309 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

სურათი აღარ არსებობს

ჩაგსვამთ და წაგიყვანთ ჩემს სახლში თუ ვერ დაეტეოდით ეზოშიც
გავშლიდი სუფრას

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
zizikore wrote:
ციტატა:
სურათი აღარ არსებობს

სურათი აღარ არსებობს

ჩაგსვამთ და წაგიყვანთ ჩემს სახლში თუ ვერ დაეტეოდით ეზოშიც
გავშლიდი სუფრას[/quote
მაგარი ხარ ციცი გეხუტუნე, კარმა ჩემგან/ ასეთი ავტობუცი მინდა რომ მყავდეს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
გაიხარე მანა გეყოლება თუ მოინდომე საყვარელო

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
მშობლურ ბაღიდან გადმოყვანილი
უცხო მიწაზე ვერ გავიხარებ,
ვიდრე დავმჭკნარვარ შენი ყვავილი,
მომხედე, ჩემო სამშობლო მხარევ!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
ძვირფასო დესპანელებო! ყველას ძალიან დიდი მადლობა,ვინც მონაწილეობა მიიღეთ ამ რუბრიკის პოსტებში. ვნახოთ რა გამოვიდა ჩვენი ერთობლივი თამაშიდან. კომენტარებს ველოდები/ ან ტუ რაიმეს შეცვლიდით ან დაამატებდით

ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი ყ ვ ე ლ ა ს უ ნ დ ა .

სიყვარული ყველას უნდა. .....mana
.........მაგრამ ყველასთვის არ მიუცია სიყვარულის ნიჭი ამ დალოცვილ ღმერთს...........mamali
... არადა რა სანატრელი, სასურველი და სასიამოვნო ჟრუანტელის მომგვრელია ნამდვილი ხალასი სიყვარული......mana
ისე კი...ყველა ადამიანშია მარცვალი სიყვარულისა, ან გაიფურჩქნება ანდაც დაელოდება გაზაფხულს...zvigeni
გაზაფხული კი აუცილებლად მოვა...pikaso22
მერე როგორ გულისფანცქალით ელოდება ყველა სულიერი ამ გაზაფხულს, რათა მისი გულის სიღრმეში აღმოცენებული სიყვარულის ვარდის კოკორი გაიფურჩქნოს.....mana
მერედა როგორ უნდა გაუფრთხილდეთ,სიყვარულის ვარდის კოკორს,მას ხომ ისე უნდა ვეფოფონოთ, როგორც ჩვილს,არ უნდა მოვაკლოდ სითბო და ალერსი,რომ პატარა კოკორი კარგად და ლამაზად გაიFურჩქნოს,ის ხომ სიყვარულის სიმბოლოა...nabula
მადლობა შენდა მეუფეო,რომ მე ცოდვილს მარგუნე ნიჭი უდიდესი, ჩაუქრობელი სიყვარულისა....mana
მადლობა შენ ღმერთო ჩემო,რომ ისევ შემწევს ძალა იმისა,რომ ვიცხოვრო ამდიდი გრძნობით,რასაც სიყვარული ჰქვია,სიყვარული რომელიც ჩემში მარად ჩაუქრობელია....nabula
გიყვარდეს მოყვასი შენი,ამას ქვია უდიდესი ნიჭი სიყვარულისა.chiche
მაგრამ სიყვარული ისე ძლიერია და ისე ბრმაა, რომ შეუძლია მტერიც კი მოყვასად მოგაჩვენოს....mana
გიყვარდეს მტერი შენი,გვაწავლის უფალი ჩვენი.მითუმეტეს ადამიანები ვისაც პირადათ არაფერი დაუშავებიათ. chiche
ვერსად დაემალები ცოდვის სიმძიმეს,ღმერთი სამართლიანია.nanano
დაილოცოს მისი სამართალი.bubu
და არ მოგვაკლოს ნიჭი ულამაზესი სიყვარულისა, რადგანაც ეგ არის ძალა, რომელსაც შეუძლია ყველაზე ამაყი და ძლიერი სულის კედლების განგრევა და მასში სამუდამოდ დამკვიდრება!karamelka
და რომ არ დავკარგოთ, ეს სიცოცხლის მამოძრავებელი და ადამიანთა მოდგმის,ერთერთი უძვირფასესი გრძნობა......უნდა ვიყვეთ სულით ძლიერნი.შეუდრეკელნი.elchi
და მართლაც ,რაც კი სიძულვილს დაუნგრევია ვაშენოთ ყველამ ერთად სიყვარულით!karamelka
თავისთავად ყოველი ადამიანი მშვენივრად და იოლად გრძნობს, ოცნებობს და ფიქრობს.zizikore
ფიქრობს ----და ფიქრობს-------კიდევ რა უცნაურ სიხარულს..ტკივილს--მოუმზადებს ცხოვრება-dina
მაგრამ ტკივილი წარმავალია, წავა ისე რომ ან საერთოდ მიგვავიწყებს თავს ანდაც გულს ჩამოკაწრავს და ნაიარევს დატოვებსzvigeni
ნაიარევი, ნაიარევი ყოველთვის რჩება.მაგის წაშლა მხოლოდ ერთს შეუძლია.მე ესე ვიცი, მიქელ-გაბრიელი ჰქვიაო. ეგრე მასწავლეს.ისიც ვერ წაშლის, თუ ეს იარა ღრმააა.გულთან ახლოს თუა, მითუმეტეს.ტკივილი და ღრმა იარა?ჩვენთვის ქართველებისთვის, ყველაზე მტკივნეული, სამშობლოს სიყვარულია.

დიახაც, ჩვენი სათაყვანო სამშობლოს სიყვარული.elchi
დედის რძესთან და ნანასთან ერთად ეზიარება ყველა ქართველი სამშობლოს სიყვარულს, ის ისე ღრმად იდგავს ფესვებს თითოეულის გულში, რომ მისი ამოძირკვა თითქმის შეუძლებელია.ამიტომ
გვიჭირს ქართველებს სხვაგან დამკვიდრება. რაც არ უნდა კარგად ვიყოთ სხვაგან, საქართველოში გავრბივართ მაინც.მგონი ერთადერთი ერი ვართ, რომელსაც სამშობლოს ასეთი ნოსტალგია აქვს.bubu

ერთ დროს, ერთ ადგილს, ერთსა მიწაზე,
ღმერთი რომ ჰქმნიდა ერთსა სინაზეს,
არვის სჯეროდა, არვინ ელოდა
მის გამარჯვებას დედამიწაზე

სინაზეს ერქვა რწმენა, დიდება,
არავის სურდა მისი მიღება,
მაგრამ ქართველნმა იგი იწამეს
და პატივისცეს ღმერთის სიმართლეს,

ღმერთმა დალოცა ქართველი ხალხი
და გადმოასხა მათ მადლი წმინდა,
საქართველოა ჩვენი სამოთხე,
ეს დაგვიბარა წმინდათა წმინდამ . . .batatari

ქართველების თავდადებამ, რომლებიც ბავშვობიდანვე სამშობლოს უანგარო სიყვარულით იზრდებოდნენ, ქართველ ერს გაუსაძლისი გაჭირვების დროსაც კი ეროვნული თვითმყოფადობა შეუნარჩუნა.zizikore

თუ არა ღმერთის მფარველობა და ჩვენი ასეთი სიყვარული სამშობლოსადმი, ვერავინ ვერ გადაიტანდა იმას, რაც ქართველობამ და საქართველომ გადაიტანა და დღესაც გადააქვს.bubu

მამულის სიყვარული, აღმაფრენაა, თავდადებაა, გულის ჩქროლვაა, თვალში ცრემლის კურცხალია სამშობლოს გარეთ მყოფთათვის, ნოსტალგიაა და მერე როგორი.......mana
ნოსტალგია რთული შეგრძნებაააა.გინდა თავს მოერიო მაგრამ არ გამოგდის სულს აწუხებს თრგუნავს,გულს ღრღნის ტირილი გინდება.აკეთებ საქმესმაინც იქ ხარ სადაც გინდა რომ იყო.მთელი არსებით,სულით ხორცით ცრემლები მდის ვერ ვაჩერებ ეტყობა თვალებსაც უნდათ სახლში,სამშობლოშიzizikore
ნოსტალგიის გრძელი ჭია, რომ შეგიძვრება გულში, დაგხრავს, გაგაგიჟებს,აგაფორიაქებს, ყველა ნერვს ჩამოუვლის და მთელი ძალით გამოჰკრავს თავის საზიზღარ კლანჭს.bubu
განსაცდელშია ჩვენი სამშობლო, მაგრამ მაინც შორიდან გვეფერება, გვიალერსებს,გვიღიმის და მშობელი დედასავით გვიკრავს გულში....mana
ოჰ,ღმერთო გევედრებე, გადმოხედე ჩვენს ქვეყანას,მხოლოდ, შენ, შენ შეგიძლია დაიცვა ჩვენი სამშობლო,მუხლმოდრეკილი გევედრები,მამაო ჩვენოო..nabula
ვერხვის ფოთოლივით ვკანკალებ სიკეთის მოლოდინში ; გაოგნებული, თვალცრემლიანი შევყურებ წმინდა გიორგის ხატის წინ მოკამამკამე სანთლის ალს და გაფითრებული ჩემი ტუჩები სულ ერთსა და იმავეს იმეორებენ: "ღმერთო უშველე საქართველოს!"...mana
. ...ჩვენც გულით დავატარებთ სამშობლოს დუმბაძის იანგულივით ვგრძობთ რომ სამშობლო ჩვენივე გულშია, სადღაც ღრმად და ისე აქვს ფესვები გადგმული ჩვენში რომ ერთ არსებასავითაა შერწყმული, მისი ტკივილი ჩვენი გულის ტკივილია ხოლო მისი კეთილდღეობა - ჩვენი...ისე კი როცა სამშობლოა განსაცდელში აფორიაქებული წავიბუტბუტებ ხოლმე: "სჯობს სულ არ გქონდეს ქვეყნად სამშობლო ანდა არ იყოს ასე ლამაზიიიიიიიიიიიიიი"....zvigeni

დიახაც რომ ლამაზია ჩემი დედა სამშობლო, თავისი ცა ფირუხ,ხმელეთ ზურმუხტით, რომელსაც ზამთარ- ზაფხულ, დიადემასავით ადგას მზის ნათელი და აელვარებს გარეშემოს......mana
სამშობლოს სიყვარულს ვერც ვერაფერი შეედრება და ვერც ვერაფერი წაშლის ისეთი მყარია და მარადიული.....mana
უზარმაზარი მთების სიდიადე და თმებდაქოჩრილი ტყეები რაღაც გრანდიოზულის გრძნობას მიღვივებს,ხოლო ხასხასა მწვანე აჯეჯილებულ- აყაყაჩოვებული მდელოების გრაცია, ყველაზე უნაზეს გრძნობებს ეთამაშება....mana
მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ!მინდა როგორმე გაგაგონო ამ შორეთიდან,მინდა ჩემმა სიყვარულმა შენი ბევრი ჭრილობა მოგიშუშოს და ჩემს ხამას ექოსავით უერთდება ჩემი და-ძმათა ხმები, ხმები ჩემი დესპანელებისა, ხმები შვილთა შენთა, იმ პირმშოთა შენთა ,რომელნიც ბალახში დაბნეული მარგალითებივით ბრჭყვიალებენ მსოფლიოს მრავალი კუთხიდან,და შენი სიყვარული,როგორც მარადიული ცეცხლი, საზღვრებს გარეთ გაუტანიათ.mana
ინდა გულში ჩაგიკრა და ხარბად დავეწაფო შენი გულიდან ამოხეთქილ სიყვარულის წყაროს,...შენი სხივები გამითბობს გაყინულ გულს,გამალღობს წლების მანძილზე გაყინულს უცხო ქვეყანაში...მინდა ხმამაღლა ვიყვირო რომ ძალიან მიყვარხარ...და უზომოდ მენატრები..KHATITA27
როდის მოეღება ბოლო ამ მონატრებას?- ვეკითხები საკუთარ თავს და აივანზე გავდივარ.......mana
ყველაფერი ამ ქვეყანაზე არის ნებაყოფლობითი.. როდესაც არჩევანია საქართველოსა და მატერიალურ კეთილდღეობას შორის და ვირჩევთ მატერიალურ კეთილდღეობას. ეს ნიშნავს რომ მატერიალური კეთილდღეობა მაღლა დგას ყოველივე მონატრებაზეgioarmani
საქმე იმაშია რომ ფული ხელის ჭუჭყია მაგრამ იმდენი უნდა გქონდეს რომ საპონი იყიდო, ამიტომაცაა ქართველები დიდხანს ვერ ჩერდებიან საზღვარგარეთ და საპონის საყიდ თანხას რომ შეაგროვებენ აფრინდებიან სამშობლოსაკენ.zvigeni

ხშირად, ჩემი სამშობლოზე დარდი ძუ ვეპხვივით მომვარდება,ბასრი ბრჭყალებით ყელში მწვდება და მაღრჩობს თითქოს......mana
თითქოს ყელში რაღაც მახრჩობს,სიტყვის თქმასაც ვერ ვბედავ,შიგნიდან ვიღაც მეძახის, გამაგრდიო, და მე ღრიალით ვპასუხობ,"მეტი აღარ შემიძლია",არ ვიცი,როდის დადგება ის სანატრელი დღე,როდესაც ჩემი ქვეყნის მიწაზე დავეშობი,ჩემი ქვეყნის სუფთა ჰაერს ღმად ჩავისუნთქავ და ჩემს შვილს გულში ჩავიკრავ, ნეტა როდის?nabula
ეგ იქნება ყველაზე დიდი დღესასწაული! დღე-სასწაული! როცა ყველაზე ნანატრი დღე გაგითენდება, როცა თვალებთან ნაოჭებად ქცეულ ლოდინს სიხარულის ცრემლი გაასწორებს, როცა ქართულ ენას მონატრებულს შენი შვილის გაუთავებელი ტიკტიკი აგავსებს, როცა საქართველოს ცა გექნება თავზე და ფეხით მყარად იდგები ქართულ მიწაზე...bubu
...ალბათ ერთ დღესაც გავიღვიძებ და მშობლიურ მიწაზე დავადგამ ფეხს,მონატრებული და ცოტა გაუცხოებულიც,ირგვლივ ყველაფერი ლამაზი,გარინდებული და უჩვეულო მომეჩვენება,ვიქნები თბილი,ჩემი ქვეყნის მზით გამთბარი,ჩემი საყვარელი ხალხის გულიდან წამოსული სიყვარულის სხივებით,ჩავიკრავ გულში ღრმად ჩემს უსაყვარლეს არსებებს,გავშლი ხელს და მოვეფერები ჩემს ქალაქს,ჩემს ქვეყანას,და ეს წლები უბრალოდ მოგონებად დამრჩებაKHATITA27
ადრე თუ გვიან ყველა და ყველაფერი მოგონებად იქცევა, ცუდი მოსაგონარიც კარგად გვახსენდება, კარგი ხომ თავისთავად საუკეთესოდ რჩება...bubu
და ჩვენ კარგ მოგონებებს შორის იქნება საუკეთესო დღე საუკეთესოებს შორის,ეს იქნება 14 ივნისი დესპანის დაბადების დღე,დღე როცა ყველა ამერიკაში მყოფი დესპანელები ერთმანეთს დიდი სიყვარულით და სითბოთი,ერთმანეთს აჩუქებენ დაუვიწყარ წუთებს,წუთებს რომელსაც არ უწერია დავიწყება და ამ ლამაზი მოგონებებით,დავბრუნდებით ჩვენს ქვეყანაში.......
მშობლურ ბაღიდან გადმოყვანილი
უცხო მიწაზე ვერ გავიხარებ,
ვიდრე დავმჭკნარვარ შენი ყვავილი,
მომხედე, ჩემო სამშობლო მხარევ! mana
სურათი აღარ არსებობსსურათი აღარ არსებობს ტრანსპორტი ზიზიკორემ გაგვიმზადა და ჩვენ ყველანი ვირტუალურად ცამშობლოში ვბრუნდებით

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Jan 2008
Posts1957
კარმა88
OFFLINEPROFILE
უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის შეფასებისთვის,გენიალურიაააააააააა

აი,ქართველების ნიჭი,აი, ამას უნდა დანახვა და შეფასება....

უღრმესი მადლობა მანა, კარმა ჩემგან,გკოცნი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined24 Feb 2007
Posts365
კარმა97
OFFLINEPROFILE
ძალიან კარგი რამე გამოგვივიდა ერთობლივი ძალებით,მანოს იდეით და ძალისხმევით,ველოდები გაგრძელებასსსსსსსს

კარმა ჩემგანაც მანოს!!!!!!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
მადლობა ! ეს თქვენი დამსახურებაა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
მანა, შემოგევლე, მაგარი გამოვიდა!!!=zer= =zer=

როცა ვკითხულობდი,ცრემლებს ვერ ვიკავებდი, :( :(

ბრავოოოო!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts3804
კარმა223
OFFLINEPROFILE
ძალიან მაგარია მანა,ბრავოო,ძალიან მომეწონა...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ძაალიან კარგი გამოვიდა ვტირივარ გოგოებო და ბიჭებო ცრემლს ვერ ვიკავებ მეტი არ მინდოდა ღაპაღუპით მომდის ცრემლაბი . კარგია გადასარევია მადლობა ყველას თქვენი კეთილი, ნაზი ,სიყვარულით სავსე სიტყვებისთვის.

იდღეგრძელეთ და იხარეთ გეხუტებიიით

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
ძალიან ლამაზი გამოვიდა და ყველას მადლობა ერთად კარგად ვიმუშავეთ. იმედია მანა ისევ დადებ ახალ მატარებელს!!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Jan 2008
Posts1957
კარმა88
OFFLINEPROFILE
zvigeni wrote:
ციტატა:
ძალიან ლამაზი გამოვიდა და ყველას მადლობა ერთად კარგად ვიმუშავეთ. იმედია მანა ისევ დადებ ახალ მატარებელს!!!!

:) ზვიგენ სად ხარ რომ არ ჩანდი? ახალი მატარებელი 14 ივნისს გამოდის მომდევნო სადგურიდან=ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined07 Jun 2008
Posts4
კარმა0
OFFLINEPROFILE
ციტატა:
მამულის სიყვარული, აღმაფრენაა, თავდადებაა, გულის ჩქროლვაა, თვალში ცრემლის კურცხალია სამშობლოს გარეთ მყოფთათვის, ნოსტალგიაა და მერე როგორი.......mana
ნოსტალგიის გრძელი ჭია , რომ შეგიძვრება გულში, დაგხრავს, გაგაგიჟებს,აგაფორიაქებს, ყველა ნერვს ჩამოუვლის და მთელი ძალით გამოჰკრავს თავის საზიზღარ კლანჭს.bubu
ხშირად, ჩემი სამშობლოზე დარდი ძუ ვეპხვივით მომვარდება,ბასრი ბრჭყალებით ყელში მწვდება და მაღრჩობს თითქოს......mana

მენატრება სამშობლოს ცის კაბადონზე ამოსული ექვსთვალა მზე,მასზედ ფელიკებ მიფიცხებული , ნოსტალგიის კლანჭიანი ჭიის მოქუფრული ფიქრები...
( ჭიის კლანჭებს და კენგურუს ფრთებს რომ ხსნიდნენ იმ დღეს ზოოლოგიის გაკვეთილზე დამაგვიანდა :))) )
აღმაფრენა, პეწი, ლაზათი, ზ-D-ილობა და ჯეიმს ჰეტფილდის გაგეეება...
მარჯვნივ გაიხედავ ძუ ლომი მორბის, ამიტომ გაიხედე მარცხვნივ :))))

ციტატა:
დიახაც რომ ლამაზია ჩემი დედა სამშობლო, თავისი ცა ფირუხ,ხმელეთ ზურმუხტით, რომელსაც ზამთარ- ზაფხულ, დიადემასავით ადგას მზის ნათელი და აელვარებს გარეშემოს......mana

სურათი აღარ არსებობს
სურათი აღარ არსებობს


ბასიაჩუკი ბასიაჩუკი..გამეიხედე ბლინ, ცხენს ნალები აქვს გონია დაჩუტული
:)))))))

ციტატა:
უზარმაზარი მთების სიდიადე და თმებდაქოჩრილი ტყეები რაღაც გრანდიოზულის გრძნობას მიღვივებს,ხოლო ხასხასა მწვანე აჯეჯილებულ- აყაყაჩოვებული მდელოების გრაცია , ყველაზე უნაზეს გრძნობებს ეთამაშება....mana

აჯეჯილებული-აყაყაჩოვებული მდელოების გრაცია თუ ლარის და დოლარის იმფლაცია ??:)) იქნებ თმებდაქოჩრილი ტყეების პლანტაცია..ან დროშის ტარების ვიბრაცია.?? ფარსმან სპარსი თუ ფაცაცია და ამ დროს "წიქარამ" არც აცხელა არც აცია,შექმნა რეალობის ასოციაცია:))))))))

ჰიპოტეზა, დისპოზიცია თუ იქნებ სანქცია?
- არა მე ვიცი!!!..
ადმინისტრაციის პოზიცია..სკარაბაუსის ნიკების კონფისკაცია :))))))

p.s

სურათი აღარ არსებობს
სურათი აღარ არსებობს

ისე ამ კედელს "ევრორემონტი" სჭირდება ოღონდ ჯერ გაგაჯვა :))))

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
=haa= =lol= =lol= =lol= =lol= =lol= =lol= =lol= =lol= =lol= =lol= =lol= =lol= =lol= =lol= =lol=

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 309 posts ] 
მ ა ტ ა რ ე ბ ე ლ ი
დესპანი