მარტის თვეა შენი,შენს ხასიათს შვენის
აპრილი სულ აგაჭრელებს ფერებით
შენ ნუკრი ხარ შვლისა ეგ ნუკრობა გშვენის
გაწყენინე და მაინც მეფერები.
შემოდგომა შენი, შორეულ წლებს ერთვის
ჩამოგშორდნენ ავდრიანი მდევრები,
ვინაიდან ჩემთვის შენხარ ერთადერთი
თავს გიხრიან იასამნის მტევნები.
საყვედურებს ვიტან გააჩნია ვისგან,
სხვას სიტყვაში ერთ ასოს არ შევარჩენშენი სითბო მინდა მოფრენილო ციდან
საუბრის დროს გულწრფელ ღიმილს რომ აჩენ..
მინდვრის ყვავილები როგორც კელაპტრები
გიღიმიან თავს მიწაზე გიდებენ,
გრძნობებს ნუ აჰყვები თორემ დაიბნევი
როს კარგავენ მის ფას მერე იგებენ..
მარტის თვეა შენი,შენს ხასიათს შვენის
აპრილი სულ აგაჭრელებს ფერებით,
შენ ნუკრი ხარ შვლისა ეგ ნუკრობა გშვენის
გაწყენინე და მაინც მეფერები..=zer=
და კიდევ...
ბოლოს და ბოლოს ერთი გული მააქვს
სუყველას როგორ გაგინაწილოთ.. 
)
