↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
მე შენ მიყვარხარ...


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1303 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts3804
კარმა223
OFFLINEPROFILE
უცხო კაცთან მე ისეთი მხდალი ვარ,
გვერდით როგორ დავუწვები, სერ.
მე ისეთი პაწაწინა ქალი ვარ,
ხომ სირცხვილით დავიწვები, სერ.
მე ისეთი პატარა ვარ,
მე ისეთი პატარა ვარ ჯერ,
მე რომ დედას მომაშოროთ,
ცოვა არის, ადრე არის, სერ.
დედამ კაბა შემიკერა ლამაზი,
წითელ-ყვითელ საკინძებით, სერ
ხომ დაჭმუჭნით, ხომ წახდება სამოსი,
თქვენ რომ გვერდით დაგიწვებით სერ.
შემოდგომის უქმე უკვე გავიდა.
გრძელი არის ზამთრის გამე სერ.
მე იმ ღAმეს სხვსთან როგორ ავიტან,
არ მეყოფა სითამამე სერ.
აგერ ქარმაც ამოყარა ფიფქები,
ფოთოლიც კი არ სჩანს მწვანე, სერ.
გაზაფხულზე უფრო დიდი ვიქნები.
მოდი მაშინ წამიყვანე სერ...


სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts405
კარმა51
OFFLINEPROFILE
როგორ მიყვარდი....
უსიტყვოდ მტოვებ,
...უსიტყვოდ მტოვებ ბედის ამარა,
მე უშენობა რომ არ შემეძლო,
შენ სწორედ ამან გაგათამამა.

რაღა ვქნა თუკი ისევ მაჩნიხარ,
ისევ თუ მინდა შენი დანახვა,
შენი სიტყვები.... "ო რა კარგი ხარ..."
ახლა სადა ხარ,
ახლა სადა ხარ?...

...კარავი... კოცნა... ალერსი.... სითბო,
თითების სითბო, შენი თითების,
ო, ის აპრილი.... იმ აპრილს თითქოს
კიდევ გპირდები........
კიდევ გპირდები.......

......რისთვის ვიხსენებ იმავე გრძნობას,
რომ შემაყარა შენმა დალალმა,
და სიყვარულმა კი არა მხოლოდ,
შენ გაზაფხულმაც გაგათამამა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts405
კარმა51
OFFLINEPROFILE
გარეთ წვიმს, მე კი ლოგინში ვწევარ,
გულს მონატრების ახლავს დარდები,
ზეცის პატარა ანგელოზს ჰგევხარ,
ო, ანგელოზო, შემიყვარდები.....
...წვიმას რაღაცის თქმა სურdა წუხელ,
მონატრებაში გამქრალა დარდი,
ახლა ვზივარ და თეთრ ფურცელს ვუმხელ,
შენ, ანგელოზი რომ შემიყვარდი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts405
კარმა51
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined06 Mar 2007
Posts294
კარმა64
OFFLINEPROFILE
likako, მალადეც გოგონი,კარგი სიტყვებია ნამდვილად.

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined08 Jun 2008
Posts98
კარმა10
OFFLINEPROFILE
იყო ის,,ვიყავი მე,,იყო სიყვარული,,
უცებ ის გაქრა,გაუჩინარდა,გაჩნდა სინანული,,
მე მარტოობის მეშინოდა,,ვარ კიდეც მარტო,,
მხოლოდ წარსულის სიზმრები და სურათი მათბობს,,
თმაში ჭაღარა შემომერია,ძლიერ მოვხუცდი,,
რას ველოდები,ვის ველოდები,არავინ იცის,,
წვიმიან ღამეს ფანჯარასთან ვდეგვარ ეული,,
მოხუცი ყველას სიყვარულით გადარეული,,
მთელი ცხოვრება მის გზას ვუყურებ არ მოვა ვიცი,,
საიქიოშიც მხოლოდ მისთვის,მისთვის დავიცდი...

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined08 Jun 2008
Posts98
კარმა10
OFFLINEPROFILE
"ძლიერი ადამიანი ის კი არაა, ბოროტებას ვინც თრგუნავს, არამედ ის, ვისაც ბოროტების სიკეთედ გარდაქმნა შეუძლია"

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined08 Jun 2008
Posts98
კარმა10
OFFLINEPROFILE
ბავშვობაში ადამიანი დედ_მამაზე ფიქრობს , ახალგაზრდობაში_მხოლოდ შეყვარებულზე, სიბერეში_შვილზე, სიცოცხლის განმავლობაში არ რჩება დრო,რომ საკუთარ თავზე იფიქროს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined08 Jun 2008
Posts98
კარმა10
OFFLINEPROFILE
მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის

ქალწულებივით ხიდიდან ფენა:

მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის

და სიყვარულის ასე მოთმენა.

ძვირფასო! სული მევსება თოვლით:

დღეები რბიან და მე ვბერდები!

ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ

უდაბნო ლურჯად ნახავერდები.

ოჰ! ასეთია ჩემი ცხოვრება:

იანვარს მოძმედ არ ვეძნელები,

მაგრამ მე მუდამ მემახსოვრება

შენი თოვლივით მკრთალი ხელები.

ძვირფასო! ვხედავ... ვხედავ შენს ხელებს,

უღონოდ დახრილს თოვლთა დაფნაში.

იელვებს, ქრება და კვლავ იელვებს

შენი მანდილი ამ უდაბნოში...

ამიტომ მიყვარს იისფერ თოვლის

ჩვენი მდინარის ხიდიდან ფენა,

მწუხარე გრძნობა ქროლვის, მიმოვლის

და ზამბახების წყებად დაწვენა.

თოვს! ასეთი დღის ხარებამ ლურჯი

და დაღალული სიზმრით დამთოვა.

როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი,

როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!

არის გზა, არის ნელი თამაში...

და შენ მიდიხარ მარტო, სულ მარტო!

მე თოვლი მიყვარს, როგორც შენს ხმაში

ერთ დროს ფარული დარდი მიყვარდა!

მიყვარდა მაშინ, მათრობდა მაშინ

მშვიდი დღეების თეთრი ბროლება,

მინდვრის ფოთლები შენს დაშლილ თმაში

და თმების ქარით გამოქროლება.

მომწყურდი ახლა, ისე მომწყურდი,

ვით უბინაოს - ყოფნა ბინაში...

თეთრი ტყეების მიმყვება გუნდი

და კვლავ მარტო ვარ მე ჩემს წინაშე.

თოვს! ამნაირ დღის ხარებამ ლურჯი

და დაღალული ფიფქით დამთოვა.

როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი!

როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined07 Jun 2008
Posts4
კარმა0
OFFLINEPROFILE
* * *
შენი გენია მეტეორის ალმა გაჰმურა.
სიგიჟის ხორბლით ავსებ მარად ქვეყნის ხვიმერებს.
ღამის სოროებს დასტრიალებ როგორც ღამურა.
ავხორცი ტვინით ბუდეს უნგრევ ყვითელ ქიმერებს.

ტანამღვრეული ეშურები მაცდურ აშარას.
ლუესის წვეთით გიხელდება ბნელი დიანოს.
აპოკალიპსის ცხენს აუბამ ლექსის ავშარას.
ხერხემლით ჰშიშობ: განკითხვის დღემ არ იგვიანოს.

თეთრად ათენებ: თავს გესხმიან ავი ბოდვები.
ბნედა გერევა მიწის წყლულის ხილვით გაოსილს,
დამხრჩვალ კატებში გაოგნდება მთვარის ცოდვები.

პირზე გაშრება ცოფიანი დუჟი ქაოსის.
განთიადისას ლორწიან ტუჩს მზის ძაღლი გლოკავს.
შენს სონეტებში გადარევა შეკრული როკავს

სურათი აღარ არსებობს
სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined08 Jun 2008
Posts98
კარმა10
OFFLINEPROFILE
არა გქონია გულში არც დარდი,
დარდი თუ იყო, აღარც იცოდი,
ოქრო და ვერცხლი თავზე გადაგდის,
ქრისტე არა გწამს, _
დახვალ ბზის ტოტით.

რომ დაგიჩოქო, სამ გროშს ვერ მომცემ,
მე კი გაწვდილი ხელი გამიხმა,
დგახარ წარმართთა სამლოცველოში,
ისე კი ვითომ ქრისტიანი ხარ.

დადიხარ მარად სიამოვნებით
საკუთარ თავის შესაწირველით,
მე კი ხელთა მაქვს სია გონების,
რომელ სიაშიც შენ ხარ პირველი.

საკუთარ სისხლის არ ხარ დამღვრელი,
მოძმისთვის _ გული არ გედაღება,
გასკდა გული და გასკდა ნაღველი,
იძახე ახლა _
`რა მენაღვლება!~

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
სათიბში მიჯნური მთვარე დაბანცალებს.
იციან _ იწვიან ვარსკვლავთა ნარგისნი.
მსურხარ და მაძალებ _ სულ ცოტა მაცალე _
სული თუ მოვითქვი _ სიყვარულს აგიხსნი.
გეტყვი, რა სახმილმა ეს გული დაფლითა
ან მთვარე რად ვიძმე _ ღამეთა პოეტი.
გეტყვი, რომ ცასავით შორეულ ზღაპრიდან
სულ შენთან მოვდივარ და ვეღარ მოვედი;
მერანს შევაცვითე ფერდებზე დეზები,
ვაწბილე ეშმა და ჭინკა და მაცილი,
ამდენი გეძებე _ რამდენი გეძებე!
და დაუძლეველი ვიპოვე მანძილი.
და თუმცა თითებში შენი თმის ლანდია,
თითები თვრებიან მთენთავი ბანგის სმით, _
ნარგისის თვალები ისე შორს ანთია,
ვით ღამის სათიბში ვარსკვლავთა ნარგისნი.
გეტყვი, რომ სიზმრები ქარებმა მირწიეს,
შლეგი იკაროსის ელდით ვარ ნასეტყვი...
და ასე სასურველს
და ასე მიწიერს,
უკვე აღარ ვიცი, გეტყვი თუ არ გეტყვი! _
რომ, თუნდაც მერანმა არსად გადამჩეხოს,
ბედი იქირქილებს, ბილწი და ბოროტი,
რადგან ეს ბილიკი, ასე საცალფეხო,
მკაცრად საცალფეხო იქნება ბოლომდის;
რომ მთვარე მარტოა და მწირის თმა-წვერით
სხვადასხვა სცენაზე ჩვენ ერთი როლი გვაქვს;
და უსასრულოა
და სისხლით ნაწერი
ჩემი ქრონიკული ტრფიალის ქრონიკა;
რომ შემომჩვევია სევდა გაბასრული,
კაეშნის მგეშავი, ავი და გულზვავი,
ჩემი მარტოსული პატარა წარსული
ზურგზე რომ ამკიდა ამხელა კუზივით;
ათასჯერ სიკვდილით თვალები დავიწვი,
სული აქილევსის ვეება ქუსლია...
და ალბათ, არ გეტყვი, რადგან თუ რამ ვიცი,
ვიცი, რომ სიყვარულს ასე არ უხსნიან!
და სწორედ ამიტომ შენი თმის თავთავებს
მდუმარედ მოვისთვლი დამთვრალი ბანგის სმით,
და სწორედ ამიტომ მთვარეს ვუთვალთვალებ,
და სწორედ ამიტომ
სიყვარულს არ გიხსნი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined08 Jun 2008
Posts98
კარმა10
OFFLINEPROFILE
ბუბუსუნას...

ჩემთან რომ იყო, გავიგებდი შენს გულისტკივილს,
დასახმარებლად ყოვლისშემძლე შევიქმნებოდი...
ჩემთან რომ იყო, ავიხდენდი მე ყველა სურვილს,
რადგან მწვერვალი სურვილების შენ იქნებოდი...
ჩემთან რომ იყო, ოცნებაში გაგიყოლებდი,
დავიოკებდი სისხლძარღვებში მოწოლილ ვნებას...
ჩემთან რომ იყო, სულიერად გავშიშვლდებოდი,
დაგანახებდი სხვა გრძნობების ფარულ დინებას...
ჩემთან რომ იყო, გავუძლებდი უალერსობას,
შევეჩვეოდი სიძულვილით აღსავსე მზერას...
ჩემთან რომ იყო, გულს იმგვარად გავაცოცხლებდი,
რომ აჰყოლოდა შემოდგომის ფოთოლთა რხევას...
ჩემთან რომ იყო... საყვარელო, ჩემთან რომ იყო,
მე ჩავახშობდი სივრცეებში ყოველგვარ ბოროტს...
ჩემთან რომ იყო, რა სიხარულს მოვესწრებოდი!
რა სიხარული მომიღებდა შენს გვერდით ბოლოს!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
მადლობთ, ლამაზი ლექსია.

უნდა დაგიბრალო, თორემ სიყვარულის მონატრებით
სული დაილია, სულში მაცილები ქირქილებენ,
სანამ დაღლილ მაჯებს ისევ უსახელოდ მომამტვრევენ
ყოფის ქარიშხლებით აღრიალებული წისქვილები.
უნდა დაგიბრალო, სანამ მოგონებით მთვრალი ვარ და
სანამ თვალები მაქვს ალის ათინათით შენაფერი;
ვიდრე მარტოობა თავში თრიაქივით ამივარდა,
ვიდრე წავედი და ყულფის თავშესაფარს შევეფარე.
უნდა დაგიბრალო ხამი მოტრფიალის გაგიჟებით
ისევ ჩაქნეული ხელის ალიყურის შემოკვრამდე;
სადღაც ცხრა მთას იქით ციხემიუვალი აგიშენო,
მერე მოგძებნო და სისხლის მძებნელივით შემოგადგე.
უნდა გადმომძახო, ისევ უიმედო მოალყე ხარ,
გამოეკიდეო ქარებს ოცნებათა ამირბარო!
ყველაგზამოჭრილმა მეტი ვერაფერი მოვახერხო _
შენი სიყვარული დანაშაულივით დავიბრალო.
ლექსი _ უშენობის თეთრი ღამეებით ნაწამები,
ლექსიც არ მიუშვა შენი სიმხურვალის სამოთხემდე;
ჩემგან დაზიდული ძირში მოიკვეცო ნაწნავები,
მერე წახვიდე და სადმე ცხრა მთას იქით გამითხოვდე!
უნდა დაგიბრალო, თორემ წლები ვეღარ მომათრევენ,
თორემ უპატრონო სულში მაცილები ქირქილებენ.
უნდა დაგიბრალო, სანამ დაღლილ მაჯებს მომამტვრევენ
ყოფის ქარიშხლებით აღრიალებული წისქვილები.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Dec 2007
Posts585
კარმა50
OFFLINEPROFILE
ბევრი იმედი გაწბილდება,
ბევრი ოცნება გაცივდება...
მაგრამ არასდროს არ გცილდება -
ქალი, რომელიც გიყვარს.

ხანდახან ყოფნა გაძნელდება,
და სიმარტოვე გაგრძელდება...
მაგრამ არასდროს არ გბეზრდება -
ქალი, რომელიც გიყვარს.

წლებმა იციან გამეტება,
სულს ბინდისფერი დაედება...
მაგრამ არასდროს არ ბერდება -
ქალი, რომელიც გიყვარს.

თურმე სიცოცხლე ხანმოკლეა,
მალე ბალახი მოგედება...
მაგრამ არასდროს არ მოკვდება -
ქალი, რომელიც გიყვარს.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1303 posts ] 
მე შენ მიყვარხარ...
დესპანი