↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
მე შენ მიყვარხარ...


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1303 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2008
Posts621
კარმა65
OFFLINEPROFILE
=love =love =love =love =love =love =love =love

მე შენ მიყვარხარ მიახვედრა ადამმა ევა
რადგანაც ევამ არ იცოდა ჰომონთა ენა
სადგომი თვისი გამოთალეს კლდესა და ქვაში
მე შენ მიყვარხარ - და ატირდა ქვაბულში ბავშვი
და გაიზარდა დავაჟკაცდა დროსთან იომა
და ამ კაცისგან წარმოიშვა კაცობრიობა
აშენდა რომი ბაბილონი დიდი ელადა
მე შენ მიყვარხარ - ყველგან ქუხდა ყველგან ღელავდა
მე შენ მიყვარხარ - კაპულეტის მთვარეულ ბაღში
შკეერთდა ორი უცოდველი ბავშვი ამბორი
მე შენ მიყვარხარ - შენი ალით უნდა ვიდაგო
სიყვარულს, ფანჯრებს უმღეროდა ღამით იაგო
მე შენ მიყვარხარ და შორენას გრძნობები ნაზი
დიდოსტატის სულ შემოეჭდო ვით ჭიგოს ვაზი
მე შენ მიყვარხარ ყვავილები მინდორს ამკობენ
გოგო ბიჭები სიყვარულზე ლაპარაკობენ
დაინგრევიან მეჩეთები, სინაგოგები
დაიმსხვრევიან ჯამები და ღვინის დოქები
და თუნდაც იყოს ზეცის ნგრევა მიწის რყევა
მე შენ მიყვარხარ მიახვედრებს ადამი ევას
და არასოდეს დასრულდება სიცოცხლე ქვეყნად !!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
გიჟი ვარ და ყველაფერიმხოლოდ შენი ბრალია,
ავადა ვარ დამემართა მესიჯების მანია,
შენთვის ფეთქავს ჩემი გული უკვე დიდი ხანია,
დღე და ღამე ამერია, ესეც შენი ბრალია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

მიყვარხართ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ლანდებთან ლაციცს იწყებდა მთვარე,
კვლავ სიშორეში ძრწოდნენ ქარები...
ვნების სამარეს ითხრიდა მთვარე
და მონატრებას სვამდნენ თვალები.

იყო ორგია და აგონია...
ურითმო სუნთქვა, ცხელი სამარე...
და მოკვდინებას სვამდა მგონია
ღამე, რომელიც დავასამარე.

მარადისობას ღამე ჩემობდა,
ვნებით ბოდავდნენ ღამის თვალები,
თავდავიწყების ზღურბლს აჩნდებოდა
უმსუბუქესი ნატერფალები.

ბებერი მთვარე ღამეს ათევდა
და თმენას სწვავდნენ ვნების ალები...
მწუხრი მიხსნიდა რად არ გათენდა,
თუ რად დასთხარეს ღამეს თვალები.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ჩემი ბავშვობის სახლთან
ვხვდებოდი ფერმკრთალ ასულს,
და შენ მაგონებ ახლა
იმ სილამაზეს წარსულს.

სხვა რამ შაირის გარდა,
როგორ გაკადრო, აბა?
რარიგ გიხდება და გრთავს
ეს შინდისფერი კაბა!

ხედავ? ზამთარი ქრება,
ყვავილებს გაშლის ნუში;
ყველგან ხალისი... სევდა –
მხოლოდ პოეტის გულში.

წუხილს წაიღებს ქნარი
და სტრიქონებად დაქსოვს.
- საღამო იყო წყნარი,
თქვენთან ვიყავი, მახსოვს...

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined08 Jun 2008
Posts98
კარმა10
OFFLINEPROFILE
უძირო სევდა, ნელი სევდა, ვით ძილი ქვისა,
ფიცხელი ფიქრის, მწვავე ფიქრის წითელი გზნება,
უნისლო ტევრი, ხშირი ტევრი უსიტყვო თქმისა
დამწვარი თვლემა მყურდო, მკრთალი, დამწვარი ვნება.
ყვავილი ტრფობის, თეთრი, ნაზი, ცახცახობს, ჭკნება,
ნაჩქეფი აღარ ათრობს სმენას ძვირფასი ხმისა,
შორიდან ესმის ფიცხელ ლოდინს ხმაური ღვთისა,
იშლება სული, ერთი ნდობით ნელდება ნება.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
სიყვარულია-ტაჯმაჰალის თეთრი ცრემლები,
სიყვარულია-მე რომ თავზე ასე ვევლები,
სიყვარულისთვის-ბაირონმა კუბო არჩია,
სიყვარულს-უნდა ვანაცვალოთ რაც გაგვაჩნია.
სიყვარულისთვის-დაენარცხა ქვაზე ტაბიძე,
სიყვარულისთვის-სასთუმალთან რაღაც გვაღვიძებს,
სიყვარულისთვის -დაირთვილა ტანჯვად მარტვილი,
სიყვარულს-ვეძებთ, სიყვარული გვინდა ნამდვილი.
სიყვარულია-ათასერთი ღამის ზღაპარი,
სიყვარულია-ჩაუმქრალი სხივი, ლამპარი,
სიყვარულია-ხის ჩუქურთმა, ყინწვისის ფრესკა,
სიყვარულისთვის-კვაზიმუდო ზარებსა რეკდა.
სიყვარულია-ტაჯმაჰალის თეთრი ცრემლები,
სიყვარულია-მე რომ თავზე ასე ვევლები.

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined08 Jun 2008
Posts98
კარმა10
OFFLINEPROFILE
სიყვარულია: გზა, სიშორე, ცრემლი, გოდება.
შეახებ ხელს და არასდროს დაგიბრუნდება.
სიყვარულია: სიმარტოვე, გულის სიშორე,
ხორციელი ვნების მიუწდომელი აზრთა სიცოცხლე.
სიყვარულია: ტანჯვის თეთრი ცრემლები.
სიყვარულია: მე რომ თავზე ასე გევლები.
სიყვარულია: ათას ერთი ტრფობის ზღაპარი.
სიყვარულია: ჩაუქრობელი შუქთა ლამპარი.
სიყვარულისთვის ბაირონმა კუბო არჩია.
სიყვარულია: ყველაფერი რაც გაგვაჩნია.
სიყვარულია: ქვის ჩუქურთმა, კინწვისის ფრესკა.
სიყვარულისთვის კვაზიმოდო ზარებსა რეკდა?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
მამასახლისი, როგორა ხარ?

მე როგორც მახსოვდა ისე დავწერე, ეტყობა უკვე მეხსიერებაც მღალატობს...

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined08 Jun 2008
Posts98
კარმა10
OFFLINEPROFILE
კარგად ვარ ჩემო მეგობარო.მეხსიერება მშვენიერი გაქვს..იქნებ მე მღალატობს მეხსიერება??? დზალიან ლამაზია ორივე...

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined08 Jun 2008
Posts98
კარმა10
OFFLINEPROFILE
როცა ვიგონებ წარსულს დაფლეთილს,გულს მალვე სევდა შემომაწვება,
ცხოვრება არის რთული გამოცდა! მხოლოდ სიცრუე ტანჯვა, წამება,
ცისარტყელებით გარშემორტყმული ბედნიერება უმალვე ქრება,
გულში სიცივე დაისადგურებს, სული ფაქიზი ცახცახებს, კრთება
ჩვენგან გათელილ ბილიკებს ცისფერს, დაჰფენს ზამთარი ქათქათა ფიფქებს,
მერე სიცივე წაშლის, წალეკავს, შენზე ნამთვრალევ დარდიან ფიქრებს...
აღარ მიყვარხარ?! თუმც მენატრება შენი ალერსი და შენი სითბო,
არ გავუფრთხილდი, არ მოვეფერე ლამაზ "ოცნებას"-სიყვარულს გითმობ...
და თუ ოდესმე გაგახსენდება, ჩემი "ოცნება" სპეტაკი,ნაზი,
თავს მხოლოდ მაშინ გამოვუტყდები, სენს სიყვარულზე ოცნებობს ნაზი!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
მართალი ხარ, ორივე მშვენიერია.

ვიცი, დამღუპავ დაღუპვით ქალის,
მაინც შენს მაცდურ ღიმილს ვენდობი,
ის ერთადერთი ღიმილი არის,
მტანჯველი თავის ერთადერთობით!
შენი თვალებით უგრძნობლად დამთვრალს,
შენივ ღალატი გამომაფხიზლებს,
ვიცი, მიმიყვან სიკვდილის კართან,
ბოლოს სიკვდილსაც აღარ მაღირსებ!
ვიცი, ამიბნევ ცხოვრების გზა-კვალს,
გავიიმედებ მაინც მაგ თვალებს,
იგი ამ ქვეყნად სხვა თვალებს არ ჰგავს,
სხვასაც ჩემსავით არვის აწვალებს!
ღმერთმა შეგინდოს შენ უღმერთობა,
ჩემი ბედით რომ ასე ერთობი,
მე მტანჯავს შენი ერთადერთობა
და ვცხოვრობ შენი ერთადერთობით!

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined08 Jun 2008
Posts98
კარმა10
OFFLINEPROFILE
თქვენ მამაკაცთა საწამებლად მოსულხარ ქვეყნად
სიყვარული კი მათ გულებში სანამ იდება
პატიოსნება შეგეძლებათ სიშიშვლით შერყვნათ
და საკუთარი დაიმკვიდროთ ამით დიდება
ვნებიანობა რადგან მუდამ თქვენი როლია
გულებში ისე შეგიძლიათ ანთოთ ხანძარი
რომ მერე მათი დამონება მეტად იოლია
და ვერ ნაყრდება თქვენი ვნება გაუმაძღარი
მერე კი ისევ სულ სხვა ვინმე მოგეწონებათ
იმასაც ისევ მოატყუებთ ცივი გონებით
რადგან კაცები გეჩვენებათ ყველა მონებად
თავადაც უკვე აღარავის არ ემონებით
და არასოდეს გშინებიათ კაცთა სიბევრის
თქვენ გეშინიათ ერთადერთის, მხოლოდ სიბერის.

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined08 Jun 2008
Posts98
კარმა10
OFFLINEPROFILE
პმ ნახე ბუბუ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 May 2008
Posts351
კარმა3
OFFLINEPROFILE
=baby= =gitlove =army

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1303 posts ] 
მე შენ მიყვარხარ...
დესპანი