↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
ბალადა სავსე მთვარეზე

გამო, გამო მთვარე! სისხლით სავსე მთვარე!
_გეგონა, შემცვლიდი და_ვერ გამომცვალე!
_გეგონა , მომთხრიდი და_ვერ ამომთხარე!
_გეგონა მიცნობდი და_ვერ გამომთვალე!
გამო, გამო მთვარე! მკვლელობების მთვარე!
მიხვდი, ჩემთან მოხვდი, მოხდა კაი რამე:
ელამი თვალები ბრაზით დაიღამე
და ხელში ჩამიგდე შენი დაირა მე!
გამო გიჟო მთვარე! გამო, გამო მთვარე!
_გეგონა შემცვლიდი და _ვერ გამომთვალე!
...სხვა რომ არაფერი
_მარტო ამის გამო_
გამო! დამენახე! მთვარე, გამო, გამო..

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined28 Mar 2008
Posts10
კარმა0
OFFLINEPROFILE
ბალადა ქუსლზე მიწებებულ ნეხვზე :):):)

მთვარი შუქზე გუბე ელავს,
აზის ბოღმის დიადემა.
ნაღდი არი მისი სიტყვა?
მასზე მჯობმა, დააბნელა!...
ძვრება ისე ოსტატურად,
ყველა ხრიკი დაახელა.
წერე, წერე, ჩემო კარგო,
მკითხველს რომ დაადგეს შველა...
თუ მელანი გაგითავდეს,
მიაშველე კუპლეტს ენა.
თავი მე არ გაუყადრო,
გონით ბრუციანს და ელამს...
ათას შურიანს და ხეპრეს,
ათას გაიძვერა მელას...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
რა "მაგარი "ლექსია!=lol=

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined28 Mar 2008
Posts10
კარმა0
OFFLINEPROFILE
* * *

„არ იყავიო
ვაჟას დღეზე ამ ზაფხულს ჩარგალს!“ -
ვინ, ვინ მიბედავს?! -
ხელფასს იღებს
ეს კაცი მაღალს

მხოლოდ იმაში,
რომ ესწრება თავშეყრებს ჩვენსას,
გვადევნებს თვალყურს,
მწერლუკანა
მწერლობას მწყემსავს...

მე წამოვწითლდი
და ხელახლა გავთეთრდი რისხვით:
„რაო, რა ბრძანეთ?! -
ჩავეკითხე
არაკაცს ზიზღით, -

ჩემთვის ყოველდღე
ვაჟას დღეა! - ვუთხარი მკაცრად, -
და ილიასიც, სხვათაშორის!“ -
შებრუნდა
გაშრა...

რად პირს არ გახსნი,
დედამიწავ, თან არ ჩამიტან,
ათას თახსირთან
რომ პურს მაჭმევ
ერთი ჯამიდან!

სკარა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
წინა ლექსს არაუშავს, მაგრამ ნეგატიურია,ბოროტი. აი პოზიტიურად დამუხტული,კეთილი ლექსი:
***
(ხუცუბნის სასაფლაოდან)

აჰა და ღმერთო, მოველი.
შენდობას შენგან მოველი.
თუ გსცოდე მეტისმეტია,
შენ შეიწყალე ტეტია.
ცოცხლებში ვიყავ მჭედელათ...
ბევრჯერ დაგიკალ ჭედილა.
ბალღებს და ეფემიასა
ვსტოვებ, ვით ცვარი იასა.
არიდე მათ ჯოჯოხეთი.
მთელ ქართველობას მოხედე.
მეხრე კი მყავდა უშვერი...
ჯანდაბას!მაინც უშველე!
იმისი არა იყვესა_
მილხინე, ქრისტე!
ქ ი ტ ე ს ა.

დორადო

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
dorado wrote:
ციტატა:
აუუუ, პოეზიის ფასი თუ რამე იყოს...

ხომ ხარ კარგად ჩემო კარგო?
ბინდისფერია სოფელი,
უფრო და უფრო ბინდდება,
რა არი ჩვენი სიცოცხლე,
ჩიტივით გაგვიფრინდება,
წამოგვეწევა სიბერე,
მელივით წამოგვარდება,
სიკვდილი გზაში გიყელებს,
თვალები გაავდარდება.
მოგიგონებენ შვილები,
მზეს შეხედავენ მაღლითა:
„სოფელში შემოაღამდა,
ბინდმა ძაღლივით დაფლითა“.
ნეტა სიცოცხლის მამგონი
ღმერთი თუ ჯოჯოხეთია?
ბევრი სიმწარე მინახავს,
ბევრი სხვა გადამხედია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined02 Jul 2007
Posts48
კარმა49
OFFLINEPROFILE
გულო სანამ გული გქვია,გულო უნდა მტკიოდე
გულო უნდა მიერთგულო მიმყვე საიქიომდე
ეს რამხელა,რა უძირო და რა გამძლე გამოდექ
ჯოჯოხეთის დამტეველო,პაწაწინა სამოთხე.
შ.ნიშნიანიძე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
თუმცა ისევ ძგერს, მაგრამ მკერდში აღარ ეტევა
გული _
ამქვეყნად აღარაფრის რომ აღარ სჯერა
და ჰგავს წინასწარ განწირული რაზმის შეტევას
მისი ამაო გაბრძოლება, იმედი, რწმენა.

გაქცევას ცდილობს _
ვინ ეძახის, ვისი აჩრდილი,
ან ვინ უღვიძებს მინავლებულ ცეცხლსა თუ ვნებას?
ვით მეომარი, ვერაგულად ზურგში დაჭრილი,
გაწბილებული,
ნირწამხდარი,
ღიმილით კვდება...

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined10 Apr 2008
Posts3
კარმა-1
OFFLINEPROFILE
gega30 wrote:
ციტატა:
ბალადა ქუსლზე მიწებებულ ნეხვზე :):):)

მთვარი შუქზე გუბე ელავს,
აზის ბოღმის დიადემა.
ნაღდი არი მისი სიტყვა?
მასზე მჯობმა, დააბნელა!...
ძვრება ისე ოსტატურად,
ყველა ხრიკი დაახელა.
წერე, წერე, ჩემო კარგო,
მკითხველს რომ დაადგეს შველა...
თუ მელანი გაგითავდეს,
მიაშველე კუპლეტს ენა.
თავი მე არ გაუყადრო,
გონით ბრუციანს და ელამს...
ათას შურიანს და ხეპრეს,
ათას გაიძვერა მელას...

ნუ ლექსიააა? პირდაპირ გადარევააააააა. ჭავჭავაძეს რომ შეეხარბებოდა:ohmy:

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Nov 2007
Posts616
კარმა96
OFFLINEPROFILE
ტკბილმა ენამ, კარგმა სიტყვამ, ხმალი უკანვე ჩააგო,

თოფის ფეხშეყენებულის, კვესი უკანვე გადადო,

ამაყმა კაცმა, ბოროტმა გული ხანჯალზე ააგო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined28 Mar 2008
Posts10
კარმა0
OFFLINEPROFILE
შენი 3-ჯერ ჩასწორებული კომენტარი ნამდვილი ნიკით რაიკო არ მოგეწონა? :):)

ჭავჭავაძეს ნამდვილად ვერ შევადარებ, მაგრამ ჯორზე სახრედ გადასაქნევად კი გამომდგარა კარგად როგორც ჩანს...:):):)

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined10 Apr 2008
Posts3
კარმა-1
OFFLINEPROFILE
gega30 wrote:
ციტატა:
შენი 3-ჯერ ჩასწორებული კომენტარი ნამდვილი ნიკით რაიკო არ მოგეწონა? :):)

ჭავჭავაძეს ნამდვილად ვერ შევადარებ, მაგრამ ჯორზე სახრედ გადასაქნევად კი გამომდგარა კარგად როგორც ჩანს...:):):)

ჩატში ტრიფონიაა ჩატშიიიიი

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined28 Mar 2008
Posts10
კარმა0
OFFLINEPROFILE
ტრიფონიები და ქატოს ნაჭამი ლებდრიანები თქვენს სურათებში დაძებნეთ :):):):):)

პ.ს აწიე ქალო ყვავილები და გაიღიმე :):):)

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined31 Oct 2006
Posts174
კარმა75
OFFLINEPROFILE
ბავშვივითა ვარ ხანდახან, -
გაორთქლილ მინაზე
ჩემს სახელს ვწერ...

შორს, თეთრი ეზოს გადაღმა
თეთრი ზამთარი
ლურჯად იღებავს წვერს.

თოვლი ფიქრების დღიურს შლის,
ქარი ქუჩებში მიიკვლევს გზებს,
ცაში, ვით აქვარიუმში,
ოქროს თევზივით
დაცურავს მზე...

ბავშვივითა ვარ ხანდახან, -
გაორთქლილ მინაზე
ჩემს სახელს ვწერ...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts670
კარმა76
OFFLINEPROFILE
ოშოშოს ფოთლებს წავაფარებ ჩათვლემილ ვნებას
და მეგრულ ნანას ცრემლნარევი დუდუნით ვეტყვი.
გავერიდები ძილმორეულ ხეების წყებას
და კლდის ნაპირთან შემაჩერებს ნაცნობი ვერტყვი.

სიკვდილ-სიცოცხლის გასაყართან, შენით გათელილს,
ისე სათუთად ამომკოცნის ტკივილს ბაგედან...
შორს,სიბნელეში იკიაფებს ჩემი სანთელი
და წასასვლელიც არ მექნება არსად აქედან...

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი