|
ღმერთი და ხელები
მაღალ ტახტრევანზე იჯდა მამაღმერთი, თეთრი ღრუბლები ეწყო ბალიშებად, მყინვარი შანდლად ედგა , შიგ მზე სანთლად ენთო და ხალხს ელვის კვერთხით სურვილს ანიშნებდა. წყალობა უფლისა თურმე ყველას მისწვდა , მიწის ყველა მკვიდრი თავისთან შეჰყარა , გაშლილ ხელისგულზე ედო დედამიწა , რომ კაცთა მოდგმისთვის გაეყო ქვეყანა .
მის წინ რიგში იდგენენ ზანგნი თუ არაბნი , ფრანგნი თუ..ვინ მოსთვლის ღვთის ნებას მინდობილთ .
ზიგს ველი არგუნა, ზოგს მთების ქარაფი, ზოგს ცხელი უდაბნო, ზოგს ვრცელი მინდორი, ზოგს მთა მოუწია, ზოგს მთის კალთები . უფლის განაჩენი არ იყო სადაო .
მხოლოდ ამ გრძელ რიგში არ ჩანდნენ ქართველნი , რიგი და ქართველი? სადან სადაო
და როცა პირწმინდად დარიგდა მთა ბარი, გოჯიც კი მიწისა არ დარჩა უბრალოდ, უეცრად ჩვენები, სად იყვნენ სად არა , წარუდგნენ და ჰკითხეს: ჩვენ რა ვქნათ უფალო?
მიწის ამზომველნი სულს ძლივსღა ღაფავდნენ , ფრიად დამაშვრალი ჩანდა თვით მეუფეც, განცვიფრდა : ვინა ხართ, სადა ხართ აქამდე ? მთელი დედამიწა გავყავი მე უკვე...
ქართველნი გახლავართ, გავშალეთ ნაბდები ... შენი სადგეგრძელო თასები დავცალეთ, რიგს ლხინი ვარჩიეთ, გაქეთ და გადიდეთ და დაგვაგვიანდა ჰე ღმერთო მოწყალევ.... დავლოცეთ შენს მიერ შექმნილი სამყარო , მეუფევ მაღალო!
და რადგან ეს მიწა ყველას გაუყავი, ცუდი თუ კარგი კუთხე გაეცი მთლიანად . რა უყოთ, ნუ სწუხარ, შენ კარგად იყავი , ოღონდ დაგვიცალე ეს ერთი ფიალა!
.....ალპებად , ანდებად , თუ კავკასიონის მთებად , აიწიენ წარბები შეკრული...
სად დაგაბინაოთ?- არ არის იოლი, ასეთი ლამაზნი. მამაცნი ერთგულნი... სულ ყველა გავეცი, ბილიკიც, ჭიუხვიც , მარტო დავიტოვე პატარა წალკოტი, იქ კალთა დავბერტყე სიტურფის , სიუხვის, საჩემოდ სამოთხის ხეხილით ვამკობდი, მე ჩემთვის მინდოდა მზიური ქედები და რადგან მიწის სხვა ნამცეციც არ არის, ზეცაში ვიცხოვრებ... ხოლო ეს ედემი - თქვენთვის დამითმია . დე, იყოს ალალი!
და ასე წაბრძანდა ღმერთი ცათა შინა, და ჩვენ დაგვიტოვა ღვთიური მთა-ბარი, მიტომ საქართველოს რა არ გააჩნია ქუხს მისი სიტურფის, სიუხვის ამბავი...
|