შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ვიცი ციციკორე და ამ ქვეყნის პრეზიდენტი ითვალისწინებს მაგ გარემოებას და მგონი კიდევ მალეც გამოგვგზავნის ისევ სკოტნი თვითმფრინავებით ქართველებს შენთან ჩემო ჯიგარო მეგობარო
ისეთ სიყვარულს მინდა ვუმღერო, რომ ნათოვლარზე დასკდეს იები, წყალმა წალეკოს ტრფობის ნაპირი, აპრილს ათოვდეს მაგნოლიები. ცრმლი ბროლისა გადიქცეს ნამად, ღამემ ფოთლებში სევდა შემალოს. შემოქროლებით ღუღუნა ქარმა, აწეწილ ფიქრებს ხელი შეავლოს... ნედლი რტოების საქანელები ცაში შეკიდულს არხევდნენ ლოდინს. ნაზამთრალ სულში ნატვრამ იფეთქოს, სიცოცხლე ასე ხელახლა მოდის. მერე კი... ჩემთვის ჩუმად მოგიხმობ, დღენი უშენოდ არრა იყო რა. მთვარე ჩემს სევდას აღარ მოგითხრობს, ზღაპარ იყო და არა იყო რა...
იმ ქალს, იმ ბერიკაცს გაუმარჯოს, ვისი ცხოვრების გზაც შვეულია, ვისაც არასოდეს გაუმართლდა, მაინც სიხარული შეუძლია. ვისაც იმედები პურად ყოფნის, ვინც მთელ ქვეყანაზე ეულია, ვისაც, სიყვარულით უარყოფილს, სხვისი სიყვარული შეუძლია. იმ ქალს, იმ ბერიკაცს გაუმარჯოს, ვისი სიმღერებიც მწუხარია, ვისაც სიხარული გაუავდრდა, სხვისი გაღიმება უხარია! ვისაც შეუძლია ატირება, მზით და სიკეთით ძლეულია, დიდი შეცოდების პატიება ვისაც დიდსულოვნად შეუძლია! ვისაც უხარია ყველაფერი - ტყეებია თუ ველებია, ვინც ჩვენი მამულის ფერად ფერებს ვერა და ვერაფრით შელევია! ვისაც არასოდეს გაუვარდდა, მაინც იმედებით გრძნეულია, ეს იმ ადამიანს გაუმარჯოს, ვისაც სიყვარული შეუძლია!