↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ყოველდღიური დაიჯესტი


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
ჩვენ რას ვიზამთ?- პროვოკაციები კვლავ გრძელდება

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts670
კარმა76
OFFLINEPROFILE
“ლეიბორისტული პარტია” საარჩევნო პარტიულ სიას აუქმებს

“ლეიბორისტული პარტია” საარჩევნო პარტიულ სიას აუქმებს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს.
შესაბამისი განცხადება “ლეიბორისტების” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა დღეს გამართულ ბირფინგზე გააკეთა და აღნიშნა, რომ ისინი ხალხის ღალატს და სააკაშვილის ხელისუფლებასთან მუშაობას არ აპირებენ.

“პარტია აუქებს პარტიულ სიას და ჩვენ ვტოვებთ პარლამენტს. საქართველოს “ნაციონალური მოძრაობის” შტაბის (იგულისხმება პარლამენტად წოდებული), ყალბი ორგანოს თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს! შევარდნაძე-სააკაშვილის “მოქკავშირი-ნაცმოძრაობისგან” დევნილი, რეპრესირებული, პარლამენტში მრავალგზის არშეშვებული და იქიდან გამოგდებული ნათელაშვილ-გუგავა-შატბერაშვილ-ძაგანიას განცხადება! იმის გამო, რომ თქვენმა მბრძანებელმა მიხეილ სააკაშვილმა სპეცსამსახურების, ჯარის, პატიმრების, კრიმინალიტეტის, გაყალბებების, ძალადობის, მოსყიდვის, შანტაჟისა და მასობრივი ტერორის გზით 21 მაისს კვლავ ჩაიდინა არჩევნების მსოფლიო მასშტაბით არნახული ფალსიფიცირება; თქვენ სახელმწიფო გადატრიალებით, ანტიკონსტიტუციურად და უკანონოდ დაიკავეთ ის შენობა, სადაც ზიხართ, ჩვენ არ ვცნობთ თქვენს ლეგიტიმურობას, არ გვაქვს თქვენთან ყოფნის სურვილი და გამოვდივართ თქვენი პარტიული მთავარი შტაბის შემადგენლობიდან. ნათელაშვილ-გუგავა-შატბერაშვილ-ძაგანია”,-ნათქვამია “ლეიბორისტების” განცხადებაში.

პრესკონფერენციის ბოლოს შალვა ნათელაშვილმა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსაც მიმართა და აღნიშნა, რომ მას საპარლამენტო იმუნეტეტი აღარ აქვს და არ ეშინია, თუ სააკაშვილი ნათელაშვილს დაიჭერს.

“მივმართავ სააკაშვილს, მერაბიშვილს, ახალაიებს და კოდუებს. დამიჭირეთ! აღარ მაქვს იმუნიტეტი, მიდით და დამიჭირეთ. დამიჭირეთ და მერე ნახეთ, როგორ დაიშლებით. ამით დიდ ეროვნულ საქმეს გააკეთებთ. თქვენი შეშინებული შევარცხვინე, თქვენ ვერავის შეაშინებთ”,- მიმართა ნათელაშვილმა პრეზიდეტ მიხეილ სააკაშვილს.

განცხადებას პარლამენტში არშესვლის და პარტიული სიის გაუქმების შესახებ “ლეიბორისტული პარტია” პარლამენტში დღეს გადააგზავნის.

აქვე, “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა კომენტარი გააკეთა “გაერთიანებული ოპოზიციის” ინიციატივასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ალტერნატიული პოლიტიკური ორგანოს შექმნას სკეპტიკურად აფასებს.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას, დღეს შალვა ნათელაშვილმა განაცხადა პოლიტიკური ორგანოს შექმნით არაფერი შეიცვლება და ოპოზიციის ნაწილს სურს სხვისი გაკეთებული საქმეები მიიწეროს.

“როგორც ადრე ვამბობდით, “გაერთიანებული ოპოზიცია” ხუხულასავით დაიშლებოდა და ასეც მოხდა. მივმართავ მათ, ზოგჯერ მაინც დაგვიჯერონ. მიუხედავად ამისა, ეროვნულ საბჭოსთან თანამშრომლობას აუცილებლად ვაპირებ, მაგრამ ეს პარლამენტები და პოლიტიკური სეგმენტები ჯერჯერობით გასარკვევია რისთვისაა საჭირო”,-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მომზადებულია “ინტერპრესნიუსის” მასალების გამოყენებით

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ზუგდიდში რუსი სამშვიდობოები დააკავეს.....
საქართველოსა და რუსეთს შორის ბოლო თვეების განმავლობაში არსებული ვითარება უკეთესობისაკენ არ იცვლება. ჯერჯერობით არ ჩანს სააკაშვილისა და მედვედევის შეხვედრის სავარაუდო დადებითი შედეგებიც. აფხაზეთში სიტუაცია არასასურველია და ამგვარ საკითხებში რუსეთი კვლავ აქტიურად “გვეხმარება”.
ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა აფხაზეთში ამჟამინდელი დაძაბული ვითარების ერთადერთ მიზეზად რუსეთის გეგმები და ქმედებები დაასახელა:

“არც ქართული მხარე, არც ცალკე აღებული აფხაზური მხარე, არ მოიაზრება დაძაბულობის წყაროდ. ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც თავისი გეგმებითა და მოქმედებებით ახორციელებს ესკალაციას კონფლიქტურ რეგიონში, რუსეთია. თუკი ესა თუ ის რუსი წარმომადგენელი მიმართავს ვინმეს დაძაბული ვითარების განსამუხტავად, უპირველესად საკუთარ ხელისუფლებას უნდა მიმართოს”, - განაცხადა ეკა ტყეშელაშვილმა.

მისი აზრით, თუ კონფლიქტის ზონაში არსებული ე.წ. “მშვიდობისმყოფელთა” ფორმატი შეიცვლება, სხვა, მაგალითად, ქართულ150აფხაზური პოლიციის კონტიგენტით, რომელიც იმოქმედებს ევროსაბჭოს ეგიდით, დაძაბულობა ნამდვილად შემცირდება და მოვლენებიც პოზიტიურად განვითარდება, რაც იქნება რეალური დასაწყისი სამშვიდობო პროცესისა.

რუსეთს მოვლენების ამგვარი განვითარება ხელს რომ არ აძლევს, ამაზე მათი მხრიდან ახალ-ახალი “სიურპრიზები” მეტყველებენ. ოფიციალური მოსკოვი ყველანაირად ცდილობს, თავი აარიდოს პირდაპირ პასუხს ქართული მხარის მიერ დასმულ შეკითხვებზე და განაგრძობს პროვოკაციულ ქმედებებს. ამის ერთ-ერთი მაგალითია ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში რუსი მშვიდობისმყოფელების დაკავება.

ინციდენტი მოხდა ზუგდიდში, მდინარე ენგურთან ახლოს. ქართული მხარის მონაცემებით, მშვიდობისმყოფელები დააკავეს იარაღის გადაზიდვისას თავის შტაბში, რომელიც სოფელ ურთაში მდებარეობს. წინასწარი მონაცემებით, იარაღი გადაჰქონდათ სატვირთო ავტომანქანით რეგიონის ქართულ ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად. დაკავებულები ჯერჯერობით ზუგდიდში იმყოფებიან.

რუს მშვიდობისმყოფელთა დაკავება მოხდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე. ამის შესახებ სამშვიდობო ოპერაციების შტაბის ხელმძღვანლმა მამუკა ყურაშვილმა განაცხადა. მან აღნიშნა, რომ “რუსი სამხედროები, არსებული შეთანხმებების დარღვევით, ცდილობდნენ, შეეტანათ იარაღი კონფლიქტის რეგიონში. საინტერესოა ისიც, რომ ტვირთი სადესანტო ფორმირების წარმომადგენლების თანხლებით გადაჰქონდათ”.

მტკიცება რუსული მხარისა, რომ ის კონფლიქტურ ვითარებაში მხოლოდ მესამე მხარეა და აფხაზეთის საშინაო საქმეებში არ ერევა, ამგვარი ინფორმაციების ფონზე უკვე სასაცილოა და არავითარ განხილვას აღარ ექვემდებარება, თუმცა რუსული კომენტარები ამასთან დაკავშირებით მაინც საინტერესოა.

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროში ადასტურებენ ზუგდიდში სამშვიდობოების დაკავების ფაქტს და აფასებენ, როგორც ნორმატიული დოკუმენტების დარღვევას. ამის შესახებ განცხადება გააკეთა რუსეთის სახმელეთო ჯარების ხელმძღვანელის თანაშემწემ პოლკოვნიკმა იგორ კონაშენკოვმა. მისი თქმით, ბოლო სამხედრო ეშელონმა მე-12 რუსული ბაზის პირადი შემადგენლობით უკვე დატოვა საქართველოს ტერიტორია.

“საქართველოს ხელისუფლებამ ვერ აგვიხსნა, თუ რატომ მოხდა ამ ეშელონის დაკავება. ქართველმა სამართალდამცავებმა უსაფრთხოების ზონაში დააკავეს ოთხი რუსი მშვიდობისმყოფელი, მათ შორის ერთი ოფიცერი, რომლებსაც გადაჰქონდათ დსთ-ს კოლექტიური სამხედრო-ქონებრივი კუთვნილება”, - განაცხადა კონაშენკოვმა.

რუსული მხარე, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც “მართალია”. კვლავ მეორდება არაფრისმთქმელი, ცინიკური განცხადებები და, სავარაუდოდ, რუსები არც ამ შემთხვევაში აღიარებენ, რომ დაშვებულია კანონგარეშე დარღვევა.

რუსი სამშვიდობოები ამ დროისათვის უკვე გათავისუფლებულები არიან. ისინი ქართულმა მხარემ გადასცა დსთ-ს სამშვიდობო ძალების წარმომადგენელს ვლადიმერ რაგოზინს. დაკავებულებს დაუბრუნეს ავტომატური იარაღი და პასპორტები, ტვირთს კი, რომელიც მათ მიჰქონდათ, გაუკეთდა კონფისკაცია. ქართული მხარის განცხადებით, სამართალდამცავებმა ამოიღეს 35 ყუთი სხვადასხვა საბრძოლო იარაღი; მათ შორის იყო რეაქტიული სამართავი რაკეტები და ტანკსაწინააღმდეგო ჭურვები.

ქართული მხარის მტკიცებით, იარაღის გადატანის შესახებ ისინი ინფორმირებული არ იყვნენ და მოხდა აკრძალული იარაღის შეტანა საქართველოს ტერიტორიაზე.

საბოლოოდ როგორი შეფასება მიეცემა ამ ფაქტს, ჯერჯერობით უცნობია. სამაგიეროდ, ნათელია, რომ რუსული პროვოკაციები ისევ გაგრძელდება.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 May 2007
Posts1374
კარმა51
OFFLINEPROFILE
და რამდენ ხანს გაგრძელდება ისიც არავინ იცის. ან საერთოდ ბოლო მოეღება თუ არა.....

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
ჩემო მანჩო,ბოლო მაგათ "მოღებული" აქვთ დიდი ხანია,მხოლოდ თავს მალავენ სირაქლემასავით

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ნინო ბურჯანაძემ საზოგადოებას საკუთარი სამომავლო გეგმები გააცნო
პარლამენტის ყოფილი თავჯდომარე ნინო ბურჯანაძე ბოლო რამდენიმე ხანია განსაკუთრებული აქტიურობით აღარ გამოირჩევა. ეს ფაქტი სულაც არ დარჩენილა საზოგადოების ყურადღების მიღმა, თუმცა თავად ბურჯანაძე ასე არ ფიქრობს.
გუშინ გავრცელდა ინფომავია, რომ “საზოგადოებივი მაუწყებლის” საღამოს ეთერში ნინო ბურჯანაძე თავის სამომავლო გეგმებს და შექმნილი პოლიტიკური სიტუაციის ანალიზს სესთავაზებდა საზოგადოებას. ასეც მოხდა. გადაცემა “დღის კომენტარში” სტუმრობისას, პარლამენის ყოფილმა თავჯდომარემ საკმაოდ გულღიად ისაუბრა ზოგიერთ მნიშვნელოვან საკითხზე.

როგოც ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, იგი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებიდან განზე არ გამდგარა. პირიქით, სურს ჩამოაყალიბოს “ფონდი- დემოკრატიული განვითარებისთვის”, რომელიც მისთვის პოლიტიკაში მოღვაწეობის ახლებურ ფორმად იქცევა.

“ეს ფონდი ქვეყანაში არსებულ პრობლემატიკას შეისწავლის. ჩვენ გავაანალიზებთ იმ რეფორმებს, რომელიც ქვეყანაში განხორციელდა, ეკონომიკურ, შიდა თუ საგარეო პოლიტიკას. ფონდი დაიცვს ეროვნულ ინეტერესებს და ხელს შეუწყობს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას”, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ არ დაასახელა ფონდის წევრები, თუმცა აღნიშნა, რომ “ფონდი დემოკრატიული განვითარებისათვის” ითანამშრომლებს ყველა ასაკისა და შეხედულების ადამიანთან.

“ჩვენი მნიშვნელოვანი შეცდომა იყო ის, რომ დიდი გამოცდილების მქონე ადამიანები არ იყვნენ ჩართულნი პოლიტიკაში. ფონდი ამ შეცდომას გამოასწორებს და ითანამშრომლებს ყველა თაობისა და ყველანაირი მოსაზრების მქონე ადამიანთან, მათ შორის უცხოელ ექსპერტებთანაც”,- განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, ფონდი მოამზადებს ქვეყანაში არსებული პრობლემატიკის სიღრმისეულ ანალიზს, რისი დეფიციტიც პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის მოსაზრებით დღეს მწვავედ დგას.

ნინო ბურჯანაძის თქმით, “ფონდი-დემოკრატიული განვითარებისათვის” პრეზენტაცია, დაახლოებით, ორ კვირაში გაიმართება. მისივე თქმით, ფონდის დაფინანსების საკითხი გამჭვირვალე იქნება.

საგულისხმოა, რომ ნინო ბურჯანაძის სამომავლო საქმიანობა სულაც არ არის სულ ერთი მისი ყოფილი თანამებრძოლებისათვის. თუ გავიხსენებთ პავლე კუბლაშვილის გუშინდელ კომენტარს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მოვხვდებით, რომ სახელისუფლებო წრეები ბურჯანაძისგან ერთდროულად ითხოვენ და მოითხოვენ კიდეც, რომ მისი ფონდი არ ჩაებას პოლიტიკურ პროცესებში.

“საპარლამენტო უმრავლესობის წევრი პავლე კუბლაშვილის ვარაუდით, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძის ფონდს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის პრეტენზია არ ექნება. თუმცა, იმავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ბევრი ინსტიტუტი მუშაობდეს პროცესების სამართლებრივ ჩარჩოებში წარმართვის მიზნით. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფონდი იქნება ძალიან კონსტრუქციული ამ პროცესებში და არა პოლიტიკურ პროცესებში”, - განაცხადა კუბლაშვილმა და დასძინა, რომ თუ ნინო ბურჯანაძე პოლიტიკაში დაბრუნებას გადაწყვეტს, ის განაცხადს გააკეთებს როგორც პოლიტიკური პარტიის ლიდერი და არა როგორც ფონდის დამფუძნებელი.

ნინო ბურჯანაძის გუშინდელი სატელევიზიო გამოსვლა საინტერესი იყო არა მარტო სამომავლო გეგმებით, მან მმართველი პარტიის შეცდომებიც გაიხსენა:

“7 ნოემბერი იყო ტრაგედია. ის დღე არასდორს დამავიწყდება. მიმაჩნია, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდეს”, - განაცხადა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ.

ბურჯანაძის თქმით, მას ხშირად აკრიტიკებენ იმისათვის, რომ 7 ნოემბერს განვითარებული მოვლენების შემდეგ თანამდებობიდან არ გადადგა. “მაშინ, როცა ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირების რეალური საფრთხის წინაშე დგას, ქვეყნის მეორე პირის გადადგომა ცეცხლზე ნავთის დასხმას ნიშნავს. ეს უფრო საკუთარი რეიტინგისთვის გადადგმული ნაბიჯი და არა ქვეყნის ინტერესებისთვის გაკეთებული სვლა იქნებოდა. მე მაშინ ასე მოქცევის უფლება არ მქონდა”, - განაცხადა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, იგი იმ დროს გადადგა, როცა მიხვდა, რომ ახალი მოწვევის პარლამენტში დასაყრდენი ძალა არ ეყოლებოდა. “ჩემი გადაწყვეტილება არ იყო მარტივი და ის ემოციებზე დაყრდნობით არ მიმიღია. ეს იყო ერთადერთი სწორი არჩევანი, რადგან მე დავინახე, რომ პარლამენტში რეალურად არ მეყოლებოდა ძალა, რომელსაც გადაწყვეტილების მიღებისას დავეყრდნობოდი”, - განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი შეფასებით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტი არ იყო დემოკრატიული ინსტიტუტი და მას, როგორც ქვეყნის მეორე პირს არ ჰქონდა საკმარისი ბერკეტები.
“მიმაჩნია, რომ ამ მხრივ დღეს უფრო რთული სიტუაციაა, რადგან პარლამენტში უმრავლესობა რიცხობრივად დღეს კიდევ უფრო მეტია, ხოლო ოპოზიცია თითქმის არ არსებობს. არც ერთ პარლამენტის თავმჯდომარეს არ ვუსურვებ გადაწყვეტილების მიღებისას ტაბლოზე 150 : 0-ის წინააღმდეგ ციფრის დანახვას, რადგან ეს ნიშნავს, რომ პარლამენტს თავისი ფუნქცია არ აქვს. ის არ არის დემოკრატიული ინსტიტუტი, სადაც აზრთა ჭიდილი და სხვადასხვაობაა”, - განაცხადა ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძის შეფასებით, ხელისუფლების მსგავსად, შეცდომები დაუშვა ოპოზიციამაც, რამაც საბოლოო ჯამში 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებზე მოსახლეობის დაბალი აქტივობა გამოიწვია.

“ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა იქნეს მიღებული ისეთი საარჩევნო კანონმდებლობა, რომელიც არჩევნებამდე ერთი თვით ადრე არ შეიცვლება. საქართველოს მოსახლეობამ უნდა იგრძნოს, რომ არჩევნებზე მის მისვლას აზრი აქვს”, - განაცხადა ბურჯანაძემ.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის შეფასებით, ოპოზიცია იანვრის მოვლენების შემდეგ საგრძნობლად დასუსტდა და ამის მიზეზების ძიება მათ საკუთარ თავში მოუწევთ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
:ohmy: "უდანაშაულოა!"_ასეთი ვერდიქტით გაამართლა თორმეტმა ნაფიცმა მსაჯულმა აშშ -მაუნტ კისკოელი პოლიციელი, რომელმაც არალეგალი ემიგრანტი მოკლა.ეს უკანასკნელი გახლდათ ბ-ნი პეროზი,_ უსახლკარო და ავადმყოფი . იგი პოლიციის ოფიცერმა "დააკავა"ქუჩაში ,საავადმყოფოში წაყვანის დაპირებით ჩატენა მანქანაში, ცემით მოკლა და მისი გვამი ადგილობრივ ტბასთან მიატოვა...პეროზის ოჯახმა სარჩელი შეიტანა მაუნტ კისკოს სასამართლოში და გადაწყვეტილებას აპროტესტებს_
თუმცა ამით საეჭვოა რაიმე შეიცვალოს:მკვლელი პოლიციელი მხოლოდ სამსახურიდან დაითხოვეს და გამორიცხული არაა სოლიდური პენსიითაც "დასაჯონ"...ბოლოსდაბოლოს პეროზი ხომ კანონგარეშე "არალეგალი" იყო, ოფიცერრი კი მისივე განცხადებით "მხოლოდ ამერიკის ინტერესებს ემსახურებოდა"...ამან კიდევ ერთხელ
და კიდევ უფრო დაძაბა ვითარება ემიგრანტებსა და პოლიციელებს შორის. შეგახსენებთ, რომ 11 სექტემბრის მერე კონგრესმა განსაკუთრერბული უფლებამოსილებებით აღჭურვა ამერიკის საქალაქო საბჭოები და საპოლიციო განყოფილებები, რის მიხედვითაც თითოეულ ოფიცერს შეუძლია სათანადო ორდერის გარეშე დააკავოს, გაჩხრიკოს, ან სულაც მოკლას არალეგალი ემიგრანტი. ეს დადგენილება იმდენად მიუღებელია, რომ ქალაქების ნაწილმა უარი განაცხადა მის მიღებაზე.მაუნტ კისკო კი ცხადია იმ ქალაქთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებმაც გულში ჩაიკრეს ეს უსამართლობა.
აღნიშნულთან დაკავშირებით 2 რამაა სატირალ-სასაცილო:1._პეროზის გვამი ადგილობრივმა ემიგრანტებმა იპოვეს, რომლებიც თვეში ერთხელ უსასყიდლოდ და საკუათრი სურვილით ასუფთავებენ მაუნტ კისკოს დანაგვიანებულ შემოგარენს.
2._მკვლელის დედ-მამაც პეროზის მსგავსად მექსიკელია და ის აშშ-ში დაბადებული პირველი თაობის წარმომადგენელი, მაგრამ ამავდროულად ესპანურენოვანი ოჯახისშვილია...
საით მიდის ეს "თავისუფლების დიდი იდაელებით" შემკული ქვეყანა?!:ohmy:

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
ცუდია როცა ადამიანთა დაყოფა ხდება ლეგალებად და არალეგალებად. ყველა ადამიანი ღვთის შვილია და ყველას აქვს თანასწორი უფლებები დედამიწის ნებისმიერ კუთხეში. რაც შეეხება ამერიკულ დემოკრატიას ქვეყანაში სადაც 15 მილიონზე მეტს ელემენტარული ადამიანური თავისუფლება არ გააჩნია აბსურდია დემოკრატიული უწოდო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
სულ რაღაც ორიოდე კვირის წინ,მიმდინარეწლის 25 მაისს,აშშ-ში მ ცხოვრები ქართული დიასპორა სულით ხორცამდე შეძრა ტრაგიკულმა ამბავმა-ნიუ-იორკში ავტო ავარიის შედეგად დაიღუპა ახალგაზრდა ქართველი ქალბატონი ნათია გუჯეჯიანი, რომელიც მეუღლესთან ალან თედიაშვილთან ერთად გამოექცა იმ დუხჭირ ,გაუსაძლის პირობებს ,რომელშიც თანამემამულეთა დიდი ნაწილი კვლავ იმყოფება საქართველოში.მისი ნეშტი მოხვდა ნიუ-იორკის ჰოსპიტალის მორგში.დრეები დრეებს მიჰყვებოდა,მაგრამ საჭირო თანხის უქონლობის გამო,არ ხერხდებოდა მისი გადასვენება საქართველოში.ქართულ ვებ გვერდებზე დესპანი და გოგა გგგ ქალბატონ იზია ინდუაშვილის და მისი ოჯახის წევრების მეშვეობით განთავსებული იქნა განცხადება -თხოვნა ფინანსიური დახმარების შესახებ სათანადოდ ანგარიშის მითითებით.არნახული გულისხმიერება იქნა გამოჩენილი როგორც აშშ-ში,ასევე ევროპაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტთა მიერ და 1-3ივნისს ქალბატონ ნათიას ნეშტი გადასვენებული იქნა საქართველოში.მისი დაკრძალვა კი მოხდა7ივნისსქარტულმა ემიგრაციამ ღირსეულად უპატრონა სამშობლოდან გადმოხვეწილ ახალგაზრდა ქალბატონს,თუმცა რაოდენ გულსატკენია ის ფაქტი,რომ თანამედროვე დე ფაქტო ხელისუფლების მესვეურნი შეეცადნენ ქართული ემიგრაციის ღვაწლის მიჩქმალვას 7 თუ 8 ივნისს საქართველოს ტელევიზიის არხებზე რუსტავი-2-სა და მზეზე გადაიცა ინფორმაცია ამ ტრაგედიის შესახებ და ითქვა,რომ სახელმწიფოს მიერ ქალბატონ სანდრა რულოვსის ფონდიდან გადაირიცხა თანხა,ნეშტის გადასვენებასთან დაკავშირებით ხარჯების დასაფარავად.დრეს 13ივნისია მაგრამ ერთი თეთრიც არ ჩანს არსაიდან.რაოდენ გულსატკენია,რომასეთი მძიმე ტრაგედიის შემთხვევაშიც კი ხელისუფლების მესვეურნი არ ერიდებიან ტყუილს და ქართველთათვის თვალში ნაცრის შეყრას ცდილობენ,ამ წერილის დაწერას არ ვფიქრობდი ,მაგრამ ხელისუფლების მხრიდან ასეთმა უსინდისო ტყუილმა გვაიძულა ამის გაკეთება,გვინდა ვისარგებლოთ შემთხვევით და გულწრფელი სამძიმარი გამოვუცხადოთ გარდაცვლილის ოჯახს ,მსუბუქი ყოფილიყოს ნათია გუჯეჯიანისათვის მშობლიური მიწა.

ნანა ტატიშვილი
მერი ხორბალაძე
მზია ბეკურიშვილი
ნიუ-იორკი ,13 ივნისი,2008წელი

გაზეთ ასავალ-დასავალიდან განსჯა თქვენთვის მოგვინდვია

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined11 Aug 2007
Posts90
კარმა53
OFFLINEPROFILE
http://www.asavali.ge/asdas1_2006/2008-24/21-40.pdf

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Jan 2008
Posts1957
კარმა88
OFFLINEPROFILE
ანა-თეკლა,სულით ხორცამდე შემძრა ამ უნამუსო ფაქტმა,რაც თქვენი ჩანაწერიდან გავიგე,ჯერ საშინელი რამ მოხდა ახალგაზრდა ქალმა,ვინ იცის რა გაჭირვებას გამოექცა ჩვენი ქვეYნიდან და სად დალია სული,ნათელი მის ხსოვნას.

სახელი არა აქვს,იმ უნამუსობას რაც კიდევ ერთხელ ჩვენმა მთავრობამ იკადრა,მიცვალებულის სახელით საზოგადოების თვალში უნამუსოდ ქულებს იწერენ,ვის აყრიან თვალებში ნაცარს? ხაალხს? არა,ისევ მორიგი საშინელი უნამუსობა ჩვენი მთავრობისა,.....

მინდა,მეც ასევე ვისარგებლო შემთხვევით და სამძიმარი გამოუცხადო გარდაცვლილის ოჯახს!
ღმერთმა ნათელში ამყოფოს ნათია შენი სული.

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined14 Nov 2007
Posts4
კარმა1
OFFLINEPROFILE
ეს საშინელი ტრაგედიაა.ნათია მარტო არ მომკვდარა, მასთან ერთად გარდაიცვალა მისი შვილიც- ნათია ფეხმძიმედ იყო.

რა გიკვირთ ჩვენი მთავრობისგან? ეს მაგათი წესია, ყველა საქმის მიკერძოება, რაც საზოგადოების თვალში ქულებს ჩაუწერს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
სამწუხარო ფაქტი მოხდა და ყველა ემიგრანტი შეზარა ამ უბედურებამ.
სამწუხარო კიდევ ისაა რომ სიმართლე ვერ გავარკვიე და თუ ვინმეს ქონდა პირარად შეხება ამ საქმესთან და იცნობდა უნდა თქვას სიმართლე რა და როგორ მოხდა. იმ პერიოდში როცა დესპანზე და გოგოგგგ ზე დაიდო ეს ინფორმაცია მე და ჩემმა მეგობრებმა გადავრეკეთ ნიუ იორკის საკონსულოში სადაც განგვიცხადეს რომ არანაირი შემოწირულობა არ იყო საჭირო და ფული უკვე იყო გადმორიცხული, თუკი ფული გადმორიცხული იყო რატომ იყო ამ ხნის განმავლობაში ბრუკლინის მორგში მიცვალებული? თუ გადმორიცხული არ იყო როგორ მოხდა გოგაგგგ დან და დესპანიდან მცირე დროში ამხელა თანხის შეგროვება?... მოკლედ ვერაფერი გავიგე...

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined20 Dec 2007
Posts80
კარმა56
OFFLINEPROFILE
ZVIGENI,რამოდენიმე დღის წინ გადაასვენეს კიდევ ერთი ქართველი,სულხან ონიანი,რომელიც სადღაც ვაშინგტონთან ახლოს ცხოვრობდა.მასთან მეგობრობდა ჩემი მეგობარი ლერი ასათიანი.ლერიმ მითხრა ,რომ 5000 დოლარი ცხონებულ სულხანს მიუცია გარდაცვლილის ახლობლებისათვის.რამოდენიმე დღეში კი თვითონაც დაიღუპა.ღმერთმა გაანათლოს ორივეს სული.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
ეჰ პაკსაქ სამწუხაროა.. ადამიანის გარდაცვალება ტრადეგიაა, ორმაგი ტრადეგია როცა ემიგრაციაში მიიცვლება თანამემამულე:(

ღმერთმა აცხონოს ყველა ვისაც ასეთი უმძიმესი ხვედრი ერგუნა!!!

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ყოველდღიური დაიჯესტი
დესპანი