↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
გილოცავთ მართლმადიდებულ დღესასწაულს(მილოცვები)


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 338 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts439
კარმა58
OFFLINEPROFILE
გილოცავთ ლომისობას.... შეგეწიოთ მისი მადლი!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
სულთმოფენობიდან პირველი შვიდეული. პარასკევი 20 ივნისი

შემდგომიდღესასწაული სულთმოფენობისა. მოწამისა თეოდოტე ანკვირელისა მღვდელმოწამისა მარკელინე რომის პაპისა, და მოწამეთა: კლავდისი, კვირინესი და ანტონინესი მღვდელმოწამისა მარკელე რომის პაპისა, მოწამეთა: სისინი და კვირიკე დიაკონთა, სმარაგდისა, ლარგისა, აპრონიანესი, სატურნინესი, პაპიუსისა და მავროს მხედართა და კრისკენტიანესი, მოწამე დედათა: პრისკილასი, ლუკიანასი და არტემია მეფის ასულისა მოწამეთა: ვალერიასი (კალერიასი), კვირიაკიასი და მარიამისა პალესტინის კესარიას

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ღვთის დედის გამოცხადება ომის დროს კურსკის რკალთან
როგორც ცნობილია, 1941-1945 წლების სამამულო ომში მოსკოვის, პეტერბურგისა (ლენინგრადის) და ცარიცინის (სტალინგრადის) ბრძოლების შემდეგ, უდიდესი ორთაბრძოლა მოხდა კურსკთან (ე.წ. „კურსკის რკალი“), რომელშიც ორივე მხრიდან რამდენიმე მილიონი მებრძოლი და აუარება ტექნიკა მონაწილეობდა. სწორედ ამ ბრძოლაში მოხდა გარდატეხა ომში და სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ფაშისტების განდევნა. მისი უშუალო მონაწილეების უტყუარი მოწმობით (ეს კი ასობით ადამიანია!), ბრძოლის დაწყების წინ მებრძლებმა ცაში ყოვლადწმიდა ღვთიმშობელი დაინახეს: იგი საკვირველად მბრწყინავი გამოჩნდა ღამით, ცაში, და ხელის მოძრაობით თითქოს შეტევისკენ მოუწოდებდა მათ. სახილველი იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ ჯარისკაცები და ოფიცრები, რომელთა უმრავლესობა ათეისტურად აღზრდილი და ურწმუნო იყო, მუხლებზე ემხობოდნენ და პირჯვარს ისახავდნენ. ყველა მხნეობით აღივსო დ უშიშრად შეება მტერს, რადგან ცხადი იყო, რომ ღმერთი შეეწეოდათ.

კურკის ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ შემობრუნება დაიწყო მეორე მსოფლიო ომის მსვლელობაში.

ამ სასწაულის მოწმეთაგან ბევრნი დღესაც ცოცხალნი არიან და შეუძლიათ დაადასტურონ იგი, მით უმეტეს, რომ მათი უმეტესობა ღრმად მორწმუნე ადამიანია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
მეც ვუერთდემი მილოცვებს და ყველას გილოცავთ ლომისობას დაესწარით მრავალს ჩემო დესპანელებო

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
მოგვიანებით, მაგრამ მაინც გილოცავთ სულთმოფენობას და ლომისობას! შეგეწიოთ უფალი!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
სულთმოფენობა
სულთმოფენობის დღეს ტაძრები მწვანედ მორთული გვხვდება ხოლმე. ბალახითაა მოფენილი იატაკი, მინდვრის ყვავილებითაა გამშვენებული ხატები. ჩვენც ყვავილების თაიგული გვიჭირავს ხელში.

თითქოსდა გაზაფხულმა ბაღებიდან და მინდვრებიდან ტაძარში შემოაბიჯაო. სინამდვილეში, გაზაფხული ეკლესიიდან ეფინება დედამიწას, თითოეულ ჩვენგანს. როგორ? - იკითხავთ თქვენ. აი, როგორ: ყოველი გაზაფხულის მოსვლა დიდი სასწაულია. ასე არ არის? ზამთრის უსიცოცხლო მიწიდან ბალახი ამოიწვერება, ან გაშეშებულ ხეებს პატარა კვირტები გამოეზრდებათ, მერე კი ყვავილებით იფარებიან, ისეთი გრძნობა გვიჩნდება, თითქოს დიდ საიდუმლოს ვესწრებით. გვიკვირს, საიდან ჩნდება ასეთი სილამაზე?

ჩვენ ვიცით, რომ ყველაფერს სიცოცხლე ღმერთმა მიანიჭა და ბუნება თითქოს ყოველ წელს გვახსენებს ამას. რასაც ღვთის სული ეხება, ყველაფერს აცოცხლებს და ამშვენებს. უსულოდ ყველაფერი კვდება, ადამიანიც, სამყაროც.

სულთმოფენობას, ქრისტეს აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს, ღმერთმა სულიწმიდა მოუვლინა მოციქულებს. და ისინიც, მართლაც, ხელახლა დაიბადნენ. ისეთი ძალით, ისეთი სიხარულით აღივსნენ, რომ გალობა დაიწყეს და სხვადასხვა ენაზე ალაპარაკდნენ. ამ სიხარულს ვეღარ იტევდნენ, ქალაქიდან ქალაქში დაიწყეს სიარული და ქადაგება. ისინი ყველას ახარებდნენ ქრისტეს მოძღვრებას. სულთმოფენობა ეკლესიის დაბადების დღეა. ეკლესია სულიწმიდის მადლს ყველას, ვისაც სურვილი აქვს, უნაწილებს.

ბევრი ადამიანი სიცოცხლეს მხოლოდ სიმდიდრის, ძალაუფლების მოპოვებაში, სხვებთან შეჯიბრებაში ხარჯავს. ჩვენ, ქრისტიანები კი ეკლესიაში ვსწავლობთ რწმენის მოპოვებას და მის განაწილებას სხვებისთვის. ეს ყველაზე მთავარია, რადგან სწორედ ღვთის სულს მოაქვს ნამდვილი ცხოვრება, ნამდვილი ბედნიერება, ნამდვილი სიხარული; და ეს სიხარული ერთმანეთის დახმარებით და სიყვარულით მრავლდება.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
გილოცავთ იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულს, ნათლისა და მირონის მადლი ნუ მოგკლებოდეთ, გფარავდეთ ყველა წმინდანები

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Jan 2008
Posts1957
კარმა88
OFFLINEPROFILE
გილოცავთ ჩემო კარგებო,ბრწყინვალე დღესასწაულს,ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

გილოცავთ ბრწყინვალე დგესასწაულს დაესწარით მრავალს

უფლის ნათლობის შემდეგ გალილეის მმართველმა, იროდ ანტიპამ იოანე ნათლისმცემელი საპყრობილეში ჩააგდო, რადგან იოანე მას ამხელდა უსჯულოებაში: იროდიმ დატოვა საკუთარი მეუღლე - არაბეთის მეფის ასული და თავისი ძმის, ფილიპეს ცოლი -ჰეროდიადა შეირთო ცოლად.

ერთხელ, თავის დაბადების დღეზე, იროდიმ ნადიმი გამართა და ახლობელ-მეგობრები მოიწვია. ჰეროდიადას ასული სალომეა სტუმრების გასართობად როკავდა, რითაც დიდად აამა იროდი. მოხიბლულმა მმართველმა ქალს ფიცით აღუთქვა, რომ ყველაფერს მისცემდა, რასაც ითხოვდა, თუნდაც ნახევარი სამეფო ყოფილიყო. სალომეა დედას წინასწარ ჰყავდა გაფრთხილებული, რომ იროდისაგან იოანე ნათლისმცემლის თავი მოეთხოვა. იროდი დიდად დამწუხრდა, მას ეშინოდა, რომ წინასწარმეტყველის მოკვლისათვის ღვთისაგან ძალიან დაისჯებოდა, ეშინოდა ხალხისაც, რომელთაც ძალიან უყვარდათ იოანე, მაგრამ არ ისურვა დაერღვია სტუმრების წინაშე დაუფიქრებლად დადებული ფიცი და ბრძანა ნათლისმცემლის მოკვეთილი თავი სალომეასთვის მიერთმიათ.

უფლის წინამორბედის მოკვეთილი თავი სალომეას მოართვეს. გადმოცემით, მოკვეთილმა თავმა ბაგეები გახსნა და კიდევ ერთხელ ამხილა იროდი: შენ არ უნდა გყავდეს ცოლად შენი ძმის ცოლიო. სალომეამ ლანგარი დედას მიუტანა. გახელებულმა ჰეროდეადამ იოანეს ენა ნემსით დაუჩხვლიტა და თავი უწმინდურ ადგილას დაფლა. მაგრამ იროდის ეზოსმოძღვრის, ქოზას კეთილმსახურმა ცოლმა იოანამ თავი ამოთხარა, თიხის ჭურჭელში ჩაასვენა და ელონის მთაზე დაკრძალა. იოანე ნათლისმცემლის წმინდა გვამი კი მისმა მოწაფეებმა სებასტიაში მიაბარეს მიწას.

წმინდა წინასწარმეტყველის მოკვლის შემდეგ იროდი ერთხანს კიდევ აგრძელებდა მმართველობას, მაგრამ ღვთის რისხვა იროდის, ჰეროდიადასა და სალომეას სიცოცხლეშივე მიეწია. ერთ ზამთარს სალომეამ გაყინულ მდინარეზე როკვა მოინდომა, შუა როკვისას ყინული ჩატყდა და სალომეა მდინარეში ჩავარდა, თავი კი ზემოთ დარჩა. აჩქარებულმა მდინარემ სალომეას ტანი თავს მოწყვიტა. მისი გვამი ვეღარ იპოვეს, თავი კი, როგორც ერთ დროს წმინდა წინასწარმეტყველ იოანესი, დედას მიუტანეს. არაბეთის მეფემ თავისი ასულის შერცხვენისათვის იროდის წინააღმდეგ გაილაშქრა. იროდი დამარცხდა, რის გამოც განრისხებულმა იმპერატორმა იგი თავის ცოლთან ერთად ჯერ გალიაში, შემდეგ კი ესპანეთში გადაასახლა. ერთ ღამეს მოულოდნელად მიწა გაიპო და იროდი ჰეროდიადასთან ერთად უფსკრულში დანთქა.

იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღე ახალი სტილით 11 სექტემბერს (ძვ. სტილით 29 აგვისტოს) აღინიშნება. ამ დღეს ქრისტიანები მარხულობენ, რათა ერთგვარი თანალმობა გამოხატონ უფლის წმინდა წინამორბედისა და ნათლისმცემელისადმი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
10 ივლისს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ღირსი წმინდა გიორგი მთაწმინდელის ხსენების დღეს აღნიშნავს.

წმიდა გიორგი მთაწმინდელი დაიბადა 1009 წელს თრიალეთში, ღვთისმოსავ ოჯახში. შვიდ წლამდე დედ-მამასთან იზრდებოდა. შემდეგ კი ტაძრისის მონასტერში მიიყვანეს და ჩააბარეს ღვთისმოშიშებითა და სიბრძნით განთქმულ წინამძღვარს - წმიდა საბიანეს.

ტაძრისში გიორგიმ სამი წელი დაჰყო. ათი წლის გიორგი მამამ ხახულის მონასტერში წაიყვანა და აღსაზრდელად ჩააბარა იქ მოღვაწე თავის ორ ძმას, ღირს გიორგი მწერალს და საბა ხახულელს. გიორგიმაც ყველა გააკვირვა თავისი გონიერებით და სიბჯეთით.

როცა თრიალეთის ერისთავმა ფერის ჯოჯიკის ძემ გიორგის ბიძა, გიორგი მწერალი, თავის სასახლეში მიიწვია მოძღვრად, მოხუცმა გიორგიმ ძმისშვილიც თან გაიყოლა. ყრმა გიორგის სიკეთით განცვიფრებულმა ფერისის მეუღლემ, ძლიერ შეიყვარა ყრმა და დედასავით ზრუნავდა მასზე.

1022 წელს ბიზანტიის კეისარმა ბასილიმ მის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში ფერისსაც დასწამა ცილი, კონსტენტინოპოლში დაიბარა და თავი მოჰკვეთა. ფერისის მეუღლე თორმეტი წელი დარჩა დედაქალაქში. ღვთისმოყვარე დედაკაცმა გიორგი განათლების მისაღებად მიაბარა ფილოსოფოსებსა და რიტორებს. თორმეტი წლის შემდეგ კეისრის ბრძანებით ფერისის მეუღლე კვლავ სამშობლოში დაბრუნდა და გიორგიც თან წამოიყვანა. გიორგი ხახულის მონასტერში მივიდა და ოცდახუთი წლისა ბერად აღიკვეცა.

1036 წელს, მოღვაწეობის სურვილით, გიორგიმ ფარულად დატოვა მონასტერი და, გლახაკის ძონძებში გადაცმული, სირიაში გაემართა. გაჭირვებით მიაღწია შავ მთამდე. იქაური სიწმიდეების მოლოცვისა და მოღვაწე მამების მოკითხვის შემდეგ გიორგი სულიერი წინამძღოლის ძებნას შეუდგა. იპოვა კიდეც მთის ნაპრალებში დაყუდებული საოცარი მამა - „კაცი ზეცისაჲ და ანგელოზი ქუეყანისაჲ“, ქართველი ბერი გიორგი დაყუდებული.

სამი წლის მოღვაწეობის შემდეგ გიორგი იერუსალიმში გაემგზავრა წმიდა ადგილთა მოსალოცად. უკან დაბრუნებული მოძღვარმა ათონის წმინდა მთაზე გაუშვა საღვთისმეტყველო წიგნების ბერძნულიდან ქართულად სათარგმნად, ანუ წმიდა ექვთიმე ათონელის საქმის გასაგრძელებლად.

ათონელმა ქართველებმა სიხარულით მიიღეს წმიდა მამა. გიორგი მღვდლად აკურთხეს, რის შემდეგაც საღმრთო წიგნების თარგმნასაც მიჰყო ხელი და მალე მთელი საძმოს წინამძღვარიც შეიქნა. ამ დროიდან იწყება ფართო მოღვაწეობა მამა გიორგი მთაწმინდელისა. მან შეკრიბა ცნობები ექვთიმესა და იოანეს შესახებ, აღწერა მათი ცხოვრება, გადმოასვენა და დიდებულ ლარნაკში მოათავსა წმიდა მამათა ნაწილები, გაამშვენიერა და სრულყო ეკლესია.

წინამძღვრობა და მონასტრის საქმეებზე ზრუნვა ბევრ დროსა და შრომას, ხშირად კი მონასტრიდან გასვლასაც მოითხოვდა და ამიტომ სამწერლო მოღვაწეობისათვის ძალიან ცოტა დრო რჩებოდა. გიორგი წინამძღვრობიდან გადადგა და შავ მთაზე წავიდა გიორგი დაყუდებულთან. გიორგი დაყუდებულმა ღვთის სიყვარულისთვის ისევ უკან დაბრუნება უბრძანა თავის სულიერ შვილს. გიორგი დამორჩილდა მოძღვრის ლოცვა-კურთხევას, ათონის მთაზე დაბრუნდა და ჩვეულ მოღვაწეობას შეუდგა.

ერთხელ ბოროტისაგან შურით აღვსილმა სვიმონწმინდელმა ბერებმა პატრიარქს მოახსენეს, საქართველოში მოციქულებს არ უქადაგიათ, თვითონაც მცირერიცხოვანნი არიან, ამიტომ ჯერ-არს ანტიოქიის პატრიარქის ხელმწიფების ქვეშ იყვნენო. პატრიარქმა მამა გიორგის აუწყა: თქვენი მეფე გვეახლოს და ჩვენს ხელმწიფებას დაემორჩილოსო. წმიდა მამამ უპასუხა: შენ ამბობ, რომ პეტრე მოციქულის საყდარზე ზიხარ, ჩვენ კი პირველწოდებულმა ანდრიამ განგვანათლა, რომელიც პეტრეს მიმყვანებელია უფალთან, ხოლო ქრისტეს ერთ-ერთი მოციქული, სვიმონ კანანელი, ჩვენს ქვეყანაში, აფხაზეთშია დაკრძლულიო. წოდებული მწოდებელს უნდა დაემორჩილოს და არა პირიქითო. გაკვირვებულმა პატრიარქმა გაიღიმა და თქვა: ხედავთ ამ ბერს, ეს ერთი რამდენს გვერევაო. შემდეგ თეოდოსიმ და ანტიოქიელებმა აღიარეს საქართველოს ეკლესიის მოციქულებრივი წარმოშობაც და სარწმუნოებრივი სიწმიდეც.

ღვთისმოყვარე ბაგრატ მეფე ხშირად სთხოვდა მამა გიორგის საქართველოში ჩამოსულიყო სამოღვაწეოდ. ნეტარი მამა ჯერ უარობდა, მაგრამ ბოლოს, როცა დაასრულა საღვთისმეტყველო წიგნთა თარგმნა, აღასრულა მეფისა და კათოლიკოსის სურვილი. მათი ბრძანებით წმიდა მამამ გამოიკვლია მაშინდელი მდგომარეობა სასულიერო წოდებისა და მოაწესრიგა საეკლესიო ცხოვრება.

ხუთი წლის შემდეგ მამა გიორგი ისევ მთაწმინდაზე დაბრუნდა. ბაგრატ მეფემ პატივით და დიდძალი შესაწირავით გაისტუმრა ქართველთა მნათობი. ათონს მიმავალმა ნეტარმა მამამ თან ოთხმოცი ობოლი ბავშვი წაიყვანა აღსაზრდელად. კონსტანტინოპოლში ჩასულმა ნეტარმა გიორგიმ წანასწარ იგრძნო აღსასრულის მოახლოება და ობოლნი იმპერატორს ჩააბარა საპატრონოდ. ნეტარი მამა პეტრე-პავლობის დღესასწაულზე მიიცვალა.

ათონელმა მამებმა წმიდანის ცხედარი ათონზე გადაასვენეს და გიორგის მაშენებელის გვერდით დაკრძალეს. -0-

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
ყველას გილოცავთ გიორგი მთაწმინდელის ხსენების დღეს, გფარავდეთ ღმერთი!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined31 Oct 2006
Posts174
კარმა75
OFFLINEPROFILE
გმადლობთ ბუბუსუნა, შენც ასევე და ყველას ფარავდეს ღმერთი და მათ შორის ჩვენც=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Jan 2008
Posts1957
კარმა88
OFFLINEPROFILE
ჩემო ქართველებო გილოცავთ პეტრე-პავლობას,მრავალს დაგვასწროს ღმერთმა,

ღმერთი იყოს ჩვენი და ჩვენი ოჯახების მფარველი!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
ჩემო კარგებო, გილოცავთ პეტრე-პავლობის ბრწყინვალე დღესასწაულს, გფარავდეთ ღმერთი!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
პეტრე-პავლობის დღესასწაულს გილოცავთ დესპანელებო ,მრავალს დაესწარიტ, გფარავდეტ ღმერთი და ყველა ცმინდანები

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 338 posts ] 
გილოცავთ მართლმადიდებულ დღესასწაულს(მილოცვები)
დესპანი