↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ყოველდღიური დაიჯესტი


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
რუსეთი საქართველოსთან ომს აპირებს?
რუსი სამხედრო ექსპერტის პაველ ფელგენგაუერის მტკიცებით, მოსკოვში საქართველოსთან ომის დაწყების გადაწყვეტილება მიღებულია და, სავარაუდოდ, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საომარი მოქმედებები აგვისტოში დაიწყება.
როგორც სამხედრო ექსპერტმა გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, საქართველოსთან სამხედრო დაპირისპირების დაწყების შესახებ გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა მიიღო, რაშიც მას მხარს უჭერენე რუსეთის შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინიტროების აგრესიულად განწყობილი გენერალიტეტი.

“ჩვენთან გადაწყვეტილებებს იღებს მხოლოდ ერთი ადამიანი - ვლადიმერ პუტინი”, - აღნიშნა ფელგენგაუერმა.

მისივე მტკიცებით, საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების დაწყების გეგმა გარკვეული არ არის, მაგრამ მოვლენათა ესკალაციის სავარაუდო თარიღად აგვისტოს ბოლო სახელდება - საკურორტო სეზონის დამთავრებიდან ზამთრამდე, რაც ლოგიკურია, ვინაიდან ზამთარში უღელტეხილზე თოვლი იქნება, ნისლიანი ამინდებია და რუსეთის საავიაციო უპირატესობა ნულს უტოლდება.

სამხედრო ექსპერტის ვარაუდით, საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები ჯერ ზემო აფხაზეთში, ხოლო შემდეგ სამხრეთ ოსეთში დაიწყება, პროვოკაციები შეზღუდული ექნება, მაგრამ ჩარევას ისეთი ხასიათი ექნება, რომ იგი საქართველოს მთელ ტერიტორიას მოიცავს.

რუსი სამხედრო ექსპერტის ასეთი პროდნოზი რეალურად იძლევა პანიკის საფუძველს.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების დაწყების შესაძლებლობას მედვედევ-პუტინს შორის ურთიერთობების გარკვევის საშუალებად განიხილავს.

საყვარელიძე იზიარებს რუსი სამხედრო ექსპერტის პაველ ფელგენგაუერის მოსაზრებას, რომ რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების დაწყებას გეგმავს.

მისივე აზრით, რუსეთისათვის, პოლიტიკური თვალსაზრისით, საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყება ძალიან წამგებიანი ნაბიჯი იქნებოდა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რუსეთის გავლენიან პოლიტიკურ წრეებს სურთ რუსეთისათვის სამხედრო “დერჟავის” სტატუსის დაბრუნება და ნაკლებად ფიქრობენ დასავლეთთან თანამშრომლობასა და ვაჭრობაზე, სავსებით შესაძლებელია, რომ მოსკოვმა საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოიყენოს.

საყვარელიძის განმარტებით, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ რუსეთს შიდაპოლიტიკაში უჭირს და პრეზიდენტად არჩეული მედვედევის ნაცვლად რუსეთს პუტინი განაგებს, იმ შემთხვევაში თუ სამხედრო მოქმედებები მართლაც დაიწყო ამის შესახებ გადაწყვეტილება პრემიერ მინისტრ პუტინის მიღებული იქნება.

“ომის დაწყება პუტინის ინტერესებშია, ვინაიდან ამ შემთხვევეში რუსული მატარებელი ისეთ რელსებზე იქნება შეყენებული, რომლის მართვას მედვედევი ვერ შეძლებს. გამორიცხული არ არის, რომ მედვედევ-პუტინის დუელში იარაღი სწორედ საქართველო აღმოჩნდეს”, - აღნიშნავს საყვარელიძე.

პოლიტოლოგის შეფასებით, იმ შემთხვევაში თუ მოსკოვმა საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები დაიწყო უნდა ვივარაუდოთ, რომ პუტინი მედვედევისთვის კრიზისული ვითარების შექმნას შეეცდება, საომარი მოქმედებების დაწყების შემთხვევაში რუსეთს დასავლეთთან პრობლემები შექმნება და ქვეყანა კრიზისში აღმოჩნდება. მისივე აზრით, პუტინს ამგვარი პოლიტიკის გატარება იმისათვის სჭირდება, რომ შემდეგ პრეზიდენტად ქვეყნაში მის მიერვე შექმნილი კრიზისიდან გამოყვანის ლოზუნგით დაბრუნდეს.

როგოც ჩანს, რუსეთს საკმაოდ შორს მიმავალი პოლიტიკური გეგმები აქვს და თუ მთელი ეს იმპერია პუტინის გარშემო ტრიალებს, მედვედევთან ახალი ურთიერთობები საქართველოსთვის, რეალურად, არაფრის მომცემია. ჩვენი ხელისუფლება ამას მშვენივრადაც ხვდება და სწორედ ამიტომ აწარმოებს ინტენსიურ შეგვედრებს ევროპის პოლიტიკურ ორგანიზაციებთან.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბრიუსელში ევროკავშირის საბჭოს გენერალურ მდივანს, ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელს ჰავიერ სოლანას შეხვდა. შეხვედრაში მონაწილეობდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეკა ტყეშელაშვილიც.

მხარეებმა განიხილეს აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებაში ევროკავშირის უფრო აქტიური ჩართვის მნიშვნელობა და შესაძლებლობები, ასევე კონფლიქტურ რეგიონებში არსებული მდგომარეობა და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივები

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
მორიგი რეიდი გარემოვაჭრეების წინააღმდეგ
დღეს, მთელი დღის განმავლობაში ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეებს გზა ჰქონდათ გადაკეტილი.
გარემოვაჭრეებს ისანი-სამგორის რაიონის პოლიციის თანამშრომლებმა გასაყიდი პროდუქცია წაართვეს და ნაგავში გადაუყარეს.

როგორც ჟურნალისტებს ერთ-ერთმა გარემოვაჭრემ განუცხადა, “ისინი არჩევნების დროს პრეზიდენტმა და მართველმა პარტიამ გამოიყენეს და ახლა დროა, მთავრობამ ისინი დაასაქმოს”.

“სააკაშვილმა არჩევნების დროს გამოგვიყენა და ახლა ჩვენ უნდა გამოვიყენოთ სააკაშვილი, თუ არ მოგვცემეან გარევაჭრობის საშუალებას, ნება იბოძონ და სადმე დაგვასაქმონ”, - აღნიშნა ერთ-ერთმა გრემოვაჭრემ.

ხელჩართული დაპირისპირების მიუხედავად, სამართალდამცველები ე.წ. ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ცენტრალური მაგისტრალის გახსნას კარგახანს ვერ ახერხებდნენ.

როგორც ერთ-ერთი მოვაჭრე ირმა ლომიძე აცხადებს, რომ სამართალდამცველებმა დარბევის დროს ვერანაირი საბუთი ვერ წარუდგინეს, რომ გარევაჭრობა აკრძალულია.

“არანაირი საბუთი არ უჩვენებიათ ჩვენთვის. ჩვენ მოტყუებული ხალხი ვართ და უკან ვთხოვთ პრეზიდენტ სააკაშვილისგან იმ ხმებს, რაც არჩევნების დროს მივეცით. ჩვენი ერთადერთი იმედი ალბათ ოპოზიციაა”, - განაცხადა გარემოვაჭრემ.

გარემოვაჭრეების განცხადებით, ისინი ნავთლუღის ბაზარში ე.წ. დეზერტირების ბაზრიდან გადმოვიდნენ, მაგრამ ბაზარში შესვლას ვერ ახერხებენ, რადგან ყოველთვიური ქირა 300-500 ლარს შეადგენს და ამის გამო მათ ქუჩაში ვაჭრობა უწევთ.

შექმნილი არეულობის გამო, ერთ-ერთმა მოვაჭრემ თამილა მეფარიშვილმა გონება დაკარგა.

თამილა მეფარიშვილს პირველადი სამედიცინო დახმარება “ლეიბორისტული პარტიის” გენერალურმა მდივანმა იოსებ შატბერაშვილმა აღმოუჩინა და სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც მან გამოიძახა.

სავარაუდოდ, დაზარალებულს ერთ-ერთ სტაციონარშია გადაყვანილი.

საბოლოოდ, ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეთა საპროტესტო აქცია პოლიციამ დაშალა.

გარემოვაჭრეები დახმარებას სამგორის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატს რუსუდან კერვალიშვილს სთხოვენ.

მათი თქმით, თუ ხელისუფლება ვაჭრობის საკითხებს ვერ მოაწესრიგებს, საპროტესტო აქციებს პარლამენტთან გამართავენ.

ანალოგიური სიტუცია იყო დღეს ქუთაისშიც, სადაც ქალაქის ცენტრალური ნაწილი გარემოვაჭრეებისგან გაათავისუფლეს.

ადმინისტრაციული სამსახურის თანამშრომლებმა რეიდები დღეს დილიდან დაიწყეს. შესაბამისად, ფალიაშვილის, რუსთაველისა და ბარნაბიშვილის ქუჩები გარევაჭრობის დახლებისგან გათავისუფლდა.

ქუთისის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის განცხადებით, გარევაჭრობის აკრძალვის პროცესი მშვიდ ვითარებაში წარიმართა, ვინაიდან გარემოვაჭრეები ერთი კვირის წინ გააფრთხილეს.

მსგავსი რეიდები ხვალ დილით ჭავჭავაძის გამზირზე გაგრძელდება.

იტერპრესნიუსი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
უჰ.... ძალიან დაძაბულია აფხაზეთში ვითარება :( ნეტავ ომი არ დაიწყებოდეს..............

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Jan 2008
Posts1957
კარმა88
OFFLINEPROFILE
გასკდა გული ამ ომის მოლოდინში, ნეტა როდემდე? სადაა ნეტა გამოსავალიიი

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined20 Dec 2007
Posts80
კარმა56
OFFLINEPROFILE
არ მინდა პოლიტიკურ თემებზე საუბარი,მაგრამ დავიწვი ამ ხალხის საცოდაობით.არჩევნებამდე თუ შეიძლებოდა გარეთ ვაჭრობა,ეხლა რაღა უბედურება მოხდა.იცით რა არის შიმშილი?იცით რას ნიშნავს როცა შვილი ან შვილიშვილი გეუბნება მშიაო და შენ ვერაფერს შვები?იცით რას ნიშნავს /ღმერთმა ყველას გაცილოთ/როცა ავდმყოფი ახლობელი გეღუპება და წამლის ფული არა გაქვს?რა ქნას ამ გაუბედურებულმა ხალხმა.
ბრუკლინშიც ბევრი მინახავს გარე მოვაჭრე და მანჰეტენზეც.ნუთუ ამერიკელებზე წინ წავედით ეკონომიკით იმდენად რომ რასაც თავის მოქალაქეს ნებას რთავს ამერიკის ხელისუფლება იმისათვის რომ თავი გადაირჩინოს,ჩვენ ეს არ გვჭირდება?ხალხი არა ხართ?არ გეცოდებათ ეს ადამიანები?ან ის რაღა არის სიმწრით ნაყიდი პროდუქტი,რომელშიდაც გაჭირვებული ადამიანი ორი კაპიკის მოგებას აპირებდა ნაგვის ყუთებში რომ გადაუყარეს?სამართალი აღარ არის?შეცდომები გვქონდაო,ლაპარაკს თავი დავანებოთ და საქმე დავიწყოთო,ეს არის დაწყებული საქმე?გული სადა გაქვთ ხალხოოოო?თუ ხალხიც აღარა ხართ.რა უბედურებაა,რა გჭირთ?ღმერთის მაინც შეგეშინდეთ,ადამიანის თუ არ გეშინიათ.რომ არ გწამს ეს არ ნიშნავს,რომ ღმერთი არ არის.ის არის და თავად უმზადებთ საკუთარ თავს საშინელ განსაცდელს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Mar 2007
Posts343
კარმა53
OFFLINEPROFILE
იქ რომ ომი დაიწყოს ეგრევე პირველი მე წავალ დაბრავლოცი ვიქნები =army

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
პაქსაკ სწორი ხარ და გეთანხმები 100% ით მაგ საკითხში, როცა გარემოვაჭრეებს აიძულებენ არ ივაჭრონ ქუჩაში ალტერნატიული სამუშაო უნდა შესთავაზონ სანაცვლოდ... განა ვის უხარია ქუჩაში ვაჭრობა მაგრამ რა ქნას ხალხმა მათ უკან ხო მათი ოჯახია და რით არჩინოს? ყველა ვერ ახერხებს საზღვარს გარეთ გასვლას ან რაიმე ბიზნესის დასაწყები თანხა არ გააჩნიათ, ამიტომ ხალხს უჭირს, ძალიან უჭირს და მათვის ბოლო ლუკმის გამოსტაცებით მართლა მიიღებს რევოლუციასს მთავრობა...

ღმერთმა ნუ ქნას ომი ჯერ ერთი საქართველოს არ შეუძლია გაუმკლავდეს რუსეთს და უთანასწორო კომფლიქტი შეიძლება მოხდეს რაც გამოიჭვევს ჩეჩნეთს საქართველოს ტერიტორიაზე ანუ როგორც ჩეჩნეთი აღიგავა პირისაგან მიწისა ასეთი ხვედრი გვაშოროს უფალმა. შიმშილი და ეკონომიკის დასამარებაც შეიძლება მოყვეს ამას, რუსეთი დიდი ქვეყანაა და ომს ისე გადაიტანს არც შეეტყობა ჩვენთვის კი კატასტროფის ტოლფასი იქნება...

რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ? ნატოში გაწევრებაზე უარი თქვას და რუსეთის ინტერესების გამტარებელი გახდეს თუ დასავლეთის იმედით და მხარდაჭერით მიაწვეს რუსეთს?

საინტერესოა რას ფიქრობთ თითოეული მათგანი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined20 Dec 2007
Posts80
კარმა56
OFFLINEPROFILE
ZVIGEN,მე ძალიან მომწონს ნეიტრალური ქვეყნის სტატუსი,რომელიც თვითონ შესთავაზა რუსეთმა საქართველოს,თავად რუსეთისა და ამერიკის გარანტიის ქვეშ.შორსა ვარ იმ აზრისაგან,რომ რუსეთს ჩვენი ბედი აწუხებს.მისი სადარდებელი ისაა,რომ შემოულაგეს ირგვლივ ნატოს რაკეტები.ამ შემთხვევაში ალბათ ამ ალტერნატივაზე დაფიქრება მართებს საქართველოს ხელისუფლებას.ხომ ყველა ვხედავთ,რომ დეკლარირების გარდა არავინ რეალურს არაფერს არ აკეთებს.ან რა უნდა გააკეთოს ამ უფუნქციო საერთაშორისო ორგანიზაციებმა.თუ დაუშალა ამერიკას გაერომ ერაყში შესვლა რა,დაიშალა?რუსეთიც და ამერიკაც ფეხებზე იკიდებს საერთაშორისო ორგანიზაციების რეზოლუციებს,თუ ეს მათ არ აწყობთ.ამიტომ ჩვენ თავს ჩვენ უნდა მივხედოთ და არავის ინტერესებს არ უნდა გადავაყოლოთ ჩვენი ქვეყანა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Jan 2008
Posts1957
კარმა88
OFFLINEPROFILE
..ამიტომ ხალხნო,ერთს ვამბობთ,თუ რუსეთდან ჩვენ არ გვექნა კეთილმეზობლური ურთიერთობა,ვერც ნატო გვიშველის და ვერ ამერიკა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
აააააააააააააარ მიიიიიიიიიიიიიიიიიინდააააააააააააააააააააააააააააა ოოოოოოოოოოოოოოოოომიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
ნაბულა აწყობს კი რუსეთს შენი კეთილმეზობლობა ან რას უძახის რუსეთი კელითმეზობლობას ესაა საქმე. რამდენჯერ სცადა საქართველომ რუსეთისაკენ შემოტრიალება მაგრამ ნებისმიერი შეთანხმება ქაღალდზე რჩება და მათთვის კეთილმეზობლობა ნიშნავს იმას რომ წაიღოს აფხაზეთი, ოსეთი და მის დაკრულზე გვაცეკვოს სულ... ესაა მათი კეთილმეზობლობა სამწუხაროდ.

ნეიტრალიტეტი კარგი იდეაა მაგრამ რა მოაქვს ამ ნეიტრალიტეტს? შედეგი არაფერი და არანაირი გარანტია ნეიტრალიტეტისა არ არსებობს. 1991 წლიდან საქართველო ნეიტრალური ქვეყანაა მაგრამ რა მოიტანა ამან? ვისაც მოუნდა გადაგვიარა კატოკივით. პატარა ქვეყანა ვინმეს უნდა მიეტმასნოს ისეთს რომ თავისი ინტერესებიც გაატაროს და დაემთხვეს მათ ინტერესებს. ნატოს ალტერნატივა ამ კუთხით არ გააჩნია მაგრამ სანამ შევალთ მანამ თუ გოლგოთა გავიარეთ არ ეღირება ეს ნატო.. ალბათ გვინდა ისეთივე პოლიტიკა გავატაროთ რაც სომხეთმა გაატარა მართალია რუსეთის ინტერესებშია მაგრამ არც დასავლეთისათვის აქვს კარი ამოხშული...

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined20 Dec 2007
Posts80
კარმა56
OFFLINEPROFILE
ყოჩაღ მანა,მაგრად დაამუღამე ყვირილი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined20 Dec 2007
Posts80
კარმა56
OFFLINEPROFILE
ZVIGEN,შენგან გამკვირვებია.რა საქართველოს ნეიტრალიტეტზე ლაპარაკობ?როდის იყო საქართველო ნეიტრალური?ზვიადის რამოდენიმეთვიანი მმართველობის დროს თუ შევარდნაძის.შევარდნაძისა,რომელიც ხან რუსეთის დაკრულზე ცეკვავდა და ხან ამერიკის.
ოფიციალურად აღიარებული ნეიტრალიტეტი სულ სხვა რამეა.ამ დროს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები გარანტიებს იძლევიან ნეიტრალურის სტატუსის მისანიჭებელ კანდიდატი ქვეყნის ხელშეუხებლობაზე.მე არ ვამბობ რომ არიქა ავშენდებით თქო ასეთ შემთხვევბაში,მაგრამ ვფიქრობ რომ გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში კი ვიქნებით.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts196
კარმა55
OFFLINEPROFILE
ომი არ იქნება! ნატოში შევალთ! რუსეთთან დიდი პერიოდის განმავლობაში იქნება დაძაბულობა, მაგრამ მენტალიტეტი როდის შეიცვლება, საკითხავი აი ეს არის

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined28 Oct 2007
Posts1926
კარმა85
OFFLINEPROFILE
ყველაზე რეალურს გეტყვით. მალე საქართველო ჩინეთის შტატ გახდება, გარეუბანი. ხოდა სააკაშვილი გუბერნატორი :):)
აღარც ამერიკა გვინდა მერე და რუსეთისაც აღარ შეგვეშინდება. :)

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ყოველდღიური დაიჯესტი
დესპანი