mana wrote:ციტატა:
დარდი ძუ ვეფხვივით მომვარდა
და ყელს მსწვდა ბასრი კლანჭადა,
ჟღრიალა სიმი ჩამიწყდა,
სიტყვათ მადანიც გათავდა.
დავალ და წინ მეფეთება,
ცივი სისველე მასპინძლად,
დამჭკნარან ყაყაჩოები,
და გაზაფხულიც გაფრინდა.
მაინც მივიწევ ბინდ-ბუნდში,
შუბლს მილოკავენ ქარები
ვერ მაბრკოლებენ აფთარსა
ვარ უკუნ ბნელეთს მარები.
რკინის ქალამნებს ცავიცმევ,
ცას დავიხურავ ქუდად,
ფასკუნჯს ფრთებს დავესესხები,
ვიფრენ და ვიფრენ მუდამ.
და მტრის ჯინაზე ვიბრძოლებ კვლავაც
გავიტან მაინც ლელოს,
მივაღწევ ნანატრ უკვდავების წყალს,
და ყაყაჩოვან მდელოს.
და ჯეირანის ნახტომით მყისვე,
მოვივლი ცას და მიწას,
ყაყაჩოების ხანძარს გავაჩენ (და)
უკვდავების წყლის წვიმას
პიკაააააააააა! გამაჩერეეეეეეეეეეეე! მოვიმართე უკვეეეეეეეეეეე!
ძალიან მინდა გიამბოთ ამ ლექსის დაწერის ისტორია, თუ რამ განაპირობა ჩემი კალმის ხელში აღება.
10 წლის წინ, აგვისტოში მამა გარდამეცვალა, მეც იმ დღის ჩასული ვიყავი მოსკოვიდან. სამუდამოდ გამოვემშვიდობე საყვარელ მშობელს და ძლიერ დამწუხრებული დავბრუნდი ისევ მოსკოვში. თვითმფრინავში მთელი გზა ვტიროდი. მეუღლემ, ალბათ უნდოდა რითიმე ვენუგეშე მითხრა: რა იყო? მშობლის სიკვდილი ძალიან მწარეა, მაგრამ დედა ხომ გყავს ჯერ კიდევ ცოცხალიო? შენ ისეთი დედა გყავს,- უმამობას არ გაგრძნობინებსო.ორივეს ტოლფასს სითბოს ის გაჩუქებსო. ამ სიტყვებმა გამომაფხიზლა და ცოტათი დამამშიდა კიდეც. იქ, ჩემს მშობლიურ კერაზე, დედა მაინც დამიხვდებოდა და მომეგებებოდა გაშლილი ხელებით, აცრემლებული მოსიყვარულე თვალებით, თვალებში ჩამხედავდა და უბრალოდ მეტყოდა: დაბრუნდიიი შვილოოო? ძალიან მომენატრე.
ჩემს მშობლებს რაღაც იშვიათი სიყვარული და სითბო აკავშირებდათ ერთმანეთთან. 50 წელი ერთად გაეტერებინათ და უერთმანეთოდ ერთ წუთსაც კი ვერ ძლებდნენ. 5 თვე ყოველ დღე ვურეკავდი ჩემს დედიკოს და ვანუგეშებდი. ვიცოდი თუ რა ძნელი იყო მისთვის, მოხუცისთვის საყვარელი ქმრისა და მეგობრის დაკარგვა.
19 თებერვალი. სამსახურიდან დავბრუნდი და ტელეფონისკენ გავიწვდინე ხელი, რომ დედას შევხმიანებოდი, მაგრამ ტელეფონმა თავისით დარეკა. ხელი გამიშეშდა, გულმა რეჩხი მიყო. დედაც აღარა გყავს უკვე! ჩამძახოდა იდუმალი ხმა. ჩემი გუმანი სწორი აღმოჩნდა. დედაც მამასთან გავამგზავრე და უცებ მივხვდი, რომ უკვე ბავშვი აღარა ვარ. უცებ გაქრა ბავშვობა და მასთან დაკავშირებული ყოველგვარი საამური მოგონება. მძიმე ბოქლომი დავადე ჩემს მშობლიურ სახლს და ჩემთვის ვფიქრობდი: დამთავრდა, ამ სახლში მე უკვე აღარავინ დამელოდება, მალე ბალახი წალეკავს აქაურობას. თვალებს უსასოოდ ვაცეცებდი. ჩემს ირგვლივ უამრავი ნათესავი და ახლობელი იყო, მხოლოდ არ იყვნენ ისინი, ვისი ყოფნაც ყველაზე ძალიან მინდოდა და მწყუროდა.განუსაზღვრელი სევდა ბორგავდა ჩემს გულში და გამოსასვლელს ვერ ჰპოულობდა. უცებ თავში მომივიდა აზრი: რა იქნებოდა, რომ სადმე მართლაც უკვდავების წყალი არსებობდეს, რა ბედნიერი ვიქნებოდი ეხლათქო და იხეთქა სევდამ ჩემს გულში. იხეთქა და ვულკანის ლავასავით ქაღალდზე გადმოეფრქვია. მას შემდეგ დავეძებ "უკვდავების წყალს". ჯერ ვერ მიპოვია, მაგრამ ვიმედოვნებ,,,,,,,,,,,,,,,,

ისე ხომ კარგი იდეაა? ცოტა არარეალურია, მაგრამ არაუშავს:side: მაპატივეთ თუ ვინმე დავამძიმე, მაგრამ ძალიან მინდოდა ვინმესთვის გამეზიარებია ჩემი ფიქრები