↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
პოეზია-უპირველეს ყოვლისა. (კონკურსი)


+ ახალი თემა 🔒 თემა დაკეტილია  [ 123 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined31 Oct 2006
Posts174
კარმა75
OFFLINEPROFILE
რაც დრო გადის უფრო მეტად მიყვარდები.
დიდ სიყვარულს არ ჭირდება დიდი სიტყვა.
მონატრება მომეძალა გენაცვალე,
კახელ ბიჭო, მე მჭირდება შენგან შველა.

მე ვერ ვადრი ამ გაზაფხულს შენ სიყვარულს.
აღარ დაქრის თეთრი რაში ტრიალ ველზე
დარდიანი დაგეძებ და ვერ გპოულობ
და არ მშველის თუნდაც " სიყვარულის ხე"

   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Jun 2007
Posts391
კარმა52
OFFLINEPROFILE
* * * *
არა არაფერი,აღარც სიხარული,აღარც მწუხარება
არა არაფერი,აღარც ხმაური და აღარც მდუმარება.
არა არაფერი,აღარც მოლოდინი,აღარც მონატრებბა
აღარც არაფერი,არა სიცხადე და არა მოლანდება.

ნუთუ არაფერი,აღარც ტირილი და აღარც გაღიმება,
ნუთუ არაფერი,აღარც მოგონება აღარც ჩაფიქრება.
არა არაფერი,აღარც სინანული,აღარც სიამაყე
არა არაფერი,მართლა არაფერი,აღარც სილამაზე.

არა არაფერი,აღარც შეხვედრა და აღარც განშორება,
აღარც არაფერი,არა ტკივილი და არა შთაგონება,
არა არაფერი,აღარც ცრემლები და აღარც სიძულვილი,
არა არაფერი,აღარც მორიდება,აღარც სიყვარული.

აღარც არაფერი,არა სიბრაზე და არა სევდა,
აღარც არაფერი,არა სიცივე და არა სითბო,
არა არაფერი,აღარც სიშორე და აღარც სიახლოვე,
არა არაფერი,მართლა არაფერი,აღარც სიმარტოვე.

ნუთუ ერთი რამ,მხოლოდ სიჩუმე და მხოლოდ სიბრაზე,
ჩემი სინანული,მხოლოდ ტანჯვა,მხოლოდ სიმწარე,
მართლა არაფერი,ბევრი სიკვდილი და ერთი სიცოცხლე,
თურმე ყველაფერი სხვისი სუნთქვა და შენი სიცოცხლე!

   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Jun 2007
Posts391
კარმა52
OFFLINEPROFILE
* * * *
მარტმა ამიშალა ფიქრები
სულმა ვერ გაუძლო ტკივილს,
რაღაც ხმა მეძახის შორიდან
შენ სახელს მეძახის და მიდის.

მწარედ ამატირა ოცნებამ
ვეღარ შევეგუე დუმილს,
შენმა ხმამ ჭრილობა გამიხსნა
ჭრილობა ნატკენი გულის.

მარტმა კვლავ ფიქრები არია
ისევ უშენობდა ვტირი,
შენი ხმა მეძახის შორიდან
რატომ მეძახის და მიდის!

   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
პიკა ! არ გამიბრაზდე ამ ლექსს კონკურს გარეშე დავწერ

იმერეთის უძველესო
სანუკვარო ალაგო,
უტურფესო,უწმინდესო,
თმა ჭაღარა ქალაქო
გული სიკეთით აგევსოს,
სტუმართ-მოყვრის ალაგო,
ვინც კი გნახა შეგიყვარა
შენ კოპწია ქალაქო.
საამაყო,სასახელო,
წარსულით და აწმყოთი,
რაც ამ ქვეყნად გაჩენილხარ
ტკბილს მწარეზე ამყნობდი,
იმერეთის უძველესო
ქალაქო სამაისო,
უტურფესო, უწმინდესო,
ჭაღარა ქუთაისო

   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Jan 2008
Posts1957
კარმა88
OFFLINEPROFILE
:) :) აი,ლექსი,შენ გენაცვალა ანა-თეკლა,ორ კარმას ვერ მოგცემ ერთდროულად,ერთი უეჭველად=ko= =ko=

:) კონკურს გარეთ კი არა თავში უნდა დავსვა=ko= =ko= =zer= =zer=

   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
ანა თეკლა მეც გაჩუქებ კარმას სამტრედიაზე თუ დამიწერ ერთ ლექსს :-)

   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
კარგა ხანია არ შემომიხედია აქ,გული მწყდებოდა რომ დროს ვერ ვპოულობდი,მაგრამ ნამდვილად ღირდა დაგვიანებად,ერთდროულად მივიღე დიდი სიამოვნება.ყველანი ნიჭიერები ხართ.მომწონხართ ძალიან=ko= :)

   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
მადლობთ ჩემო კარგებო, ქალბატონო მანა და ნაბულა გაიხარეთ თქვენი ლამაზი სითყვა კარმაზე ძლიერია და სასიამოვნო

   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
თავისთვის იჯდა ჩრდილში,
არას იტყოდა ანა,
-ნიჭი, ძამიკო, ნიჭი,
გალაქტიონმა ბრძანა.

ყველა ქართველი ნიჭიერია, გენაცვალეთ!!!:)

   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
1.
გასაღები

...შენ ხარ რთულად გასაგები,
ციხე ალყით ასაღები,
დასაწვავი, დასანგრევი
და თავიდან ასაგები...
საძაგელი და საქები,
ფიანდაზებდასაგები,
როცა ბრაზობ_მნახველები
ქარბორბალად გასაღებენ;
მე კი სულ არ მედარდება
მრისხანების ნასახები,
რადგან უკვე ჯიბეში მაქვს
შენი გულის გასაღები!
შენ ხარ რთულად გასაგები...

დორადო

   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
2.
მტკვარი

უსიტყვოდ მოსთქვამს ივერთ მდინარე,
ცდილობს არ გახდეს გუბე მძინარე,
არ იმჩნევს დაღლას, ფურთხს და მინარევს,
იმედად ახსოვს დღენი წინარე,
მაგრამ დროის რიგს უკან ვინ არევს?!
და ყველაფრიდან გამომდინარე
უსიტყვოდ მოსთქვამს ივერთ მდინარე!

დორადო

   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2008
Posts621
კარმა65
OFFLINEPROFILE

   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
3.
ხვაშიადი

...სიცხე...ისფაჰანი...ფირუზის ღრუბლები...
...სასახლის კიბეზე დიდი შაჰი ადის...
დღესაც_სულ არავის არ ესაუბრება!!!
მხლებლები ასკვნიან:"ისევ ხვაშიადი"...
ძღვენი ვასალისა_თეთრი რაში ათი,
ახალი მხევალი, ზღაპრული ჰანგები...
მაგრამ_არ ეწყობა კაცს ეს ხასიათი
და ყელში ამოსდის ჰაქიმთა ბანგები!
"...მსოფლიოს ლომი ხარ...ვინ არს სხვა დიადი..."
_ერთ სუნთქვად ქცეულა ლაქუცა ამალა...
უხმოდ იტრიალებს ბეჭედს ხმა-ზვიადი,
თუმცა წარბების ბმა ზიზღს ვეღარ დამალავს.
ბოლოს_სატახტოშიც შედის ბრმა წყვდიადი!
შაჰმა გადაცმულმა და ცხენმა უბელომ
ვინძლო ქარვასლაში ჰპოვონ განთიადი,
რომ ამაოებას ცოტათი უყელონ.
იქ დერვიში იცნობს შავ მაშიათი
მიეახლება და _"რა გწვავს თვითონ მზეო?!"
"მზე" კი ატირდება:"მტანჯავს ხვაშიადი,
ამო მოლოდინით თვალნი დავიფსეო!"...
ბრძენკაცი ლექსად და არა კაფიათი
ჭმუნვით უპასუხებს:"მბრძანებელო ჩემო,
სჯობს, კაცი იკვებოს მლაშე ქვა-ხმიადით,
ოღონდ არ იცოდეს ხვაშიადის გემო..."
...სიცხე...ისფაჰანი...ფირუზის ღრუბლები...
...სასახლის კიბეზე დიდი შაჰი ადის...
დღესაც_სულ არავის არ ესაუბრება!!!
მხლებლები ასკვნიან:"ისევ ხვაშიადი"...

დორადო

   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined28 Oct 2007
Posts1926
კარმა85
OFFLINEPROFILE
ვაა, მართლა გაგვიჭირდება საუკეთესოს დასახელება. ეს რა პოეტები გვყოლია კაცო?
დორადო მაგარია შენი ლექსები. რატო არ წერდი დესპანის პოეტებში?

   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
ბრავო, დორადო!!!

   
 
+ ახალი თემა 🔒 თემა დაკეტილია  [ 123 posts ] 
პოეზია-უპირველეს ყოვლისა. (კონკურსი)
დესპანი