ძვირფასო დესპანელებო! წავიკითხე თვითიეული თქვენთაგანის პოსტები და არ გეგონოთ რომ ვინმეს იგნორს ვუკეთებდე, მაგრამ მე სუყველასგან განსხვავებული მოსაზრება გამაჩნია ამ საკითხის ირგვლივ და ვეცდები ჩამოგიყალიბოთ მარტივად და ყველასთვის გასაგებად.
რა არის თავისუპლება? და არის თუ არა ნებისმიერი ადამიანი, ნებისმიერ ქვეყანაში მცხოვრები, ნებისმიერი რელიგიის მატარებელი სრული თავისუპალი? რა თქმა უნდა არა. რადგან არსებობს ეთიკურ ესთეტიკური ნორმები, ეთნიკური ადათ წესები, რელიგიური ჩარჩოები და ა.შ. რომლებიც გვკარნახობენ თუ როგორ უნდა იქცეოდეს ნორმალური, კარგად აღზრდილი,კულტურული ადამიანი და ოდნავი გადახრაც კი ამ ნორმებიდან მეტყველებს პიროვნების უზნეობაზე,აუღზრდელობაზე და უკულტურობაზე/
ავიღოთ სიტყვის თავისუპლება. გვაქვს ჩვენ ასეთი სიამოვნება, მაგრამ სიტყვის თავისუპლება, ნიშნავს ყველა ადამიანმა გამოხატოს თავისი აზრი და სრულყოფილად ჩამოაყალიბოს თავისი მოსაზრება ამა თუ იმ საკითხის ირგვლივ, კულტურულ ფორმაში და არა დედის გინებით და მუშტი კრივით(რომელიც შეიძლება მას სურს)
სიყვარულის თავისუფლება. მთელ რიგ ქვეყნებში დაშვებულია ნათესაური კავშირები, ხოლო უმეტესწილად ეს ძალიან დიდ დანაშაულად ითვლება. ან აიღეთ ერთისქესიანი ადამიანების სიყვარული. ჩვენს ქვეყანაში გახრწნილების და ზნედაცემულობის უმაღლესი ფორმაა. არ შემედაოთ! შეიძლება თქვათ, რომ ვისაც უნდა ასეთი იყოს, არავინ არ უშლისო, მაგრამ წარმოიდგინეთ ვინმე თქვენიანი, რომ აღმოჩნდეს,- თქვენ რას იზამდით.
სექსის თავისუფლება. იცით რა მოგვიტანა ასეთმა თავისუფლებამ და უკვე მთელ მსოფლიოში დგას ეს საკითხი განსახილველად.
რელიგიის თავისუფლება. ადამიანი უნდა ინათლებოდეს დიდობის ასაკში და მატარებელი უნდა იყოს იმ რელიგიისა და სარწმუნოებისა, რომელიც მას მოსწონს და უნდა,განსხვავებულად ეთნიკური უმრავლესობისა. აბა მითხარით: 2 თვის ბავშვს რომ მონათლავენ, ეს არის რელიგიის თავისუფლება?
ერთი სითყვით, ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ, დასკვნა ასეთია: სრული თავისუფლება ადამიანს არც აქვს, არც ჰქონია და არც ექნება. სიტყვა თავისუფლება არის ტერმინი და ყველა ჩვენთაგანი ვიგრძნობთ თავისუფალად თავს შეფარდებით სხვა, ნაკლებად თავისუფალ ადამიანებთან.
ჩანასახი არის თავისუფალი?-არა, დედაზეა დამოკიდებული
მწირი იყო თავისუფალი?- არა, რადგან მას რელიგიური ჩარჩოები აკავებდა მისი სურვილებისგან
რობინზონ კრუზო იყო თავისუფალი?- არა, მას სულ სხვანაირი ცხოვრება უნდოდა
უპრო შორსაც წავიდეთ!- პირველყოფილი ადამიანები,ადამი და ევა იყვნენ თავისუფლები????????
რა თქმა უნდა არააააა, რადგან კარგად მოგეხსენებათ როგორ დასაჯა ისინი ღმერთმა ა კ რ ძ ა ლ უ ლ ი ხილის შეჭმისთვის.
ამიტომ ჩემო ძვირფასებო!- ნუ იოცნებებთ სრულ თავისუფლებაზე სიცოცხლეში, ხოლო იმის იქით რა იქნება, იქ გავაგრძელოთ საუბარი 100 წლის შემდეგ
