↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 416 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Nov 2007
Posts616
კარმა96
OFFLINEPROFILE
მაპატიეთ ქალბატონო სიყვარული,
მერე მზერის აფარება ურცხვად მკერდზე,
თუ ქვეყანა ჩალით არის დაფარული
იცით? წვიმის გადავლამდე არ ღირს მოცდა.
წამომყევით ამ თავსხმაში ოცნებების
და თუ თქვენი თვალების არ მომერიდა,
იქნებ შევძლო, ჩაგჩურჩულოთ მოფერებით,
ქალბატონო,ბოდიში და მყვარებიხართ.
მაპატიეთ ქალბატონო რომ მიყვარხართ,
როგორც ცოდვა უნებურად ჩადენილი,
წამობრძანდით თქვენს ნატერფალს თუ იკადრებს
ტალახებით მოფენილი ქვაფენილი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined18 Apr 2008
Posts15
კარმა3
OFFLINEPROFILE
მაპატიე თუ გატკინე ჩემი გული,
არსებობამ ჩემმა გზა თუ აგიბნია,
მაპატიე გადადგმული ნაბიჯები
ნაკვალევმა იარა რომ გაგიჩინა.

მაპატიე უდიდესი სიყვარული,
დაივიწყე ის რაც უკვე წარსულია,
ისევ მოვა წვიმა შენი გაზაფხულის,
ეგ წვიმა ხომ ჩემი თბილი ცრემლებია.

მაპატიე სულის აფორიაქება,
ღმერთმა შენი გაბრაზება მაპატია,
ჩამეხუტე და მითხარი ყურში ჩუმად:
"დავივიწყოთ, გაპატიე, წარსულია"

მ ა პ ა ტ ი ე

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined15 Jan 2009
Posts117
კარმა0
OFFLINEPROFILE
ო,მაპატიე ჩვენს შეხვედრებს ზღვარი დაედო
დავრჩით შორიშორს ბედისწერას ასე ენება
ო,მაპატიე უნდა გავძლოთ უერთმანეთოდ
თუმცა ძნელია სხვაგან ვპოვო ბედნიერება
მე ვიცი,ტანჯვის უეცარი ჩამოქროლებით
კვლავ ათრთოლდები უიმედო ძიების წილად
როცა მოისმენ ისევ ისე გულაჩქარებით
სახელს იმისას ვინც დაკარგე დიდი ხნის წინათ
სულ ერთი წამით შევხვდით ერთურთს,სულ ერთი წუთით
მაგრამ იმ წამში უკვდავება ვიგემეთ სრული
ჩვენ ყველა გრძნობა,ყველა გრძნობა უცებ დავცალეთ,
და ერთ კოცნაში ამოვხადეთ ყველაფერს სული,
ო,მაპატიე,მაპატიე,და განუსჯელად
იმ ჩვენ ხანმოკლე სიყვარულზე არ დაგწყდეს გული,
მძიმეა მძიმე განშორება , მაგრამ ის მჯერა
ჩვენი შეხვედრა იქნებოდა უფრო ტანჯული

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Dec 2007
Posts1678
კარმა50
OFFLINEPROFILE
მურმან ლებანიძისაა ეგ ლექსი

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined24 Jan 2008
Posts278
კარმა0
OFFLINEPROFILE
19 თებერვალი ნათლიღება. არის მიტევების დღე . ტუ ვინმეს რამე გაწყეინეთ კომენტარებში ჩემო ქართველებო , დესპანელებო შემინდეთ და მაპატიეთ.ბედნიერია ის ადამიანი ვისაც აქვს მიტევების უნარი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
leilataba
ჯიგარი ხარ

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined24 Jan 2008
Posts278
კარმა0
OFFLINEPROFILE
maxooo -- ძვირფასო დაბრუნდი კომენტარებში მენატრები. აქ გეგონება სხვა კუნძულზე იყო ასე მგონია სპეციალურად შენთვის შემოვდივარ ....

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
მე მივხვდი მაგას შენსა ბრალებსა!
მე განგიცხადებ დანამალებსა!
რად არა ჰრიდენ განსაკრძალებსა,
ხელი რად მიჰყავ ძნელსა ვალებსა?
რად მიჰყევ სხვათა ჭკუა-მთვრალებსა,
ნებით მოშორდი მისათვალებსა?
არ შეგიბრალებ შეუბრალებსა,
თუმცა უყვარდი მისსა თვალებსა!
რად არა ჰრიდენ განსაკრძალებსა?

რადგან ძლეულ-ხარ შენისა ნებით,
თავს რაღად მართლობ თანის-თანებით?
ან რას იყოვნი ჟამსა ხანებით?
რას ინუგეშებ ცრემლსა ბანებით?
ხელი აიღევ მაგ სავანებით,
შემწე იძიე ბანის-ბანებით!
აგრე ვერ მომკი ვარდსა ყანებით!
რად გულს განიწონ საკვდად დანებით?
სხვას გირჩევ გზასა და სხვას ძალებსა!

მივედ, ყარიბო, უთხარ ბულბულსა,
მას შვენიერსა, ტკბილ-ხმა უსულსა:
შეგამუდარებს ქველსა სუმბულსა,
სიტყვას დაუფენს, ვითა ბუმბულსა;
შუა შემოვლენ, შეუქმენ გულსა,
ვარდ-თანა მივლენ კარ-დარაზულსა,
მოახსენებენ მაგ შენსა წყლულსა;
ვიცი, გიხსნიან ბედითა კრულსა!
მაგრა გახსოვდეს გულსა სალებსა!

თუ ნახო ვარდის კარნი ღიანი,
ან მოგეგებნენ ნაზნი იანი,
ჩემ მაგიერად იგი ჭკვიანი
ნარგიზი ნახე, ქცევა-მზიანი;
ესრე უამბე: იყავ სვიანი,
ანუ სად ვვლიდე კეთილ-გზიანი?
ვარდი მიკითხე, აგრევ იანი,
მეცა გახსოვდე მცირე დღიანი,
მომიგონებდე ფერ-ნამკრთალებსა!

გარდმოუტევე თვალთა მდინარე,
პირველად ჩემგან გულ-მომდინარე.
სალამი ჰკადრე არ საწყინარე,
ეს შენათვალი მიუწინარე;
მეცა ვიყავ-თქო თავ-საჩინარე,
ადგილი მქონდა დასაბინარე!
გირჩევ შეგბრალდეს გულ-ნამტკინარე,
აწ შეიწყალე ანამტინარე!
მანტორ გაბრალებ ფესვით ბრჭალებსა!

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined20 Mar 2009
Posts49
კარმა0
OFFLINEPROFILE
რაც არ უნდა დაშავო თუ უყვარხარ აუცილებლად გაპატიებს, შეიძლება ეგ სიტყვები ვერასდროს ვერ გამეგო მაგრამ ეხლა როცა მეც დვაშავე თან ძალიან და ძალიან ვატკინე გული ჩემთვის ძვირფს ადამიანს ძალიან ვნანობ ეხლა ვხდები რაც დავაშავე და მეც ძალიან მინდა რომ მაპატიოს, მე იმედი ჯერ არ ამომიწურია მჯერა რომ მაპატიებს და ისევ ჩემთან იქნება. მე ასე ვფიქროფ როცა უყვარხარ ის გაპატიებს თუ მისი ბედი ხარ ისევ შენთან მოიყვანს ,,თქვენი ბედი, თქვენი მატარებელი, თქვენგან არასდროს არსად წავა''

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
თუ თავს არ იმტყუნებ ვერც ვერავინ ვერ გაგამტყუნებს.....თავიდათავი ჩვენი სინდისია...თავად გვეტყვის ვართ თუ არა დამნაშავეები....დანაშაულის პატიება დიდი ადამიანური სათნოებაა...სამწუხაროდ არ ვიცით სადამდე მიგვიწვდება ამ სათნოების საზღვრები....არის მოვლენები რასაც ადამიანურად აპატიებ,...არის მოვლენები რისი პატიებაც შეუძლებელია...ასეთებიდან პირველი ალბათ სამშობლოს ღალატია...რაც თავისთავად ამოძირკვავს მოღალატეს, რამეთუ თავად კარგად იცის რომ ასეთი ღალატი გაუმართლებელი და უკუღმართია.....საუკეთესო ვარიანტი პატიებისა კი ისაა ვინმეს რომ ეტყვით და ამ ნათქვამს მართლა სერიოზულად ფიქრობთ....მე მიპატიებია და უფალმა შეგინდოსო......აი იმასთან, ვისაც აპატიებთ მერე შეძლებთ თუ არა კონთაქტის გაგრძელებას...ესაა სწორედ საფიქრალი.....მე ვერ შევძლებ.......ალბათ...არც ეს ვიცი დაბეჯითებით....მაგრამ ასე მგონია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined20 Mar 2009
Posts49
კარმა0
OFFLINEPROFILE
მადლობთ ასეთი სიტყვებისტვის მართალო ხარ, კი ძნელია მაპატია იმანაც მაგრამ ძნელია კონტაქტის გარგძელება მაგრამ ყველაფერს ვცდი რომ ის შეცდომა გამოვასწორო და იმ ადამიანთა ისევ ისე გავაგრძელო როგორც ადრე იყო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
ქეთუშა555, არაფრის ჩემო კარგო=ko= , ადამიანები იმიტომ ვართ სხვა თუ არაფერი სიტყვიერად მაინც გავამხნევოთ ერთმანეთი...შენ კი..შენ ეცდები , რომ ყველაფერი მოაგვარო, მაგრამ ის ადამიანი შეძლებს დაივიწყოს ყველაფერი? იქნებ სურვილიც დიდი ჰქონდეს , მაგრამ....გულის სიღრმეში თუ შეძლებს მთავარი ეგაა....აქ დანაშაულის ფორმატსაც გააჩნია.....თუ საქმე ღალატთან გვაქვს,,,,ეგ ძალიან რთული საპატიებელია...უაღრესად დიდსულოვანი უნდა იყო , რომ ეგ მოახერხო, ამიტომაც ვთქვი მე პირადად არ ვიცი როგორ მოვიქცეოდი თქო. საუკეთესო სურვილებით 1 აიკო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined03 Jan 2009
Posts428
კარმა0
OFFLINEPROFILE
=tavfx= მე არ მაპატიეს=tavfx= =tavfx= და დზალიან მტკივა=tavfx= გული=tavfx=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined03 Jan 2009
Posts428
კარმა0
OFFLINEPROFILE
=ko= ტარტალეტკა =ko= შენ აუცილებლად გაპატიებს=ko= =fiqri= ოგონდ არ შეგრცხვეს პატიების ტხოვნა=fiqri= =fiqri= ამ დროს სიამაყე არ არის აუცილებელი დამიჯერე=ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined03 Jan 2009
Posts428
კარმა0
OFFLINEPROFILE
=ko= აიკო მე არ მიგალატია =tavfx= უბრალოდ ბევრი ვალოდინე=tavfx= ჩემი ბრალია=tavfx= ვერ გავეტიე ამ ოხერი =tavfx= ამერიკიდან=tavfx= ეხლაკი გვიანია სინანაული=tavfx=

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 416 posts ] 
დესპანი