↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
მე შენ მიყვარხარ...


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1303 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined31 Oct 2006
Posts174
კარმა75
OFFLINEPROFILE
ხალხური

* * *

თუ ასე ტურფა იყავი,
რად ვერ გამჩნევდი იაო,
იმად, რომ სიყვარულისთვის
გული არ გამიღიაო.
ახლა კარგ მებაღე შამხვდა,
ალერსით გამაღვიაო,
ტკბილადამც მამიგურგურა
კალთაზე დამარწიაო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined31 Oct 2006
Posts174
კარმა75
OFFLINEPROFILE
niano wrote:
ციტატა:
მე ირაკლი მიყვარს.

ნიანო გისურვებ ბედნიერ სიყვარულს და ძლიერებაც სიყვარულში=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
ისეთი არაფერი...
ალიონზე
გულმა ვერ დაიტია ხვაშიადი...
მზის გაპეიტრება გავიოცე,
მერე-გავაოცე განთიადი...
სულის მღვიმეში რომ ციმციმებენ-
-ციცინათელების ესკორტია!
ღიმილით, ღიმილით
მიჩემებენ...
და ფანტასტიური მელოდია
ტუჩებზე ლექსებად დამეღვარა...
ისეთი არაფერი...
შედევრია-
-ჩემი აივნიდან დანახული
მტირალა ღრუბლების ადაჟიო...
დღეს გადავწყვიტე, რომ
გადაგრიო!
სუნთქვას ვაპირებ, რომ
გაგიცვალო...
ისეთი არაფერი...
მიყვარხარ და,
მინდა, რიჟრაჟივით
დავიცალო...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Aug 2007
Posts727
კარმა79
OFFLINEPROFILE
ისიყვარულედ ხალხო ისუყვარულედ მეტი რა დაგვრჩენია ამ ქვეყანაზე..ჰა ჰა ჰა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
გიყვარდეს, ნებდებოდე და ბრალი გედებოდეს,
ვერც მან გაიგოს და ვერც სხვამ,
დილა რომ ბნელდებოდეს, ჯუჯა რომ ღმერთდებოდეს,
შავი რომ თეთრდებოდეს, შენ რა?
ენთოს და ჩაუმქრალი იყოს ჰარმონია,
და გრძნობა დასჯილი კუთხეში ეგდოს,
დაე, დაიფაროს ქმრითა და შვიელბით
ქალი, რომელიც გიყვარდა ერთდროს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
ბუ-ბუ! მაგარი იყო...რა არის ამ დილაადრიან რომ აფორიაქებ ხალხს და ჭრილობაზე მარილს აყრი, ა? =lol= =lol= =lol=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
ხოოოოო, ვამარილებ, იქნებ მოშუშდეს, მკურნალობის ძველ მეთოდებს ვიყენებ!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
თვალის უპეში ჩაწოლილო ცრემლის ღრუბელო,
ერთი სიტყვაც და გადმოსკდება ცოდვის ნაყოფი,
მოვაფრინდები ამორძალი ულაყს უბელოს
და წავაჩოქებ შენს ფაცხასთან ოფლით გაპოხილს.

გადააფითრებს შიშისაგან მძინარ ლელიანს
ლაგამნაღეჭი ბედაურის ცისფერი ჩრდილი,
შენ შემადარებ სიყვარულის ლამაზ ფერიას
და გაგორდება სოხანეზე სადაფის ღილი.

გაფიცხდებიან ბაგეები ალერსის თქეშში,
დათვრება გრძნობა სურვილით და წითელი ღვინით
და შუაღამის მოსვენებით გარინდულ ტყეში
მე მოგეცემი ჩემებური ქალური ჟინით.

თვალის უპეში ჩაწოლილო ცრემლის ღრუბელო,
ამიტირდები განშორების სევდიან კართან,
მოვაფრინდები ამორძალი ულაყს უბელოს,
გამოქცეული განთიადზე არტახებს მკლავთა.

ჩემი უსაყვარლესი შემდგარი პოეტი მანანა ფრუიძე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
შენს სუნთქვას ვუსმენ და მეკვრება სუნთქვა წამიერ,
შენი გული ძგერს და ჩემს მკერდში გული ჩერდება,
შენი თვალებით ვიხედები და ვინანიებ,
რომ ვარსებობდი უშენოდ და ბრალად მედება

სხვის სარეცელზე დაფანტული ყველა სიყალბე,
არარსებული სიყვარულის ყველა პარტია...
მოვინანიებ ახლა ყველა ავხორც სიხარბეს,
მოვინანიებ და თუ ღმერთმაც არ მაპატია,

ამ ერთ ღამესაც გადავუთვლი ღამეთა უფალს,
განსასვენებელს ამოვბლანდავ მუხის ფიცრებით,
ცრემლით ჩავაქრობ ვნების ცეცხლის გიზგიზა ბუხარს
და განთიადზე შენს სხეულში გარდავიცვლები...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
შენი ხმა ჩამესმა და გავქვავდი,
მეგონა, აგირიე კვალი,
"როგორ შეუმჩნევლად დაქალდი!"-
საკინძე გადამიხსენ თვალით.

სიცხისგან თუხთუხებდა თბილისი,
ცრემლივით დამშრალიყო მტკვარი,
წარსულში გაცილებდა ივლისი
და ჩემი ამრეზილი ქმარი...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
უნდა წაგშალო ჩემი ხსოვნის ყველა ბწკარედში,
რა სიკვდილივით აუცდენელ ტყვიად მეწვიე,
ვერ დავივანე შენს მხურვალე,ლამაზ ჰარემში,
ვერ შევეგუე ვყოფილიყავ შენი მზეწვია.

უნდა დაგშორდე,მოგონების სკივრი დავცალო,
დარჩენილ დღეებს გადარჩენით უნდა ვუშველო,
ოღონდ სულ ცოტა ,სულ ცოტა ხანს უნდა მაცადო,
სანამ ვისწავლი არსებობას ქვეყნად უშენოდ...

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined10 Jul 2008
Posts76
კარმა2
OFFLINEPROFILE
...ეჰ...მაგან გამიჩინა თმაში ის ერთადერთი ჩაღარა...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
შენ კიდევ ახალგაზრდა ყოფილხარ, ამარ, მხოლოდ ერთადერთი ჭაღარა თუ გაქვს მხოლოდ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined10 Jul 2008
Posts76
კარმა2
OFFLINEPROFILE
ერთია კი მარა,ასე თუ გავაგრძელე მალე დამათოვს მგონია...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
შენც ადექი და ტაქტიკა შეცვალე.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1303 posts ] 
მე შენ მიყვარხარ...
დესპანი