↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
გაგვეცანით, ანუ (ქართველების მატარებელი)


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 719 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined31 Oct 2006
Posts174
კარმა75
OFFLINEPROFILE
giulia wrote:
ციტატა:
თუ როგორი ვარ? საკუთარ თავზე არ მიყვარს საუბარი,მირჩევნია სხვებმა ისაუბრონ ჩემზე, მათ მოუსმინო, თუ როგორს მხედავენ, და ამ მოსმენისას ყურადღება გავამახვილო ჩემ ნაკლზე, რის შემდეგადაც განვაზღვრო, რამდენად მართალია ,ან რამდენად სწორედ გამიცნეს.
ვარ მორცხვი და უბრალო, უბრალოებაში ვპოულობ სილამაზეს არ მიყვარს თავდაჯერებული ხალხი,მსურს მოუსმინო და ვთქვა ჩემიც ,ვარ პირდაპირი როცა გამოვხატავ ჩემს მოსაზრებას (თუნდაც მწარეს) ვხმარობ დიპლომაციას ისე რომ იყოს ნათელი და არა საწყენი.სახელს, ფულს და სიმდიდრეს ურთიერთობაში არ ვანიჭებ დიდ მნიშვნელობას. მოვითხოვ ზრდილობას და პატივისცემას ,არ ვარ "პესიმისტი" ვცდილობ ყველაფერს ვუყურო "ოპტიმისტურად"ცხოვრებაში არ არის მხოლოდ "აღმართი" მას უეჭველი "დაღმართიც" მოყვება, ამიტომ კრიტიკულ მომენტებში მიყვარს მოვიცადო.
არ გაურბივარ პრობლემებს ვცდილობ მათ რეალურად დანახვას და შეძლებისდაგვარად გადაწყვეტას და მოგვარებას. ცხოვრებაში შეცდომები დამიშვია(ვფიქრობ შეუცდომელი არავინაა)სიტყვა" ბოდიშს"იშვიათად ვხმარობ, მირჩევნია ფაქტებით დავანახო რომ მივხვდი ჩემს შეცდომას, თუნდაც ეს შეცდომა არ იყო შეგნებულად და განსაზღვრული და დაშვებული.ალბათ ცოტა უფრო მეტად უნდა მეფრთხილა.("ბოდიშს" ბევრი ხმარობს თუმცა სამწუხაროდ ცოტამ იცის მისი ფასი) ვუსმენ სიტყვებს და მჯერა ფაქტების, გავცემ სიმართლეს და მოვითხოვ სიმართლეს ,მჯერა მეგობრობის ერთგულების, ვარ ალალი და არ შემიძლია ღალატი, შური, ბოროტება და თუ მიღალატეს არ შემიძლია და არ ვპატიობ, რის შემდეგ ვკარგავ იმ ადამიანს.
ცხოვრებაში როდესაც "ჩავდივარ სტადიონზე სათამაშოდ ,ჩემთვის მთავარი მარტო ის არაა რომ მოვიგო(კარგია მოვიგო და გამარჯვებული დავბრუნდე)ყველაზე მთავარი ისაა თუ მე როგორ ვითამაშებ და როგორ დავტოვებ მაყურებლებს და სტადიონს."
მაქვს ჩემი საღი პრინციპები, რომელიც წარმოადგენს ჩემს ადამიანობას ,პიროვნებას და სადაც არ უნდა ვიყო ვრჩები ისეთი როგორიც ვიყავი.არ ვივიწყებ წარსულს და ვცხოვრობ მომავლით,ვარ ბედნიერი ჩემი ოჯახით საქართველოში და ჩემი მეუღლით და შვილებით იტალიაში.
მიყვარს ჩემი სამშობლო და ხალხი, ასევე იტალია და იტალიელები სადაც 13 წელია ვცხოვრობ.
ხშირად ვსაუბრობ პოლიტიკაზე და ნათლად გამოვხატავ ჩემს პოზიციას.
გამაჩნია ჩემი დადებითი და უარყოფითი მხარეები.
ჯიულია

ჯიულია სასიამოვნოა გაცნობა, გიცურვებ წარამატებეს ცხოვრებასში. :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
როგორც ყველა ადამიანს, ჩემშიც არის დადებითიც და უარყოფითიც. ვეცდები მოკლედ დავახასიათო ჩემი თავი, არ მიყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი, მაგრამ ამ ერთხელ ავიტან.
ფიცხი ხასიათი მაქვს, უცებ ვფეთქდები, მაგრამ ასევე უცებ გადამდის, წყენა კარებამდე არ მიმყვება, თუ სიტუაცია ან ვინმე ვერ ავიტანე , მე თვითონ მივდივარ (შეიძლება უთქმელადაც, თუ ვთვლი,რომ ახსნას და საქმის გარჩევას აზრი არა აქვს, ისე უმეტესად ასე ვიქცევი ხოლმე),ბევრი რამის პატიება შემიძლია, მაგრამ რასაც ვერ ვიტან ადამიანში ეს ფარისევლობა და ორგულობაა,ვერ ვიტან მატყუარებს ,და რასაც ვერ ვაპატიებ, ეს ღალატია!!! მიყვარს ღმერთი, ჩემი შვილი, ჩემი ოჯახი, ჩემი მეგობრები,საქართველო,სიცოცხლე , ჩემი პროფესია,ყვავილები, წიგნები, ცხოველები, სიურპრიზების მოწყობა,სამზარეულოში ტრიალი, მოგზაურობა,და კიდევ ბევრი რამ, შეიძლება ერთმა პაწაწინა იის დანახვამ ბედნიერი გამხადოს, უბრალოდ ცუდმა გამოხედვამ კი -სულ მომშხამოს,სამართლიანი ვარ, სიმართლისთვის შემიძლია შევაკვდე ვინმეს, ერთგული ვარ და ვიცი გვერდში დგომის და გატანის ფასი,პატივს ვცემ ინტელექტს, მაღიზიანებენ ბრიყვები, გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ,იმედი მაქვს ღმერთის და ჩემი საკუთარი თავის, არ მიყვარს ბოროტი , უმადური და ცინიკოსი ადამიანები,ვერ ვიტან რძეს , ფაფას და კარაქს, არასოდეს არ მიჭამია გველი, ბაყაყი და მწერები, და არც არასოდეს შევჭამ, არ მიყვარს დილით ადრე ადგომა, ტყუილი, თხოვნა,უაზრო ლაპარაი, ტყუილი დაპირებები..
ვაუ, რამდენი გამოვიდა, გავჩერდე ჯობია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
ბუბუ,მიუხედავად იმისა რომ "თვალდაუნახავად"გიცნობ,აბსოლუტურად გეთანხმები.ბაყაყის და გველის რა მოგახსენო:)(ახლა გავიგე)დანარჩენი ყველაფერი დიდი ხანია ვიცი=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Jan 2008
Posts1957
კარმა88
OFFLINEPROFILE
ამ თემას მერე დაუბრუნდები,ისე ძალიან გამიჭირდება ჩემს თავზე დავწერო რამე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined28 Oct 2007
Posts1926
კარმა85
OFFLINEPROFILE
აქ, ჩემ თავზე რომ ვილაპარაკო, დავიბლოკები =lol= =lol= =lol= =lol= =lol=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
აბა ახლა მე ვცდი:ვთვლი, რომ აფექტური ვარ, უბრალოდ ეს ყოველთვის უცბად არ იშიფრება, იმიტომ რომ თავს ვაკონტროლებ_ რაღაც ეტაპამდე,აი მერე კი სხვა ეტაპი მოდის...არც თუ ისე სასიამოვნო.მოკლედ, ვარ დადებითი მუხტის მატარებელი ადამიანი მდგომარეობიდან გამოსვლამდე.მიყვარს შვილი,ჩემები.მიუხედავად იმისა, რომ ქალი ვარ, რისკიანი ვარ და გმირული სულისკვეთების.ფულთან აზარტული დამოკიდებულება მაქვს, ვშოულობ, ვხარჯავ, ვშოულობ და ა.შ.ინტუიციის მჯერა.მორწმუნე ვარ. რას ვაკეთებ და როგორ ამ მიმართულებით-არასოდეს არ ვლაპარაკობ.მაქვს სიტუაციის ხედვა, ადამიანში სილამაზის ჩემეული აღქმის უნარი.სამართლიანობა მიყვარს და ვინმეს თუ ჩაგრავენ_ მთელ ჩემს ცხოვრებას გავაჩერებ და მივეხმარები! პატრიოტი ვარ და გულს მიკლავს ჩემი ქვეყნის უსასოობა.შავი ფერი მიყვარს, ხშირად ვიცინი, მანქანის ტარებით არასოდეს ვიღლები.ვინც მიყვარს, იმათთვის მსიამოვნებს საჭმლის კეთება,მამაჩემისთვის განსაკუთრებით.ცუდი თვისებებიდან გამოვყოფდი იმას, რომ ავ-კარგიანი ვარ. არც ცუდი მავიწყდება და არც კარგი, მთელი სიცოცხლე მიმყვება ეს ინფორმაცია და არ იშლება!ბევრი ხალხი მღლის და ზოგჯერ განმარტოვება მირჩევნია.ჯაზი მიყვარს და ცოტ-ცოტას ვუკრავ კიდევაც. კიდევ ვხატავ, მაგრამ ხატვა არ მიყვარს, როცა ვხატავ,ვიცლები, ვიფიტები.მიზანს რომ დავისახავ,ატომური ყინულმჭრელივით ვარ, "მაინც ამოვთხრი"ხოლმე.საჭმლის, ტანსაცმლის, მანქანის ამოჩემება ვიცი ხოლმე.ერთხელ ისეთი ძველი მანქანა მყავდა, 1989 წლის კრაისლერ ლე-ბარონი_მთელი სანათესაო-საახლობლო მეხვეწებოდა, გამოცვალე და ჩვენ გადავიხდითო.ახლაც ძველი მეგობარივით მახსოვს.ჰო, მართლა, მეგობარსაც, როგორც ყველაფერ სხვას_ძნელად ვირჩევ, მაგრამ როცა ეს ხდება_ლიმიტი არა მაქვს,ერთმანეთით ვცოცხლობთ.ამიტომ ისეთი მეგობრები მყავს, ნუ იტყვით...ძაააააააააალიან მაგრები არიან.=ko= =ko= =ko=
რა ვიცი, ესა ვარ რაცა ვარ, შემოგევლოთ დორადო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
მიხარია რომ გიცნობთ.
მე ბევრი არაფერი-ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ,ჩემი მინუსებითა და პლიუსებით.
ადამის და ევას შთამომავალი,ცოდვილი,რომელიც ოდესმე მაინც ეცდება რომ თქვას აღსარება,...თუ დასცალდა რა თქმა უნდა:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
pikaso22 wrote:
ციტატა:
აქ, ჩემ თავზე რომ ვილაპარაკო, დავიბლოკები =lol= =lol= =lol= =lol= =lol=
ართქვა პიკასო,არა.(გატყუებენ გაბრიეეეელ!)
=lol=

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined01 Jul 2008
Posts14
კარმა-1
OFFLINEPROFILE
გაიგმარჯოთთ ქართველნო.
მე ერთი პატარ ცოტაა უცნაური ბიჭიი ვარრ. მიყვარს მეგობრები და მათაან ერთად გართობააა მიყვარს შრომის მოყვარეე ხალხიი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Jun 2007
Posts811
კარმა71
OFFLINEPROFILE
კეთილი იყოს გიოგეგე სჰენი ფეხი დესპანის სამეზობლოშიიიიი:):):)

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined01 Jul 2008
Posts14
კარმა-1
OFFLINEPROFILE
გმააადლობ გაიხარეეე. ესეთი დახვედრისთვის.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Jun 2007
Posts811
კარმა71
OFFLINEPROFILE
giogege wrote:
ციტატა:
გმააადლობ გაიხარეეე. ესეთი დახვედრისთვის.

=sher= გაიხარე შენც:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined31 Oct 2006
Posts174
კარმა75
OFFLINEPROFILE
გაიხარეთ ყველამ ყველანი კარგები ხართ.=ko=

პაკასო ნუ გეშინია არ დაიბლოკები=zer=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined28 Oct 2007
Posts1926
კარმა85
OFFLINEPROFILE
აბა ჰე, ვინც არ მიცნობს გამიცანით :)

არ ვიცი რითი დავიწყო, ნაკლით თუ დადებითი მხარეებით. თუმცა, მე რომ უარყოფითი მგონია, ის შეიძლება დადებითი იყოს და პირიქით.
მოკლედ ერთი ჩვეულებრივი ქართველი ვარ, არავისზე არც მეტი არც ნაკლები. ვარ გურული,ეს ნაკლია?=tavfx=
კიდევ მყავს ორი ძმა და სამი ვაჟკაცი ძმიშვილი, რომლებზედაც ჭკუა მეკეტება. მიყვარს ასევე ხინკალი, მწვადი და ლუდი =da=
ბევრი მეგობარი არ მყავს, ვთვლი, რომ ყველას მეგობარი არავისი მეგობარი არაა, მაგრამ ვინც მყავს ნამდვილი მეგობრები არიან.გარეგნულად მხიარული და იუმორით სავსე ვჩანვარ, ისე მაგარი ბოღმა ვარ.თუკი ვინმე ერთხელ შეცდება ჩემთან, პატიება არ შემიძლია, თუმცა სამაგიეროს გადახდა არასოდეს მიცდია, უბრალოდ გავეცლები ხოლმე სამუდამოდ. არ მიყვარს თავის მართლება და ვინმესთვის სიმართლის დამტკიცება.როგორი მართალიც არ უნდა ვიყო, უკან ვიხევ ხოლმე.
არ მიყვარს როცა ტანსაცმელის ყიდვისას ვინმე თან მახლავს, არასოდეს არ ვიზიარებ სხვის აზრს ჩაცმულობაზე, არ ვამბობ უნიკალური გემოვნება მაქვს მეთქი, მაგრამ მე მე ვარ და არ მაინტერესებს სხვა რას ფიქრობს(ეს მხოლოდ ჩაცმულობას ეხება). ვცდილობ არავის არ მივცე შენიშვნა, ბევრი წავაგე, ამიტომ განზე დგომას ვარჩევ. მე თვითონ შენიშვნას მივიღებ, მაგრამ გააჩნია ვისგან, ისე ვცდილობ არ დავიმსახურო შენიშვნები, მაგრამ შეუცდომელი არავინაა ქვეყანაზე. არ მიყვარს როცა რაიმეს მჩუქნიან,მიყვარს როცა მე ვჩუქნი ხოლმე. არ მიყვარს როცა კომპლიმენტს მეუბნებიან, მე თვითონაც არ ვიცი ხოლმე ვინმეს შექება. უზომოდ მიყვარს სპორტი, ნებისმიერ სახეობას ვუყურებ დიდი სიამოვნებით, პირადად ვთამაშობდი კალათბურთს(მაღალი არ ვარ:) ) ხელბურთს, შაშს, ასევე ტყვიას ტყვიაში ვაჯენ:).
სულ 2 წელია რაც ვხატავ, ახლობლები დამცინიან გენებმა იყივლაო, თოიძე ვარ და, ალბათ ასეც არი. როცა ვხატავ სულიერად ვისვენებ, როცა გაბრაზებული ვარ ფურცელს ვაფერადებ, ამბიციური არ ვარ, არც არასოდეს ვყოფილვარ.არც ემოციური ვარ, ვერ გამოვხატავ ხოლმე სიხარულს ისე როგორც მიხარია, თუ გავბრაზდი ეგრევე მეხატება სახეზე. მიყვარს პოეზია. როგორც მეუბნებიან საკმაოდ კარგადაც ვკითხულობ ლექსებს.
საკუთარი თავით კმაყოფილი არავინაა, არც მე. ვთვლი რომ მეტის გაკეთება შემეძლო ცხოვრებაში, მაგრამ მიღწეულით ყოველთვის კმაყოფილი ვარ და მეტს არასოდეს ვითხოვ, თან ძალიან ზარმაცი ვარ და ესეც ხელს მიშლის.არასოდეს მიცდია რაიმე გეგმა დამესახა და შემესრულებინა, უფრო ცხოვრების დინებას მივყვები, მდორე მდინარესავით.:side:
აუუ, არ მოვიწონე თავი.
ვინც მიცნობს, როგორ ფიქრობთ ვარ ეგეთი რაც დავწერე?=tavfx=

p.s-ყოველთვის იმაზე მეტი ჭკვიანი ვჩანვარ, ვიდრე ვარ ცხოვრებაში, ასე რომ არ შეცდეთ! =lol= =lol= =lol=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
კარგი ადამიანი ხარ,პიკა,=zer= =zer= მართლა კარგი ხარ:) ვგიჟდები შენს იუმორზე=zer= ისე ხელბურთი როდის ვითამაშოთ?

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 719 posts ] 
გაგვეცანით, ანუ (ქართველების მატარებელი)
დესპანი