ამერიკელების და ქართველების შედარება როდი იყო ჩემი წერილის აზრი.. ან სტუმართმოყვარეობა რა შესადარებელია .. პიროვნულია და ეროვნება არ აქვს.. სომხებზე გეთანხმები . საერტოდ ხელგაშლილობას ვგულისხმობდი (ბოდიში გადამყრელობა უფრო სწორი იწნებოდა) არც დემოკრატიაზე იყო პრეტენზიები , აქ მხოლოდ იმაზე იყო გამახვილებული ყურადღება , რომ სადაც ჩვენს ხურდას ვაჩხრიალებთ იქ სხვისიც უნდა მოვისმინოთ ..
რაც შეეხება კატას თუ ზაღლს ვინ რას უტოვებს აგრეთვე 320 000 000 ეს პროცენტი ისევე ზალიან დაბალია და ხალხს რაც შეეხება ქველმოქმედებაში ყველას გამოყენებას ნუ მივაწერთ.. და საერთოდ მაქსიმას . ამერიკაში ყველაფერი ბუნებრივად ცხოვრებამ მოიტანა.. და არა იმან რომ ასეთი ფსიქოლოგიას ვინმე ამკვიდრებდა.. ღმერთმა გვაშოროს , მაგრამ არც თუ ისე შორეილ მომავალში, საქართვველოშიც ნახავ მოხუცებულთა სახლებში ჩაბარებულ მშობლებს თორემ არც იტალიელებს აქვთ ნაკლები დედა-შვილობა მაგრამ ცხოვრაბამ მოიტანა ..სამწუხაროა მაგრამ რეალობა..
მასონებთან არ ვიცი რა პრეტენზიებია ? თუმცა ეს თემა შორს წაგვიყვანს.. ფაქტებიც ზალიან ცოტაა და ნახევარი ჭორის დონეზე.. თუმცა უნდა ავღნიშნო თუ გასულხართ კვირა დღეს ახლომახლო კათოლიკურ ეკლესიაში , აუცილებლად ნახავთ იქ საკმაოდ მრავლად, ამერიკელ მრევლს.. და ამასაც ღმერთის თუ საკუთარი თავის მოტყუებაში ნუ ჩავუთვლით..
მე პირადად ვამაყობ რომ ქართველი ვარ და მაწუხებს ყველაფერი ის რაც ხდება ჩვენს გარშემო. მიყვარს ჩემი ერი და ქვეყანა თავისი კარგით , მაგრამ არანაიარად - ცუდით..
მახიმას პასუხი არ მიწყინო , მივესალმები ყველა სახის აზრს.. და ზალზედ კრიტიკულიც იმიტომ ვარ რომ მართლაც მაღელვებს ეს პრობლემები და სირაქლემის როლში არ ვაპირებ ყოფნას.. იქამდე სანამ თვალდახუჭულები ვიქნებით და გავამართლებთ იმას რომ საქართველოს 2/3 ს თივას მიუგდებ და შეჭამს და ამ ყველაფერს ტაშის დამკვრელებიც გამოუჩნდებიან და მეტიც , ილია ჭავჭავაძეს შეადარებენ მხოლოდ იმის გამო რომ მათ განსხვავებული აზრი აქვთ , ვიქნებით ასე , ილუზიებში მფრინავ ქართველებად.
აქ , დესპანზე თითქმის ანტიქართველის იმიჯი შევიქმენი იმის გამო , რომ მიწაზე დავეშვათ და კი არ მივჩქმალოთ და გავამართლოთ ცუდი ,თუნდაც ჩვენიანი იყოს , არამედ დავგმოთ და ვებრზოლოთ.. . ჩემი თუ შენი წერილი როდი მოაგვარებს პრობლემებს , მაგრამ საწინააღმდეგო აზრის მოსმენა ერთადერთი საშუალებაა გააანალიზო სიტუაცია და რეალურად შეხედო არსებულ პრობლემეებს. ჩემი აზრი კი ის არის რომ მხოლოდ რაც მაგრები ვართ ქართველების ძახილმა ვერაფერი ხეირი მოგვიტანა.. და აღთმაშენებელიც ცოცხალი აღარ არის ..
ბოლოს კი დაგესესხები სიტყვაზე, " მთავარი არდაზარება და შრომაა" მოდი და ეხლა დეველოდოთ მთავრობას როდის შეგვიქმნის სამუშაო ადგილებს, იქამდე კი გავშალოთ რუსათავველზე ლეიბები და საბნები და დაველოდოთ დემოკრატიის გამარჯვებას...

და ერთს დავამატებ.. აღმაშენებელმა როგორ შეძლო უდიდესი მტრებით გარშემორთყმულ მაშინდელი საქარტველოს ზლიერ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება? ერთერთი მიზეზი ამ ყველაფრისა იყო ჯვაროსნების ლაშქრობა აზიაში , რამაც დაასუსტა მთლიანად აღმოსავლეთი და ამით ისარგებლა დავითმა , და ძალიან კარგად გამოიყენა ეს საქართველოს სასარგებლოდ. ისევე როგორც მაშინ დღეს არის ასეთივე მომენტი როდესაც მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილია აზიაზე და რუსეთზე , და ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობის ისევე გამოყენებაა შესაზლებელი როგორც აღმაშენებლის დროს..
დღეს არის იგივე ისტორიული მომენტი ... გამოვიყენებთ??