↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
მეზღვაურის დღიურები (კონკურსი)


+ ახალი თემა 🔒 თემა დაკეტილია  [ 26 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
გაიხარე, დორადო!!!

   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
სადაც არ უნდა ვიყოთ;როგორც არ უნდა ვიყოთ მაინც იქ გინდა სადაც შენიანებია- მართლაც გზააბნეული ემიგრანტები ვართ. ვის ეტყვი შენ გულისტკივილს . შენ სიხარულს ვინ გაგიგებს უცხოეთში.არ ვეთანხმებით ერთმანეთს- ვკამათობთ -ვიცინით -ვხუმრობთ -ვეფერებით.მაინც აქ გინდა . მაინც გინდა რომ დაწერო .შეეხმიანო შენ სისხლ და ხორცს. ის გაგიგებს მხოლოდ ის.ამიტომ მიყვარს დესპანი.გუშინ ჩემთვის ძალიან საყვარელი ადამიანი გარდაიცვალა .ქართველი- ულამაზესი- ახალგაზრდა ქალი. ექიმი-ნევროპათოლოგი. ვინ იცის რამდენი ადამიანისთვის გაუხანგრძლივებია სიცოცხლე.რამდენი სიკეთე აქვს გაკეთებული.დიდი ხანია არ მინახავს .-მეუბნებოდნენ რომ ისევ ძალიან ლამაზი იყო.მუდამ მომღიმარი - საქმიანი--მებრძოლი-ნაზი. ჰაეროვანი.-მუდამ ასეთი დარჩები საყვარელო -----ყველასთვის -ვინც გიცნობდა. ------- მოვეფეროთ ერთმანეთს სანამ ვარსებობთ.-------
-

   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
ერთი წლის წინ, მეგობარმა დამირეკა.
ჩვენს შორის,წლოვანებაში განსხვავება 16-წელია.

ძალიან ბევრი დადებითი გააჩნია ამ ადამიანს.
ადრე ვეძახდით ეგეთ ხალხს, თბილისის კოლორიტებს.
მე ეხლაც ეგრე მივმართავ მათ.

კი მქონდა მანამდე სატელეფონო კავშირი.
ჩვენი საუბარი შემოიფარგლებოდა,ერთმანეთის მოკითხვით, ოჯახის წევრების მდგომარეობაზე და სამეგობროზე თუ ვკითხავდი ხოლმე.

ბოლოს რომ დამირეკა მკითხა:
-გიო,მანდ ძმაკაცი გყაავსო?
-არა მეთქი.
/მართლა არ მყავს ხმის გამცემი. ამერიკელებმა კიდევ რა იციან რა არის ნამდვილი მეგობრობა./

- შე საცოდავო,ეს რა დღეში ყოფილხარო.

არც იფიქროს ვინმემ, ვზივარ ეხლა და ცრემლები მომდის.
რომ მოვდიოდი უკვე ვიცოდი რა მელოდა, მაგრამ ასეთს მართლა ვერ წარმოვიდგენდი.
ეს არის ჩვენი ცხოვრება.

ყველა, ვინც ცხოვრების გზას დავადგებით, ზღვაში გასული გემებივით ვართ.
ზოგჯერ ზურგის ქარი გვიბერავს, ზოგჯერაც ქარიშხალში მოვყვებით.

ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად ძლიერნი ვართ, როგორი საძირკველი გვაქვს, რა სისხლისა და ჯიშისების ვართ.

ერთ მშვენიერ დღეს, ამ გემებს ისევ მივაყენებთ ჩვენ საკუთარ სამშობლოს ნაპირებს, დატვირთულთ: დარდით,სევდით, მონატრებით, ბევრი ტკივილით, რაც უცხო ქვეყნებში ცხოვრებამ გვარგუნა.
დატვირთულები ვიქნებით, უფრო მეტი სამშობლოს სიყვარულით,უფრო მეტად გვეყვარება მეგობრები, უფრო მეტად გვეცოდინება ჩვენი მშობლიურის ფასი, უფრო მეტად გამოცდილები და განათლებულები.
გულის სიდიდე და ზომა არ შეგვეცვლება, მაგრამ უფრო მეტად, სიკეთით და მადლით იქნება სავსე.

ყველა მეზღვაურის ოცნებაა მიწა დაინახოს.

ჩვენც მალე დავინახავთ, ჩვენ გაბრწყინებულ სამშობლოს, ჩვენ ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს.

/მთავარია ღუზა რამეს არ წამოედოს ისეთს, რომელიც ჩაებღაუჭება და აღარ მისცემს საშუალებას გემს, აფრები გაშალოს./

P.S.ასე რომ ფრთხილად ვიყვეთ,"რამეს" არ წამოვედოთ.

   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Nov 2007
Posts616
კარმა96
OFFLINEPROFILE
/მთავარია ღუზა რამეს არ წამოედოს ისეთს, რომელიც ჩაებღაუჭება და აღარ მისცემს საშუალებას გემს, აფრები გაშალოს./

elchi,კარმა თქვენ.

   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
რაღაც მთლად კარგად ვერ გავიგე ამ კონკურსის იზიუმინკა სად არის?

   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
mana wrote:
ციტატა:
რაღაც მთლად კარგად ვერ გავიგე ამ კონკურსის იზიუმინკა სად არის?

აქ არის ჩემო მანა, აქ.
ჩვენ ვართ იზიუმინკებიც,მეზღვაურებიც და აფრიანი გემებიც.

   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
აფრები, აფრები, არ დამიწყო ზღაპრები....

   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
თემიდან გადახვევა გამომდის.
ზღაპარია თავიდან ბოლომდე ჩვენი ცხოვრება ჯადოსნური ჯოხის გარეშე.
იყო და არა იყო რა...

   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts196
კარმა55
OFFLINEPROFILE
მას შემდეგ მთელი ცხოვრებაა...

მე და მამა ყოველ შაბათ დილით მივდიოდით სათევზაოდ. დედა თბილი და ალერსიანი, გაგვიშლიდა სამფეხა მაგიდას კაკლის ხესთან. ჩრდილი არნახული ჰქონდა , განსაკუთრებით ზაფხული პაპანაქება სიცხეში იყო ამაყი, უხაროდა, რომ გაღვითქულ ადამიანებს შვებას ანიჭებდა. მაგრამ, იცოდა კი, რომ ცხოვრებისგან დაღლილები ეძიებოდნენ მის სიმშვიდეს? ყურს ,რომ უგდებდნენ და ფიქრებსაც, რომ ალაგებდნენ მისი დახმარებით? მაშინ არ ვიცოდი რა იყო სიღრმე, არც ზედაპირი. ვიცოდი, რომ ყავდა დედა, მამა და სულ მეყოლებოდა. ვიცოდი, რომ დედის გამომცხვარი პური და ერთი ჭიქა რძე იქნებოდა ყოველი დღის დასაწყისი. ვიცოდი, რომ კაკლის ძირში გავგრილდებოდი ზაფხულის ცხელ შუადღეზე; ყოველ შაბათს, მე და მამა ზღვის ჩურჩულს ან მღელვარებას ყურს დავუგდევდით. ეს უსარულობა ვიცოდი...

მას შემდეგ მთელი ცხოვრებაა...ჯორჯ შენი პიესა მშვენიერია. უცხო ხილივითაა, თითქოს ეძიები ახალ გემოს და იხსენებ, იქნებ რომელიმე ძველს ჰგავს. შენამდე ერთი მსახიობი გვყავდა, ყოველ წარმოდგენაზე თითქოს სხვადასხვა დროში თამაშობდა, დროში მოგზაურობდა. კრიტიკოსებიც კი, მოხიბლულები იყვნენ მისი არნახული ტექნიკით.რეჟისორები სრულ თავისუფლებას აძლევდნენ. გავიდა ხანი და ამ ცოცხალმა ლეგენდამ გადაწყვიტა დაესრულებინა სამსახიობო კარიერა. გაოცებულმა ვკითხე მიზეზი; და იცი რა მითხრა? ვბრუნდები ბატონო ჯერალდ, უკან ვბრუნდები, ჩემს უსასრულო დროში.. ყველა მოგზაური უკან ბრუნდება ჯორჯ, შენს პიესაშიც ასეა, უბრუნდები ძველს, რამდენადაც შორდები; უახლოვდები მას, რის შემდეგაც მთელი ცხოვრებაა...

ზამთრის მზიანი დღე საკმარისია, რომ მონატრების მორევში გადაეშვა... გრინ ვუდის ქუჩა განსაკუთრებით მხიბლავს. ვერაფერს დაუწუნებ სახლებს, ეზოებს.ყოველი ხე და ბუჩქი ისეთი გეომეტრიული სიზუსტითაა გაკრეჭილი, ინატრებ თავადაც ასეთი სტილისტი გყავდეს. ძაღლებიც ისეთი მოვლილ-გაწვრთნილებია, ცოტაც და "ჰევ ა ნაის დეი" გეტყვიან. სხვა სულიერი თუ შეგხვდა ვინმე, მოსიარულე; გაგიღიმებს, გაუღიმებ...თითქოსდა სრული ჰარმონიაა, ბუნება და ადამიანი ასე ლამაზად ათენ-აღამებენ... მაგრამ მე ხომ სულ სხვას ვგრძნობ.

მესმის ჩემი მურიკელას წკმუტუნი სკოლიდან, რომ ვბრუნდები. აპრეხილი კუდი აქვს და სევდიანი თვალები. იცის, რომ ჩემს წილ ქადას გავიყობ. მერე მდელოზე ჩავალთ, ვირბენთ. ჩემზე სწრაფია, მაგრამ უჩემოდ გამარჯვებას არ აქვს აზრი მურიკელასთვის.
საცაა მზეც აკრიფავს სხივებს, უნდა ვიჩქაროთ, დედა გაგვიბრაზდება.
"დედის გული სად ხარ? კარლო პაპასთან გადადი შვილო, შეშის დაწყობაში მიეხმარე. მალე მამაც მოვა ქალაქიდან."
-მამა, მამიკოო...
გულში მიკრავს და მეუბნება. გიორგი შვილო, ეს შენ და მაწვდის წიგნს- "მეზღვაურის დღიური". მთელი ღამე ვკითხულობდი მამა. ყველაზე ძვირფას საჩუქარს ეხლაც ყველგან დავატარებ, ჩემთანა ხარ.

როდესაც ამ ქუჩაზე დავდივარ ვგრძნობ ზურგს უკან რამოდენიმე მზერას, იმ თვალთა მზერას, დღემდე, რომ ზურგს მიმაგრებენ, რომ მომატარეს ოკეანე-მთა-ბარი; და მას შემდეგ, რომ მთელი ცხოვრებაა...

   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined28 Oct 2007
Posts1926
კარმა85
OFFLINEPROFILE
ვაშლი მაგარია, მწერლადაც და საჭმელადაც :):)
ძალიან მომეწონა, ყოჩაღ.

   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ყველანი კარგები ხართ

   
 
+ ახალი თემა 🔒 თემა დაკეტილია  [ 26 posts ] 
მეზღვაურის დღიურები (კონკურსი)
დესპანი