↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
თანამედროვე ქართული პოეზია.


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 466 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2008
Posts533
კარმა20
OFFLINEPROFILE
ქალის ეპოქა
უშნოდ ლამაზია ეს ქალი,
ადამიანისფერ თვალებით,
სახე აქვს თითქოს ნაფრესკალი
სახე აქვს დაღლილი ფერებით.

მზეზე სახრჩობელა კიდია,
სხივებმა ატმები დახოცეს,
ეს ქალი სამყაროს კიდეა,
ჰორიზონტზე რომ აკოცეს.

სული აქვს აპრილზე მუზადი,
მის მკერდზე სტრიქონი მეწერა,
ტანი აქვს თლილი და უზადო,
ლოგინზე დაღვრილი ფერწერად.

ოთახი საღამოს ემდურის ,
გაყინულ ცოლივით მთავრეა,
არ იყო ის ქალი ერთგული
და ახლა ვნებების ქარია.

სევდისგან ეცვლება ნაკვთები
ამ ღმერთის საცოლე პითიას,
ვუყურებ და მიკვირს , არ ვკვდები,
ეს ქალი ცოცხალი მითია.

იები ამ ქალის სულს ზრდიან,
მგონია,ეს ქალი თამარს შობს,
ეპოქა ქალივით სუსტია
და კაცის ნერვებზე თამაშობს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2008
Posts533
კარმა20
OFFLINEPROFILE
ეს ყველამ იცის მგონი მარა მაინც

ლამაზო ფეხები მიადგი ერთმანეთს
კაბის ქვეშ გიყურებს მთელი დედამიწა,
გვირილა გაკოცებს,კანჭებზე ღმერთმანი
შეგრცხვება იცოდე და მე ვერ დაგიცავ
გულთან შეიბნიე ჩახსნილი ღილები,
ვერ ხედავ მთელი ცა მკერდში რომ ჩაგცქერის?
მზე სხივებს წაგატანს თუ გაგეღიმება
და გვიან მიხვდები ძვირფასო რაც გელის.
თმას ასე თამამად ნურასდროს გაიშლი
ნიავი აგირევს, ფიქრს აგიცანცარებს,
რა ვნებიანია თან ქარი მაისში?!
არ იცი,მაგრამ მე ხომ ვიცი რაც არის.
ეგ ყელი მაღალი,როგორმე დაფარე
იწვიმებს იცოდე და მაინც მოგიწევს,
თუ არ დამიჯერებ,წვეთს შემოგაპარებს,
მუცლამდე ჩაგიღვრის და გვერდში მოგიწვენს.
ვერავინ დაიცავს შენს უმანკოებას,
ცოტა მოერიდე ხალხსა და სამყაროს,
თორემ ჭორაობა დაიწყეს რტოებმა
"რა უბიწოებით გარყვნილი რამ ხარო

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2008
Posts533
კარმა20
OFFLINEPROFILE
აივანს მიეპარა გლეხის გოგო..
ისეთი თამამი და კალმახური...
ტანზე არ მამყოფა საბანი და
თავის სიმხურვალეც დამახურა..
მერე დაიშალა ნაწნავები,
როგორც ქალწულობის მიტოვება..
ჩემზე გაიზმორა, დალოცვილი,
ისე ვნებიანად იტორება..
სუნიც ისე ჰქონდა ალესილი..
ველურ ყვავილების სატევარი..
ჩემდა უნებურად გავიფიქრე:
"ღამე გამიხდება სათევარი"...
ისე დამათენა ამბორები..
ისე გადიპარა აივნიდან...
მისი უტაქტობის მონატრება,
ვიცი არასოდეს გაივლიდა...

დამშვიდობებოდა მაინც

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
რომ არ გტკენოდა,გაგეფინე წაქცეულს მინდვრად,
რომ არ გწყენოდა,გადავმალე ღიმილქვეშ ცრემლი,
როგორც ოცნება, საგულეში მესახლე მკვიდრად
და შენს სიყვარულს დამღეროდა გრძნობათა მრევლი.

და განშორება უუძლურეს სიტყვებად დარჩა,
და ცისსაყართან ირეოდნენ ღრუბლები ეჭვთა,
და მეწამულად ბრიალებდა დედოფლის ფარჩა
და ცერზე შენგან ნაბოძები მიმინო ეჯდა.

და სიყვარულზე დაგეშილი ფრინველის მზერით,
ეფერებოდა ციცაბოებს ნაცრისფერ კლდეთა,
სათავადოსკენ ნამუსრევი მიჰქონდათ ძღვენი
და არსაკიძეს დასტიროდა ბებერი მცხეთა...

მანანა ფრუიძე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ჩემი სიცოცხლის სიცოცხლეო,დახუჭე თვალი,
ეს მე ვარ ,შენში შემოსული ფარული ვნება,
გარდასახვაში მიმალული მეძავი ქალი
და ხერხემალზე აყოლილი მალების წყებას,
ჟრუანტელს აწვდის ხორკლიანი ენის სისველე,
ავხორცულ ვნებებს იოკებენ ნებები თითთა,
შენს კაცურ მკერდზე გაყუჩების წამი ისვენებს
და გახელება,მოწოლილი სურვილის პირთან,
თავდავიწყებას შემოგახვევს ბაგეთა კვალით,
დაგიცლის სხეულს,სიამისგან დაგნისლავს როგორ,
ჩემი სიცოცხლის სიცოცხლეო,დახუჭე თვალი,
ეს მე ვარ,შენში შემოსული მაცდური გოგო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
საუკუნე,წელიწადი და თვე,
კვირა,დღე და საათი და წუთი,
წამი, მელანქოლია და მე,
ყელში უშნოდ გაჩხერილი ბურთი.
ღამე, კარზე კაკუნი და... შენ,
გარეთ თავსხმა,გალუმპული თმა,
"გაზაფხული შემოსულა,ლენ",-
როიალი, თითები და ხმა.
შამპანური, ბუხარი და სითბო,
თვალი თვალში,მოპარული მზერა,
გახელება,გაგიჟება,რითმა,
სინანული,სიგარეტი,წერა...
ყოყმანი და მიხურული კარი,
სველი დილა,ნაცრისფერი დღე,
შიშველ მხრებზე მოხვეული ქარი,
სიყვარული,აპრილი და ...მე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
როცა გეძახი,როცა მინდიხარ,
როცა აღმაღგზნებ და როცა გელი,
ჩემგან ყოველთვის მაშინ მიდიხარ
და გამოწვდილი მირჩება ხელი.
როცა მოვილტვი,როცა მიყვარხარ,
როცა მოგდევ და შენობას ვნატრობ,
ვიღაცას სწორედ მაშინ მიჰყავხარ
და ჩემი წილი ალერსით გათრობს.
როცა მწყურიხარ,როცა მაგიჟებ,
როცა გიჩოქებ,როცა ვენთები,
მაშინ დუმილის ზღურბლზე აბიჯებ
და ცრემლად დამდის წვიმის წვეთები.
როცა ვივსები,როცა ვარ შენი,
როცა გნებდები,როცა მინდიხარ,
როცა ვიჯერებ,ჩემს ყოფას შვენი,
ჩემგან ყოველთვის მაშინ მიდიხარ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Jan 2008
Posts1957
კარმა88
OFFLINEPROFILE
:) ანა-თეკლა, ლომი ხარ,ლომი,სულ ტოჩკაში არტყამ=ko=

:) :) კარმა,ჩემგან=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined20 Dec 2007
Posts80
კარმა56
OFFLINEPROFILE
ანა-თეკლა,რას გავს ეს.რას გიგავს ნერვები.მითხარი ვინაა და ჩემი ხელით დავახრჩობ.თუ ამ ლექსებს უმისამართოდ არ წერ,გაგიჟებული უნდა იყოს ის კაცი ამდენ ხანს და ფეხებში გივარდებოდეს.ეს კიდევ ან მიდის,ან ვინმეს მიჰყავს,ან ჩუმად არის და ათასი ჯანდაბა და დოზანა.რა იყო,გული უდევს საგულეში თუ ყინულის ლოდი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
მ ე არა მამანა ფრუიზეა ასე დამწვარი ,რომელიც ჩემი უსაყვარლესი და უჭკვიანესი ქალბატონია ვეთაყვანები თვითოეულ მის ლექს და სიტყვას მე კი პოეზიის მონა მორჩილი გახლავარ ,ქალი კიარა ღმერთია ,ღმერთი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
გესმის, ისვრიან...
მზე დაიხრჩო ლურჯ ჰორიზონტზე,
შავი ფიქრები შეეყარა დატალღულ ნაპირს.
ამ უცნაურად ქვადქცეული ქალაქის ფონზე
ნიჟარებს, დაცლილ ვაზნებივით სამადლოდ დავყრი.
სიცარიელეს ტოგასავით ტანთ, რომ იზომებს,
ვშლი გონებიდან
ომს, რომელიც გამოვიგონე.

მზეო, სადა ხარ...
აფხაზეთი გავკიდე თოკზე.
სველია ჯერაც, შეუმშრალე გთხოვ მას ცრემლები.
კადრები, ჩემი წარსულიდან ხმაურით მომდევს
ფერად სარჭებში მომწყვდეულან, როგორც მძევლები.
და სარეცხივით გადაფენილს დრო რომ აქვავებს,
შეგრძნებებია,
ნაწილებად მე რომ დამშალეს.

გესმის, ისვრიან...
მე კი, ძილი ვისწავლე ღამით.
"საიდან მოხველ
საით მიხვალ
რა გზას მიჰყვები?!
ვინ ვარ!"
როდემდე დავუმალო ფურცელს სიტყვები,
გათენებულაა...
სევდიანი ნამგალა მთვარის
პროფილს გვერდულად ირეკლავენ ურჩი ტალღები,
ხვეული თმებით,
შენს რუქაზე დავიტალღები.

გესმის, ომია...
მე გამყიდეს ოცდაათ ვერცხლად.
(ისე ახლოს ვარ ახლა ღმერთთან, როგორც არასდროს ?!)
ჟანდარმერიავ!
გასწორდი და გახსენი ცეცხლი.
მაინც ხვალ დილით მე სირცხვილის გრძნობა დამახრჩობს,
რომ კიდევ ერთხელ დავამცირე ჩემი ცხოვრება,
ტუჩის დამალვით,
კოცნას ზღვას რომ ემათხოვრება.

გესმის, ისვრიან...
მზე დაიხრჩო ლურჯ ჰორიზონტზე...

თეკლა ბატონიშვილი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
არის ჟამი, რომ
ხმალმა უნდა თამამად იხმლოს,
შენ კი ქარიშხლებს
დრონი მუდამ ავად გახლიდნენ,
მითხარი მაინც,
ღვიძლო ჩემო
და ჩემო საიხლო,
ამ გოლგოთაზე
მერამდენად უნდა ახვიდე
აღარ დასრულდა
მტრის ბოლქვა და ავი ქადილი?
როდემდე უნდა მოითიბოს
ტყვიებით ლელი..
მცხეთის მთებიდან
ნისლი,როგორც ნინოს მანდილი,
ზეცისკენ მიდის
ფერკმთალი და ცრემლებით სველი.
ყველა სიავე
გარდიხდებაოდესმე მისხლით,
ასე ყოფილა,
ძველ დროთაგან ასე ითქმება,
დღეს თუ არ,ხვალე-
ძმათა ჩვენთა უმანკო სისხლი
წითელი ვარდის შადრევნებათ
ამოიფრქვევა.
არ დადრკე ოღონდ!
არც თავდახრით მიდგე ჩეროში,
უფლის იმედით იოცნებე
უკეთეს ბედზე...
ტირილით დადის
დამარცხებულ საქართველოში
სული ჩემი და
გამარჯვებულ სამშობლოს ეძებს.

მ. ჩიტიშვილი

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined08 Jun 2008
Posts98
კარმა10
OFFLINEPROFILE
მორჩა!
დავიწყებულ წუთს აღარ მივტირი,
სისხლიან თვალებში უშენოდ ბინდდება,
სიკვდილში არის ისეთი ინტიმი,
სიჩქარეს ვუმატებ და ფრენა მინდება.
თმაში ჩავიბნიე კარმენის ვარდივით
წითელი სიშიშვლე, ვით თავდავიწყება,
ახლა, უცნაური გიჟმაჟი მარტივით
მუხრუჭი აღარ მაქვს და აღარც მჭირდება.
არაფერს არა გთხოვ, არც არას გპირდები,
გაზაფხულს დაუგეს მახე ამინდებმა,
ყინულის მარცვლების აპრილში მიგდებით
ნუშებს დაეფინა თეთრად გარინდება.
სუნთქავს უცნაური შიში სხეულიდან,
გავწელე ეს სივრცე თამბაქოს რელსებით,
ჩამოგსვავ!
თუ გინდა მელნად რვეულიდან,
და მერე ეს კვალი დაფარე ლექსებით.
მოგვდევენ!
ტყვიებად ცხელ ლავას გვესვრიან
და ლამის ეს სივრცე გავხვრიტო თვალებით,
გზაზე ასფალტივით დაკრული გესლია,
ზევით კი ნისლივით ქრებიან წამები.
მორჩა!
დავიწყებულ წუთს აღარ მივტირი,
სტიქია ამ სულში ზღვასავით დიდდება,
სიკვდილში არის ისეთი ინტიმი,
სიჩქარეს ვუმატებ და ფრენა მინდება.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined24 Aug 2008
Posts263
კარმა0
OFFLINEPROFILE

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined08 Jun 2008
Posts98
კარმა10
OFFLINEPROFILE
მორჩა სიხარული მიილია,,სადაც გავიხედე ყველგან სიკვდილია..
ქალების გოდება ტირილია,,გული დადაღული დაღლილია...
სულში ძლიერი ტკივილია,,,
ყველაზე ძლიერ ვინც მიყვარდა ის აღარ არის,,,
რაც დამრჩა მისი მოგონება და სიცილია...
სევდა არ ჩერდება და ამდენი არასდროს მიტირია...

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 466 posts ] 
თანამედროვე ქართული პოეზია.
დესპანი