↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 149 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
gioarmani wrote:
ციტატა:
ბუბუ.. ჩათვალე რომ ჩემს თავს გადავახტი მაგრამ შევირჩინე... გარჩევის საგნად მე მომიწია შენი ჩანახატის წამოწევა , და ამიტომ ბოლო სიტყვა შენთვის დამითმია...

გიო, ვერ გაგიგე. მე ჩემი წერილი უკვე გავარჩიე , პაქსუხი გაგეცით იმაზე, რაც დავწერე.:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Dec 2007
Posts916
კარმა54
OFFLINEPROFILE
ჰო მაგას ვგულისხმობდი ბუბუ.. რომ "თავს გადავახტები" და მაგ შენს წერილს აღარ ვუპასუხებ და შენთვის დამითმია ბოლო არგუმენტაცია და ბოლო სიტყვა.. :)
ვიცი არ განეკუთვნები იმ კატეგორიის ადამიანებს ("Tunnel Vision") ცალსახად რომ უკურებენ სიტუაციებს , და ვფიქრობ ცხოვრება (მომავალში) აუცილებლად დაგაფიქრებს შენს მიერ მოყვანილ არგუმენტებზე.. ოჯახი რომ მიგვიგებს წაქცეულებს ბუბუ , ხელს რომ შეგვაშვველებს , წამოგვაყენებს და ფეხზე დაგვაყენებს, ნმუ წავიღებთ აქედან ნურც მამაც გულებს , ნურც შინდლერის სიებს, ჩვენ ხომ ეს ყველაფერი ისედაც უხვად გვაქვს, წავიღოთ ის რაც ჩვენ ყველაზე მეტად გვინდა-ფული...(ეს სიტყვები შენ არ გეხეება ბუბუ.. რომ არ გიცნობდე რა ადამიანი ხარ შენს წერილს უპასუხოდ არ დავტოვებდი):)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined28 Oct 2007
Posts1926
კარმა85

კაცური-კაცი, რავა ხარ?
სად დაიკარგე. ერთს შემოგვიჭყეტ და მოტყდები ხოლმე ეგრევე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Dec 2007
Posts916
კარმა54
OFFLINEPROFILE
pikaso22 wrote:
ციტატა:
gioarmani wrote:
ციტატა:
კაცური-კაცი, რავა ხარ?
სად დაიკარგე. ერთს შემოგვიჭყეტ და მოტყდები ხოლმე ეგრევე.

ჰელლო პკა.. ეჰ მარტო დესპანით რომ იყოს შესაზლებელი ცხოვრება სულ ანთებული იქნებოდა მიკროფონი მაგრამ ეს მეგას ციფრებიც ვიღარ დავამთხვიე რა:)))

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
gioarmani wrote:
ციტატა:
ჰო მაგას ვგულისხმობდი ბუბუ.. რომ "თავს გადავახტები" და მაგ შენს წერილს აღარ ვუპასუხებ და შენთვის დამითმია ბოლო არგუმენტაცია და ბოლო სიტყვა.. :)
ვიცი არ განეკუთვნები იმ კატეგორიის ადამიანებს ("Tunnel Vision") ცალსახად რომ უკურებენ სიტუაციებს , და ვფიქრობ ცხოვრება (მომავალში) აუცილებლად დაგაფიქრებს შენს მიერ მოყვანილ არგუმენტებზე.. ოჯახი რომ მიგვიგებს წაქცეულებს ბუბუ , ხელს რომ შეგვაშვველებს , წამოგვაყენებს და ფეხზე დაგვაყენებს, ნმუ წავიღებთ აქედან ნურც მამაც გულებს , ნურც შინდლერის სიებს, ჩვენ ხომ ეს ყველაფერი ისედაც უხვად გვაქვს, წავიღოთ ის რაც ჩვენ ყველაზე მეტად გვინდა-ფული...(ეს სიტყვები შენ არ გეხეება ბუბუ.. რომ არ გიცნობდე რა ადამიანი ხარ შენს წერილს უპასუხოდ არ დავტოვებდი):)

=sher= შენ კარგად იცი , გიო, მე რა მალაპარაკებს .მე მტკივა საქართველო, მტკივა ჩემი შვილი , რატომ მარტო ჩემი? არა , ჩვენი შვილები, ჩვენი შვილები მტკივა, ჩემი და შენი, და ყველა ჩვენთაგანის ცხოვრება მტკივა,ჩვენი მშობლების ცრემლი მტკივა, დანგრეული ოჯახები და ლოდინისგან გაციებული გულები მტკივა. ჩვენ, ქართველებს, ასეთი ისტორიის და ასეთი გენების მატარებელ ხალხს, დღეს ეს არ უნდა გვჭირდეს, მაგრამ გვჭირს! ეს მტკივა და ეს მალაპარაკებს, გიო. მე არა ვარ ფანატიკი და არც არა ობიექტური(ყოველ შემთხვევაში მე ასე ვთვლი), რომ ვერ დავინახო სხვისი კარგი და მარტო უარყოფითი ვეძებო სხვაში. მე მადლობელი ვარ ამ ქვეყნის, რომ შეგვიფარა და იმ სიტუაციიდან ამოსაყვანად, რაშიც ვიმყოფებით, ხელი გამოგვიწოდა. გად, ბლეს ამერიკა!!!ნამდვილად გულით ვიძახი!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ქარი გიმღერის ნანასა,
ზღაპარს გიამბობს ჭადარი...
ძეწნამ ალერსით ამავსო
ეჭვებით ნაავადარი...
საქართველოო ლამაზო,
„სხვა საქართველი სად არი?“
ცა ვარსკვლავებით ინთება,
ცა – არცა რისი სადარი...
მთვარე რომ ამობრწყინდება,
გული გაფრენად მზად არი...
დიდება, შენი დიდება,
„სხვა საქართველო სად არი?“
მინდვრები, ქართლის მინდვრები,
ქედები მხარგაშლილები...
მთაში – ტყე დანაბინდები,
ტყეში – ქორბუდა ირმები...
ბარად შრიალებს ჭადარი,
მზეს უმღერიან ჩიტები...
მხარევ მოსილო დიდებით,
„სხვა საქართველო სად არი?“
ლურჯი ბალახი მხარამდი,
მწყერი გოგმანობს ბალახში...
თეთნულდზე – მზე და ბადაღში...
სხვა საქართველო ვინ ნახა?
„სხვა საქართველო სად არი?“
როს ვარსკვლავები ხმაურით
აინთებიან ცათანი,
კლდეს მოაწყდება ზღვაური
მეშვიდე ცაზე ატანილს...
კლდეებში ჯიხვი დაფრთხება,
გორში იტირებს ატამი,
ყაყაჩოს გვერდს ვერ აუვლი,
„სხვა საქართველო სად არი?“
აქ დაიბადა „სულიკო“,
მზისკენ გაფრინდა „მერანი“...
და თუნდაც გადმოსულიყო
მტერი შმაგი და ვერანი,
მარჯვენს მოსჭრიდა ალუდა,
სით გაუშვებდა ლელაჲ?
აქ დაიბადა „სულიკო“,
მზისკენ გაფრინდა „მერანი“...
მთათ ორბის ფრთები მოისხეს,
ცაში ასულა ძერაი...
დაბლა შრიალებს მოლისებრ
ყანაი გაუყელავი...
ფიქრს დაუღლია ონისე,
ბახტრიონს მიდის ლელაი...
მთათ ორბის ფრთები მოისხეს,
ცაში ასულა ძერაი...
ქარი გიმღერის ნანასა,
ზღაპარს გიამბობს ჭადარი...
ძეწნამ ალერსით ამავსო
ეჭვებით ნაავადარი...
საქართველოო ლამაზო,
„სხვა საქართველო სად არის

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined07 Jul 2008
Posts28
კარმა5
OFFLINEPROFILE
ქართველი,ერთერთი თუ არა ერთადერთი,ვისაც მუდამ სტანჯავს ნოსტალგია,რამდენი ხანიც არ უნდა იყოს სხვის მიწაზე და როგორ კარგადაც არ უნდა იყოს.მე ასე მინდა ვიფიქრო და მგონია ასც არის.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
როცა უმეტესობა ქართველებისა ნოსტალგიით არიან გაჟღენთილები მიკვირს რად რჩებიან 10 ან მეტი წელი სხვა ქვეყანაში? ქორწინდება უმეტესობა, მოქალაქეობას ღებულობს და ასე თუ ისე ეგუება სხვა ქვეყანას...

ღირს კი მატერიალური კეთილდღეობის გულისათვისა ასეთი ნაბიჯის გადადგმა? განა ბედნიერება მატერიალიზმია?... და თუ ეს ასეა რატომაა რომ ქართველი ყოველთვის უკმაყოფილოა თავის ბედით?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Sep 2007
Posts579
კარმა21
OFFLINEPROFILE
bubusuna wrote:
ციტატა:
gioarmani wrote:
ციტატა:
ჰო მაგას ვგულისხმობდი ბუბუ.. რომ "თავს გადავახტები" და მაგ შენს წერილს აღარ ვუპასუხებ და შენთვის დამითმია ბოლო არგუმენტაცია და ბოლო სიტყვა.. :)
ვიცი არ განეკუთვნები იმ კატეგორიის ადამიანებს ("Tunnel Vision") ცალსახად რომ უკურებენ სიტუაციებს , და ვფიქრობ ცხოვრება (მომავალში) აუცილებლად დაგაფიქრებს შენს მიერ მოყვანილ არგუმენტებზე.. ოჯახი რომ მიგვიგებს წაქცეულებს ბუბუ , ხელს რომ შეგვაშვველებს , წამოგვაყენებს და ფეხზე დაგვაყენებს, ნმუ წავიღებთ აქედან ნურც მამაც გულებს , ნურც შინდლერის სიებს, ჩვენ ხომ ეს ყველაფერი ისედაც უხვად გვაქვს, წავიღოთ ის რაც ჩვენ ყველაზე მეტად გვინდა-ფული...(ეს სიტყვები შენ არ გეხეება ბუბუ.. რომ არ გიცნობდე რა ადამიანი ხარ შენს წერილს უპასუხოდ არ დავტოვებდი):)

=sher= შენ კარგად იცი , გიო, მე რა მალაპარაკებს .მე მტკივა საქართველო, მტკივა ჩემი შვილი , რატომ მარტო ჩემი? არა , ჩვენი შვილები, ჩვენი შვილები მტკივა, ჩემი და შენი, და ყველა ჩვენთაგანის ცხოვრება მტკივა,ჩვენი მშობლების ცრემლი მტკივა, დანგრეული ოჯახები და ლოდინისგან გაციებული გულები მტკივა. ჩვენ, ქართველებს, ასეთი ისტორიის და ასეთი გენების მატარებელ ხალხს, დღეს ეს არ უნდა გვჭირდეს, მაგრამ გვჭირს! ეს მტკივა და ეს მალაპარაკებს, გიო. მე არა ვარ ფანატიკი და არც არა ობიექტური(ყოველ შემთხვევაში მე ასე ვთვლი), რომ ვერ დავინახო სხვისი კარგი და მარტო უარყოფითი ვეძებო სხვაში. მე მადლობელი ვარ ამ ქვეყნის, რომ შეგვიფარა და იმ სიტუაციიდან ამოსაყვანად, რაშიც ვიმყოფებით, ხელი გამოგვიწოდა. გად, ბლეს ამერიკა!!!ნამდვილად გულით ვიძახი!

მოგესალმებით!
ბუბუს სიტყვებს ვეხმაურები-გად ბლას ამერიკა!
ცოტა შორიდან დავიწყებ: მე მგონი ყველა ხართ ინფორმირებული იმასთან დაკავშირებით, რომ ქართველი მილიარდერი, ივანიშვილი ქართული ინტელიგენციის ნაწილს ყოველგვარი ანგარების გარეშე, ეკონომიურად ეხმარება. ამასთან დაკავშირებით ოტია იოსელიანმა თქვა: ივანიშვილი კი არის ქველმოქმედი და მეცენატი, მაგრამ მე რომ მათხოვარი მქვიაო?...
გული რაზე მტკივა იცით? ერი შეეჩვია ნახმარ ტანსაცმელს, ნახმარ მანქანებს, ნახმარ ავეჯს, ნახმარ ავტობუსებს...
ბ-ნმა ბუშმა, თბილისში, მაისის თვეში, ქართველი ერისადმი მიმართვაში ორი ძალიან ყურადსაღები რაღაც თქვა:

1. ის, რაც ქართველებმა დაიწყეს 1989 წლის 9 აპრილს, დასრულდა 2003 წლის 23 ნოემბერს.

2. თქვენ 23 ნოემბერს საბოლოოდ დაამხეთ პოსტსაბჭოთა დიქტატურა.

ამასთან დაკავშირებით მაინტერესებს თქვენი აზრი, განსაკუთრებით გიოარმანის.
საკუთარ მოსაზრებას მოგვიანებით დავწერ, სამწუხაროდ ახლა დაკავებული ვარ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
magika wrote:
ციტატა:
ქართველი,ერთერთი თუ არა ერთადერთი,ვისაც მუდამ სტანჯავს ნოსტალგია,რამდენი ხანიც არ უნდა იყოს სხვის მიწაზე და როგორ კარგადაც არ უნდა იყოს.მე ასე მინდა ვიფიქრო და მგონია ასც არის.

ხალხო რატომ წარმოგიდგენიათ, რომ მხოლოდ ქართველებს გვაქვს ადამიანური გრძნობები, რასაც ქვია სიყვარული, ნოსტალგია, მეგობრობა და ა.შ. და სხვა დანარჩენი ერის ხალხები მონსტრები არიან?
თუ გაინტერესებთ, ვინ არიან ქართველები საზღვარგარეთ, ჩამოდით მოსკოვში, ჩადით, ესპანეთში, გერმანიაში, ავსტრიაში და რომელი ერთი ქვეყანა დაგისახელოთ, რომ ზოგიერთი ჩვენი მამულიშვილი თავს სჭრის, არა მარტო მის ოჯახს, არამედ ერსაც. გერმანიაში ბინების გაქირავების ბევრ განცხადებას აწერია, რომ არ ქირავდება ქართველებზე ეს ბინაო. ეს ჭეშმარითებაა, მოგონილ ამბავს არ გეუბნებით. რატომ? ხომ ვერ მიპასუხებთ ამ შეკითხვაზე? იგივე ამბავია საფრანგეთშიც, რუსეთში, ხომ მაგრად იყვნენ აბლატავებული, მაგრამ პუტინმა ყველა დასვა ადგილზე. მოსკოვში, პირველი, ვინც გადაგაგდებს და თავს მოგჭრის ეს ქართველებია. ბევრი კარგთან ერთად ბევრი ცუდიც გვირევია და არ ღირს ამაზე ამდენი ლაპარაკი. ყველა ერს ყავს სასიქადულო მამულიშვილები, ფენომენები. აგრეთვე მახინჯებიც. ზოგიერთების ( სამშობლოს სიყვარულით და ნოსტალგიით ნაკარნახევი)გამოსვლა ფაშიზმს უფრო წააგავს. ჩვენ ვართ რაცა ვართ, სუპერ- მენშენ ეს გიტლერის პოზიცია იყო, გაიხსენეთ. მე თქვენზე მეტად არ მიყვარს ჩეი სამშობლო და ჩემი ერი, მაგრამ რეალობას თვალებში შევცქერი და მახარებს , როდესაც ვინმე კარგი ქართველი გამოერევა სადმე და ვიმალები ძალიან ბევრჟერ, როცა სულით მახინჯ ჩვენს მამულიშვილს ვხვდები.მაინც მიყვარს ყველა ქართველი მისი პლიუს-მინუსებიიიიიით.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
9 აპრილი ჩემი აზრით იყო შეცდომა... ქვეყანა არ იყო მზად იმისათვის რომ ასე უცბათ შეტრიალებულიყო და დამოუკიდებლობა გამოეცხადებია... რა მოყვა ამას? მივიღეთ პატრიოტი პრეზიდენტი გარშემორტყმული სუკის აგენტებით, დავკარგეთ აფხაზეთი და ოსეთი, გადავიტანეთ სამოქალაქო ომი...

ასეა ვინც არ ითმენს ბევრ შეცდომას უშვებს რომლის გამოსწორება შეუძლებელია.

შევარდნაძის რეჟიმზე ვერ ვიტყვით რომ დიქტატურა იყო? რატომ იყო დიქტატურა? კორუფცია კი იყო და ქვეყანა სულს ღაფავდა მაგრამ დიქტატურა სულ სხვააა.... დიქტატურა იყო კომუნისტური მმართველობა და სამხედრო საბჭო ყაჩაღ კიტოვანის, იოსელიანის და სიგუას მეთაურობით ამ სამი ადამიანის კისერზეა ტერიტორიების დაკარგვა, მასობრივი დახვრეტები და დაპატიმრებები, თბილისის გადაწვა...

23 ნოემბერი ... რა მოხდა მართლაც? ვითომ ოპოზიცია გაერთიანდა მერე ხალხს თვალში ნაცარი შეაყარეს და ერთმანეთს დაუწყენ ქიშპობა...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
zvigeni wrote:

=sher=
სრულიად გეთანხმები ემზარ ამ საკითხში. ქართველებს, რაც ყველაზე დიდი ნაკლია ის გვაქვს, ექსტრემისტული შეხედულებები, რომელსაც მოაქვს მხოლოდ სისხლი და ძარცვა, სიღარიბე და შიმშილი. რა მოხდა თუ ჩვენს პრეზიდენტს სხვა ქვეყნის ინვესტიციები შემოყავს? ასე რომ არ ექნა რუსეთს, ეხლა დაქცეული იქნებოდა. სხვა ქვეყნის ხალხები აშენებენ დღეს აქ ყველაფერს და ამათთვის საუკეთესო ცხოვრება მოდის. თუ გინდაც დაანგრიეს ფილარმონია( მე არ ვიცი რამდენად მართალი ინფორმაციაა) ეს ხომ სოვეტსკი დროის აშენებული შენობაა, რომელიც დღევანდელ მოთხოვნებს არ პასუხობს? თუ კი მის ადგილძე აშენდება რაღაც გრანდ- თეატრი რით იქნება ცუდი? მაგრამ მაგას ვერ ვიტყვი ოპერის თეატრზე, ეს შენობა ქართველი ხალხის სიამაყეა და უმაგისოდ რუსთაველის გამზირი წარმოუდგენელია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
mana wrote:

ხალხო რატომ წარმოგიდგენიათ, რომ მხოლოდ ქართველებს გვაქვს ადამიანური გრძნობები, რასაც ქვია სიყვარული, ნოსტალგია, მეგობრობა და ა.შ. და სხვა დანარჩენი ერის ხალხები მონსტრები არიან?
თუ გაინტერესებთ, ვინ არიან ქართველები საზღვარგარეთ, ჩამოდით მოსკოვში, ჩადით, ესპანეთში, გერმანიაში, ავსტრიაში და რომელი ერთი ქვეყანა დაგისახელოთ, რომ ზოგიერთი ჩვენი მამულიშვილი თავს სჭრის, არა მარტო მის ოჯახს, არამედ ერსაც. გერმანიაში ბინების გაქირავების ბევრ განცხადებას აწერია, რომ არ ქირავდება ქართველებზე ეს ბინაო. ეს ჭეშმარითებაა, მოგონილ ამბავს არ გეუბნებით. რატომ? ხომ ვერ მიპასუხებთ ამ შეკითხვაზე? იგივე ამბავია საფრანგეთშიც, რუსეთში, ხომ მაგრად იყვნენ აბლატავებული, მაგრამ პუტინმა ყველა დასვა ადგილზე. მოსკოვში, პირველი, ვინც გადაგაგდებს და თავს მოგჭრის ეს ქართველებია. ბევრი კარგთან ერთად ბევრი ცუდიც გვირევია და არ ღირს ამაზე ამდენი ლაპარაკი. ყველა ერს ყავს სასიქადულო მამულიშვილები, ფენომენები. აგრეთვე მახინჯებიც. ზოგიერთების ( სამშობლოს სიყვარულით და ნოსტალგიით ნაკარნახევი)გამოსვლა ფაშიზმს უფრო წააგავს. ჩვენ ვართ რაცა ვართ, სუპერ- მენშენ ეს გიტლერის პოზიცია იყო, გაიხსენეთ. მე თქვენზე მეტად არ მიყვარს ჩეი სამშობლო და ჩემი ერი, მაგრამ რეალობას თვალებში შევცქერი და მახარებს , როდესაც ვინმე კარგი ქართველი გამოერევა სადმე და ვიმალები ძალიან ბევრჟერ, როცა სულით მახინჯ ჩვენს მამულიშვილს ვხვდები.მაინც მიყვარს ყველა ქართველი მისი პლიუს-მინუსებიიიიიით.

არამგონია საერთოდ თვალში საცემი განსხვავება იყოს ქართველებისა და სხვა ერების... ჩვენ გაგვაჩნია კარგი თვისებები ისევე როგორც ცუდი, ყველა ასეა საერთოდ... რაც შეეხება ემიგრანტების ნაწილს თავის თავს, ოჯახს და ქვეყანას არცხვენს და ეს გრძელდება უსასრულოდ რამაც გამოიწვია ზოგ ქვეყანაში ქართველებისა და ალბანელების გაიგივება=tavfx= .. მაღაზიიებში ქურდობები, ძველბიჭობა, ნარკომანია ეს ის სამი ძირითადი პრობლემაა რაც ემიგრანტების ნაწილს გააჩნია... კითხვა ისმის რატომ?

უნდა არსებობდეს მიზეზები თუ რატომ ხდება ასე...

1) ემიგრანტების ნაწილი კერძოდ ის ხალხი ვინც 24 საათი ბირჟავიკობდა და მშობლების კისერზე ცხოვრობდა პლიუს დედიკოს ბიჭები როცა ჩამოვიდნენ ეგონათ რომ როგორც საქართველოში უქნარები იყვნენ ისე იქნებოდა საზღვარს გარეთაც და მათი აზრით ფული ან ციდან ცვიოდა ევროპაში და ამერიკაში ან თავიანთი თავი ეგონათ ისეთი ჭკვიანები რომ ბუშის ადმინისტრაციაში მიიღებნენ მეორე დღესვე...

მოკლედ ჩამოვიდნენ ასეთები და რომ შეხედეს რომ ყველა წელებზე იდგამს ფეხს და მუშაობენ ფუტკრებივით ამას ვერ გაქაჩავდნენ იმიტომ რომ არ იყვნენ ასე გაზრდილები.. დარჩათ ერთი რამ თავის რჩენისათვის ქურდობა ...

ნარკომანია იწყება მაშინ როცა მთავრდება იმედი, როცა ადამიანი უარს ამბობს სიცოცხლეზე... ნარკომანი ავადმყოფია და ნარკომანს ეროვნულება, ღირსება, ოჯახი, მეგობრები არ გააჩნია...

ხანდახან ვფიქრობ რომ კარგი ხომ არ იქნება რომ გამკაცრდეს ვიზის გაცემა და ასეთები არ მოაწყდნენ ევროპას და ამერიკას თორემ სახელის გატეხვა მერე ნახე=tavfx=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Mar 2007
Posts343
კარმა53
OFFLINEPROFILE
საქართველოს გაუმარ =cheersგაუმარ =cheersარ მესმის გაუმარ =aeeeჯოოს =mf =lol=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Sep 2007
Posts579
კარმა21
OFFLINEPROFILE
zvigeni wrote:
ციტატა:
9 აპრილი ჩემი აზრით იყო შეცდომა... ქვეყანა არ იყო მზად იმისათვის რომ ასე უცბათ შეტრიალებულიყო და დამოუკიდებლობა გამოეცხადებია... რა მოყვა ამას? მივიღეთ პატრიოტი პრეზიდენტი გარშემორტყმული სუკის აგენტებით, დავკარგეთ აფხაზეთი და ოსეთი, გადავიტანეთ სამოქალაქო ომი...

ასეა ვინც არ ითმენს ბევრ შეცდომას უშვებს რომლის გამოსწორება შეუძლებელია.

შევარდნაძის რეჟიმზე ვერ ვიტყვით რომ დიქტატურა იყო? რატომ იყო დიქტატურა? კორუფცია კი იყო და ქვეყანა სულს ღაფავდა მაგრამ დიქტატურა სულ სხვააა.... დიქტატურა იყო კომუნისტური მმართველობა და სამხედრო საბჭო ყაჩაღ კიტოვანის, იოსელიანის და სიგუას მეთაურობით ამ სამი ადამიანის კისერზეა ტერიტორიების დაკარგვა, მასობრივი დახვრეტები და დაპატიმრებები, თბილისის გადაწვა...

23 ნოემბერი ... რა მოხდა მართლაც? ვითომ ოპოზიცია გაერთიანდა მერე ხალხს თვალში ნაცარი შეაყარეს და ერთმანეთს დაუწყენ ქიშპობა...

ზვიგენ, ბოლოდან დავიწყებ პასუხის გაცემას: მე 2003 წლის 23 ნოემბერზე მაქვს საუბარი. მაშინდელმა "ოპოზიციამ":) წინასწარ დაწერილი სცენარი პირნათლად შეასრულა :) თანაც 23 ნოემბრის აქცია ვერასგზით ვერ შედგებოდა, რომ არ ყოფილიყო ეროვნული მოძრაობა 1988 წლიდან და 1989 წლის 9 აპრილი. შენ თვლი რომ 9 აპრილი შეცდომა იყო...იქნებ წინასწარ დაწერილი სცენარის საწყისი რგოლი? საბოლოოდ თუ გაირკვა ვინ გასცა ბრძანება იმ ავბედით ღამეს? ხომ არ იყო მცდელობა
რუსეთის ავტორიტეტის დისკრედიტაციისა ქართველი ხალხის თვალში? მაშინდელი პერესტროიკის მამამთავარი დიდად დაფასებული პიროვნებაა დასავლეთში, იცი რას უხდის ამერიკა ერთ ლექციაში? ან თუნდაც აფხაზეთის და ოსეთის დაკარგვა...გარედან დაწერილი სცენარის შემდგომი რგოლი...იდეალური გარიგებაა...ჰა რას იტყვი? ეროვნული ძალები-ზვიადი და მერაბი სანამ სჭირდებოდათ გამოიყენეს! მწარე სიმართლეა ხომ?

9 აპრილის შემდეგ თითქმის 20 წელი გავიდა, მაგრამ სამწუხაროდ ქართველმა ხალხმა ვერ ისწავლა ბრძოლა !

ციტირება პასუხი
   
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 149 posts ] 
დესპანი