mana wrote:ციტატა:
მე თუ მკითხავთ,ვირტუალური სიყვარული უფრო ჰგავს სიყვარულს, რადგან თვალი ვერ ხედავს, სამაგიეროდ სული გრძნობს, გული გულს პოულობს.როცა სულებს დაუსწრებლად უყვართ ერთმანეთი, მერე გაცნობის დროს, რაც არ უნდა შეუხედავი იყოს ადამიანი, მაინც არ მოგეჩვენება ცუდად, რადგან იცი მისი სულიერი სამყარო და დარწმუნებული ხარ, რომ ამ ადამიანთან შენ გაგეძლება.მასთან ერთად ბოლომდე შესვამ იმ ტკბილ ფიალას, რასაც ბედნიერება ჰქვია. მე მჯერავს ვირტუალური სიყვარულის, დაჟე ფილმიც არსებობს ( სათაური არ მახსოვს სამწუხაროდ) ვაჟი და ქალი მესიჯებით გაიცნობენ ერთმანეთს და შემდეგ რეალში შეხვდებიან და შეუღლდებიან, გოგოს წიგნების მაღაზია აქვს) ხომ ვერავინ შემახსენებს ამ ფილმის სათაურს? დიდი სიამოვნებით ვნახავდი კიდევ.
ძალიან ლამაზად დაწერეთ და კარგი იქნებოდა ასე ლამაზად რომ მთავრდებოდეს ესეთი გაცნობები,ხშირ შემთხვევაში პირიქით ხდება,ძალიან ბევრი ასეთი ისტორია დამთავრებულა უბედური შემთხვევით,იმედგაცრუებას რომ მოჰყოლია...თუმცა კი მჯერა,რომ ასეთი ადამიანებიც არიან,როგორებიც ზემოთ აღწერეთ.