paksaqi wrote:ციტატა:
სადაც ვცხოვრობდი იმ უბანში ერთ ადგილზე ოთხი რვა ბინიანი სახლი იდგა.ორსართულიანები იყო და თითო სართულზე ოთხ-ოთხი ოჯახი ცხოვრობდა.სულ ამ ბინენში 32 ოჯახი იყო.პატარაობისას ეზოში რომ ვთამაშობდით,რომელ სახლთანაც მოგვშივდებოდა იქ შევიდოდით და დაგვანაყრებდნენ.ეს არ იყო არც სირცხვილი და არც მათხოვრობა.უბრალოდ ადამიანებს ძალიან უყვარდათ ერთმანეთი და ერთი ოჯახივით ვიყავით.
მე 50 წლისა ვარ და მეშინია რომ პატარები ამას არ დამიჯერებენ,მაგრამ ეს მართლა ასე იყო.რის მერსედესი,რა ბეემვე,ფაქიზო მოსკვიჩები და ვოლგები რომ შეცვალა ჟიგულებმა სასწაული იყო.ყველას ტკიოდა ერთმანეთის ტკივილი და უხაროდა სიხარული.აი ის იყო თუ იყო.ეხლა რაა.ერთი მუჭა გაქსუებული მილიონერების გვერდით ათასობით მშიერი დადის და ყველას ყველაფერი ფეხებზე კიდია,მცირეოდენი გამონაკლისის გარდა.მენატრეა ჩემი ეზო,ჩემი ძველი მეზობლები,ის სითბო და სიყვარული მენატრება ერთმანეთს უანგაროდ რომ ვჩუქნიდით.ამით არავინ არ ტრაბახობდა,უბრალოდ ცხოვრების წესი იყო ასეთი.ეხლა კი ვიღაც გაბღენძილი ორიოდ გროშს გაიმეტებს სიღატაკისგან სიკვდილის პირად მისული ოჯახისათვის და ტელევიზიის ეკრანიდან აღარ მოაცილებენ,აქაოდა შეხედეთ მოწყალება გაიღოო.
აი ის საქართველო და ის ხალხი მენატრება,ლუკმა პურს რომ მიყოფდა დაარც კი უფიქრია როდესმე ამით ეტრაბახა.თუმცა ისიც ვიცი რომ ეს აღარ იქნება,ვიცი რომ ეს ყველაფერი ვიღაცამ წამართვა და აღარასოდეს,აღარასოდეს დამიბრუნებს.
პაქსაკი! მინდა გითხრა, რომ სულით ხორცამდე შემძრეა შენმა პოსტმა. ჯერ ეს ერთი ამოდენა მდევ- კაცი რა ნაზი გრძნობების მატარებელი ყოფილხარ,რომ ეს ყველაფერი დაინახე და გახსოვს, და მეორეც. მეც ბევრჯერ მქონია ასეთი მომენტები ცხოვრებაში, რომ ძალიან მინდა ჩემი ცხოვრება კინო-კადრივით დავათრიალო და ისევ იმ გარემოში აღმოვჩნდე, მაგრამ ეს რომ შეუძლებელია კარგად მოგეხსენება ჩემო ძმაო და ამიტომ იძულებული ვარ მივყვე ამ ცხოვრების დინებას. რაც გვინახავს, ვეღარ ვნახავთ!
