შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
Re: შეიძლება თუ არა სიყვარულისთვის ყველაფერზე წასვლა...#551377
არალეგალი მეზობელი
Joined23 Apr 2008
Posts3
კარმა0
სიყვარული ეს გრძნობა არცერთ თქვენგანს არ ესწავლება მაგრამ მინდა გითხრათ ჩემივე გამოცდილებიდან რო თუ მამაკაცს ქალი თავდავიწყებით უყვარს(ან პირიქით) ეს გრძნობა ყველაფერს გააკეთებინებს
Re: შეიძლება თუ არა სიყვარულისთვის ყველაფერზე წასვლა...#561534
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
არ შეცოდოო,რადგან ცოდვა არისო ფიქრიც, არ იმრუშოო,სიყვარულიც სიძვაა თურმე, რა ვქნა თუ ვნება გაუხედნავ კვიცივით მიჰქრის და წიხლით მაყრის შენი მხრების დამაჭრულ სურნელს.
და ღვთის რისხვაა უშენობის ყოველი წამი, მრევლი მორჩილი თავდახრილი ვუჩოქებ პატრონს, ბალიშით ვახრჩობ სინანულის სიყალბეს ღამით და მერე მდედრის გაშიშვლებულ სურვილით გნატრობ...
ვერ გთმობდი მაინც,დავესესხე სიცოცხლეს დრო და გიკრავდი სუნთქვას ბაგეებზე დამცხრალი ქალი, მომცრო ოთახში გარიჟრაჟის სიგრილე თრთოდა და ბედის სანთელს უმოწყალოდ მიქრობდა ქარი...