↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined14 Nov 2007
Posts4
კარმა1
OFFLINEPROFILE
როცა სიმღერით წავლენ სტუმრები
და თან გაჰყვებათ ქორწილის ბოლი.
დედოფლის გვირგვინს ნებით მოიხდის,
და შენთან ბოლოს დარჩება ცოლი.
როცა იქნები ძალიან ავად
და წამალს დალევ თითების თრთოლვით.
ყველა მნახველი მოვა და წავა
შენთან კი მხოლოდ დარჩება ცოლი.
როს დაგღლის უცხო ქალთა ნისია
და შინ ჰემოხვალ ბოლოს და ბოლოს,
მაშინ მიხვდები ყველა სხვისია
შენი კი ცოლი მხოლოდ და მხოლოდ.
შვილებიც წავლენ თავისი გზებით
და მეგობრებიც ამტანი ყოვლის.
და თქვენს ძველ სახლში დარჩებიტ ბოლოს
მარტოდენ შენ და ეგ ჰენი ცოლი.
როს დამთავრდება შენთვის ყოველი
და კარშიც გავა ყოველი გოლი
საიქიოშიც თან წამოგყვება
და სულ შენს გვერდით იქნება ცოლი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ქარია, ხედავ? რა თამამად ამზეურებენ
შიშველ სხეულებს გადაღლილი ვნებით ხეები.
დააურვებდი ახირებებს სიტყვის უთქმელად
დათოვლილ თმებზე უხელთათმნო ხელის შეხებით,
მაგრამ აღარ თოვს, ჰო, აღარ თოვს, ისე, გაავდრდა...
ისე უბრალოდ, როგორც არაყს სვამენ ლოთები,
დაელოდები, დაგიძახოს ბედმა ,,ხაბარდა,“
და რეფრენივით კვლავაც სადმე გამეორდები.
ბანალურია ყველაფერი, როცა არ გიყვარს
ქარიც, მზეც, წვიმაც, ჩაგაბარონ თუნდაც თავანი...
მოულოდნელად მოვარდნილი ხელში აგიყვანს
გრძნობა და მერე ყველაფერი არის ამაო.
უკვე ნათქვამი, თუ ვერ თქმული გაწვალებს სიტყვა,
(ირიბი მზერა წამწამების ჩრდილში ჩამდნარა),
მარჯნის რიფებად ამოზრდილი ფსკერიდან რითმა
უძილო ღამეს ელექტრონის შუქით ამტკნარებს.
ქარია, გესმის? აზრიალდნენ უკვე ფანჯრებიც
გადაწერილი მრავალხმიან პარტიტურებად,
აირეკლება სურვილების ლურჯ მინანქრებით
სავსე მთვარეზე ჩვენი სულის ნათითურებად
ლექსადქცეული უსხეულო მემუარები,
ჰო, სიყვარული სხვანაირად არ ითარგმნება...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
საქართველოს

ამაყი ნება: თავადობის და შურის კერძი.
ლაღი თარეში: სილამაზის ეშხით შვებული.
ხელმწიფებისთვის ოქროვანი კოლხეთის ვერძი.
და სისხლის გმირის: შმაგი რიტმით ზარხოშებული.

ტაძარი ოშკის: თეთრი ლოცვით ათოვლებული
საშო ზმანების: ხან მყოფელი და ხან კი ბერწი
სევდათა ვაზის ცრემლიანი მოჭრილი ლერწი
და ცხელი ჯვარი: ნინოს თმებით განათებული.

მე მიყვარს შენი გამოხედვა: ძველი, მესხური,
მზის სინელეში შოთას სიტყვით რომ მოესხურა.
მაგრამ ხედავდე: სააკაძე ლანდივით მოდის:

უცხო შორეთის სიყვარულით პირგამეხილი, -
და უცდის გმირი: გამთელდება ნეტავ თუ ოდეს
შენს უნდო მკერდში მისი ხმალი გადატეხილი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined28 Oct 2007
Posts1926
კარმა85
OFFLINEPROFILE
ანა-თეკლა დამირეკე რა. PM- მოგწერე, არ გამახსენდა შენთან რომ წერილები არ მოდის. დამირეკე როცა მოიცლი. რაღაც მინდა გითხრა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
ჩუმად წავედი, ჩემი სული ცას გაერია
არ ვიყავ ალი, არც დემონი და არც ფერია,
თოვლი ვიყავ და დედამიწამ დამლია ჩუმად,
ტყვე გავიპარე,აწ საშიში არაფერია.
მე არ ვეკუთვნი წარმავალთა სული ვარ ოდეს,
ჩემი სული ხომ მარადიულ სულის ფერია.
ვინც არ მელოდა, მე მივედი იმასთან სწორედ,
გული მივართვი უთვისტომოდ განათელია.
გული მივართვი გადავიქეც კაცი მიწადა,
გლოვად ვიქეცი და ცრემლები შემომელია.
ბაგეთა მისთა მე მაჩუქეს ათასი გული,
მაგრამ უენოს ერთი სიტყვაც არ დამცდენია.
უგონოდ გდებულს მომეახლა სატრფო და მითხრა:
"ნუთუ გამხელა სიყვარულის ასე ძნელია?"
ო, ამ სიტყვებით უდიდესი მიჯნური გავხდი,
მოვშორდი ყველას და საგზალიც შემომელია.

ჯალალ-ედდინ რუმი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
ეს ის ჟამია, როცა ბულბულის
სტვენა ტოტიდან შემოგესმება,
ეს ის ჟამია, როცა ჩურჩულით
საყვარლის ფიცი შენს გულს მოსწვდება;
როს ნაზი სიო წყაროს უმღერებს,
ობოლ ყურუსთვის ჰანგს ააჟღერებს;
მაშინ ეს ცვარი ყვავილს თან ახლავს,
ცაში ვარსკვლავი შეხვდება ვარსკვლავს;
ტალღას სილურჯე გაუღრმავდება;
ფოთოლს სიყვითლე დაუმძიმდება.
ცას გადაეკვრის მკრთალი სიბინდე
ნაზი სიბნელე, ბნელი სიწმინდე.
ეს ხდება მაშინ, როცა დღე კვდება,
მთავრის შუქის ქვეშ ბინდ-ბუნდი დნება.

ჯორჯ ბაირონი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ლადო ასათიანის ულამაზესი და ჩემი უსაუვარლესი ლექსი

ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა,
ატმის ხესავით აფეთქებული და მოქნეული გავაზივითა.

ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა, -
ფართოდ გაშლილი და მოხატული თამარ დედოფლის დარბაზივითა.

„კაცის გული ისეთია,
ვით მორევი შავი ზღვისა:
რაგინდ კარგი ცოლი ჰყავდეს,
მაინც ენატრება სხვისა!“

დაუკარით, რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს,
გაისარჯოს და ბრძოლებში დაიხარჯოს!
გაუმარჯოს საქართველოს მზეს და ზეცას,
საქართველოს ძლიერებას გაუმარჯოს!

დაუკარით! ჯერ ხომ სისხლი გვიდგას ძარღვში,
ჯერ ხომ საროს ფოთლები არ გასცვენია,
ჯერ ხომ მცხეთის სვეტიცხოვლის დიდ ტაძარში
საქართველოს ცხელი გული ასვენია!

დაუკარით! და იმღერეთ ისე მაგრად,
რომ ფილტვები გვეტკინოს და დაგვებეროს!
დაუკარით, რომ ჭაბუკნი ვიყოთ მარად,
რომ ცხოვრებამ ვერასდროს ვერ დაგვაბეროს!

დაუკარით! და იმღერეთ შადიანი,
ფიცხელ ომში რომ მღეროდა მაჩაბელი.
დაუკარით ძველებური დარდიანი,
დაუკარით არწივების ასაფრენი!

ცხრა ლახვარი რომ დამარტყათ ცხრაჯერ გულში,
მტრის ჯინაზე ცხრაჯერ მწარედ გავიცინებ,
დავიღლები საქართველოს სიყვარულში,
სასთუმალზე ერთხელაც არ დავიძინებ!

დაუკარით, მოასწაროთ, თორემ ჰერი…
და სიბერეც ძუ მგელივით მოგვიხტება.
დაუკარით ძველებური მოსალხენი:
- შავგრემანებს შავი ჩოხა მოგვიხდება!

დაუკარით ძველებური ლოთიანი,
საათნოვა რომ მღეროდა შაითანთან,
დაუკარით! განა ყველა ლოთი არის?!
განა ყველა სიყვარულით დაიშანთა?!

დაუკარით ძველებური ლოთიანი,
თორემ დარდი ღრუბელივით გასივდება,
გაფრინდება სიყმაწვილე შფოთიანი,
წრფელი გული, ცხელი გული გაიცვდება!

„ვაჟკავცსა გული რკინისა,
აბჯარი უნდა ხისანი,
თვალნი ქორებულ მხედველნი,
ზედ მუხლი შავარდნისანი!“

ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა,
ატმის ხესავით აფეთქებული და მოქნეული გავაზივითა.

ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა, -
ფართოდ გაშლილი და მოხატული თამარ დედოფლის დარბაზივითა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts405
კარმა51
OFFLINEPROFILE
ტიალ სიყვარულ შამამხვდა,
ჭირივით შამამეყარა,
გულ დამრჩენიყო ღიადა,
ქურდულებრ შამამეპარა,
გულ ამიძგერა გალობით,
ფეხქვეშ გამიგო ქვეყანა,
მაჯერა უჯერებელი
გადამარწმუნებს ვეღარა,
გულ აღარ უსმენს გონებას,
სულსაც დაადო ბეგარა,
მამწყვიტა სატრფოს ხილვასა,
თავლით ვეღარ ვჭვრეტ ვეღარას,
ბედ მამიქცია ძაღლურად,
რა დავაშავე, ნეტა რა?!
შენს ნახვას თუ ვერ შევძლებდი,
ხანჯარი გულსამც ეყარა!!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts405
კარმა51
OFFLINEPROFILE
ღამეა, ვქეიფობთ, პირქუში ხეობა
ეძლევა საოცარ ძილსა და სვენებას,
შეგვერგოს, შეგვერგოს დღეს ჩვენ ეს ღრეობა,
არღუნი რომ აძლევს ბანსა და მშვენებას.

დაასხით არაყი! ეს ერთიც დავლიოთ,
დე, სული მივიდეს სიგიჟის კარამდე
სიმღერით რომ შევხვდეთ კიდევ ერთ ალიონს,
შავ ღამეს აქამდეც ხომ ბევრჯერ ვზარავდით.

განა ბევრს დაგვაცდის ცხოვრება ტიალი
ხევსურეთს ჭირ-ლხინი ერთმანეთს აბია -
ტირილი, ღრეობა, ხანჯლების ტრიალი
სისხლი და სიმღერა, შუღლი და კაფია.

დაასხით! დავლევ და გიჟივით ვიცეკვებ,
შევეშვათ ჭირსა და სიკვდილზე ლაყბობას
წინაპართ ჯიში გვაქვს - ალგეთის მგლის ლეკვებს
ფეხებზე ეკიდათ ყოფნა და არყოფნა

გელა დაიაური

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts405
კარმა51
OFFLINEPROFILE
***
მოვდევ დღეობებს,
ყველგან ღრეობენ,
ვისმენ ჩონგურის ხმაურს.
ღვინის ყანწები,
დღესაც დავთვრები,
ავტეხავ აურზაურს.
ზღვაში გედები,
გულში სევდები,
მე რომ ვბერდები,
რატომ ვბერდები,
ცრემლით მევსება თვალი.
სანამ წავალ და დავიფერფლები,
კიდევ მაკოცე ლალი.
ირგვლივ ქალები,
შავი თვალები,
გულში გამიჩნდა
ცეცხლის ალები,
მიშველე ერთადერთო.
ოხ,ეს ქალები,
ფშავლის ქალები,
ამაყნი,როგორც ამორძალები,
შენ დამილოცე ღმერთო.
ელგუჯა უძილაური

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts405
კარმა51
OFFLINEPROFILE
* * *

აყვავებულა არაგვზე დეკა,
ნისლი მოცურავს მთა-მთა.
სევდა მასწავლეს ფშავლის ასულო,
ემაგ თაფლისფერ თვალთა.

ციხეგორობას სტუმრად მოგივალ,
არ მაკოცებ ნეტა?
შენთან ღრეობა მწადიან ქალო,
ყოფნა მწადიან შენთან.

ამ ქარაფებს და კლდოვან ბილიკებს,
რაისად სთელავ კენტად,
მოდი ვიქნები შენი წაწალი,
მთები დავლახოთ ერთად.

და თუ შენს გამო, ფშავლის ასულო,
შენ ძმათ შემაჭრეს ხმალზე,
ნეტა მანახა როგორ მიტირებ,
გლოვის სევდიან ხმაზე.

აყვავებულა არაგვზე დეკა,
ნისლი მიცურავს მთა-მთა.
სევდა მასწავლეს ფშავლის ასულო,
ემაგ თაფლისფერ თვალთა.

ელგუჯა უძილაური

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ნინონინა ! ვინ არის შენ და ცოლის ლექსის ავტორი? ძალიან მომეწონა კარგი ლექსია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts405
კარმა51
OFFLINEPROFILE
მთაზე გაშლილან ყვავილნი,
გულო რა გიყვა მწუხარო,
წაიღე ჩემი ამბავი,
ჩანჩქერო კლდეზე მქუხარო.
მოძებნე ჩემი ლამაზი,
ჩემ დანაბარებ უთხარო,
ხანდახან გამიღიმებდე,
ქალავ ცივგულა ნუ ხარო.
ნუ მამიმოკლებ სიცოცხლეს,
სიტურფე გაუხუნარო,
ადექ და ცოლად გამომყევ,
გული არ დამიმწუხარო


=mt

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
შენგან ქალღმერთად ასე ნაქები,
ჩემო გიჟო და ჩემი ჭკვიანო,
წავალ, ჯინაზე დაგეკარგები,
რომ გამძაფრებით გაეჭვიანო.

შენი ოცნების ტოლი და სწორი
წავყვები ცაში ღრუბლის ხალიჩებს.
რადგანაც ვიცი, რჩეულთა შორის
ცის დედოფლადაც კვლავ მე ამირჩევ.

ქარს გავატანე გლოვის მანტია,
აუმზიანდა იმედს თვალები.
ჩემი კისკისი შენით ანთია,
ჩემს სიჩუმეში შენ იმალები.

ნაოჭში ჩარჩათ ლამაზ სახეებს
ჩასაფრებული შურის სიავე.
მე მიხარია, კვლავ რომ გახელებს
ჩემი ქალური სიკოპწიავე.

ჭირმა და ჭორმა ვერ შეგვაშინა,
ჩვენ ცრემლიანი მზით მივიგნებით.
და როგორც ახლა, ერთად მაშინაც
ვიქნებით, როცა აღარ ვიქნებით.

ჩვენი ლექსების მიდის თაფლობა,
შეგერგოს სიტკბო ჩემი ბაგისა,
მე კი ღმერთს მინდა ვუძღვნა მადლობა,
შენთან ერთობა მე რომ მაღირსა.

ნ ინგოროყვა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ა. აღვახვამ ქებად ბაგესა,
თუმც შევიძელ მკობილება.
ბ. ბანოვანთა უტურფესო,
გიქო მაღალ-შობილება!
გ. გულს განაცვლი გულისათვის;
მწადს მონებრი მორჩილება!
დ. დავჯედ წერად, შენთვის ქებად.
იძღვენ ესე თხრობილება!
ე. ეთერთაცა უნათლესო,
მზეს მოსტაცე ციაგობა,
ვ. ვარსკვლავს შუქი დაუბნელე, -
მე ვით ძალმიცს შენი მკობა?!
ზ. ზუალ-მუშთარს ეცილები, -
შენი მსგავსი სხვა ვინ შობა?!
ჱ. ჱტრფობიან შენს შვენებას, -
მე ვით გკადრო ჩემი დობა?!
თ. თვალს ვერ შებმართვენ საქებრად,
ვერცა დახატვად მხატვარნი!
ი. ილიოს-მზეებრ ბრწყინვალევ,
ხინჯს ვერ გინახვენ მზაკვარნი

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი